/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

რამდენად საყურადღებოა ანემია ორსულობის პერიოდში

ანემია სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითებაა.

ანემია ორსულთა შორის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ანემიის ფორმებიდან გვხვდება რკინადეფიციტური, ფოლიუმმჟავადეფიციტური და B12-დეფიციტური ფორმებს, ყველაზე ხშირი კი რკინადეფიციტური ანემიაა.

ორსულობისას ანემია შესაძლოა განუვითარდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებსაც, და მათაც, ვისაც ორსულობამდე უკვე ჰქონდათ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები.

ორსულობა ქმნის ხელსაყრელ პირობებს სისხლნაკლებობისთვის. ნაყოფი დედისგან იღებს ყველა საჭირო ნივთიერებას - რკინას, ფოლიუმის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინსა და მინერალს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დედის ორგანიზმმა გაძლიერებულ ხარჯვას ვერ გაუძლოს და ამ ნივთიერებათა დეფიციტი განუვითარდეს, რაც ანემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ვინაიდან ნაყოფი განსაკუთრებული ტემპით მესამე ტრიმესტრში იზრდება, ანემიის განვითარებაც სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი.

მდგომარეობა საყურადღებოა და გართულებების თავიდან ასაცილებლად დროულ მკურნალობას მოითხოვს. თავად ორსულობა პირველ-მეორე ტრიმესტრში ანემიას არ იწვევს, ამ დროს მისი გამომწვევი სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ. ეს შესაძლოა იყოს რკინის ტრანპორტირების უნარის დაქვეითება, სისხლის დიდი რაოდენობით კარგვა, არასაკმარისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჰემის სინთეზის დარღვევა, ერითროციტების გაძლიერებული დაშლა (ჰემოლიზი), ერითროპოეზის რეგულაციის დარღვევა, ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ელემენტების დეფიციტი.

ზომიერი ანემია ძნელად შესამჩნევია. კანი და ხილული ლორწოვანი გარსები ამ დროს ბაცი ვარდისფერია. გულის ფრიალი, თავბრუხვევა ფიზიკური დატვირთვისას იჩენს თავს. უფრო ღრმა ანემიისას კანი და ხილული ლორწოვანი გარსები შესამჩნევად ფერმკთალია. გულის ფრიალი და თავბრუხვევა უმნიშვნელო ფიზიკურ აქტივობის დროსაც კი შეინიშნება, ხოლო კრიტიკული ანემიის დროს პაციენტს არ შეუძლია შრომა, აწუხებს გულის ფრიალი, ყურების შუილი, ძლიერი სისუსტე და თავბრუხვევა. ანემიის ირიბი ნიშნებია ტუჩის კუთხეების დახეთქვა, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ბოლოების გაყოფა. არანამკურნალებმა ანემიამ შესაძლოა კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს დედა. ვითარდება ჰიპოქსია, ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის ნაყოფი. მისი განვითარება ფერხდება. ამიტომ აუცილებელია ანემია აღმოიფხვრას.

შეკითხვა ექიმს
<p>მოგესალმებით, 2 წლის წინ დამინიშნა ექიმმა დ.ზიტოლი და სიოფორი, უცებ გვჭირდება წონის კლება და მერეო დანარჩენი (ანუ მივედი ციკლის მოსაწესრიგებლად გინეკოლოგთან რომელმაც ენდოკრინოლოგთან გამიშვა). ინსულინორეზისტენტობა მითხრეს, შემდეგ აღარ მივსულვარ ექიმთან, მაინტერესებს ამ მედიკამენტებით მკურნალობა რომ დავიწყო ისევ ამ მედიკამენტების (კონკრეტულად დ.ზიტოლის) მიღების პერიოდში შესაძლოა გასწორდეს ოვულაცია და დაორსულება მოხდეს? მადლობა</p>

ანემიის დიაგნოსტიკა მხოლოდ ჰემოგლობინისა თუ ერითროციტების შემცველობის გამოკვლევით არ შემოიფარგლება. აუცილებლად უნდა დადგინდეს ანემიის ხასიათი.

რკინადეფიციტურ ანემიას რკინის პრეპარატებით მკურნალობენ. ამის პარალელურად რაციონი უნდა იყოს უფრო კალორიული, უნდა დაიტვირთოს ცილოვანი პროდუქტებით, ხორცით. რკინა ყველაზე მეტია ხორცში, ამიტომ მისი მიღება აუცილებელია. ხილიდან რკინას შეიცავს გარგარი, მსხალი, ვაშლი, ალუჩა. ამ ელემენტით ასევე მდიდარია ზღვის კომბოსტო, წიწიბურა თუ დეფიციტი უკვე ჩამოყალიბებულია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს მედიკამენტური მკურნალობა. ასეთი მკურნალობით შესაძლებელია გართულებების თავიდან აცილება.

ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ნაყოფის ორგანიზმში გაცილებით მძიმე გავლენას ახდენს ვიდრე რკინის დეფიციტი. ფოლატებით მდიდარია მწვანე ბოსტნეული, მაგრამ, დამუშავების შედეგად ვიტამინების 90% იკარგება. ფოლატები ასევე არის თხილში, ბანანში გოგრაში, ყველში, ღვიძლში, კვერცხის გულში.

ორსულობისას იშვიათად გვხვდება B12-დეფიციტური ანემია. ის ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც დიდხანს არ იღებენ ხორცს. სხვა ანემიიებისგან განსხვავებით, მისთვის დამახასიათებელია ხელ-ფეხის დაბუჟება, მკვეთრი წითელი ფერის ენა დაავადების დიაგნოზის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში ინიშნება B12 ვიტამინის ინექციები. მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია და ვიტამინის მაჩვენებელი ადვილად უბრუნდება ნორმას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რამდენად საყურადღებოა ანემია ორსულობის პერიოდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები