კლიმაქსის პირველი ნიშნები და ჩივილები, რომლებიც სამ ეტაპად ახასიათებს კლიმაქსურ პერიოდს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლიმაქსის პირველი ნიშნები და ჩივილები, რომლებიც სამ ეტაპად ახასიათებს კლიმაქსურ პერიოდს

– შეიძლება თუ არა ქალმა წინასწარ იგრძნოს კლიმაქსური პერიოდის მოახლოება, როგორ ვლინდება პირველი ნიშნები?

– კლიმაქსური პერიოდის მოახლოების პირველი ნიშანი შეიძლება იყოს ცვლილებები მენსტრუაციული ციკლის ხასიათში. ეს არის მენსტრუაციათაშორისი ინტერვალების შემოკლება. მაგალითად ქალებს, რომელთაც ჰქონდათ 30-35-დღიანი მენსტრუაციული ციკლი, მენსტრუაციათაშორისი ინტერვალები 26-21 დღემდე უმცირდებათ. საკვერცხეების პოლიკისტოზის მქონე პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ მენსტრუაციის გადაცდენა, პრემენოპაუზურ პერიოდში ციკლი რეგულარული უხდებათ.

მენსტრუაციული გამონადენის შემცირება, მენსტრუაციის დაგვიანებაც შეიძლება დაკავშირებული იყოს პრემენოპაუზური პერიოდის ჰორმონულ ცვლილებებთან. კლიმაქსურ პერიოდში საყურადღებოა ე.წ. მენოპაუზასთან ასოცირებული პათოლოგიური სისხლდენები.

კლიმაქსის მოახლოება ქალმა შეიძლება იგრძნოს სუბიექტური ჩივილებითაც. ეს არის: ხასიათის შეცვლა, უგუნებობა, ინტერესის დაკარგვა ცხოვრების მიმართ, გაღიზიანება, შფოთვა, თავის ტკივილი, უძილობა და ა.შ.

– რა სახის დარღვევები ვითარდება კლიმაქსურ პერიოდში და ყველაზე ხშირად რა ჩივილები აქვს ქალს ამ დროს?

– ესტროგენებისადმი მგრძნობიარე რეცეპტორები მთელ ორგანიზმში გვხვდება, ამიტომ მენოპაუზურ პერიოდში პათოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაში.

კლიმაქსური პერიოდის ჩივილები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად.

  • პირველ ეტაპზე ვითარდება ე.წ. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური სიმპტომები: ეს არის ალები, ცხელების შეგრძნება სახისა და თავის არეში, რაც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულში, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის ციფრების მატება ან კლება, თავის ტკივილი, გაღიზიანება, უმიზეზო ტირილი, დეპრესია, შფოთვა, უძილობა. ეს ჩივილები ქალებს ჯერ კიდევ მენსტრუაციის შეწყვეტამდე ეწყებათ და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი.

  • შემდეგ ჩნდება მეორე ეტაპის, ე.წ. შუა პერიოდის უროგენიტალური დარღვევები. ეს არის შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული სიმპტომები: შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა, ღამის შარდვა, საშოს სიმშრალე, რაც იწვევს ტკივილს სქესობრივი კონტაქტის დროს, ვერ მიიღწევა ორგაზმი. ხშირია ე.წ. ატროფიული კოლპიტის განვითარება, რაც გამოიხატება წვის შეგრძნებით, ქავილითა და შემაწუხებელი გამონადენით საშოდან. ამ დროს მკურნალობა ანტიბაქტერიული პრეპარატებით არაეფექტურია, რადგან პრობლემა უკავშირდება ესტროგენების დეფიციტს. საშოს კედლების ელასტიკურობის დაქვეითების გამო ვითარდება მისი დაწევა.

მენოპაუზურ პერიოდში ესტროგენების დეფიციტს უკავშირდება სახსრების ტკივილი, თვალის ლორწოვანის სიმშრალე. კოლაგენისა და ელასტინის დაკარგვის გამო კანზე ჩნდება ნაოჭები.

  • საყურადღებოა მესამე – ბოლო ეტაპზე განვითარებული პათოლოგიური ცვლილებები: გულ-სისხლძარღთა პათოლოგიები, მეტაბოლური დარღვევები, ოსტეოპოროზი.

კლიმაქსური პერიოდის პირველივე ეტაპზე ჩნდება მეხსიერების პრობლემები, გულმავიწყობა. გვიან პოსტმენოპაუზაში ამას შეიძლება დაემატოს სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები – მოხუცებულთა ჭკუასუსტობა, ალცჰაიმერის დაავადება.