/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ გამოვიყენოთ ქალური დიპლომატია და ტაქტი ოჯახური ბედნიერებისთვის

ზოგი ადრე თხოვდება, ზოგი - გვიან. ზოგი გამოუცდელია, ზოგი - გამოცდილი. მიუხედავად ამისა, დგება წუთი, როცა ქალი ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა.

ფსიქოლოგების აზრით, ქალების სასოწარკვეთილების მიზეზი ის არის, რომ არ იციან, როგორ მოიქცნენ კრიზისულ ვითარებაში, როგორ წარმართონ ურთიერთობა ქმართან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ბედნიერი ოჯახის შექმნაში უდიდესი წვლილი სწორედ სუსტ სქესს მიუძღვის. ამაში მას ქალური დიპლომატია და ტაქტი ეხმარება.

გათხოვდებით თუ არა, იმთავითვე შეეგუეთ აზრს, რომ ამიერიდან სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიის და მეტიც - განსხვავებული სქესის ადამიანთან მოგიწევთ ცხოვრება. შეეგუეთ, რომ ის არასოდეს ილაპარაკებს თქვენსავით ნაზად და ხმადაბლა, არასოდეს იზრუნებს შინ წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე. პირიქით, თქვენს დალაგებულს აურევს, ზოგჯერ სახლს ყირაზეც კი დააყენებს. რაც თქვენ მოგწონთ და აღგაფრთოვანებთ, მას შესაძლოა სრულიად არ მოსწონდეს. სამაგიეროდ, ჭკუას კარგავდეს იმაზე, რაც გაღიზიანებთ. არც 24 საათის განმავლობაში დატკბება ოჯახური იდილიით, სულ გაქცევაზე ეჭირება თვალი - იპოდრომზე, სტადიონზე, სათევზაოდ, სანადიროდ... ვერაფერს გააწყობთ, ასეთია მამაკაცის ბუნება. ასე რომ, ნებისყოფა მოიკრიბეთ და ოჯახზე თავად იზრუნეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე ქართველ მამაკაცთან გაქვთ, რომელსაც დედა - ყოველ შემთხვევაში, შეუღლების დღემდე მაინც - დამწვარი თითივით უვლიდა და ცივ ნიავს არ აკარებდა. ასე რომ, თუ გსურთ, რამე გააკეთებინოთ, ტაქტიანად უნდა მოიქცეთ. მისია არც ისე ადვილი შესასრულებელია, ამიტომ ფსიქოლოგიური მომზადება და განწყობის შექმნა აუცილებლად დაგჭირდებათ.

  • იყავით თბილი, ყურადღებიანი, ალერსიანი, თუნდაც ქმარი ასე არ გეპყრობოდეთ. მამაკაცი ყოველთვის გრძნობს, როგორ არის მის მიმართ განწყობილი მეუღლე. ჯენტლმენი, სამსახურში წასვლისას ცოლს კოცნით რომ ემშვიდობებოდეს, იშვიათია. სამაგიეროდ, უამრავია მამაკაცი, რომელსაც ვერც კი წარმოუდგენია, რომ ასეთმა წვრილმანმა ქალს შეიძლება გული ატკინოს. ისევ თქვენ უნდა იაქტიუროთ. ხშირად უთხარით ქმარს: "მომეფერე თუ არა, განწყობა გამომიკეთდა". აი, კიდევ რა: მამაკაცები ბავშვებივით არიან - ძალიან უყვართ ქება. ჰოდა, თუ ხშირად შეაქებთ, სულ ადვილად მოიგებთ მათ გულს.
  • პირველი შვილის დაბადება ახალგაზრდა ქალისათვის ბევრს ნიშნავს, მასაც მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვს. აი, სწორედ ეს არის მისი ყველაზე დიდი შეცდომა. ნურასოდეს მოაკლებთ მამაკაცს მზრუნველობასა და ალერსს. თუ იგრძნო, რომ პატარა მასზე მეტად გიყვართ, იეჭვიანებს და გაიბუტება. შესაძლოა, გულჩათხრობილი და უხეშიც კი გახდეს. ამ დროს მას ძალიან სჭირდება სითბო და თუ თქვენგან ვერ მიიღო, სხვაგან დაუწყებს ძებნას.
  • ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი მეუღლე ბავშვის გაჩენისთანავე არ გამოამჟღავნებს მამობრივ სიყვარულს. ქალს მშობლის ინსტინქტი უფრო ძლიერი აქვს და დედობრივი გრძნობა პატარას მიმართ ლამის მისი ჩასახვისთანავე უჩნდება, მამაკაცები კი მამობაზე ფიქრს გვიან იწყებენ. ასე რომ, დაჟინებით ნუ მოსთხოვთ ქმარს ბავშვზე ზრუნვას. უმჯობესია, ამას ნელ-ნელა მიაჩვიოთ. მამაკაცი მამობით მაშინ ამაყობს, როცა შვილთან უშუალო კონტაქტში შედის.
  • გათხოვების შემდეგ ნუ შეწყვეტთ საკუთარ გარეგნობაზე, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მუდმივი გაღიზიანება თვალის დახამხამებაში აისახება ქალის გარეგნობაზე, ამიტომ ეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლდეთ. თავი ადგომისთანავე მოიწესრიგეთ და ეცადეთ, შინ თუ გარეთ ისე გამოიყურებოდეთ, რომ ქმრისთვის სასურველი იყოთ.
  • რაც არ უნდა ძლიერი პიროვნება იყოთ, ნურასოდეს ეცდებით, ქმარზე ძლიერი გამოჩნდეთ. მამაკაცებს სიამოვნებთ, როცა ქალს მათი დახმარება სჭირდება. თუ რამე გაქვთ გასაკეთებელი, ქალურ დიპლომატიას მიმართეთ და სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ამ სიტყვებით შეეგებეთ: "ერთი სული მქონდა, როდის მოხვიდოდი, ძალიან მომენატრე, თანაც უშენოდ არაფერი გამომდის". სულაც რომ არ გჭირდებოდეთ დახმარება, მაინც ნუ აგრძნობინებთ, რომ მის გარეშეც შეგიძლიათ ოჯახის გაძღოლა - ჯერ იუკადრისებს, როგორ თუ ოჯახის მართვა არ შემიძლიაო. მერე კი ისე მოხერხებულად დაგაჯდებათ კისერზე, რომ ვერაფრით მოიცილებთ.
  • არ არსებობს ოჯახი, სადაც არ კამათობდნენ. მთავარია, როგორ გაუმკლავდებით უთანხმოებას. წყენას გულში ნუ ჩაიხვევთ, უმჯობესია, ქმარს მაშინვე უთხრათ, რასაც ფიქრობთ, ოღონდ რბილად, ნუ აავსებთ საყვედურებით, ნურასოდეს დაწყევლით თქვენი გაცნობის დღეს.
  • ხშირად უთხარით, რომ საოცრად სექსუალური მამაკაცია, არასოდეს გამოხატოთ უკმაყოფილება მისი მამაკაცური სისუსტის გამო, თორემ საკუთარ ძლიერებაში დასარწმუნებლად სხვასთან გააბამს ურთიერთობას. ერთი სიტყვით, იდეალური ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა გონიერება, ტაქტი, დათმობის ნიჭი და ისევ და ისევ ქალური დიპლომატია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ მოქმედებს გრიპის ვირუსი ქალის ორგანიზმზე

კოროვირუსული ინფექციის, ასევე გრიპის ვირუსის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს, ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის დარღვევა -
სრულად
მოდადქცეული საკეისრო და ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემები

უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, საქართველოშიც, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, რადიკალურად იმატა საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილმა.
სრულად
დასახელდა მოდური გარდერობის ნივთი, რომელიც ვიზუალურად გააუმჯობესებს თქვენს ფიგურას

სტატიაში გიამბობთ 2024 წლის მოდის ტენდენციებზე და ასევე - მანიკურის სწორი დიზაინის შესახებ.
სრულად
როგორ შევარჩიოთ სუნამო
როგორ შევარჩიოთ სუნამო
შევარჩიოთ სუნამო შემადგენლობისა და კონცენტრაციის მიხედვით
სრულად
სპორტის რომელი სახეობაა საუკეთესო ქალის მკერდის ჯანმრთელობისთვის

მავნე ჩვევებისგან თავის არიდება და მავრთულებიან ბიუსჰალტერზე უარის თქმა,
სრულად
რკინადეფიციტური ანემიის ნაკლებად ცნობილი ნიშნები ქალებში

გემოვნების დარღვევა, ყლაპვის გაძნელება და ენის ტკივილი (ან ქავილი) ქალებში შეიძლება
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი

ბოლო წლებში თმის ცვენა დამეწყო. თმის ძირების გასაძლიერებელმა სხვადასხვა საშუალებამ და შამპუნებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
სრულად

სამკურნალო წერილები

ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ტროფიკული წყლულები შემთხვევაში დაგეხმარებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

სამყურა სტომატიტს შველის
სამყურა სტომატიტს შველის
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც სტომატიტის დროს დაგეხმარებათ.
სრულად

როგორ გამოვიყენოთ ქალური დიპლომატია და ტაქტი ოჯახური ბედნიერებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები