/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ხანდაზმული პირველმშობიარე

ხანდაზმული პირველმშობიარე
საშიშია თუ არა ორსულობა 35 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში 30-დან 39 წლამდე ასაკის პირველმშობიარეთა რიცხვმა 2-ჯერ და მეტად მოიმატა,

ხოლო 40 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეთა რიცხვმა - 50%-ით. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, როდესაც ქალს 30 წელი უსრულდებოდა, მისი ბიოლოგიური საათი შეშფოთებული რეკდა ზარს, დღეს კი პირველი სიგნალი 35-40 წლის შემდეგ გაისმის.

რატომ აიწია ბავშვის გასაჩენად ნებადართული ასაკის ზღვარმა?

ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იმატა უსაფრთხოების ხარისხმა. გამოკვლევებმა, რომლებიც მშობიარობამდე ტარდება, 35-40 წლის ასაკში გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა და 20 წლის მშობიარეთა დონეს გაუთანაბრა. არსებულმა კონტრაცეფციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) შედარებით უსაფრთხო მეთოდებმა და იმ ქალების აქტიურობამ, რომლებმაც პირველად 35-40 წლის შემდეგ იმშობიარეს, ხელი შეუწყო საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელებას, რომ მშობიარობა გვიანი არასდროს არის. დღეს მრავალ ქალს მიაჩნია, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად შეუძლია, ბავშვის გაჩენა ხელსაყრელ დრომდე გადადოს, ანუ მანამდე, ვიდრე:

. მიიღებს სრულფასოვან განათლებას;

. წარმატებას მიაღწევს პროფესიულ საქმიანობაში;

შეკითხვა ექიმს
<p>-24 მაისს მქონდა დაუცველი სექსი. 14-18 მაისს მქოდა მენსტრუაცია. რამდენად დიდი შანსია დაურსულების. მადლობა</p>

. განიმტკიცებს ფინანსურ მდგომარეობას;

. იპოვის ცხოვრების შესაფერის თანამგზავრს.

რა ასაკში ჯობს მშობიარობა?

მართალია, სამედიცინო თვალსაზრისით მშობიარობა 20-დან 24 წლამდე ჯობს, მაგრამ მრავალ ქალს მიაჩნია, რომ ამ ასაკში ბავშვის გასაჩენად ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არ არის. ქალები ემოციურ სიმწიფეს ფიზიკური მომწიფებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. სამედიცინო ლიტერატურაშიც ტერმინი "ხანდაზმული პირველმშობიარე" უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება. დღესდღეობით 35 წლის ორსული ავტომატურად უკვე აღარ ექცევა მაღალი რისკის ჯგუფში. გამოკვლევები ადასტურებს, რომ თუ ასეთი ქალი არ არის უნაყოფო, ფიზიკურად ჯანმრთელია, არ ჰქონია თვითნებითი აბორტი, მაშინ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი მას თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც 20 წლის ქალს, ეს კი რადიკალურად უპირისპირდება აქამდე არსებულ შეხედულებას, თითქოს ოცდაათს გადაცილებულ ქალებს უმეტესად სუსტი, ავადმყოფი ბავშვები უჩნდებოდეთ.

როგორ განისაზღვრება რისკის ხარისხი?

35 წლის შემდეგ ორსულობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახლავს ერთგვარი რისკი, მაგრამ ის არც ისე დიდია, როგორიც ჰგონიათ და ხშირად შესაძლებელია, მინიმუმამდე დავიყვანოთ.

რა უნდა გაითვალისწინონ 35-40 წელს გადაცილებულმა ქალებმა, რომელთაც ბავშვის გაჩენა სურთ?

სირთულე #1

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაორსულების გაძნელება მიიჩნევა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 35 წლის შემდეგ დაორსულების უნარი თანდათან მცირდება. თუ გამოვრიცხავთ ისეთ არასასურველ ფაქტორს, როგორიც არის ნაადრევი მენოპაუზა (კლიმაქსი), 35 წელს გადაცილებულ ქალს ბავშვის ჩასახვისთვის, ნაცვლად 4-ისა, შესაძლოა 6-12 თვე დასჭირდეს.

სირთულე #2

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ბალზაკის ასაკის პირველმშობიარეს ემუქრება, გენეტიკური გადახრების მქონე, მათ შორის დაუნის სინდრომიანი ბავშვის გაჩენაა. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ 40 წლის ქალები დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვს 9-ჯერ უფრო ხშირად აჩენენ, ვიდრე 30 წლისანი, მაგრამ თუ ვითარებას სხვა მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ 40 წლის ასაკში გაჩენილ ბავშვებს შორის დაუნის სინდრომით დაავადებული მხოლოდ 1%-ია. ასაკთან ერთად რისკი რამდენამდე იმატებს და 45 წლისთვის 3%-ს აღწევს, მაგრამ მოდი, ამ მაჩვენებელსაც მეორე მხრიდან შევხედოთ - გამოდის, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის ალბათობა 97%-ია. ესეც ხომ სტატისტიკაა, თანაც საკმაოდ იმედის მომცემი სტატისტიკა...

სირთულე #3

35 წელს გადაცილებულ ქალებს ორსულობა უფრო ხშირად ურთულდებათ, ვიდრე ახალგაზრდებს. განსაკუთრებით ხშირია შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია (მაღალი წნევა). ისინი 35 წელს გადაცილებულ ორსულთა დაახლოებით 6%-ს აღენიშნება. სტატისტიკის თანახმად, ხანდაზმულ პირველმშობიარეებს მაღალი აქვთ ისეთ გართულებათა საფრთხე, რომლებიც მოითხოვს სამედიცინო ჩარევას და საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობის მხრივ. ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, პლაცენტის აცლა ან ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, იმატებს თვითნებითი აბორტის ალბათობაც. მშობიარობა შესაძლოა გახანგრძლივდეს და გაძნელდეს, საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხანდაზმული პირველმშობიარე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხანდაზმული პირველმშობიარე

ხოლო 40 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეთა რიცხვმა - 50%-ით. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, როდესაც ქალს 30 წელი უსრულდებოდა, მისი ბიოლოგიური საათი შეშფოთებული რეკდა ზარს, დღეს კი პირველი სიგნალი 35-40 წლის შემდეგ გაისმის.

რატომ აიწია ბავშვის გასაჩენად ნებადართული ასაკის ზღვარმა?

ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იმატა უსაფრთხოების ხარისხმა. გამოკვლევებმა, რომლებიც მშობიარობამდე ტარდება, 35-40 წლის ასაკში გენეტიკური გადახრების მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა და 20 წლის მშობიარეთა დონეს გაუთანაბრა. არსებულმა კონტრაცეფციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) შედარებით უსაფრთხო მეთოდებმა და იმ ქალების აქტიურობამ, რომლებმაც პირველად 35-40 წლის შემდეგ იმშობიარეს, ხელი შეუწყო საზოგადოებაში იმ აზრის გავრცელებას, რომ მშობიარობა გვიანი არასდროს არის. დღეს მრავალ ქალს მიაჩნია, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად შეუძლია, ბავშვის გაჩენა ხელსაყრელ დრომდე გადადოს, ანუ მანამდე, ვიდრე:

. მიიღებს სრულფასოვან განათლებას;

. წარმატებას მიაღწევს პროფესიულ საქმიანობაში;

. განიმტკიცებს ფინანსურ მდგომარეობას;

. იპოვის ცხოვრების შესაფერის თანამგზავრს.

რა ასაკში ჯობს მშობიარობა?

მართალია, სამედიცინო თვალსაზრისით მშობიარობა 20-დან 24 წლამდე ჯობს, მაგრამ მრავალ ქალს მიაჩნია, რომ ამ ასაკში ბავშვის გასაჩენად ემოციურად და ფსიქოლოგიურად მზად არ არის. ქალები ემოციურ სიმწიფეს ფიზიკური მომწიფებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღწევენ. სამედიცინო ლიტერატურაშიც ტერმინი "ხანდაზმული პირველმშობიარე" უფრო და უფრო იშვიათად გვხვდება. დღესდღეობით 35 წლის ორსული ავტომატურად უკვე აღარ ექცევა მაღალი რისკის ჯგუფში. გამოკვლევები ადასტურებს, რომ თუ ასეთი ქალი არ არის უნაყოფო, ფიზიკურად ჯანმრთელია, არ ჰქონია თვითნებითი აბორტი, მაშინ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი მას თითქმის ისეთივე აქვს, როგორიც 20 წლის ქალს, ეს კი რადიკალურად უპირისპირდება აქამდე არსებულ შეხედულებას, თითქოს ოცდაათს გადაცილებულ ქალებს უმეტესად სუსტი, ავადმყოფი ბავშვები უჩნდებოდეთ.

როგორ განისაზღვრება რისკის ხარისხი?

35 წლის შემდეგ ორსულობას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახლავს ერთგვარი რისკი, მაგრამ ის არც ისე დიდია, როგორიც ჰგონიათ და ხშირად შესაძლებელია, მინიმუმამდე დავიყვანოთ.

რა უნდა გაითვალისწინონ 35-40 წელს გადაცილებულმა ქალებმა, რომელთაც ბავშვის გაჩენა სურთ?

სირთულე #1

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაორსულების გაძნელება მიიჩნევა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 35 წლის შემდეგ დაორსულების უნარი თანდათან მცირდება. თუ გამოვრიცხავთ ისეთ არასასურველ ფაქტორს, როგორიც არის ნაადრევი მენოპაუზა (კლიმაქსი), 35 წელს გადაცილებულ ქალს ბავშვის ჩასახვისთვის, ნაცვლად 4-ისა, შესაძლოა 6-12 თვე დასჭირდეს.

სირთულე #2

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ბალზაკის ასაკის პირველმშობიარეს ემუქრება, გენეტიკური გადახრების მქონე, მათ შორის დაუნის სინდრომიანი ბავშვის გაჩენაა. სტატისტიკურად დადასტურებულია, რომ 40 წლის ქალები დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვს 9-ჯერ უფრო ხშირად აჩენენ, ვიდრე 30 წლისანი, მაგრამ თუ ვითარებას სხვა მხრიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ 40 წლის ასაკში გაჩენილ ბავშვებს შორის დაუნის სინდრომით დაავადებული მხოლოდ 1%-ია. ასაკთან ერთად რისკი რამდენამდე იმატებს და 45 წლისთვის 3%-ს აღწევს, მაგრამ მოდი, ამ მაჩვენებელსაც მეორე მხრიდან შევხედოთ - გამოდის, რომ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის ალბათობა 97%-ია. ესეც ხომ სტატისტიკაა, თანაც საკმაოდ იმედის მომცემი სტატისტიკა...

სირთულე #3

35 წელს გადაცილებულ ქალებს ორსულობა უფრო ხშირად ურთულდებათ, ვიდრე ახალგაზრდებს. განსაკუთრებით ხშირია შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია (მაღალი წნევა). ისინი 35 წელს გადაცილებულ ორსულთა დაახლოებით 6%-ს აღენიშნება. სტატისტიკის თანახმად, ხანდაზმულ პირველმშობიარეებს მაღალი აქვთ ისეთ გართულებათა საფრთხე, რომლებიც მოითხოვს სამედიცინო ჩარევას და საკმაოდ მძიმე შედეგებს იწვევს როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობის მხრივ. ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, პლაცენტის აცლა ან ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, იმატებს თვითნებითი აბორტის ალბათობაც. მშობიარობა შესაძლოა გახანგრძლივდეს და გაძნელდეს, საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა.


სირთულე #4

"ხანდაზმული" პირველმშობიარეები უფრო მეტხანს განიცდიან გარემოში არსებული პოტენციურად მავნე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებას. აქედან გამომდინარე, უფრო მაღალი აქვთ ენდომეტრიოზისა და ფიბროზული სიმსივნეების განვითარების ალბათობაც, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ჩასახვასა და ორსულობის მიმდინარეობაზე.

ყველა ეს საშიშროება შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ, თუ ქალი, რომელსაც შვილის გაჩენა სურს, საკუთარ ორგანიზმს წინასწარ მოამზადებს მომავალი ორსულობისთვის.

სწორად შერჩეული დრო

ეს მინუსები იყო, ახლა კი, მოდი, პლუსებზე გადავიდეთ. მით უმეტეს, "დაგვიანებულ" დედობას მთელი რიგი უპირატესობა აქვს. როდესაც 20 წლისა და 40 წლის ასაკში ნამშობიარევ ქალებს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვა: გააჩენდნენ თუ არა შვილს იმავე ასაკში, - 20 წლის ქალების ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა, "ხანდაზმულებმა" კი პირიქით - თითქმის ყველა მათგანს მიაჩნდა, რომ ბავშვის გაჩენის დრო სწორად შეარჩია. ქალები, რომლებიც შვილის გაჩენას არ ჩქარობენ, უკეთესად არიან მომზადებულები ორსულობისა და ბავშვის აღზრდისთვის. დადგენილია, რომ ბალზაკის ასაკის ქალი:

. ორსულობის დროს იშვიათად განიცდის შინაგან კონფლიქტს. ამ ასაკში ქალის ფსიქიკა ნაკლებად ემორჩილება სტრესს, ქალი უფრო გახსნილია და უფრო მეტად სურს ახლის შესწავლა, ვიდრე ახალგაზრდა დედებს. ქალისთვის, რომელმაც იცის, რა სურს, ნაგვიანევი ბავშვი უძვირფასესი განძია, ნამდვილი ღვთის წყალობა.

. იცის, ვინ არის და რა სურს, განსხვავებით ახალგაზრდა დედისგან, რომელსაც საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ უპოვია.

. უფრო დისციპლინირებულია და საკუთარ "მე"-სთან ჰარმონიაში ცხოვრობს.

. გაცნობიერებული აქვს, რაზე მოუწევს უარის თქმა და რა ელის.

. დაბოლოს - ნაგვიანევი ორსულობა, ჩვეულებრივ, ღრმა განსჯის შედეგია. გადაწყვეტილებას იღებს ორი ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.

შებოჭილი თაობა

თანამედროვე ქალები, რომლებსაც დემოგრაფებმა "შებოჭილები" უწოდეს, იმ თაობას ეკუთვნიან, რომელსაც ორმაგი - მშობლებსა და შვილებს შორის - პასუხისმგებლობა აწევს. ეს სოციოლოგიური ფენომენი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთმანეთს შეეჯახა სამი სხვადასხვა კულტურული ტენდენცია: I - ასაკში შესული მშობლები შვილების მზრუნველობას მოითხოვენ; II - ქალები გვიან თხოვდებიან და III - ბავშვებს 35-40 წლის შემდეგ აჩენენ. სადამდე მივყავართ ამ ფენომენს? - ქალი იძულებული ხდება, საუკეთესო, შემოქმედებითი თვალსაზრისით ყველაზე ნაყოფიერი წლები კატორღულ სამუშაოს შეალიოს. ჩვენში ქალები, ტრადიციულად, ბავშვებსაც უვლიდნენ და მოხუცებსაც, მაგრამ წინათ მათგან არ მოითხოვდნენ, ემუშავათ 9-დან 6-მდე და ამავე დროს ოჯახის ყველაზე უმცროს და ყველაზე ასაკოვან წევრებზეც ეზრუნათ... ეს განსაკუთრებით დამღლელია, როდესაც მოხუცები და ბავშვები ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ადგილებში ცხოვრობენ. ამგვარ სიტუაციაში აღმოჩენილ ქალებს იმდენად დიდი დატვირთვა აწევთ, რომ იძულებულნი ხდებიან, საკუთარი პროფესიული თუ პირადი გეგმები განუსაზღვრელი ხნით გადადონ. სხვა გამოსავალი მათ აღარ რჩებათ. როცა ასეთი რამ ხდება, ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი ცხოვრება დასრულდა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ზოგიერთი ქალი ვეღარ ახერხებს, ზოგიერთი კი, პირიქით, განვითარების ისეთი იმპულსით იმუხტება, რომ სინათლის სისწრაფით კრეფს სიჩქარეს.

რა შეიძლება იღონოთ, რომ ეს დრო თქვენთვის სასტარტო მოედნად იქცეს და არა იმ გზის დასაწყისად, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია?

განსაზღვრეთ საკუთარი პრიორიტეტები, გაარკვიეთ, ვინ ხართ და რა გსურთ საკუთარი თავისთვის, ბავშვებისა და მშობლებისთვის. განსაზღვრეთ საკუთარი შესაძლებლობები და შეაფასეთ მოსალოდნელი შედეგები. გახსოვდეთ: თუ მუდმივად შესაძლებლობათა ზღვარზე იმუშავეთ, უბრალოდ გადაიწვებით.

სირთულე #5

ზოგიერთ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რასაც მოითხოვს ბავშვის მოვლა - ის ხომ მხოლოდ საკუთარი თავის მოვლას იყო ჩვეული. ორგანიზებული ქალი ითრგუნება, როდესაც ხედავს, რომ ის, რაც მის თავს ხდება, დაგეგმვას არ ექვემდებარება. არსებობს კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებსაც არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობა მეტისმეტად დაგვიანებულია. ამ დროს მშობლებს უწევთ, ერთ შვილს დასჯერდნენ ან მეორე მალევე გააჩინონ. ორი პატარას მოვლა კი, დაგვეთანხმებით, ადვილი არ არის.

რჩევა: ნაყოფის ორგანოები ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ყალიბდება. ამ პერიოდში ნაყოფი ნებისმიერი გამღიზიანებლისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ ამ პერიოდში ზედმიწევნით უნდა მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი მოიმატებს, თუ ორსულობამდეც და ორსულობის დროსაც:

. დაიცავთ სწორი კვების პრინციპს;

. უარს იტყვით სიგარეტზე, ალკოჰოლზე, კოფეინსა და ნარკოტიკებზე;

. მიიღებთ ვიტამინებს;

. ივარჯიშებთ.

ამით თქვენ გაზრდით შანსს, გართულებათა გარეშე იმშობიაროთ. თუმცა ერთი რამ გახსოვდეთ: ორსულობა ვარჯიშის დასაწყებად არც ისე შესაფერისი დროა. ფიზიკურად დაორსულებამდე უნდა მოემზადოთ. მაშინ სირთულეებსაც გაცილებით იოლად გაუმკლავდებით.