/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები

40-45 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში ე. წ. ინვოლუციის პროცესი იწყება. საკვერცხეები სულ უფრო ნაკლებად რეაგირებს ჰიპოფიზის (ტვინის დანამატი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი) მიერ გამომუშავბულ ჰორმონებზე.

თავის მხრივ, ჰიპოფიზიც ვეღარ იღებს საკვერცხეებისაგან სათანადო ნიშანს და ამგვარად, მთელი მენსტრუალური ციკლი ირღვევა. ეს არის კლიმაქსის დასაწყისი. 40-50 წლის ასაკში ოვულაცია (მომწიფებული ფოლიკულის გასკდომის ფაზა, რომლის დროსაც საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა ხდება) რეგულარულად აღარ მიმდინარეობს, არარეგულარულ ხასიათს იძენს აგრეთვე მენსტრუალური სისხლდენაც. შესაბამისად, მცირდება განაყოფიერების შანსი. თუ ამ პერიოდში ქალის ორგანიზმში სასქესო ჰორმონები (ესტროგენები) უმნიშვნელო რაოდენობით მაინც გამომუშავდება, ყვითელი სხეულის ჰორმონი საერთოდ აღარ წარმოიქმნება და მენსტრუაცია წყდება. მენსტრუაციის ფიზიოლოგიურ შეწყვეტას მენოპაუზა ეწოდება. მენოპაუზის წინამორბედი ჰორმონული ძვრები შესაძლოა გამოვლინდეს დაღლილობის, უძილობის, თავის ტკივილის, მომატებული გაღიზიანებადობის, გულმკერდის ღრუსა და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებების სახით. ორგანიზმში ჰორმონული უკმარისობის დაწყების მაჩვენებელია გაძლიერებული ოფლდენა და ალები (ანუ ცხელების შეტევა). კლიმაქსისათვის დამახასიათებელი ეს უხშირესი სიმპტომები ქალის ორგანიზმში ესტროგენების დონის დაქვეითებით არის განპირობებული. ჰორმონული სტატუსის ცვლილებას შესაძლოა ახლდეს ტემპერატურის მომატება, სისხლძარღვთა გაფართოება, სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება და გუნება-განწყობის გაუარესება.

კლიმაქსის პერიოდში ქალები უხშირესად სიცარიელეს, გამოფიტვას გრძნობენ, მათ ცხოვრებას აზრი ეკარგება. ზოგიერთები მენსტრუაციის შეწყვეტას ქალურობის შემცირებასთან, მომხიბვლელობის დაკარგვასთან აიგივებენ და ყოველივე ამას განსაკუთრებულად მწვავედ აღიქვამენ. ასეთ დროს ხშირად უჩნდებათ აზრი, რომ ცხოვრებამ ფუჭად, ამაოდ ჩაიარა. ამ ნიადაგზე კი ხშირია დათრგუნვა, საკუთარ თავში ჩაკეტვა და დეპრესია.

კლიმაქტერული პერიოდის კრიზისებს, რომლებიც ფიზიკურ და სულიერ დარღვევებს განაპირობებს, ხშირად „კლიმაქტერულ დეპრესიად“ მოიხსენიებენ. კლიმაქსის პერიოდში შესაძლოა მძიმე დეპრესიამაც იჩინოს თავი. მედიკოსები ამ დეპრესიას ენდოგენურ დეპრესიას უწოდებენ. თუმცა შინაგანად დათრგუნული მდგომარეობის მიზეზი ამ პერიოდში სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს:

  • ჰორმონული გარდაქმნა ორგანიზმში;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • საკუთარი თავის რწმენის შერყევა;
  • ცხოვრებისეული სიტუაციების ცვლილება;
  • განშორებისა და დაკარგვის შეგრძნება;
  • სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) დაქვეითება-დაკარგვა;
  • უბრალოდ სიბერის განცდა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კლიმაქტერული პერიოდის დეპრესიის ძირითად ნიშნებს მიეკუთვნება დაძაბულობისა და დაღლილობის შეგრძნება, მოუსვენრობა, ანჰედონია (სიხარულის, ბედიერების შეუგრძნობლობა), სურვილების გაქრობა, ტირილის სურვილი და სხვა.

ქალისათვის ამ კრიტიკულ პერიოდში სამკურნალოდ დანიშნული ჰორმონები, ჩვეულებრივ, კარგად გადაიტანება სედაციურ და ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად. აღნიშნული საშუალებები, როგორც წესი, საუკეთესოდ ავსებენ ხოლმე ერთმანეთს. ისიც საყურადღებოა, რომ გუნება-განწყობის გაუმჯობესებას, დათრგუნული მდგომარეობის აღმოფხვრას ხშირად მხოლოდ ჰორმონების გამოყენებაც ახდენს. ფსიქოტროპული საშუალებებით მკურნალობის საკითხს ყოველთვის ექიმი წყვეტს. მათი თვითნებურად მიღება არ შეიძლება.

შეკითხვა ექიმს
<p>ბოდიშით დაბთუბსაპორფარეშოში არ შევედი ისე ვერ ვხდებიბრომ ძალიან მინდა მოშარდვა. რატომ?ანუ არკაწიხებს.რომნშევდუვარ და ვხედავ როგორ მდგომებია მაშინ მიივირს როგორ ვიკავებდი ღამე კი პორიქოთ ე წვეზტსაც ვერ ვითმენ</p>

კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობა უძილობას იწვევს ან აძლიერებს. ირღვევა ძილის ნორმალური რიტმი, ღრმა ძილის ფაზები შედარებით იშვიათად ვითარდება ან საერთოდ გამოვარდნილია ძილის მიმდინარეობიდან. ისიც აღსანიშნავია, რომ ალები და მომატებული ოფლიანობა ღამღამობით ისედაც არღვევს ძილის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ქალის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე, შრომისუნარიანობაზე, სასიცოცხლო ტონუსსა და განწყობაზე. სედაციური და საძილე საშუალებები, ჩვეულებრივ, კარგად მოქმედებს და დროებით ეხმარება ქალს, თუმცა უძილობის მთავარ მიზეზს - ორგანიზმში ესტროგენების ნაკლებობას - ვერ აღმოფხვრის, ამიტომაც ძილის დარღვევისას, ამა თუ იმ მედიკამენტით თვითმკურნალობის ნაცვლად, უმჯობესია, ქალმა მიაკითხოს ექიმს, მის მიერ რეკომენდებული ესტროგენების შემცველი პრეპარატები მიიღოს, რადგან ასეთ შემთხვევაში სედაციური საშუალებების გამოყენება აღარ ხდება ხოლმე საჭირო.

დასასრულს კი რამდენიმე რეცეპტი ხალხური მედიცინის საუნჯიდან, რათა შეიმსუბუქოთ კლიმაქსის დროს შექმნილი ნევროზული მდგომარეობა.

ჩვეულებრივი თავშავა

აიღეთ 2 სადილის კოვზი ბალახი, მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ერთ საათს გააჩერეთ. მიიღეთ დღეში სამ მიღებაზე ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. შეგიძლიათ მოამზადოთ თავშავას სპირტიანი ნაყენიც. ამისათვის 10 გრამ ნედლეულს დაასხით 150 მლ 70%-პროცენტიანი ეთილის სპირტი. ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურის პირობებში გააჩერეთ 7-10 დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ 30-40 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. ორივე ნაყენი დამაწყნარებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რეკომედებულია კლიმაქტერულ პერიოდში ნევროზული ჩივილების დროს.

მაყვალი

მაყვლის ნაყოფი და მისი ნაყენი (ჩაის მაგვარი) საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალებაა კლიმაქტერულ პერიოდში ნერვული აშლილობისაგან თავდასაღწევად.

ჭარხალი

მიიღეთ ჭარხლის წვენი თაფლთან ერთად, განზავებული პროპორციით 1:2, დღეში 2-3-ჯერ 1/3 ჭიქის მოცულობით. რეკომენდებულია კლიმაქტერულ პერიოდში გაღიაზიანების, მომატებული ნევროზულობისა და თავის ტკივილის დროს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კლიმაქსი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები