/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სკრინინგი - დაავადებების პრევენციის საშუალება

სკრინინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაავადებების დროული დაიგნოსტიკისათვის, რათა რაც შეიძლება მეტხანს შეუნარჩუნდეს პაციენტს ჯანმრთელობა და გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე.

საქართველოში მოქმედი სკრინინგის პროგრამების შესახებ გვესაუბრება ეროვნული სკრინინგ-ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.

- ქალბატონო ეთერ, რა არის სკრინინგი?

- სკრინინგი არის ჯანმრთელი მოსახლეობის მასობრივი გამოკვლევა ფარულად მიმდინარე დაავადების გამოსავლენად, რომლის შედეგად გამოიყოფა ადამიანების ორი ჯგუფი - პირველი, რომელსაც საძიებელი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გააჩნია და მეორე, რომელსაც ასეთი ნიშნები აქვს. დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე პირებს მიმართავენ უფრო ღრმა დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- არის თუ არა სკრინინგი კიბოს პრევენციის საშუალება და რა მნიშვნელობა აქვს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას?

- ონკოლოგიური დაავადებები კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებისათვის. ონკოლოგიური დაავადების პრევენცია, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, გულისხმობს დაავადების ადრეული ფორმების გამოვლენასა და მკურნალობას, რათა ხელი შევუშალოთ დაავადების პროგრესირებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მოკლედ დიდიხანია მაქვს თავის ტკივილები ყურებში შუილი და ამ ბოლოს თოთქოს თვალებიც გადაღლილი მაქვს და შეგრძნება მაქვს რომ თვალებს დასვენება უნდა გადაძაბული მაქვს.ვფიქრობ მაქვს კისრის ოსტეოქონდროზი.ვარ ორსული,ექიმმა გადაღება ამიკრძალა,რა შემიძლია გავაკეთი ვის ვეჩვენებო თუ არსებობს სპეციალისტი რომ ვთქვათ დამიდასტუროს მართლა ეს მაქვს თუ არა?კისერს რომ დავატრიალენ სულ ხრაშუნი გაუდის,ასევე კეფა რომ მთავრდენა კისერზე ამობზუკული მაქვს ოდნავ.გთხოვ მირჩიეთ ვის მივმართო ნევროპათოლოგი თუ ვის ეხება ჩემი ჩივილები,ვინაიდან თავზე ვერ ვიღებ რის გაკეთება შემიძლია.მადლობა</p>

მაღალი სიკვდილობისა და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლების ძირითადი მიზეზია ის ფაქტი, რომ კიბოს შემთხვევების ნახევარზე მეტის დიაგნოსტირება მესამე და მეოთხე სტადიაზე ხდება. სწორედ ამიტომ კიბოს პრევენციულ ღონისძიებათა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ქვეყანაში სწორად დაგეგმილ დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოთი გამოწვეული ავადობისა და ნაადრევი სიკვდილობის შემცირებას მათი ადრეული გამოვლენის მეშვეობით.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა ბევრად წარმატებული, შედეგიანი და ხარჯთეფექტურია, როდესაც ის იწყება დაავადების ადრეულ ეტაპზე, ასევე მკვეთრად მცირდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური დანახარჯები.

- კიბოს სკრინინგის რა უფასო პროგრამები მოქმედებს საქართველოში და ვინ არიან მოსარგებლეები?

- საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც დაფინანსების წყაროების მიხედვით გაყოფილია მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებად.

თბილისში რეგისტრირებული პირების მომსახურებას აფინანსებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო თბილისს გარეთ რეგისტრირებული პირების მომსახურებას აფინანსებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

კიბოს სკრინინგი უფასოა საქართველოს მოქალაქეებისათვის და მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისათვის და ითვალისწინებს:

  • მამოგრაფიას (ორ პროექციაში, ორივე მხარეს) ორი რადიოლოგის მიერ დამოუკიდებლად წაკითხვით და ძუძუს ფიზიკურ გასინჯვას;
  • შესაბამისი პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - ექოსკოპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში - ძუძუს წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას.

გეგმური სარეკომენდაციო პერიოდი შეადგენს 2 წელს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისათვის და ითვალისწინებს:

  • საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, პაპ ნაცხის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლპოსკოპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში - ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ კვლევას.

გეგმური სარეკომენდაციო პერიოდი შეადგენს 3 წელს.

კოლორექტული ანუ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება 50-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისა და მამაკაცებისათვის და ითვალისწინებს:

  • ტესტს ფარულ სისხლდენაზე;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში - კოლონოსკოპიას;

პროსტატის კიბოს მართვა ტარდება 50-70 წლის ჩათვლით მამაკაცებისათვის და ითვალისწინებს პროსტატის სპეციფიკური ანტიგების (PშA) განსაზღვრას პერიფერიულ სისხლში.

გეგმური სარეკომენდაციო პერიოდი შეადგენს 1 წელს.

მუნიციპალური პროგრამა დამატებით აფინანსებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტს, რომელიც ტარდება თბილისში რეგისტრირებულ 25-70 წლის ქალებს შორის და ითვალისწინებს:

  • ექოსკოპიურ კვლევას;
  • საჭიროების შემთხვევაში - თირეოტროპული ჰორმონის (თშH) განსაზღვრას სისხლში;
  • შესაბამის შემთხვევებში - წვრილნემსიან ასპირაციულ ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას;
  • ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობას.

გეგმური სარეკომენდაციო პერიოდი შეადგენს 5 წელს.

აღნიშნული სარეკომენდაციო პერიოდების მიუხედავად, ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტი შესაძლებელია დაბარებული იყოს ვადაზე ადრეც (FU), რაც ასევე ფინანსდება პროგრამის მიერ.

პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა ტარდება რისკჯგუფებში, რითიც ეს კომპონენტები განსხვავდება სკრინინგისაგან, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევას.

- რა არის სკრინინგის პროგრამის მთავარი გამოწვევა და როგორ შეიძლება მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს?

- მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მიზნობრივი პოპულაციის ჩართულობის (მოცვის მაჩვენებელი) გაზრდა პროგრამაში. აღნიშნული მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა იგი მკვეთრად ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს. 2008 წლიდან, როდესაც ქვეყანაში დაინერგა სკრინინგის პროგრამა, დღემდე პროგრამაში ჩართული მიზნობრივი პოპულაციის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია და აღწევს 22%-ს (მუნიციპალური პროგრამის ისტორიული მაქსიმუმი ძუძუს კომპონენტში, 2021წ.), თუმცა, ევროპული გაიდლაინების მიხედვით, სკრინინგული პროგრამით კიბოთი ავადობისა და სიკვდილობის შემცირების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიზნობრივი მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი არ ჩამოუვარდება 60-70%-ს.

არასახარბიელო მოცვის მიზეზები კომპლექსურია და ძირითადად მოიცავს არასაკმარის განათლებას, ასევე დიაგნოზისა და პროცედურების შიშს. მოცვის მაჩვენებლის ზრდა, ძირითადად, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის მომატებით (საინფორმაციო კამპანია, მიზნობრივ ჯგუფებთან მუშაობა), ორგანიზებული სკრინინგის მოდელზე გადასვლითა (გულისხმობს მოქალაქეთა პერსონალურ მოწვევას პროგრამაში მონაწილეობისთვის, რაც მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს მათ) და სკრინინგული სერვისებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდითაა შესაძლებელი. აქვე, მნიშნვნელოვანია ამ პროცესებში ჯანდაცვის პირველადი რგოლის (ოჯახის ექიმების) მეტი ჩართულობა, მათზე მიმაგრებული კონტინგენტის გადამისამართება სკრინინგში და მომდევნო რაუნდების კონტროლი. დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რაც, ასევე, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროგრამის წარმატებისათვის.

- როგორ უნდა ჩაიტაროს მოქალაქემ ამ პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები?

- საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ასაკობრივ კრიტერიუმებს, თუ მანამდე არ უსარგებლია ამ პროგრამით ან წინა ვიზიტიდან გასული აქვს სარეკომენდაციო პერიოდი, შეუძლია დარეკოს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის „ცხელი ხაზის“ ტელეფონის ნომერზე-2203535, ჩაეწეროს სასურველ კვლევაზე ან მიმართოს ჩვენი ცენტრის ნებისმიერ ფილიალს შემდეგ მისამართებზე:

გლდანი - IV მ/რ N113 ა; ვარკეთილი - კალოუბნის ქ. N12; საბურთალო - მ. ალექსიძის N1; დიდუბე - აკ. წერეთლის გამზირი N69.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სკრინინგი - დაავადებების პრევენციის საშუალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები