/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორსულობა

ქოშინი ორსულობისას

ქოშინი ორსულობისას
ორსულობა ქალის ცხოვრების ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი ხანაა - მას ხომ ახალი სიცოცხლის დაბადება მოჰყვება. ორსულობისას ქალის ორგანიზმი ცვლილებებს განიცდის.

ეს ცვლილებები იწვევს ჩივილებს, რომლებიც არცთუ ისე შემაწუხებელია და თავისთავად გაივლის ან ორსულობის პერიოდშივე, ან მშობიარობის შემდეგ. ამ ჩივილების ინტენსივობა გარკვეულწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას - როგორც ბედნიერებას თუ როგორც უსიამოვნო მოვლენას. ორსულობის თანამდევი ერთ-ერთი ჩივილია ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი სოფიო ჯაში.

- რამდენად ხშირია ქოშინი ორსულებში, როდიდან იწყება ის და რამდენად საშიშია?

- ორსულობის ადრეულ სტადიებზე ქოშინი შედარებით იშვიათია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადვილად დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ორსულობის მე-12-15 კვირისთვისაც იჩენს თავს. ეს უმეტესად სისხლის მოცულობის უეცარი მომატების ან წონის სწრაფი მატების შედეგია, იშვიათად კი ანემიისა (სისხლნაკლებობისა). რაც შეეხება ორსულობის მეორე ნახევარში განვითარებულ ქოშინს, ის მოულოდნელი არ არის. 28 კვირაზე მეტი ხნის ორსულობის დროს ზომიერი ფიზიკური დატვირთვისას ქოშინი ნორმალური მოვლენაა. მან შესაძლოა თავი იჩინოს უფრო ადრეც, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი ფიზიკურად განუვითარებელია, მკვეთრად მოიმატა წონა ან ეწევა სიგარეტს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა არის ამ დროს ქოშინის მიზეზი?

- ორსულობის ვადის მატებასთან ერთად მზარდი საშვილოსნო გარშემო მყოფ ორგანოებს აწვება და მაღლა სწევს დიაფრამას, რითაც ამცირებს გულმკერდის ყაფაზის მოცულობას. ამ დროს ფილტვის საერთო ზედაპირი უმნიშვნელოდ იცვლება (გულმკერდის ყაფაზის წინა-უკანა ზომების მატების გამო) და იზღუდება ფილტვების ექსკურსია. შესაბამისად, იზრდება სუნთქვითი მოცულობა, დიაფრაგმა უფრო ხშირად მოძრაობს, რაც ხელს უწყობს ქოშინის განვითარებას. ქოშინი ძლიერდება, როდესაც ორსული წევს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ორსულობის მე-12 კვირაზე გავიკეთე კოაგულოგრამა, მაღალი მაქვს ფიბრინოგენის კონცენტრაცია - 485.8 ( სასკრინინგო ნორმა 200-400). რას ნიშნავს ეს ხომ ვერ მეტყვით? მუცელში ვიკეთებ ფრაქსპირანის 0,4 ნემსებს.</p>

- როდიდან ველოდეთ ქოშინის შემსუბუქებას?

- ორსულობის დროს ქოშინი უმეტესად დროებითია (თუ არ გამოვლინდა სუნთქვის ორგანოების სერიოზული პათოლოგია) და ბავშვის მდგომარეობაზე არ მოქმედებს. როდესაც მშობიარობის ვადა ახლოვდება და ნაყოფი მცირე მენჯში ეშვება, დიაფრაგმაზე ორგანოების ზეწოლა საგრძნობლად მცირდება. ამის შედეგად სუნთქვის გაძნელებაც მცირდება ან სრულიად ქრება.

- იწვევს თუ არა ქოშინს წონის მატება?

- წონამ ორსულს პრობლემა რომ არ შეუქმნას, ელემენტარული წესების დაცვა მოეთხოვება. ყოველდღიურად მაღაზიებში სიარული და საოჯახო საქმიანობა კვლავაც მომავალი დედის მოვალეობად რჩება, მაგრამ დაუშვებელია გადაღლა, რადგან ორსულობის დროს გული და ფილტვები ორმაგ დატვირთვას განიცდის, ამან კი შესაძლოა ქოშინი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. რასაკვირველია, საოჯახო საქმიანობა არც მომავალი დედის, არც ნაყოფის ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ წონის მატებასთან ერთად ორსულმა უმჯობესია ისწავლოს სწორად სიარული და ძალების გადანაწილება ენერგიის მინიმალური დანახარჯით. ამაზე ბევრად არის დამოკიდებული მისი თვითშეგრძნება და გუნება-განწყობა.

- არსებობს ორსულობის ისეთი გართულებები, როდესაც ქოშინი საკმაოდ ყურადსაღები სიმპტომია. ერთ-ერთი მათგანია პრეეკლამფსია...

- პრეეკლამფსია ორსულობის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა. ის ვლინდება შემდეგი კლინიკური ტრიადით:

. არტერიული ჰიპერტენზიით;

. პროტეინურიით (შარდში ცილის გაჩენით);

. შეშუპებით.

გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, პრეეკლამფსიის მძიმე ფორმას ხშირად თან სდევს თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ცნობიერების შეცვლა, ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ტაქიკარდია. მძიმე პრეეკლამფსიის დროს ხშირია ტაქიპნოე - გახშირებული სუნთქვა, ქოშინი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ჰიპოპროტეინემიის ფონზე განვითარებული პოლისეროზიტისა და ამის შედეგად პლევრის ღრუში სითხის დაგროვების, აგრეთვე გულის უკმარისობის, ფილტვების შეშუპების ან თრომბოემბოლიის გართულების სიმპტომი. ასეთი მდგომარეობა ექიმის გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს.

- კიდევ როდის არის მოსალოდნელი ორსულობისას ქოშინის განვითარება?

- ქოშინის განვითარებას ხელს უწყობს ანემია, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ასევე - ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი და ფილტვის სხვა დაავადებები. მიიჩნევა, რომ ქოშინის განვითარებას მომავალი დედის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულმა ცვლილებებმაც შეიძლება შეუწყოს ხელი.

- როგორ მოვიქცეთ სუნთქვის შესამსუბუქებლად?

- ამისთვის უნდა შეასრულოთ რამდენიმე რეკომენდაცია:

. ორსულობის ბოლო ორ თვეს ფიზიკური დატვირთვა მინიმუმამდე დაიყვანეთ.

. თუ ქოშინი აგივარდათ, დაჯექით და დაისვენეთ. ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ მოეშვათ - ნერვული დაძაბულობა ქოშინს აძლიერებს.

. წოლისას თავისა და მხრების ქვეშ კიდევ ერთი ბალიში ამოიდეთ. შეეჩვიეთ ასეთ მდგომარეობაში დასვენებასა და ძილს.

. სუნთქვა სწრაფად რომ აღიდგინოთ, შეასრულეთ ასეთი ვარჯიში: დაწექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ და ჩაისუნთქეთ, თან ხელები თავს ზემოთ ასწიეთ (ეს ზრდის გულმკერდის ყაფაზის მოცულობას), შემდეგ ცხვირით ამოისუნთქეთ და ხელები ჩამოუშვით. ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

- რას გვეტყვით ემოციური ლაბილურობის დროს განვითარებულ ქოშინზე?

- ქალი ორსულობისას ჩვეულებრივზე მგრძნობიარეა, უფრო მძაფრად განიცდის როგორც დადებით, ისე უარყოფით მოვლენებს. ძლიერი განცდის დროს შესაძლოა თავი იჩინოს ჰაერის უკმარისობამ, რომელიც მოსვენების, დამშვიდების, გამოძინების შემდეგ გაივლის. სუნთქვის შესამსუბუქებლად ეცადეთ ხშირად დაისვენოთ, დასაძინებლად უფრო ადრე დაწვეთ. დასასრულ, მინდა მივმართო ორსულთა ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით - მეუღლეებს: მათ ყველაზე მეტი მოთმინება მართებთ, რადგან ორსულობისას ქალები ყველაზე მტკივნეულად მეუღლეებთან უთანხმოებას განიცდიან. ძვირფასო ქალებო! გახსოვდეთ, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა უარყოფითი ემოციები და თქვენი ნერვიულობა მასაც აყენებს ზიანს, ამიტომ ნუ აჰყვებით ნერვებს, წვრილმან უსიამოვნებებს თავს ნუ დააჯაბნინებთ. ორსულობის გვიანდელ ვადებზე ქოშინის თავიდან აცილება ძნელია, მაგრამ მისი შემცირება შესაძლებელია. აკონტროლეთ წონა, თუ ჯერ კიდევ ეწევით, თავი დაანებეთ, ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო ტანსაცმელს, ნუ მოიჭერთ ქამარს. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ქოშინი:

. არ ქრება, მეტიც - ძლიერდება ან განვითარდა მოსვენების დროს;

. ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ძლიერ გღლით;

. სუნთქვის გაძნელებას თან სდევს პულსის გახშირება, ტკივილი გულმკერდის ყაფაზში და ტუჩების გალურჯება, არტერიული წნევის მომატება და შეშუპება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქოშინი ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები