სამეანო და გინეკოლოგიური ოპერაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამეანო და გინეკოლოგიური ოპერაციები

- ისევე, როგორც ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენების მიხედვით უნდა ჩატარდეს. განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს. აბსოლუტური ჩვენებაა ისეთი მდგომარეობა, რომელიც დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს, კერძოდ:

  • III-IV ხარისხის ანატომიურად ვიწრო ან დეფორმირებული მენჯი;
  • საშვილოსნოს დაბალი სიმსივნე;
  • ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
  • პლაცენტის სრული წინამდებარეობა ან ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;
  • საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწიბუროვანი შევიწროება;
  • სასქესო ორგანოების ვარიკოზი;
  • საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებითი გახევა;
  • ჭიპლარის გამოვარდნა და სხვა.

ერთი აბსოლუტური ჩვენებაც საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერა-ციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებენ. ოპერაციის შედარებითი ჩვენებაა ისეთი კლინიკური სიტუაცია, როდესაც ბუნებრივი გზით ბავშვის გაჩენა შესაძლებელია, მაგრამ დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც უფრო მეტად სარისკოა, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ასეთ დროს მიზანშეწონილია სამეანო პირობებისა და უკუჩვენებების გათვალისწინება.

შედარებითი ჩვენებებია:

  • II-III ხარისხის ვიწრო მენჯი;
  • დიდი ან გადამწიფებული ნაყოფი;
  • ნაყოფის ძლიერი დღენაკლულობა;
  • ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა;
  • პირველმშობიარის 35 წელზე მეტი ასაკი;
  • სამშობიარო მოქმედების ანომალიები, ექსტრაგენიტალური დაავადებები (ტუბერკულოზი, მაღალი მიოპია, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები), ნაყოფის დისტრესსინდრომი (ჟანგბადოვანი შიმშილი), მრავალკვანძოვანი მიომა და სხვა.

- საშიშია თუ არა მშობიარობა მაღალი ხარისხის მიოპიის დროს?

- საშიშია, მით უმეტეს - თუ ორსულობისას ახლომხედველობამ პროგრესი განიცადა. ასეთ დროს ქალის-თვის ჭინთვები საშიშია, რადგან არსებობს ბადურას აცლის დიდი ალბათობა. ან საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს, ან სამეანო მაშების მეშვეობით ჭინთვები გამოითიშოს.

- რატომ მიიჩნევა საჭიროდ 35 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეებისთვის საკეისრო კვეთა?

- იმიტომ, რომ ამ ასაკის პირველმშობიარეებს უფრო ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლის პათოლოგიები, ენდოკრინული და გინეკოლოგიური დაავადებები, დამძიმებული ანამნეზი, ორსულთა თანმხლები დაავადებები და სხვა. გარდა ამისა, ასაკოვან პირველმშობიარეებს შეზღუდული აქვთ სამშობიარო გზების ელასტიკურობა, ეს ყველაფერი კი ნაყოფის დისტრესს და ტრავმატიზმს განაპი-რობებს. აქედან გამომდინარე, თუ 35 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეს აქვს სხვა გართულებაც (ვიწრო მენჯი, დიდი ნაყოფი, ექსტრაგენიტალური დაავადება), უპირატესობა საკეისრო კვეთას უნდა მივანიჭოთ.

- რას ნიშნავს გეგმური და გადაუდებელი საკეისრო კვეთა, რა განსხვავებაა მათ შორის?

- საკეისრო კვეთის ჩვენებები, განსაკუთრებით - აბსოლუტური, წესისამებრ, ორსულობის დროს ან მანამ-დეც ცნობილია. ამ დროს საკეისრო კვეთა წინასწარ იგეგმება, ხოლო ვადის შესახებ გადაწყვეტილებას მკუ-რნალი ექიმი იღებს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ორსული ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით მშო-ბიარობისთვის ემზადება, თუმცა მშობიარობისას თავჩენილ გართულებათა გამო აუცილებელი ხდება სა-კეისრო კვეთის ჩატარება.

- საშიშია თუ არა ბავშვისთვის საკეისრო კვეთის ოპერაცია?

- მშობიარობა ბავშვის პირველი გამოცდაა. სამშობიარო არხში გავლისას იგი "სწავლობს" დაბრკოლებების გადალახვას. გარდა ამისა, სამშობიარო არხში გავლისას ბავშვის ფილტვებიდან გამოიწურება სითხე, რომელიც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია. ცოტა ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი უფრო მშვიდია, რადგან სამშობიარო სტრესი არ გადაუტანია.

სინამდვილეში პატარა "კეისრები" მშვიდები კი არა, პასიურები არიან და უფრო ძნელად ეგუებიან ახალ გარემოს, რადგან იქ ერთბაშად, იმ შუალედური ეტაპის გაუვლელად ხვდებიან, რასაც დედის სამშობიარო გზები წარმოადგენს. ასეთ ბავშვებს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო შესაძლოა გაუჩნდეთ სისხლძარ-ღვთა პრობლემები, განუვითარდეთ დისბაქტერიოზი. ასე რომ, ბავშვის ამქვეყნად მოვლენისთვის საკეი-სრო კვეთა არცთუ ოპტიმალური გზაა. ეს იძულებითი ოპერაციაა და უნდა გაკეთდეს მხოლოდ იმ ჩვენე-ბათა საფუძველზე, რომლებზეც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ.

- ნუთუ საკეისრო კვეთას მხოლოდ ნაკლოვანებები აქვს?

- ისევე, როგორც ნებისმიერ ოპერაციას, საკეისრო კვეთას ღირსებებიც აქვს და ნაკლოვანებებიც. მისი ყვე-ლაზე დიდი ღირსებაა დედისა და ბავშვის გადარჩენა მაშინ, როცა ბუნებრივი მშობიარობა ან ერთს, ან მეორეს სასიკვდილო საფრთხეს უქადის. ამიტომ როდესაც საკეისრო კვეთა აუცილებელია, მის ნაკლო-ვანებებზე არ ვლაპარაკობთ. ახლა - რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:

  • მართლია, ოპერაცია ნაკლებ ხანს გრძელდება, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობა, მაგრამ ნარკოზიდან გამო-სვლა, ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების მაღალი ალბათობა, ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა - ეს ყველაფერი ართულებს მელო-გინის ცხოვრებას პოსტოპერაციული პერიოდის პირველ დღეებში. გვიანდება საშვილოსნოს შეკუმშვაც.

- რამდენად მიზანშეწონილია კვეთის ჩატარება ორსულის სურვილით?

- კანონით ასეთი რამ დაშვებულია, მაგრამ თუ ბავშვის ან დედის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, მხოლოდ ტკივილის შიშის გამო კვეთის ჩატარება არამც და არამც არ არის რეკომენდებული.

- თუ პირველი ბავშვი საკეისროთი გაჩნდა, მომდევნო ორსულობის დროსაც ოპერაცია უნდა გაკეთდეს?

- თუ მიზეზი, რომლის გამოც ჩატარდა საკეისრო კვეთა, აღარ არსებობს, ხოლო ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა, ნაწიბური სრულფასოვანია და არც ნაყოფია დიდი, შეიძლება, ქალს ბუნებრივი მშობიარობის ნება დავრთოთ. ამ შემთხვევაში მშობიარობისთვის ოპტიმალურია პერიოდი პირველი სა-კეისრო კვეთიდან 2 წლის შემდეგ. თუ ქალი 2-ჯერ და მეტჯერ არის ნაოპერაციევი, ხოლო ბოლო ოპერა-ციიდან გასულია 5 წელი, ბუნებრივი მშობიარობა ძალზე სარისკოა.


- რას წარმოადგენს საკვერცხის კისტა?

- საკვერცხის კისტა - კაფსულით შემოსაზღვრული სითხით სავსე ღრუ - საკვერცხის ქსოვილში განვითა-რებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ეს პათოლოგია უმეტესად ახალგაზრდა ქალებში გვხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული, 50 წლის შემდეგაც განვითარდეს. კისტის ზოგიერთი ფორმა სრულიად უვნებელია და თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, მაგრამ არსებობს ანომალიური კისტებიც, რომლებიც გავლენას ახდენს შვილოსნობის ფუნქციაზე.

კისტას უმეტესად მენჯის ღრუს ორგანოების გამოკვლევისას აღმოაჩენენ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულარულ პროფილაქტიკურ გამოკვლევას. კისტის ადრეული დიაგნოსტიკა უამრავ გართულებას აგვაცილებს თავიდან. საკვერცხის კისტა, შიგთავსის ხასიათის მიხედვით, რამდენიმენაირია: ფოლიკუ-ლური, ყვითელი სხეულისა, თეკა-ლუთეინური, ენდომეტრიოიდული, დერმოიდული და პარაოვარი-ული. ფოლიკულური და ყვითელი სხეულის კისტები საკვერცხეში წარმოიქმნება ფოლიკულის ან ყვითე-ლი სხეულის გარსისგან. მიზეზი ჰორმონული დარღვევებია.

საკვერცხის კისტებს შორის ყველაზე მეტად ფოლიკულური კისტაა გავრცელებული. მისი განვითარება საკვერცხის ესტროგენული ფუნქციის დარღვევას უკავშირდება, თუმცა განსაზღვრულ როლს ანთებითი პროცესებიც ასრულებს. მცირე ზომის, გაურთულებელი ფოლიკულური კისტა მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით ვლინდება. ჩივილები კისტის ფეხზე შემოგრეხის ან მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის შემთხვევაში იჩენს თავს. ამ დროს ქალი უჩივის ტკივილს წელის არეში და სიძიმის შეგრძნებას მუცლის ქვედა ნაწილში.

დაიაგნოზი გინეკოლოგიური და ექოსკოპიური კვლევის მონაცემებს ეფუძნება. ყვითელი სხეულის კისტა შედარებით იშვიათია. ის სქელკედლიანი სიმსივნური წარმონაქმნია და, წესისამებრ, მხოლოდ ცალ მხა-რეს ვითარდება. მისი მიზეზია ოვულაციის შემდეგ დაუხურავი ფოლიკულის ღრუს გაწელვა და სერიო-ზული სითხით ავსება. ყვითელი სხეულის კისტის დიამეტრი იშვიათად აღემატება 3-4 სმ-ს. ავადმყოფი უმეტესად არაფერს უჩივის. კისტას გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ.

საჭიროა ყვითელი სხეულის კისტის დიფერენცირება საკვერცხეების ნამდვილი სიმსივნისგან - კისტო-მისაგან. კისტის ორივე ეს ნაირსახეობა იოლად ექვემდებარება ჰორმონული კონტრაცეპტივებით მკურ-ნალობას. გამორიცხული არ არის, კისტა თავისთავადაც უკუგანვითარდეს. ავადმყოფს დისპანსერული მეთვალყურეობა სჭირდება.

თუ კისტა არ პატარავდება, პირიქით, იზრდება კიდეც, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, ვინაიდან კლინიკური ნიშნების საფუძველზე საკვერცხის ნამდვილი სიმსივნის გამორიცხვა ძნელია. კისტის ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს მის ამოკვეთას საკვერცხის ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში, რაც შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

დერმოიდული კისტა იშვიათია. მისი ღრუ სავსეა სქელი ცხიმოვანი სითხით, რომელშიც ზოგჯერ გვხვდება თმა, კბილები, ძვლები, ორგანოთა ნაწილები, თვალების, ყურებისა და ფარისებრი ჯირკვლის ჩანასახები. სიმსივნის დიამეტრი 5-დან 20 სმ-მდე ვარირებს. დიაგნოსტირებისთვის გინეკოლოგიურ და ექოსკოპიურ გამოკვლევას მიმართავენ. წარმონაქმნი ავთვისებიან გადაგვარებას ასიდან 1-2 შემთხვევაში განიცდის.

დერმოიდული კისტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. საკვერცხეების ენდომე-ტრიოზი სასქესო ორგანოების ენდომეტრიოზის გავრცელებული ფორმაა. ავადმყოფები უმეტესად უჩი-ვიან ტკივილს, რომელიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. ზოგჯერ ტკივილის ინტენსივობა იმატებს, ჩნდება პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები, რაც ენდომეტრიოიდული კისტების მიკროპერფორაციით და მათი შიგთავსის  (სისხლის) მუცლის ღრუში მოხვედრით აისხნება.

მუცლის ღრუში სისხლისა და ქსოვილთა ნაწილების მოხვედრა მცირე მენჯში შეხორცებით პროცესებს იწვევს. თავდაპირველად კისტა მცირე ზომისაა, გასინჯვისას - მტკივნეული. თანდათან წარმონაქმნი იზრდება, პროცესი მეორე საკვერცხეზეც ვრცელდება, ვითარდება ძლიერი შეხორცება და წარმოიქმნება ერთიანი კონგლომერატი, რომელიც საშვილოსნოსა და მის დანამატებს მოიცავს. კონგლომერატს აქვს სქელი კაფსულა და უძრავია. პროცესი შესაძლოა გავრცელდეს სიგმოიდურ ნაწლავზე და მისი სტენოზი გამოიწვიოს.

საკვერცხის ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფთა უმრავლესობა დიდხანს უშედეგოდ მკურნალობს "ანთე-ბითი პროცესის" გამო. ბოლო ხანს დიაგნოსტირებისთვის ფართოდ გამოიყენება ულტრაბგერითი გამო-კვლევა, რომელიც ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ სითხის შემცველ სიმსივნურ წარმონაქმნს ავლენს. მეტად ინფორმაციულია, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, ლაპაროსკოპიული მეთოდი, რომელიც საკვერცხის ენდომეტრიოიდული წარმონაქმნების გამოვლენის საშუალებას იძლევა.

დაავადების დიაგნოსტიკაში ლაპაროსკოპიასთან ერთად გადამწყვეტ როლს ასრულებს მუცელკვეთის შემდეგ მიღებული საკვერცხის ქსოვილის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევა. ენდომეტრიოიდული კისტაც, მსგავსად დერმოიდულისა, მხოლოდ ქირურგიულ მკურნალობას ემორჩილება.

- რითია საშიში კისტომა?

- საკვერცხის კისტომა კეთილთვისებიან სიმსივნეთა რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ მალიგნიზაციის - ავთვი-სებიანი გადაგვარების - დიდი ალბათობა ახასიათებს. კისტომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მას პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვისას აღმოაჩენენ. ზოგჯერ ავადმყოფი მუცლის ტკივილს უჩივის, თუმცა მენსტრუაციული ფუნქცია დარღვეული არ არის. კისტომა ცალმხრივიც შეიძლება იყოს და ორმხრივიც. ზოგჯერ ორმხრივ კისტომას ასციტიც ახლავს. ამ წარმონაქმნს ქირურგიული გზით მკურნალობენ. დიაგნოზის დადასტურება ხდება ამოღებული პრეპარატის ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით.

- რით შეიძლება გართულდეს კისტა?

- მოსალოდნელია კისტის ფეხზე შემოგრეხა, დაჩირქება და გახეთქვა. კისტის ფეხზე შემოგრეხის დროს მასში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ანთებითი პროცესი, რომელსაც თან სდევს ძლიერი ტკი-ვილი მუცლის ქვედა ნაწილში, ტემპერატურის მატება, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება. კისტის დაჩირქება ტემპერატურის მატებითა და მუცლის ტკივილით მიმდინარეობს. შედარებით იშვიათია კაფ-სულის გახეთქვა, რომელსაც ახასიათებს მწვავე ტკივილი, არტერიული წნევის დაცემა, შინაგანი სისხლ-დენა. ნებისმიერი გართულების შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია.

- რას გვეტყვით საკვერცხეების პოლიკისტოზზე?

- ამ დროს საკვერცხეში მრავალი წვრილი კისტა წარმოიქმნება. დაავადება სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება. მისთვის დამახასიათებელია მენსტრუაციული დარღვევები (ამენორეა - მენსტრუალური ციკლის უქონლობა, ჰიპომენსტრუალური სინდრომი, აციკლური სისხლდენები საშვილოსნოდან), ჰირსუტიზმი (მამაკაცის ტიპის გათმიანება), უნაყოფობა.

საკვერცხეების პოლიკისტოზის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს საკვერცხეებში მამაკაცის სასქესო ჰორმონების (ანდროგენების) ჭარბი გამომუშავება. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას. საკვერცხე-ების პოლიკისტოზი ხელს უშლის დაორსულებას, ხოლო დაორსულების შემთხვევაში არსებობს ორსუ-ლობის 22-ე კვირამდე შეწყვეტის საფრთხე.

საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობისას უპირატესობა ქირურგიულ ჩარევას ენიჭება. ამ დროს საკვერცხეზე ლაზერული სხივის ზემოქმედებით ხდება იმ უბნის მოწვა, რომელიც ჭარბი ოდენობის მამაკაცურ ჰორმონებს გამოიმუშავებს. მკურნალობის მიზანია ოვულაციური მენსტრუაციული ციკლისა და დარღვეული რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა. ოპერაციის შემდეგ ხდება ოვულაციის მედიკამენტური სტიმულირება. შედეგად მენსტრუაციული ციკლი ნორმალიზდება, ჰირსუტიზმი თანდათან მცირდება.


 

- როდის ვითარდება საკვერცხის აპოპლექსია და აუცილებელია თუ არა მისი მკურნალობა ქირურგიული გზით?

- საკვერცხის აპოპლექსია საკვერცხეში სისხლჩაქცევას ნიშნავს. აპოპლექსიას ხშირად თან სდევს საკვერ-ცხის გახეთქვა და მუცლის ღრუში სისხლის ჩაქცევა. ამის მიზეზია საკვერცხის სისხლძარღვების პათოლო-გიური გადაგვარება (ვარიკოზული გაგანიერება, სკლეროზი) ანთებითი პროცესების გამო. ყველაზე ხში-რად ის ოვულაციის მომენტში ან ყვითელი სხეულის ვასკულარიზაციის სტადიაში (ციკლის შუა და მეორე ფაზაში) ვითარდება. ხელს უწყობს ტრავმა, სიმძიმეების აწევა, სქესობრივი აქტი.

აპოპლექსიის დროს აღმოცენდება მუცლის მწვავე ტკივილი, დეფანსი, შინაგანი სისხლდენისთვის დამა-ხასიათებელი ნიშნები - სისუსტე, წნევის დაცემა და სხვა. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალი-ზაცია. თუ შინაგანი სისხლდენისა და კოლაფსის სურათი არ არის გამოხატული, მიმართავენ კონსერვა-ტიულ მკურნალობას (მოსვენება და ცივი საფენები მუცელზე). შინაგანი სისხლდენის პროგრესირებისას აუცილებელია ოპერაციული ჩარევა (საკვერცხის რეზექცია) და სისხლის გადასხმა.

- ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა საშვილოსნოს მიომა, რომლის გამო ქალი კარგავს საშვილოსნოს, ზოგჯერ - მის დანამატებსაც...

- მიომა კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მიომური კვანძები უმეტესად (95%) საშვი-ლოსნოს სხეულში ჩნდება, შედარებით იშვიათად (5%) - საშვილოსნოს ყელში. განლაგების მიხედვით გა-ნასხვავებენ ინტერსტიციულ (საშვილოსნოს კედელში), სუბმუკოზურ (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ) და სუბსეროზულ (პერიტონეუმის ქვეშ საშვილოსნოს ზევიდან მდებარე) მიომებს. მიომური კვან-ძები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა, ერთეული ან მრავლობითი.

იწონის რამდენიმე გრამიდან კილო-გრამამდე, ზოგჯერ - მეტსაც. ზოგიერთი მიომა სწრაფად იზრდება და მეზობელ ორგანოებს აწვება, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ იზრდება და პროფილაქტიკური დათვალი-ერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ. საშვილოსნოს მიომა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება 35-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში. მიომის კლინიკურ სურათზე გავლენას ახდენს ავადმყოფის ასაკი, დაავადების ხანგრძლივობა, მიომური კვანძების ლოკალიზაცია, თანმხლები დაავადებები.

- როგორ ამოვიცნოთ მიომა?

- მიომის ადრეულ სტადიაში (რომელიც უმეტესად ქალის რეპროდუქციულ ასაკს ემთხვევა) ვითარდება ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენები (მენორაგია), რომელთა შედეგია პოსტჰემორა-გიული ანემია. ბევრი უჩივის მუდმივ ტკივილს მუცლის ქვედა მიდამოსა და წელის არეში. ტკივილი ზოგ-ჯერ მენჯის ნერვულ წნულზე კვანძების ზეწოლით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი საშვილოსნოში დის-ტროფიული და ნეკროზული უბნების არსებობით. მენსტრუაციის დროს შეტევისებური ტკივილი ახასი-ათებს სუბმუკოზურ სიმსივნეს. საშვილოსნოს ქვედა მესამედში, მის წინა ან უკანა ზედაპირზე მდებარე მიომურმა კვანძებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.

- რა გართულებას უნდა ველოდეთ?

- საშვილოსნოს მიომის ყველაზე ხშირი გართულებაა კვანძის ნეკროზი, რაც მისი კვების დარღვევით არის გამოწვეული. ასეთი გართულება, წესისამებრ, დიდი ზომის მიომური კვანძის ან მისი ფეხზე არსებობის შემთხვევაშია მოსალოდნელი. ამ დროს ყალიბდება მწვავე მუცლის კლინიკური სურათი. საშვილოსნოს მიომის დიაგნოზს გამოცდილი გინეკოლოგი იოლად დასვამს. მის დასადასტურებლად და კვანძის ადგილ-მდებარეობის დასადგენად ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას მიმართავენ.

- როდის არის შესაძლებელი მიომის კონსერვატიული მკურნალობა და როდის მიიჩნევა აუცილებლად ქირურგიული ჩარევა?

- მკურნალობის მეთოდის არჩევისას ითვალისწინებენ პაციენტის ასაკს, პრემორბიდულ (ავადმყოფობის-წინა) ფონს, თანმხლებ ექსტრაგენიტალურ და გინეკოლოგიურ დაავადებებს, ჰორმონულ დარღვევებს, სიმსივნის ზრდის ხასიათს, მიომური კვანძის განლაგების თავისებურებებს, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, ანემიზაციის ხარისხს და სხვა.

მიომას კონსერვატიულად მკურნალობენ მცირე ზომის კვანძების დროს და კლიმაქსის წინა პერიოდში, ვინაიდან მენოპაუზის შემდეგ მიომური კვანძი შესაძლოა თავისთავად დაპატარავდეს და ალაგდეს ის ჩივილები, რომელთა გამოც კეთდება ოპერაცია. მედიკამენტური მკურნალობა ტარდება თანმხლები მძიმე ექსტრაგენიტალური დაავადებების დროს, როდესაც ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია. საზოგადოდ კი მედიკამენტებით საშვილოსნოს მიომის განკურნება შეუძლებელია.

ქირურგიული მკურნალობის ჩვენებებია:

  • მიომის სუბმუკოზური ფორმა, რომლის დროსაც მენსტრუაცია ხანგრძლივი და ჭარბია;
  • ინტერსტიციული ლოკალიზაციის კვანძი ცენტრისკენული ზრდით და საშვილოსნოს ღრუს მკვეთრი დეფორმაციით;
  • კვანძის ნეკროზი;
  • სიმსივნის სწრაფი ზრდა და დიდი ზომა;
  • ეჭვი ავთვისებიან გადაგვარებაზე;
  • ანემიის საწინააღმდეგო თერაპიის მიუხედავად, გამოხატული ანემიზაცია;
  • ლოკალიზაცია საშვილოსნოს ყელში;
  • შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.

ოპერაცია შეიძლება იყოს პალიაციური (კვანძის ამოსახსვრა) ან რადიკალური (საშვილოსნოს ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთა). ოპერაციის შემდეგ აუცილებელია მასალის ჰისტოლოგიური კვლევა სიმსივნის კეთილთვისებიანობის დასადასტურებლად.