მუდამ მშვიდად - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მუდამ მშვიდად

მუდამ მშვიდად

შვებულების შემდეგ ყოველთვის მიჭირს, დავუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ყოველდღიურ ერთფეროვნებას და ეს სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს. იქნებ არსებობს რაიმე ხერხი სტრესის მოსახსნელად? ქეთი, 28 წლის

ზაფხულის მიწურულს ადამიანთა უმრავლესობას მართლაც იპყრობს სევდა იმის გამო, რომ დასრულდა განტვირთვის, მოდუნების სასიამოვნო პერიოდი, სილაღე და თავისუფლება უკან დარჩა, ისევ სამუშაო რეჟიმს და ცხოვრების გამალებულ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ. ეს ყოველთვის ჭირს და მართლაც იწვევს გარკვეულ სტრესს. არსებობს ერთგვარი ანტისტრესული პროგრამა, რომელიც შესაძლოა განწყობის ამაღლებასა და სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმაროთ.

ორმაგი სარგებლობა
სვით რძე. ის შეიცავს ბუნებრივ ტრანკვილიზატორს

ტრიპტოფანს, რომლის წყალობითაც ორგანიზმში ძლიერდება სიამოვნების ჰორმონის სეროტონინის გამომუშავება. თუ რძე მოგბეზრდათ, მოამზადეთ კოქტეილი, რომელიც ორმაგად სასარგებლოა - ჯანმრთელობისთვისაც კარგია და განწყობასაც ამაღლებს: ბლენდერში ათქვიფეთ მარწყვი, ნახევარი ბანანი
და 200 მლ რძე, შესაფერის ჭურჭელში ჩაასხით და მორთეთ.

გაანაწილეთ დრო
წინ რთული სამუშაო გელით, მაგრამ ვერ ასწრებთ და ეს გაღიზიანებთ? ეცადეთ, იცხოვროთ და იხელმძღვანელოთ ოქროს წესებით:

  • ჩანაფიქრი ყოველთვის მაშინვე შეასრულეთ, სახვალიოდ არასოდეს გადადოთ.
  • თავდაპირველად ყველაზე რთული და უსიამოვნო საქმე გააკეთეთ.
  • ნუ იქნებით მაქსიმალისტი, ნუ გაგიტაცებთ სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
  • ისწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრა. ყურადღება ისეთ საქმეებზე ან საკითხებზე გაამახვილეთ, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, რასაც უფრო მეტი ენერგიის მოცემა შეუძლია თქვენთვის.

 

მეტი იმოძრავეთ!
გამოიმუშავეთ ყოველდღე სეირნობის ჩვევა. საამისოდ დროის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. ადექით დილით ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე და ეზოში გაიარეთ. გაისეირნეთ დაწოლის წინაც. თუ ვერც დილით, ვერც საღამოს სეირნობას ვერ მოახერხებთ, სამსახურში მიმავალი ტრანსპორტიდან ცოტა მოშორებით ჩამოდით ან მანქანა ოფისიდან მოშორებით დააყენეთ, ისე, რომ დარჩენილ გზას 15-20 წუთზე მეტი არ მოანდომოთ.

 

კატაბალახას წვეთების სანაცვლოდ
შფოთვასა და მღელვარებას ვერ იოკებთ? ნუ იჩქარებთ წვეთების დალევას. თავდაპირველად შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები: გააკეთეთ ღრმა და სრული ჩასუნთქვა, პარალელურად ასწიეთ თავს ზემოთ იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელები, შეიკავეთ სუნთქვა 5-10 წამით, შემდეგ მკვეთრად გადაიხარეთ წინ, ხელები ჩამოყარეთ და ამოისუნთქეთ, თან გამოთქვით ბგერა "ჰა".

 

გაიხსენეთ მხოლოდ კარგი
ძილის წინ გაიხსენეთ, რა სასიამოვნო ამბავი მოხდა იმ დღეს თქვენს ცხოვრებაში. ასე ისწავლით ყურადღების კონცენტრირებას პოზიტივზე, სასიამოვნო ინფორმაციაზე, თქვენთვის მისაღებ ადამიანებზე.

 

საუკეთესო რელაქსაცია ძილია
ის, რომ დასვენების, განტვირთვის, ნერვული სისტემის მოდუნების საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ძილია, ყველამ იცის. ცუდად გძინავთ, მშფოთვარე ფიქრები მოსვენებას არ გაძლევთ? - დაწოლამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ აბაზანა ლავანდის ან ფიჭვის ეთერზეთით, ანდა სხვა დამამშვიდებელი ბალახეულის ნაყენით, მოუსმინეთ სასიამოვნო, მშვიდ მუსიკას და დალიეთ ერთი ჭიქა რძე ან პიტნის ჩაი.

 

ვარჯიშით დაიბრუნეთ ენერგია
ვარჯიში, თუნდაც იოგას სისტემით, ენერგიითა და დადებითი ემოციებით აგავსებთ. ვარჯიშის შესრულებისას ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, რაც დადებით გავლენას ახდენს თქვენს თვითშეგრძნებასა და შრომისუნარიანობაზე. ვარჯიში, სრულფასოვანი ძილი, სუფთა ჰაერი, დადებითი ემოციები სტრესის მტერია.

 

რამდენიმე მარტივი ვარჯიში სტრესის მოსახნელად
"ხიდი" - ხსნის ზურგის კუნთებისა  და თეძოების უკანა კუნთების დაძაბულობას. ვწვებით ზურგზე, ვეყრდნობით ხელ-ფეხს და წელს მაღლა ვწევთ, თავს კი უკან გადავაგდებთ. "ძაღლი" - დაღლილობისგან გათავისუფლებაში გვეხმარება. ვდგებით მუხლებზე, ვეყრდნობით ხელ-ფეხს, წელს ვწევთ მაღლა.
"გველი" - ავითარებს ხერხემლის მოქნილობას. ვწვებით მუცელზე. წამოვიწევით ხელებზე ისე, რომ მუცელი, მუხლები და ფეხის წვერები იატაკზე დარჩეს.

 

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
მენოპაუზის შემდგომ პერიოდისთვის-60აბი
ფასი: 51.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება-20მლ აეროზოლი
ფასი: 37.4
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასათვის ცნობილია, რომ მზის სხივები ვნებს ქალის ნაზ კანს, ხოლო, რა გავლენას ახდენს ის მამაკაცის სხეულზე,
სწორად გაიკეთეთ მაკიაჟი ნებისმიერი ქალი ცდილობს, თავს მეტ-ნაკლებად მაინც მოუაროს. შინიდან გასვლის წინ ბევრი მაკიაჟს იკეთებს.
მასაჟი ცივი კოვზების მსუბუქი დარტყმით – კანის დაბერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა,
ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სიცოცხლის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია,
ღამის ცვლაში მომუშავე ქალებს შეიძლება მენოპაუზა ნაადრევად (45 წელზე ადრე) დაეწყოთ.
ფეხების მდგომარეობაზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის თავდაჯერებული სიარული და განწყობაც კი.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად