/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ქალების 7 ასაკი

ქალების 7 ასაკი
ქალების ცხოვრება რამდენიმე ფაქტორისგან შედგება: სწავლა და სამსახური, ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენა, გართობა და ჰობი.

ამას ემატება მოდური სამოსი, სუნამოები, აქსესუარები, კოსმეტიკა, სამკურნალო კოსმეტოლოგია, გინეკოლოგიური პრობლემები, მკერდის ცვლილებანი, დეპილაცია, მანიკიური და ბრძოლა სასურველი მამაკაცის ხელში ჩასაგდებად, მოკლედ, ნებისმიერი ქალის ყოველი დღე პატარა ცხოვრებაა, რამდენადაც ის ისეთივე ბიოლოგიური სტიქიაა, როგორიც ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი.

ჯულიეტას ასაკი

თინეიჯერი გოგონა პირველი მენსტრუალური ციკლის მოსვლას ზეიმობს, ინტერესით აკვირდება, როგორ ეზრდება მკერდი, უმრგვალდება თეძოები, სახეზე კი ასაკობრივი გამონაყარი უჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ქალური ამ ეტაპზე მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ასაკოვან ქალში, მისი ინტერესების სფერო მაინც არაქალურია. კოსმეტიკური პროცედურებიდან მისთვის მთავარი პირის დაბანაა, საყიდლებზე დედასთან ერთად დადის და ჭირვეულობით ყიდულობს მინი ქვედაბოლოს, საყოველთაოდ შესამჩნევი რომ გახდეს. ყველაზე მთავარი მისთვის სწავლა და ჰობია, რადგან ეს უნდა გახდეს მისი სამომავლო წარმატების საფუძველი.

ფრანგი გოგონები

სისუფთავის მოყვარე, 19-20 წლის კულულებიანი გოგონები არიან, ფრანგული რომანებით ხელში. ისინი ახლახან იქცნენ ახალგაზრდა ქალებად. ჩვეულებრივ, მათ არ აწუხებთ აკნე, ჭარბი წონა, ცელულიტი, ნაოჭები, ადვილად გამოსდით ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვები, მაგრამ ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ, სასურველი მამაკაცის პოვნა და სარფიანი გათხოვებაა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მოკლედ დიდიხანია მაქვს თავის ტკივილები ყურებში შუილი და ამ ბოლოს თოთქოს თვალებიც გადაღლილი მაქვს და შეგრძნება მაქვს რომ თვალებს დასვენება უნდა გადაძაბული მაქვს.ვფიქრობ მაქვს კისრის ოსტეოქონდროზი.ვარ ორსული,ექიმმა გადაღება ამიკრძალა,რა შემიძლია გავაკეთი ვის ვეჩვენებო თუ არსებობს სპეციალისტი რომ ვთქვათ დამიდასტუროს მართლა ეს მაქვს თუ არა?კისერს რომ დავატრიალენ სულ ხრაშუნი გაუდის,ასევე კეფა რომ მთავრდენა კისერზე ამობზუკული მაქვს ოდნავ.გთხოვ მირჩიეთ ვის მივმართო ნევროპათოლოგი თუ ვის ეხება ჩემი ჩივილები,ვინაიდან თავზე ვერ ვიღებ რის გაკეთება შემიძლია.მადლობა</p>

მათ შორის, რა თქმა უნდა, არსებობენ ქალწულები, რომელთაც სექსუალობა ჯერ კიდევ მიძინებული აქვთ და მთელი ყურადღება დიპლომის, საკანდიდატო დისერტაციისა და სამოგზაურო ტურებისკენ აქვთ მიმართული, მაგრამ მათი სიმღერა - სიმღერაა სიყვარულზე. გოგონათა მცირე ნაწილი ახერხებს სასურველი მეუღლის პოვნას, 99%-ისთვის კი ყოველივე ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებად რჩება.

25 წლის შემდეგ

25 წლის ასაკში ქალები მამაკაცებს ემსგავსებიან, აღარ იზრდებიან და შეუმჩნევლად ეპარებათ სიბერე. ასეთი ქალების უმეტესობას უკვე აქვს განქორწინების გამოცდილება, ჭარბი წონა, ზოგჯერ შვილიც ჰყავთ და მზად არიან ახალი და მყარი ოჯახის შესაქმნელადაც. რაც უფრო მწარედ ახსოვთ მათ დანგრეული ოჯახის სიმწარე, მით მეტად უმძაფრდებათ ახლის შექმნის სურვილი. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ხელახლა შექმნის სურვილი ქალებს იმდენად გამძაფრებული აქვთ, რომ კაცებს ეს აშინებს კიდეც. სწორედ ამ ასაკში ხვდებიან ქალები საქორწინო თაღლითების მახეებში. შესაძლოა იმიტომაც, რომ მიღებული გამოცდილებისა და შედეგების გაუაზრებლობის გამო მათ ჯანმრთელობაც შეერყათ და აწუხებთ ყველაფერი: თირკმელი, ღვიძლი, კუჭის წყლულოვანი დაავადება, ძვლები და შაკიკი. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დაწყებულია თმის ცვენა და ფრჩხილებიც იმსხვრევა. დასამშვიდებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი მალე გადის, თუმცა მათ არც ეს ახარებთ, რადგან ეშინიათ სიბერის.

ბალზაკის ასაკი

უწინ ეს ასაკი 40 წლიდან იწყებოდა, ახლა 30-ისკენ გადმოიწია. სამართლიანი იქნება ვაღიაროთ, რომ 30 წლის შემდეგ ქალი უკვე ბალზაკის ასაკშია. ამ პერიოდში ის აღმოაჩენს, რომ არ სერიოზულდება, არ სუქდება, არ ჭაღარავდება და საერთოდ, არაფერი იცვლება, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც 21 წლის ასაკში.

ზოგჯერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზურგით მდგომს კვლავ ეკითხებიან: გოგონა, ჩადიხართ? ის თავს შესანიშნავად გრძნობს და არ ფიქრობს სომატურ მოშლილობებს დაემონოს. მან უკვე ისწავლა საკუთარი თავის ფასი. თავისი ყოვლისშემძლეობის შემგრძნობი ქალი 30-ის შემდეგ შვილსაც აჩენს ან ყველაფერს გაიღებს კარიერისთვის, ზოგიერთები კი ამ ყველაფრის შეთავსებასაც ახერხებენ.

45 – ქალი მარწყვივით ტკბილია

ბუნებაში ყველაფერი ციკლურია და 45 წლის შემდეგ ქალურობა თითქოს ახალ წრეზე იწყებს ტრიალს. ქალი თავისუფალია, როგორც 25 წლის ასაკში. ბავშვები გაიზარდნენ. კარიერა აწყობილია, მატერიალური პრობლემებიც არ არსებობს, შესაძლოა რეპროდუქციული სისტემა ცოტა ნელდება, მაგრამ ეს ქალის სექსუალობასა და ვნებაზე დიდად არ აისახება, ზოგიერთნი ამ ასაკში გაცილებით ახალგაზრდები არიან, ვიდრე 20 წლის წინათ. სურვილს დამატებული გამოცდილება - ხშირია ახალგაზრდა საყვარლების გაჩენა, ხშირად ეს ჟიგოლოა, მაგრამ როგორც 25 წლის ასაკში, ეს მათ თვალებს საოცრად აცისკროვნებს და კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ისინი ბედნიერნი არიან, სწამთ სიყვარულის, იმის მიუხედავად, უწევთ ამისთვის რაიმეს გაღება თუ არა.

50-ის შემდეგ

პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალები აგრძელებენ მუშაობას და ზოგიერთი მათგანი მეორე უმაღლესი განათლების მიღებასაც კი იწყებს. მათ წინაშე კვლავ დგას საკითხი: ვინ ვიყოთ, შეიძლება სიკვდილამდე პროფესიით ვიმუშაოთ თუ დავიწყოთ ის, რისთვისაც მანამდე არასდროს გვყოფნიდა დრო. ცეკვა, დაივინგი, ავტოსტოპი, სპირიტიზმი - არჩევანი დიდია, მთავარია, ჯანმრთელობამ არ გვიღალატოს.

თავბრუსხვევის ასაკი

ეს ის ასაკია, როდესაც ქალს შვილიშვილები და ყოფილი საყვარლები ერთმანეთში ერევა, სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად ახსოვს, როგორი კაბა ეცვა საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ზეიმზე და როგორი ბაფთა ეკეთა, ან რა უმღერა საახალწლო ნაძვის ხეს. შეუძლია სიმღერა შეუცდომლად შეასრულოს, დროთა განმავლობაში იგი თანდათან მიილტვის ბავშვობის ასაკისკენ, როდესაც სიცოცხლე არაჩვეულებრივი იყო, ანათებდა მზე და ლოყებიც ვარდისფრად ეფაკლებოდა.

ასეა თუ ისე, რომელ ასაკშიც უნდა იყოს ქალი, იგი მამაკაცის ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი სამკაულია, დანარჩენი - მტვერია მხოლოდ!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალების 7 ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები