ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის პრობლემის მოგვარების გზა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელოვნური განაყოფიერება უშვილობის პრობლემის მოგვარების გზა

ემბრიოლოგ ლიკა ჭყონიას და ამავე ცენტრის გინეკოლოგს თეა ჩარკვიანს ვეწვიეთ.

- რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

- ინ ვიტრო განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდი, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ხდება ორგანიზმის გარეთ, ხოლო ამგვარად მიღებული ემბრიონი ინერგება ქალის საშვილოსნოში. აღნიშნული მეთოდი უცხო აღარ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, პაციენტების უმრავლესობა ამ საკითხის შესახებ საკმაოდ კარგად არის გათვითცნობიერებული.

- როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?

- ხელოვნური განაყოფიერება, უფრო სწორად, ინ ვიტრო განაყოფიერება, თანამედროვე მედიცინაში, როგორც გითხარით, დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიად მოიაზრება, რომელიც ზოგჯერ ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ერთადერთი ეფექტური საშუალებაა უშვილობის სამკურნალოდ. კერძოდ, უშვილობის გამომწვევი ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიც არის შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში - ტუბოოვარიული შეხორცებითი პროცესი (უშვილობის მილისმიერი ფაქტორი), ენდომეტრიოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ანოვულაცია, დაუდგენელი გენეზის უშვილობა, მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა - მძიმე ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია და სხვა, ინ ვიტრო განაყოფიერება მკურნალობის პირველივე და არჩევითი ეტაპი გახლავთ.

- რას გულისხმობს უშვილობის მკურნალობა დამხმარე რეპროდუქციულო ტექნოლოგიებით?

- საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია (IUI) მარტივი მეთოდია: საკვერცხეების მინიმალური სტიმულაციის ფონზე საშვილოსნოს ღრუში შეგვყავს პარტნიორის დამუშავებული სპერმა. დაორსულების ალბათობა 15-18%-ია. ამ ტიპის მკურნალობისთვის აუცილებელი პირობაა საშვილოსნოს გამტარი მილები და დამაკმაყოფილებელი კრიტერიუმის სპერმა.

სხვაა ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF): საკვერცხეების სტიმულაციის შემდეგ ხდება ფოლიკულების ასპირაცია (ფოლიკულებიდან ფოლიკულური სითხის ამოღება), მიღებულ კვერცხუჯრედებში შეჰყავთ სპერმატოზოიდი და 3-5 დღის შემდეგ მიღებული ემბრიონები საშვილოსნოს ღრუში გადააქვთ. ორსულობის ალბათობა 40-45%-ია და დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიღებული ემბრიონების ხარისხზე.

კიდევ ერთი მეთოდია მიკრომანიპულაციები - ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ჩვენება: მამაკაცის ფაქტორით გამოწვეული უშვილობა).

არსებობს პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკაც, თუმცა იმ მეცნიერებს, რომლებიც ამ მეთოდიკების დამუშავებაში არიან ჩართული, დიდ ქარცეცხლში მოუწიათ გავლა. ჯერ კიდევ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია, ამიტომ საქართველოში მის დანერგვას თავს ვარიდებთ.

- არსებობს თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერების ალტერნატივა?

- ინ ვიტრო განაყოფიერების ალტერნატიულ მეთოდებად მოიაზრება, სწორად დასმული დიაგნოზის შემთხვევაში, უშვილო წყვილის მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ ის უნდა იყოს დიდი სიფრთხილით შერჩეული და დროში განსაზღვრული, რომ არ გავაუარესოთ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და წყვილის რეპროდუქციული რეზერვი. გვყოლია ოლიგოსპერმიიდან აზოოსპერმიამდე მისული პაციენტები, რომელთაც არასწორად მკურნალობდნენ. სპერმის კრიტერიუმები ხშირად სწორად ინტერპრეტირდება. სპერმატოზოიდების ნორმალური რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ჯანმრთელ სპერმას, აუცილებელია დანარჩენი მაჩვენებლების გათვალისწინებაც.

ქალის უშვილობის შემთხვევაში კი არამიზანმიმართული მკურნალობა ზოგჯერ წლობით გრძელდება, შედეგად ამას ემატება ასაკი, მცირდება ფოლიკულური აპარატი და საკუთარი კვერცხუჯრედით ორსულობის შანსი მინიმუმამდე დადის.

- როდის იყენებენ დონორის სპერმას?

- უკიდურესად იშვიათად. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით სტერილურ მამაკაცებს ეძლევათ საშუალება, იყოლიონ გენეტიკურად საკუთარი შვილი. ჩვენს კლინიკაში წარმატებით ტარდება ნატიფი ოპერაციები სათესლე ჯირკვლებზე (TESA - ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია, MESE - მიკროქირურგიული ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია), ვიღებთ სპერმას, რომელსაც შემდგომ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ვიყენებთ. ასეთი ოპერაციის კანდიდატები არიან აზოოსპერმიის მქონე მამაკაცები. TESA-ს ან MESE -ს გზით მიღებული და გაყინული სპერმის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის ალბათობა, ჩვენი მონაცემებით, 67%-ია.

- რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს წყვილმა და რამდენი ხანი სჭირდება ამ პროცედურას?

- ინ ვიტრო განაყოფიერება არ არის მარტივი პროცედურა. პაციენტის მომზადება მენსტრუალური ციკლის მიხედვით ხდება, ამიტომ გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც შესაძლებელია საკვერცხეების სტიმულაციის დაწყება. ხშირად გაუთვალისწინებელ სიტუაციას ვაწყდებით - პაციენტი საჭიროებს ოპერაციულ ან მედიკამენტურ მკურნალობას, ეს კი პროცესს უფრო მეტად აჭიანურებს.

ინ ვიტრო განაყოფიერება საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, ძვირი ღირს წამლებიც, ამიტომ ვატარებთ სრულყოფილ გამოკვლევას, რათა ორსულობისთვის ხელის შემშლელი ყოველგვარი მიზეზი გამოირიცხოს. ჩვენი მიზანია, პირველსავე ჯერზე მივაღწიოთ შედეგს.

- რამდენად ხშირია ტყუპი ნაყოფი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად?

- ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შევამციროთ ორ და მეტნაყოფიანი ორსულობის ალბათობა. მოსაზრება, რაც მეტ ემბრიონს ჩავნერგავთ, მით უფრო მეტია ორსულობის შანსი, არ არის სწორი. დღეს უკვე არსებობს შესაძლებლობა, ამოვარჩიოთ საუკეთესო ემბრიონები, ამიტომ 35 წლამდე ასაკის პაციენტებთან - 2, ხოლო 35 წელს გადაცილებულებთან მაქსიმუმ 3 ემბრიონი გადაგვაქვს.


- როგორ მიმდინარეობს ამ დროს ორსულობა?

- პაციენტები აუცილებლად იღებენ ორსულობის შემანარჩუნებელ მედიკამენტებს. ასეთ ორსულებს ყურადღება სჭირდებათ პირველი ტრიმესტრის განმავლობაში, სანამ პლაცენტა სრულყოფილად ჩამოყალიბდება, შემდგომ კი ორსულობის მიმდინარეობა და მართვა ისეთივეა, როგორიც ბუნებრივი ორსულობისას. საკეისრო კვეთის ჩვენებაც იგივეა.

- როგორია ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- პირველი IVF ბავშვი, ლიზა ბრაუნი, 1978 წელს დაიბადა. დღეს მას უკვე თავისი შვილი ჰყავს, რომელიც ბუნებრივი გზით არის ჩასახული. მას შემდეგ ათასობით ახალშობილი მოევლინა ქვეყანას ამ მეთოდის გამოყენებით, მრავალი კვლევა და დაკვირვება ტარდება მათზე და სტატისტიკური მონაცემებით, ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებში გენეტიკური და სხვა დაავადების ალბათობა, მათი გონებრივი, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება ისეთივეა, როგორიც ზოგად პოპულაციაში. ჩვენ არაფერს ვქმნით, მხოლოდ იმ სასქესო გამეტებს ვახვედრებთ ერთმანეთს, რომლებიც მიზეზთა გამო ბუნებრივ პირობებში ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ხოლო ისეთი რთული ბიოქიმიური პროცესები, როგორიც არის ბირთვების შერწყმა, განაყოფიერება, დაყოფა - ხდება ბუნებრივად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ოღონდ ორგანიზმის გარეთ, სპეციალურ გარემოში.

- შესაძლებელია თუ არა, IVF-ის შემდეგ პაციენტი თავისით დაორსულდეს?

- დიახ, ასეთი შემთხვევები გვქონია. ისეც მომხდარა, ქალი IVF მკურნალობისთვის მომზადების პედიოდში დაორსულებულა.

- რამდენად ხშირად მიმართავენ საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებას?

- რამდენიმე ათეული წელია, უშვილობის პრობლემა ძალზე აქტუალურია არა მარტო საქართველოში - მთელ მსოფლიოში. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ყოველი მერვე ოჯახი უშვილოა. გაჩნდა საზოგადოებაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების დანერგვის, განვითარების აუცილებლობა და წარმატებულმა მკურნალობამ მრავალ უშვილო ოჯახს აჩუქა ის დიდი ბედნიერება, რასაც შვილი ჰქვია. დიახ, საკმაოდ ბევრი "ხელოვნური" ბავშვია საქართველოში, მაგრამ ზუსტი რიცხვის დასახელება არ შემიძლია - ამას სტატისტიკური აღრიცხვა სჭირდება, რაც ჩვენს ქვეყანაში ვერ ხერხდება.

- რატომ, ამ თემაზე არ საუბრობენ?

- დიახ, საზოგადოებაში რატომღაც ერიდებიან იმის გამჟღავნებას, რომ ბავშვი დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების გამოყენებით ჰყავთ გაჩენილი. განსაკუთრებით მამაკაცებს არ სურთ ამის აფიშირება, - ალბათ ეშინიათ, ვინმემ არ იფიქროს, რომ შვილი დონორისაა, ან ჰგონიათ, რომ ინ ვიტრო განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვები რაღაც განსაკუთრებული და ხელით საჩვენებელი არიან.

- ბევრი ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის უცხოეთში მიემგზავრება. ეს მაშინ, როცა ქართველ ექიმებს უამრავი უცხოელი პაციენტი ჰყავთ...

- ნამდვილად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ "იუნონას" შედეგები ჩვენი ამერიკელი კოლეგების ანალოგიურია, მათ კი წარმატების 40-45%-იანი და უფრო მაღალი ალბათობა აქვთ. ბევრი უცხოური კლინიკა პაციენტებს არჩევითად იღებს - უარს ეუბნება უიმედო პაციენტებს, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ დასწიოს მათი კლინიკის წარმატების ხარისხი. ჩვენ ასეთ პაციენტებს ვუხსნით, რომ ორსულობის მცირე შანსი აქვთ და თუ თანახმანი არიან, მაინც გასწიონ რისკი, ჩვენ მათთვის ამ შანსის წართმევის უფლება არ გვაქვს, ეს მათი ცხოვრებაა. ჩვენს კლინიკაში საკმაოდ ბევრი უცხოელი პაციენტი იტარებს ინ ვიტრო განაყოფიერებას და კმაყოფილია.

ძალიან მებრალებიან ქართველი პაციენტები, რომლებიც ინფორმაციის სიმცირის გამო უცხოეთში ეძებენ ხსნას. და საინტერესო ის არის, რომ ამ მიმართულებას რატომღაც ქართველი ექიმები აძლევენ. ეს ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია.

- როდის ეუბნებით პაციენტს უარს ინ ვიტრო განაყოფიერებაზე?

- სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად დაიხვეწა პაციენტთან მუშაობის სტილი, მკურნალობის მეთოდები და სტიმულაციის სქემები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის საუნივერსიტეტო კლინიკასთან (URA - University Reproduqtive Associates), ხშირად ვესწრებით საერთაშორისო კონგრესებს და ვცდილობთ, ყველა პაციენტს შევთავაზოთ მათთვის ხელსაყრელი მკურნალობის მეთოდი. ერთადერთი პრობლემა, რასაც ვერაფერს ვშველით, ქალის ასაკია. მოგეხსენებათ, 35 წლიდან თანდათან მცირდება საკვერცხის ფოლიკულური აპარატი და იმატებს კვერცხუჯრედში ქრომოსომული აბერაციები, ამიტომ ასაკოვან პაციენტებში (რეპროდუქციული თვალსაზრისით ასაკოვნად ითვლება 35 წელს გადაცილებული ქალი) ხშირად ვიღებთ უხარისხო კვერცხუჯრედებსა და ემბრიონებს.