/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ფერის გავლენა ქალის ფსიქიკაზე

ფერის გავლენა ქალის ფსიქიკაზე
ფერებს შეუძლიათ შეცვალონ ჩვენი აღქმა, შეცვალონ ჩვენი გრძნობები, აღაგზნონ და გავლენა მოახდინონ ჩვენს გარემოზე რეაგირებაზე უნიკალური და საინტერესო გზებით.

მათ აქვთ ძალა გაგვიუმჯობესონ მეხსიერება და ყურადღება.

ფერების მნიშვნელობის ცოდნა დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ ჩვენი ქცევა. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც მოაქვს ემოციურ მდგომარეობას, რომელიც უფრო შესაფერისია ამ სივრცისთვის.

ადამიანი მგრძნობიარე არსებაა, თუმცა ფერთა შეგრძნება ქალებს მართლაც რამდენადმე უფრო მძაფრი აქვთ. იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და სტრესი თავიდან აიცილოს, ადამიანმა თავის გარშემო „სწორად“ უნდა შეარჩიოს ფერები და ფერთა თერაპიის სეანსიც ჩაიტაროს.

ჯერ კიდევ გოეთემ შეამჩნია და თავის თავზე ექსპერიმენტულადაც შეისწავლა ადამიანის გუნება-განწყობილებაზე სპექტრულ ფერთა აღქმის გავლენა. მანვე შემოიღო „ცივი“ და „თბილი“ ფერების ცნება, რომელსაც დღეს იყენებენ მხატვრები, დიზაინერები და სხვა. გოეთემ პირველმა დაადგინა, რომ თბილი ფერები – წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი – ადამიანს აღაგზნებს, გამოაცოცხლებს, ახალისებს, ცივი – ლურჯი და იისფერი – ასევდიანებს, ხოლო ამ ორ ჯგუფს შორის არსებული ფერები – მწვანე და ცისფერი – ამშვიდებს. მისი დაკვირვება დადასტურდა და დღეს ამ კანონზომიერებას ფსიქიატრიულ პრაქტიკაშიც კი იყენებენ: საგანგებოდ მოწყობილ კლინიკებში დეპრესიულ ავადმყოფებს ნარინჯისფრად განათებულ ოთახში ათავსებენ, ხოლო მეტისმეტად აღგზნებულებს – ცისფრად განათებულში. განათების ფერი მხოლოდ ემოციების წყარო როდია; ექსპერიმენტულად არის დამტკიცებული მისი გავლენა ადამიანის მოძრაობის ბუნებრივ ტემპზე. მაგალითად, წითელი განათების დროს ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე ლურჯის დროს. ფერი გავლენას ახდენს ადამიანის კუნთურ ძალაზეც: თბილი განათების პირობებში დინამომეტრის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ცივი ფერებით განათებისას.

ნაირფერი ინტერიერი

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი. მაქვს რკინადეფიციტური ანემიის თანხმდები თრომბოციტოზი (ჭარბი რაოდენობა ნორმაზე 200 ერთეულით), ვმკურნალობ. ბუნებრივი საშუალებები რა არის თრომბოციტების ნორმალიზების?</p>

თუ ბინაში რემონტის გაკეთებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, კედლები ფერთა თერაპიის სპეციალისტთა რეკომენდაციების შესაბამისად შეღებოთ.

ცივი, ბაცი ტონები, ცისფრის ან ბაცი იისფერის ტიპისა, შეესატყვისება დასვენებას, მოდუნებას, ასეთი ფერები მიზანშეწონილია საწოლი ოთახისთვის.

ბაცი ყვითელი ადამიანს ყურადღების კონცენტრირებასა და გონების მოკრებაში ეხმარება. ასეთი ფერით კარგი იქნება კაბინეტის, ასევე ბავშვის ოთახის შეღებვა. უკიდურეს შემთხვევაში, იმ კუთხისა მაინც, სადაც ბავშვი მეცადინეობს.

გარგარისფერი ხსნის დაძაბულობას და ქმნის კომფორტის, უსაფრთხოების განცდას. ის იდეალურია სასტუმრო ოთახისთვის.

შეღებეთ ნარინჯისფრად სამზარეულო და თქვენთვის ყოველი დილა მზიანი და ნათელი იქნება.

წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი... რაც უფრო მეტია ფერი, მით უფრო მხიარული იქნება დღესასწაული. ალბათ, ეს თქვენც შეგიმჩნევიათ. ამიტომ, როცა თქვენი ან ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების დღე მოვა, მორთეთ ოთახი ფერადი ბუშტებით, ხოლო როცა წვეულება დამთავრდება და სტუმრებს გააცილებთ, დაურიგეთ და თან გაატანეთ, რათა ზეიმი მათთვისაც გაგრძელდეს.

არტთერაპია

გიყვართ ხატვა? მაშინ არტთერაპია ნამდვილად მოგეწონებათ. არის შემთხვევები, როცა უეცრად შფოთვა და პანიკა გიპყრობთ? იმისთვის, რომ ამ უსიამოვნო გრძნობას თავი დააღწიოთ, არტთერაპიის სეანსი ჩაიტარეთ: აიღეთ ფურცელი, ფერადი ფანქრები ან აკვარელის საღებავები, დახუჭეთ თვალები, ეცადეთ წარმოიდგინოთ, რა ფერისაა თქვენი განწყობილება. დაინახეთ? მაშინვე აიღეთ ამ ფერის ფანქარი ან ჩააწეთ ფუნჯი ასეთივე ფერის საღებავში და დახატეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ: ლაქები, გეომეტრიული ფიგურები, ადამიანები – მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

ფერადი სუნთქვა

ტიბეტში მკურნალობის ერთ-ერთი სახეა „ფერადი მედიტაცია“. შეგიძლიათ, თქვენც სცადოთ:

იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, წარმოიდგინეთ, რომ ჩაისუნთქეთ ნარინჯისფერი სურნელი, ხოლო ამოისუნთქეთ ლურჯი.

თვითშეფასების ასამაღლებლად „ჩაისუნთქეთ“ იისფერი სურნელი და „ამოისუნთქეთ“ ყვითელი.

მედიტაცია შეიძლება არომათერაპიას შეუთავსოთ. ამისთვის საჭიროა მოწყვიტოთ ყვავილი, უყუროთ მას და ჩაისუნთქოთ მისი სურნელი. ხშირად ადამიანები იძენენ ეგზოტიკურ ფრინველებს – თუთიყუშებს, იადონებს – ან თევზებს და მათი მრავალფეროვნებით ტკბებიან. ესეც ერთგვარი ფერთა თერაპიაა.

ფერთა მკურნალი ძალა

სამყარო სავსეა მრავალი ფერით, თვალს კი საოცრად იზიდავს მათი სიუხვე. საინტერესოა, რატომ? საქმე ისაა, რომ მრავალფეროვნება არა მარტო მზერას ახალისებს და ატკბობს, თურმე გამაჯანსაღებელი მუხტის მატარებელიცაა. ეს ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა შენიშნეს. ამ მიმართულებით სხვადასხვა კვლევა არსებობს. შვედმა მეცნიერმა, კარლ რიბერგმა კი მედიცინის ახალი მიმართულება განავითარა, რომელსაც ჩოლოგამა უწოდა. ის 3-4 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, 15 წუთით, სხვადასხვა ფერის სინათლით ზემოქმედებდა თავის პაციენტებზე და გასაოცარ შედეგებს მიაღწია. მეცნიერი თვლის, რომ: „ტვინი ისევე აღიქვამს ფერს, როგორც კუჭი საკვებს“.

ჩვენს სხეულს ხშირად უჩნდება ერთი კონკრეტული ფერის მოთხოვნილება. გარემომცველი ფერები ზემოქმედებენ ჩვენს განწყობილებაზე, გრძნობებზე და კურნების უნარიც კი გააჩნიათ.

წითელი – ეს ფერი ზრდის შინაგან ენერგიას, ლიბიდოს (სქესობრივ ლტოლვას) და სექსუალობას. ეხმარება სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.

ნარინჯისფერი – გვეხმარება დაღლილობის, უგუნებობის, დეპრესიის, შფოთისა და შიშის (მაგალითად, გამოცდის წინ) დაძლევაში.

ყვითელი – ზრდის ყურადღების კონცენტრაციის უნარს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და მეხსიერებას. ითვლება, რომ მას კეთილისმყოფელი გავლენა აქვს ღვიძლის მუშაობის დარღვევისას.

მწვანე – ხელს უწყობს გულის რიტმულ მუშაობას, ასვენებს თვალებს, აქვს ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. სასარგებლოა თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას, თავბრუხვევისა და ნევროზების შემთხვევაში.

ცისფერი – ამშვიდებს, ამაღლებს იმუნიტეტს, ანელებს ანთებით პროცესსა და წვის შეგრძნებას (მაგ. მზით დამწვრობისას), ამცირებს ყელის ტკივილს, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე.

ლურჯი – ეხმარება უძილობის დაძლევაში, იწვევს სიმშვიდის შეგრძნებას, ხსნის დაძაბულობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ამშვიდებს სუნთქვას, კოლოროთერაპიის (ფერით მკურნალობის) სპეციალისტები ლურჯ ფერს გამორჩეულად ურჩევენ ქალბატონებს მენსტრუალური ციკლის დარღვევისას და კლიმაქსურ ასაკში.

იისფერი – აძლიერებს ინტუიციას, არეგულირებს ლიმფური სისტემის მდგომარეობას, ეხმარება შაკიკის დროს.

ფერით მკურნალობის უმარტივესი სეანსი:

შეგცივდათ? ჩაიცვით წითელი სვიტერი, წითელი წინდები და უფრო სწრაფად გათბებით, ვიდრე თეთრ ან ცისფერ ტანსაცმელში. ეს უკანასკნელნი ხომ ცივ წყალსა და თოვლთან ასოცირდებიან.

პარტნიორს გაუნელდა ვნება? ლოგინისთვის ალისფერი თეთრეული შეარჩიეთ.

ცუდ ფეხზე ადექით? საუზმეზე მიირთვით სტაფილოს ან ფორთოხლის წვენი, მხრებზე მოისხით ნარინჯისფერი შარფი და გუნება-განწყობილებაც უმალ გამოგისწორდებათ.

არ გეძინებათ? ბალიშს ლურჯი ან მუქი ცისფერი პირი გადააკარით, საძინებელ ოთახში დადგით ლამფა ცისფერი აბაჟურით და... ძილი ნებისა!

ფიქრი არ გასვენებთ? პრობლემები მოგეძალათ? გაისეირნეთ ტყეში ან მიბაძეთ ბრძენ არაბებს – დაჟინებით დააცქერდით ზურმუხტს ან მის მსგავს ქვას. მწვანე ფერი დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდის მოპოვებასა და რთული ამოცანების გადაჭრაში.

მივმართოთ ფერთა ენერგიას!

მოხერხებულად მოეწყვეთ საწოლზე (უმჯობესია ზურგზე დაწვეთ) ან სკამზე (ფეხების გადაუჭდობლად). ისუნთქეთ მშვიდად, რიტმულად, წარმოისახეთ განსაკუთრებით სასიამოვნო სურათი: ზღვის სანაპირო, ლამაზი მდელო... ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ მკაფიო ფერის მაცოცხლებელი ნაკადი მზის სხივთა კონასავით გეცემათ მკერდზე და გეღვრებათ მთელ სხეულში. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, წარმოიდგინეთ კონკრეტული ფერი, რომელსაც გამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს და წარმოსახვით „დაავადებული ადგილისკენ“ მიმართეთ. იცხოვრეთ ფერთა სიუხვეში და აღარც ცხოვრება იქნება უფერული და მოსაწყენი!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფერის გავლენა ქალის ფსიქიკაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები