/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

ყელის გახსნის ხარისხი მშობიარობის პროგრესის ყველაზე ზუსტი კრიტერიუმია - მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე მშობიარობის საყურადღებო დეტალებზე გვესაუბრება

ყელის გახსნის ხარისხი მშობიარობის პროგრესის ყველაზე ზუსტი კრიტერიუმია - მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე მშობიარობის საყურადღებო დეტალებზე გვესაუბრება
გვესაუბრება თამარ მაჩიტაძე - მეან-გინეკოლოგი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- ქალბატონო თამარ, რა არის მშობიარობა და როდის უნდა იმშობიაროს ქალმა ფიზიოლოგიურად?

- ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ორსულობა არ არის დაავადება. იგი ფიზიოლოგიური მოვლენაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მშობიარობისადმი წინასწარ უარყოფითად არ უნდა განვეწყოთ, არ უნდა აღვიქვათ იგი პრობლემად, ხოლო საკუთარი თავი - პაციენტად.ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის მომზადებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ორსულობისა და მშობიარობის დროს არსებული რისკფაქტორები და მშობიარობის მიმდინარეობა. მშობიარობამდე დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, განვითარდება თუ არა გართულება. მან შესაძლოა სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი. ამავე დროს, მრავალი ქალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფში იმყოფება, გართულებათა გარეშე მშობიარობს. ფიზიოლოგიური მშობიარობა - ეს არის დაბალი რისკის ჯგუფის ორსულის ერთნაყოფიანი მშობიარობა სამშობიარო მოქმედების თავისთავადი დაწყებითა და პროგრესირებით, ორსულობის 37-ედან 42-ე კვირამდე, ნაყოფის თავით წინამდებარეობით, მშობიარობის შემდეგ დედისა და ახალშობილის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ფიზიოლოგიურად შეიძლება იმშობიარონ მაღალი რისკის ჯგუფის ორსულებმაც.

- როდის ითვლება ნაყოფი სიცოცხლისუნარიანად?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ორსულობის 22-ე კვირის შემდეგ, როდესაც მისი მასა შეადგენს არანაკლებ 500 გრამს. ფიზიოლოგიურ პირობებში მშობიარობა იწყება ორსულობის 37-42-ე კვირას, როდესაც ნაყოფი მომწიფებულია.

- როგორია ნორმალური მშობიარობის კლინიკური მიმდინარეობა?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 30 წლის ქალი. გავიკეთე პაპილომა ვირუსზე აცრა , ჯერ პირველი დონა, ერთ თვეში მეორე დოზე მიწევა. პარალელურად მინდა კვერცხუჯრედის გაყინვა შენახვა. აცრა ამაში ხელშემშლელია? ( ორსულობაზე მითხრეს რომ არ შეიძლება, კვერცხუჯრედის შენანახვაზე ვერ მოვიძიე ინფორმაცია) მადლობა წინასწარ</p>

- სამშობიარო მოქმედების დასაწყისის განსაზღვრა მშობიარობის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. წესისამებრ, მშობიარობის დაწყება საშოსმხრივი გასინჯვით დასტურდება. თუ მშობიარობის დაწყება არასწორად იქნა დიაგნოსტირებული, ამას შესაძლოა მოჰყვეს დაუსაბუთებელი ჩარევა, მაგალითად, ამნიოტომია ან ოქსიტოცინის შეყვანა. პრელიმინარული პერიოდისა და დაწყებული სამშობიარო მოქმედების ერთმანეთისგან გასარჩევად ზოგჯერ ლოდინის ტაქტიკაა საჭირო. ფიზიოლოგიური მშობიარობის პროგრესი ფასდება მშობიარობის საერთო ხანგრძლივობით ან საშვილოსნოს ყელის გახსნის სიჩქარით (საშუალოდ 1 სმ საათში). უკანასკნელი უფრო მისაღებია, ვინაიდან მშობიარობის საერთო ხანგრძლივობის განსაზღვრა მხოლოდ რეტროსპექტულად არის შესაძლებელი. მშობიარობის პროგრესის შეფასება ხდება მშობიარეზე დაკვირვების საფუძველზე - მისი ქცევის, საშვილოსნოს შეკუმშვის, ნაყოფის წინამდებარე ნაწილის წინმსვლელობის შესაბამისად, მაგრამ საშვილოსნოს ყელის გახსნის ხარისხი მშობიარობის პროგრესის ყველაზე ზუსტ კრიტერიუმს წარმოადგენს. ნორმისგან გადახრისას მშობიარობის მართვის გეგმა უნდა შეიცვალოს.

- მნიშვნელოვანია ნაყოფის მდგომარეობის შეფასება. მოსალოდნელია თუ არა ამ მხრივ რაიმე გართულება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს?

- ნაყოფის მდგომარეობის შეფასება მშობიარობის მართვის განუყოფელი კომპონენტია. ნაყოფის დისტრესი - გულისცემის სიხშირის ცვალებადობა დიდი ამპლიტუდით - წუთში 160-ზე მეტიდან 100-120-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე - ან გულის რიტმის დარღვევა, რაც უმთავრესად ჰიპოქსიით არის გამოწვეული, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროსაც კი შეიმჩნევა. ასევე მნიშვნელოვანია სანაყოფე სითხის შეფასება. მასში მეკონიუმის აღმოჩენა შესაძლოა მიუთითებდეს ნაყოფის დისტრესზე, მკვდრადშობადობის, ნეონატალური ავადობისა და სიკვდილის ალბათობის მომატებაზე. სანაყოფე გარსების დარღვევის შემდეგ მეკონიუმის აღმოჩენა პერინატალური ავადობისა და სიკვდილიანობის რისკის მომატებას უკავშირდება. მშობიარობის დაწყებისას სანაყოფე ბუშტის სპონტანური დარღვევის შემთხვევაში სანაყოფე წყლების ხასიათი მაშინვე უნდა იქნეს შეფასებული. მასში მეკონიუმის არსებობისას აუცილებელია ნაყოფზე ინტენსიური დაკვირვება. ნაყოფის დისტრესის განვითარებისას სასურველია, მშობიარობა სწრაფად დასრულდეს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფის გულისცემის მრავალი დარღვევის საკორექციოდ უბრალო კონსერვატიული ღონისძიებებიც კმარა. მაგალითად, დედის პოზის შეცვლა (მარცხენა გვერდზე მოთავსება), ოქსიტოცინის შეყვანის შეწყვეტა საშვილოსნოპლაცენტური სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. მეტად მნიშვნელოვანია ნაყოფის გულისცემაზე დაკვირვება. არსებობს ნაყოფის გულისცემის გამოკვლევის ორი მეთოდი: უწყვეტი ელექტრონული მონიტორინგი და გარეგანი აუსკულტაცია სამეანო სტეთოსკოპით. აუსკულტაცია ტარდება 15-30 წუთში ერთხელ მშობიარობის პირველი პერიოდის განმავლობაში და ყოველი ჭინთვის შემდეგ მეორე პერიოდში. ამ მეთოდის უპირატესობა მისი სიმარტივეა. ელექტრონული მონიტორის გამოყენება ნაყოფის გულისცემის შესაფასებლად აუცილებელია მაღალი რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის დროს.

"მკურნალი" კვლავაც გააგრძელებს ქალბატონ თამარ მაჩიტაძესთან თქვენთვის საინტერესო საკითხებზე საუბარს. შეგიძლიათ, კომენტარებში დაწეროთ კითხვები და მომდევნო ინტერვიუში, ექიმი თავად გიპასუხებთ.

კომენტარები (1)
მარიამი
გინეკოლოგი რომელსაც ვენდობი და თავის საქმის პროფესიონალია&#129392;
თარიღი : 02-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : გინეკოლოგია

გამარჯობა, ორსულობის დაგეგმვის მიზნით გავიკეთე ანალიზები, ფოლიკ მონიტორინგი (სადაც აღმოჩნდა რომ არ იზრდება ფოლიკულები, ციკლის მე10 დღეს 16-17 ფოლიკული იყო მარჯვენაში 7 მმ დიამეტრით. მეორეში კი ჭარბად გამოხატულიაო (მულტფოლიკულებიაო) 4-5 მმ სითხური ჩანართები) მე16 დღეს 12 ფოლიკ ზომით 9 მმ.(ენდომეტრ 8მმ).დომინანტ არ ჩანდა. ინსულინორეზისტენტობა მითხრეს და პროგესტერონი მქონდა ციკლის 21 დღეს 0,5 უკმარისსობა. სიოფორი, იოდი და ციკლის 16დღიდან პროგესტერონის ტაბ მაქ დანიშნული. მინდა ინოფოლიკ კომბისდალევა ჩემი ანალიზებით და ეხოთი აშკარად მჭირდება ფოლიკულს რომ მივეშველო სწორ კვებასთან ერთად. თუ მაქვს შანსი ამ მკურნალობის პარარელურად რომ მოხდეს დაორსულება? დიდი მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყელის გახსნის ხარისხი მშობიარობის პროგრესის ყველაზე ზუსტი კრიტერიუმია - მეან-გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე მშობიარობის საყურადღებო დეტალებზე გვესაუბრება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები