საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება

საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში, საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ეროვნული სკინინგ-ცენტრისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ განაცხადა, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩევნებლის 80%-ით შემცირებაში იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება კარგად ორგანიზებული,
მაღალი ხარისხის და მოიცავს სამიზნე მოსახლეობის 60%-ზე მეტს.
"სკრინინგის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით სკრინინგის ორგანიზებული ფორმა ინერგება. ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენი ძირითადი გზავნილი მოსახლეობისადმი არის ის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება და სრული
განკურნება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია, თუ სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ქალები სკრინინგის პროგრამაში რეგულარულად იქნებიან ჩართულები", - განაცხადა ბაქრაძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2011 წლიდან მუშაობს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 4 ტიპის, მათ შორის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს აწარმოებს.
"სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მოსახლეობის გათვითცნობირება, განათლება ამ თვალსაზრისით არ არის სათანადო დონეზე, მოცვის მაჩვენებელი ჯერჯერობით დაბალია. ამ კვირეულების მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ ამ ტიპის გამოკვლევები არის უფასო, მას სახელმწიფო აფინანსებს და საჭიროა, ყველამ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიმართონ ექიმებს, სკრინინგ-ცენტრებს, ჩავიტაროთ სკრინინგი, საუბარია 20-დან 60 წლის ასაკის ქალბატონებზე, რომ თუ არის რაიმე ნიშნები, მას დროულად მივხედოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული 25-31 იანვარს აღნიშნება და მიმდინარეობს სლოგანით - "შეაჩერე საშვილოსნოს ყელის კიბო".

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში

კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა

სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევა
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 02-12-2016
lali
რატომ მარტო 20-60 წლამდე?ვინც მაგ ასაკს გადავცდით რა ვქნათ?70 ამდე გაზარდეთ ასაკი არ შეიზლება?
თარიღი : 13-10-2016
manana
60 წელს ზემოტ ქალებმა რა ვქნად ვისაც ქვჯირდება ქამოკვლევა დასსასჰუალება არქვაქვს
თარიღი : 24-02-2015
ekaterine
Gამარჯობატტ ვარ 30წლის სკრინიგ პროგრამიტ აგმოვაჰინე რომ ვარ ცინ1 დაავადებული უკვე 5ტვეა გავდივარ ზლიერ გინეკოლოგიურ მკურნალობასს რამდენად არის სჰესაზლებელი რომ მოხდეს ამ დაავადების სრული გან კურნებაა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
1805 წელს სარკეებისა და სანთლისგან შექმნილი ინსტრუმენტით დაიწყო ენდოსკოპიური მედიცინის ისტორია,
საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებთან დიაგნოსტირებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე
საკვერცხის ცისტები, გავრცელების სიხშირისა და ქალის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზეგავლენის გამო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
საშვილოსნოს მიომა და საკვერცხის კისტა რეპროდუქციული ასაკის ქალების ხშირი პრობლემაა.
დღევანდელი რუბრიკის თემაა ენდომეტრიოზი.
კისტა ტომრისმაგვარი წარმონაქმნია, აქვს კედელი და შიგთავსი, შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ქსოვილსა და ორგანოში.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად