ფლავონოიდების მიღება ხელს უწყობს ენდომეტრიოზის სიმპტომებთან ბრძოლას
ნაერთსა და ენდომეტრიოზის სიმპტომების შემცირებას შორის.
ჟურნალ ,,Endocrinology" -ში გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევარებმა აჩვენეს, თუ როგორ შეუძლიათ ფლავონოიდებს ხელი შეუწყონ ანთებითი დაავადებების სიმპტომების ჩახშობას, როგორიცაა ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზის დროს, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი უჯრედები იწყებენ ზრდას სხეულის სხვა ადგილებში, რაც იწვევს ანთებას.
ფლავონოიდები ასოცირდება კიბოს საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსულ სამედიცინო ეფექტებთან. თუმცა, მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია.
მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც მეტ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევენ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ და აქვთ მრავალი სახის დაავადების, მათ შორის პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადებების ნაკლები რისკი.
მკვლევარებმა შეძლეს ეჩვენებინათ, რომ არსებობს ძლიერი კავშირი ფლავონოიდებსა და ენდომეტრიოზს შორის. უფრო მეტი საკვების მიღებით, რომელიც შეიცავს ფლავონოიდებს, მცირდება ენდომეტრიოზის განვითარების რისკი და მისი სიმპტომების სიმძიმე.
ფლავონოიდები მოქმედებენ ზოგიერთი წამლის მსგავსად, როგორიცაა ენდომეტრიოზის სამკურნალო საშუალებები.
ორი ფლავონოიდი, რომელმაც აჩვენეს ყველაზე მეტი გავლენა სიმპტომების შემსუბუქებაზე იყო კვერცეტინი და კემპფეროლი, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ბროკოლში, ვაშლში, კენკრაში,ჩაიში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს აღმოჩენა წამახალისებელია ენდომეტრიოზის მკურნალობის ვარიანტების შემუშავებისთვის, ფლავონოიდების შესახებ ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი. სანამ მეცნიერებს არ ექნებათ მეტი ინფორმაცია ამ კავშირის შესახებ, ფლავონოიდებით სარგებლობის საუკეთესო საშუალებაა მეტი საკვების მიღება, რომელიც შეიცავს მათ.