/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ორსულობა და შიში

ორსულობა და შიში
ორსულობამ სიხარულთან ერთად უცნაური შიშის გრძნობაც მომგვარა.

რამდენად ნორმალურია ეს? იმის გათავისება, რომ თქვენს წიაღში ახალი სიცოცხლეა, ერთდროულად ორ - შიშისა და უდიდესი სიხარულის - განცდას ბადებს.

ორსულობა ძლიერ სასიამოვნო, მაგრამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მდგომარეობაა და პატარას ჯანმრთელობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური - მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ამ პერიოდში დედის ქცევაზე.მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენ კვლავ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ და არაფერი ადამიანური თქვენთვის უცხო არ უნდა გახდეს! ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმი განსაკუთრებულ დატვირთვას განიცდის - მან ხომ ორის მაგივრად უნდა “იცხოვროს”! ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ იოლად იღლებით. თავს ძალას ნუ დაატანთ. იმისთვის, რომ ენერგიულად გამოიყურებოდეთ, ორგანიზმს ადრინდელ მოთხოვნებს ნუ წაუყენებთ, - თქვენ ვეღარ აჰყვებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ორსულობა იმითაცაა კარგი, რომ საშუალება გეძლევათ, საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. უპირველესად, გჭირდებათ სრულფასოვანი დასვენება - ძილი.

მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ძილის დროს პლაცენტა უკეთესად მარაგდება სისხლით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატარა გაცილებით მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს, ამიტომ ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი იძინოთ. თუ უძილობა გაწუხებთ, სთხოვეთ მეუღლეს, გაგიკეთოთ მსუბუქი მასაჟი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტერფებს, “საყელოს” მიდამოსა და თავის თმიან ნაწილს. უძილობას შველის ძილის წინ თაფლიანი რძის დალევა. თუ ეს ყველაფერი უეფექტო აღმოჩნდა, ჩათვალეთ, რომ თქვენი ეს მდგომარეობა ნორმალურია და მომავლისთვის გამზადებთ - თქვენ ხომ არაერთი ღამის გატეხა და გათენება მოგიწევთ პატარასთან ერთად ტიტინსა და თამაშში! გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მომავალი შვილის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართებულ კვებას ორსულობის პერიოდში.

ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, ამიტომ მისი ნორმალური მიმდინარეობის დროს აუცილებელი არ არის სპეციალური დიეტის დაცვა. მთავარია, ბავშვს არ მოაკლდეს საჭირო ვიტამინები და საკვები ნივთიერებები. ორსულმა საკვები უნდა მიიღოს ადვილად ასათვისებელი ფორმით, მცირე ულუფებით და ხშირად. ერიდეთ ცხარე, მარილიან და ექსტრაქტული ნივთიერებებით მდიდარ საკვებს. აი, მცირე ნუსხა იმ პროდუქტებისა, რომლებიც სასარგებლოა როგორც თქვენთვის, ასევე ნაყოფისთვის:

  • ხორცი და ხორცის პროდუქტები, განსაკუთრებით - ინდაურის თეთრი ხორცი, ხბოს ხორცი, ძროხის ღვიძლი ან მისი პაშტეტი, ენა და სხვა;
  • ყოველგვარი ხილი, განსაკუთრებით - ვაშლი, ბანანი, ალუბალი. ერიდეთ ძნელად მოსანელებელ ხილს, მაგალითად, ხურმას.
  • რძე და რძის ნაწარმი, განსაკუთრებით - ხაჭო.
  • ნიგოზი, ქიშმიში, გარგარისა და ჭერმის ჩირი, თაფლი.
  • ბოსტნეული, მწვანილი (განსაკუთრებით - ოხრახუში).

ორსულობის დროს შესაძლოა წყურვილმა შეგაწუხოთ. მაინც რამდენი წყალი შეიძლება დალიოს ორსულმა? თუ ორსულობა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს ანუ არ გაწუხებთ შეშუპება, მაღალი არტერიული წნევა და შარდის ანალიზიც ნორმალურია, შეგიძლიათ, სვათ წყალი სურვილისამებრ. წყალი ნაყოფს განსაკუთრებით სჭირდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვის განმავლობაში), ორსულობის მე-20 კვირიდან კი ექიმის მითითებით შესაძლოა სითხის ოდენობის შეზღუდვა მოგიხდეთ. საერთოდ, სითხის ოპტიმალური რაოდენობაა დაახლოებით 1-1,2 ლიტრი დღეში. თქვენს მდგომარეობაში უმჯობესია უარი თქვათ სიგარეტზე და ერიდოთ სიგარეტის კვამლით გაჯერებულ ოთახებს.

შეკითხვა ექიმს
<p>ბოდიშით დაბთუბსაპორფარეშოში არ შევედი ისე ვერ ვხდებიბრომ ძალიან მინდა მოშარდვა. რატომ?ანუ არკაწიხებს.რომნშევდუვარ და ვხედავ როგორ მდგომებია მაშინ მიივირს როგორ ვიკავებდი ღამე კი პორიქოთ ე წვეზტსაც ვერ ვითმენ</p>

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყავა, ურომლისოდაც ცხოვრება ვერ წარმოგედგინათ, არც ისე სასარგებლოა ბავშვისთვის. ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს, მათ შორის - ლუდსაც. უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ წყალსა და ნატურალურ წვენებს. ცხოვრების წესად აქციეთ სუფთა ჰაერზე დიდხანს ყოფნა, მსუბუქი ტანვარჯიში (თუ ეს დისკომფორტს არ გიქმნით) და, შეძლებისდაგვარად, ნაკლებად ინერვიულეთ. რაც შეეხება სქესობრივ ცხოვრებას, აქ განსაკუთრებული შეზღუდვა საჭირო არ არის, მაგრამ აჯობებს, ორსულობის პირველსა და ბოლო ორ თვეს თავი შეიკავოთ ან შემაციროთ მისი ინტენსივობა. დღეს წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება კომპიუტერის გარეშე. იშვიათია პროფესია, სადაც მას არ იყენებდნენ. უამრავი ქალის სამსახური სწორედ კომპიუტერთან არის დაკავშირებული.

ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ კომპიუტერი მავნე ზემოქმედებას ახდენს ქალის გარეგნობაზე, მასთან მუშაობა ნიშნავს ელექტროსტატიკური ველისა და აეროიონური გარემოს მუდმივ ზემოქმედებას. მოძველებული მოდელები და დამიწების გარეშე, ელექტრონულ-სხივურ მილაკზე მომუშავე მონიტორები ჭარბ ელექტროსტატიკურ ველს ქმნიან, რაც მავნე გავლენას ახდენს სახის კანზე, თმაზე. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა სახიფათოა კომპიუტერთან მუშაობა ორსულისთვის. ის ღლის ნერვულ სისტემას, ძაბავს მხედველობას და უარყოფითად აისახება ნაყოფზე, ამიტომ ორსულობის პერიოდში ერიდეთ კომპიუტერს. ორსულობის პერიოდში დედის ფსიქიკურ-ემოციური მდგომარეობა უდიდეს გავლენას ახდენს ნაყოფზე.

ასევე დაგაინტერესებთ
ორსულობა 35 წლის შემდეგ - რა უნდა ვიცოდეთ
ორსულობა და მშობიარობა შაქრიანი დიაბეტის დროს

დედასა და შვილს შორის არსებობს არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური კავშირიც. დედის ნეგატიური განწყობა, სტრესი დაღს ასვამს ბავშვის შემდგომ ფსიქოლოგიურ განვითარებას. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ნაყოფი ძლიერ მგრძნობიარეა. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ ფსიქოემოციურ გარემოში უხდება ყოფნა ორსულს. მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები უნდა ეცადონ, მშვიდი გარემო შეუქმნან ქალს, თავიდან ააცილონ თუნდაც უმნიშვნელო მღელვარება, შფოთვა. ნებისმიერი გამაღიზიანებელი შორს უნდა იყოს მისგან. მას უნდა ჰქონდეს კომფორტული ოთახი, მოხერხებული საწოლი, ყველა პირობა მოსვენებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი გარშემო მყოფთა კეთილგანწყობა, ყურადღება და მზრუნველობაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ორსულობა და შიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები