/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

სიბერე იწყება ფეხებიდან!

სიბერე იწყება ფეხებიდან!
ეს ჯერ კიდევ ძველმა ჩინელებმა იცოდნენ!

სწორედ ძველმა ჩინელებმა აღმოაჩინეს, რომ მათ ტაქტიკაში აღწერილი რამდენიმე ხერხი, რომელიც ხელს უწყობს ფეხების გაძლიერებას, აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.

უპირველესად აუცილებელია ფეხშიშველი სიარული! რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ქუჩაში, ამიტომ, შეგიძლიათ იაროთ სახლში!

თუ იატაკი ცივია, მაინც გაიხადეთ ჩუსტები და სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში ფეხშიშველმა იარეთ. თუ გეყოფათ დაჟინებულობა და ამის კეთებას დღეში სამჯერ მაინც შეძლებთ, საქმე მოსალოცად გექნებათ!

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

აუცილებლად უნდა იაროთ ფეხის თითებზე (წვერებზე), ქუსლებზე, ასევე ტერფების შიგნითა და გარეთა ზედაპირებზე. ეს აძლიერებს ფეხების კუნთებსა და ძვლებს, აუმჯობესებს მათ სისხლის მიმოქცევას და, შესაბამისად, შინაგანი ორგანოების მუშაობასაც. პრინციპში, ეს სულაც არ არის რთული, მხოლოდ სიზარმაცე შეიძლება იყოს ხელისშემშლელი.

ტერფებს ესაჭიროება მასაჟი!

ტერფებზე ძალიან ბევრი სასიცოცხლო წერტილია, შესაბამისად, მათ მასაჟს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს!

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მიაქციეთ ყურადღება და ჩაიტარეთ დარტყმითი მასაჟი წერტილზე, რომელსაც იუნ-ციუანი ჰქვია (მითითებულია სურათზე).

დღესვე დაიწყეთ ტერფების მასირება (მასაჟი). და ამ დღიდან ყოველდღიურად დაკავდით ამით. ბევრი ადამიანი, სახლში დაბრუნებისთანავე, ზის ან წევს და უყურებს ტელევიზორს, არ ივიწყებს ამ საჭირო პროცედურას. ეს დრო თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხეულის სასარგებლოდ. შეგიძლიათ მსუბუქად, დარტყმითი მოძრაობებით გააქტიუროთ სურათზე წითელი წერტილით მონიშნული უბანი თქვენს ტერფებზე. ამისთვის გამოიყენეთ რეზინის ან ხის პატარა ჩაქუჩი, თუნდაც ცარიელი ბოთლი და სხვა ნებისმიერი რამ, რაც უფრო მოსახერხებელი იქნება. ცოტა ხანში იგრძნობთ სასიამოვნო სითბოს, რომელიც ნელ-ნელა მთელ სხეულში ვრცელდება და რაც მთავარია, სიმშვიდის განცდა დაგეუფლებათ.

ეს მეთოდი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ფეხებსა და მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

ვისაც თვალების პრობლემა აქვს, კარგი იქნება, უფრო ინტენსიურად დააკაკუნოს მეორე და მესამე თითების ძირზე, ყოველდღე 5 წუთის განმავლობაში. მითითებულ უბნებში (ტერფის წერტილებში) თვალებთან დაკავშირებული რეფლექსური ზონებია განთავსებული.

ჩინელი მედიკოსები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია, ტერფის თაღის სპეციალური წერტილის – იუნ-ციუანის მასაჟი. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ და ფეხის კუნთების მოდუნებასაც შეუწყობთ ხელს. დადებითად მოქმედებს ეს მეთოდი ნევროზებისა და უძილობის საწინააღმდეგოდაც.

ეს მასაჟი შეიძლება შესრულდეს მშრალად, ანუ უბრალოდ უნდა დააჭიროთ წერტილს 20-ჯერ, შესვენების გარეშე (ჯერ ერთ ფეხზე, შემდეგ მეორეზე) დიდი ძალის გარეშე. სასურველია ამ მასაჟის გაკეთება საღამოს.

შეგიძლიათ ჩაიტაროთ მასაჟი სველი გზითაც (მეთოდით): ჩაასხათ 38-გრადუსიანი წყალი ტაშტში, ჩაყოთ ფეხები და დაელოდოთ გაწითლებას, შემდეგ კი 20-ჯერ, შესვენების გარეშე, დაიზილოთ (მასირებით) იუნ-ციუანის წერტილი. კარგი იქნება, თუ ამის შემდეგ, 3-5 წუთის განმავლობაში, ფეხებს ხელებით დაისრესთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მშობიარობა ტკივილის გარეშე! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობიარობა ტკივილის გარეშე!

რომელიც გახლავთ რეპროდუქტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. იგი არის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

– თქვენს ამასწინანდელ ინტერვიუში დაასახელეთ მიფეპრისტონი, როგორც თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის „ეპოქალური ეტაპი“. რა არის და რას აკეთებს განსაკუთრებულს ეს შენაერთი?

– იმედია, თავს არ შეგაწყენთ კომპლიმენტებით, მაგრამ რა უნდა ვქნა, იმსახურებთ კომპეტენტური შეკითხვებით. ბარაქალა თქვენ!

მიფეპრისტონი არის ანტიპროგესტერონი. იყო პერიოდი, როდესაც მიფეპრისტონს დაუმსახურებლად უწოდებდნენ „აბორტის აბს“. მისი სინთეზი პარიზის ფარმაცევტულ კომპანია „ღოუსსელ Uცლაფ“-ში მოახდინა ბიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა, ეტიენ ემილ ბოლიომ, დაახლოებით 50 წლის წინ. თავდაპირველად ის გამოიყენებოდა I ტრიმესტრის ორსულობის შესაწყვეტად. ამის გამო პრეპარატს პერიოდულად ჰქონდა დიდი „რელიგიური“ უსიამოვნებები, რამდენჯერმე აიკრძალა კიდეც. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მიფეპრისტონის გამოყენება I ტრიმესტრის ორსულობის შესაწყვეტად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ისეთი ბარბაროსული მეთოდი, როგორიცაა ქირურგიული აბორტი. მისი ეფექტურობა აღწევს 54%-ს მონოთერაპიაში და 97-98%-ს – პროსტოგლანდინებთან ერთად გამოყენების დროს. ჩემი აზრით კი, მთავარი უპირატესობა ქალის ჯანმრთელობისათვის ნაკლები ზიანია, არა მხოლოდ ქირურგიულ, მინიაბორტთან შედარებითაც.

პირველი მინიაბორტი საბჭოთა კავშირში, კერძოდ კი, მოსკოვში შევასრულე. რა თქმა უნდა, იძულებით და ალტერნატიულად რეალური აუცილებლობის გათვალისწინებით. როდესაც მინიაბორტმა „მოჭამა ჭირი“, პირველი მედიკამენტური აბორტიც, იმავე მიზეზით, ჯერ მოსკოვში და მერე საქართველოში შესრულდა ჩემი ხელმძღვანელობით.

მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ყველა აბორტი არის ცუდი და დიდი ცოდვა. ალბათ, ეს ავადსახსენებელი მანიპულაცია ყველაზე მეტად გვეზიზღება მე და ჩემს კოლეგებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აბორტთან ბრძოლა საჭიროა არა ცრუ აკრძალვით, რომელიც არავითარ შედეგს არ იძლევა, არამედ მისი აღმოფხვრით, განათლებით, ინფორმირებით, შეგონებით, ახსნა-განმარტებით და, რა თქმა უნდა, თანამედროვე კონტრაცეფციის დანერგვით. ამ გზას ადგას მთელი პროგრესული მსოფლიო.

ღმერთმა ინებოს, რომ არც მედიკამენტური აბორტი იყოს საჭირო. მაგრამ სანამ ის ჩვენი ცხოვრების რეალობაა, ჩვენი კეთილშობილური ვალია მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ არა მარტო ქალის ჯანმრთელობას, არამედ მის უფლებებსაც.

– ბ-ნო არჩილ, როდის დაიწყება მიფეპრისტონის ეპოქა?

– იგი უკვე დაიწყო საქართველოში 1985 წლიდან, ისევ ჟორდანიას ინსტიტუტში. როდესაც პირადად მე და ჩემმა კოლეგებმა კარგად შევისწავლეთ მიფეპრისტონისა და მისი ანალოგების მოქმედების მექანიზმი, მივედით იმ მოსაზრებამდე, რომ ანტიპროგესტერონები აუცილებელია ყოველთვის, როცა პროგესტერონი საჭირო აღარ არის.

მოგეხსენებათ, რომ პროგესტერონი ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონია, რომელიც არის ორსულობის მთავარი ფაქტორი. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იგი აღარ არის საჭირო. მაგალითად, მაშინ, როდესაც ნაყოფი იღუპება მუცლადყოფნის პერიოდში ან სიცოცხლისთვის შეუსაბამო სიმახინჯე აქვს. ასეთ დროს აუცილებელია ნაყოფის საშვილოსნოდან გამოძევება ქალის ჯანმრთელობის დაუზიანებლად. მიფეპრისტონამდე ამ მანიპულაციებს ასრულებდნენ ისეთი ბარბაროსული მეთოდებით, როგორებიცაა საშვილოსნოს ღრუში ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანა და ქირურგიული ევაკუაცია. მიფეპრისტონმა კი საშუალება მოგვცა, იგივე მანიპულაცია ქალისთვის 1000-ჯერ უფრო ნაკლები ზიანით შეგვესრულებინა.

ამ მიმართულებით შემდგომში ჩატარდა მრავალი კვლევა, როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ და დადგინდა მიფეპრისტონის მნიშვნელოვანი უპირატესობები.

ჩვენ კი გავაგრძელეთ, რა თქმა უნდა, ყველა კანონს დაქვემდებარებული კვლევები და, დეტალებით თავი რომ არ მოგაწყინოთ, მივადექით ფიზიოლოგიურ მშობიარობას. მანამდე იყო ორსულობის ისეთი უმნიშვნელოვანესი გადახრები, როგორებიცაა ვადაგადაცილებული ორსულობა და სამშობიარო მოქმედებების სისუსტე. ყველა შემთხვევაში მიფეპრისტონმა ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი. მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა, რომ მიფეპრისტონი არის საშვილოსნოს პროგესტერონდამოკიდებული მიომების ეფექტური სამკურნალო საშუალება. ამას გარდა, შენაერთი მაღალეფექტური პოსტკოიტალური კონტრაცეპტივია, ანუ მისი გამოყენება შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ ორსულობისაგან თავდაცავად. მიფეპრისტონის გამოყენება წარმატებით შეიძლება კომბინირებული კონტრაცეპტივების შემადგენლობაშიც.

– როგორ ახერხებს ამას ეს შენაერთი?

– თქვენი ეს შეკითხვა ჩემთვის ადვილი საპასუხოა, ვინაიდან წლების განმავლობაში ჩვენ დაწვრილებით შევისწავლეთ მიფეპრისტონის მოქმედების მექანიზმი. გთხოვთ, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ამ მხრივ მსოფლიო პიონერი ისევ ჟორდანიას ინსტიტუტი იყო. დღეს მსგავს კვლევებს აგრძელებს მსოფლიოს მრავალი მაღალი დონის კლინიკა. მიფეპრისტონის „ავტორი“, ე. ე. ბოლიო, ორჯერ იყო სტუმრად ჟორდანიას ინსტიტუტში გასული საუკუნის 90-იან წლებში.

mkurnali.ge

ყველა ხსენებული კვლევით უკვე დადგენილია, რომ მიფეპრისტონი პროგესტერონის აბსოლუტური ანტაგონისტია (აქვს მისი საპირისპირო მოქმედება), რასაც ის აკეთებს ორსულობის ჰორმონის რეცეპტორების დაკავებით. ამის გამო პროგესტერონი ვეღარ ზემოქმედებს მიზნობრივ სისტემაზე, მათ შორის – საშვილოსნოს ყელზე, რაც რეალურად ვლინდება საშვილოსნოს ყელის სწრაფი მომწიფებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მიფეპრისტონისა და მისი ანალოგების მოქმედების ძირითადი მექანიზმი საშვილოსნოს ყელის სწრაფი მომზადებაა სამშობიაროდ, მისი დაზიანებისა და ტკივილის გარეშე.

და აი, ჩვენ უკვე მივადექით „მიფეპრისტონის ეპოქას“ რეპროდუქტოლოგიაში. ის საქართველოში უკვე დაიწყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვაწყდებით რეტროგრადული ძალების წინააღმდეგობას. ასე იყო ყოველთვის, როგორც კი ჩვენ რაიმე ნოვატორულს ვქმნიდით. მაგალითად, როდესაც ვნერგავდით თანამედროვე კონტრაცეფციას, ქალის ჰიგიენისა და სქესობრივი აღზრდის პრინციპებს, ანდროლოგიას და ლაპაროსკოპიასაც კი, მე პირადად მიწევდა ბრძოლა „აბორტმახერებთან“ თუ საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენების გარეშე გამკეთებლებთან და ა.შ.

რაც შეეხება მიფეპრისტონს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი რგოლი გახლავთ ორსული ქალის საშვილოსნოს ყელი და მისი მომზადება.

მრავალმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მიფეპრისტონი მცირე დოზებით (200-400 მგ) იწვევს საშვილოსნოს ყელის მომწიფებას ისე, რომ არა მხოლოდ აღარ ზიანდება ის, ტკივილიც კი ეხსნება ქალს. ამ მხრივ ჩვენ დაგვიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება, შედეგები არაერთხელ მოხსენდა მთავარ ლექციად უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმებსა და კონგრესებზე.

– ბ-ნო არჩილ, თუ სწორად გაგიგეთ, ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს მიფეპრისტონის ეფექტურობა გქონდათ მხედველობაში, როდესაც მას „ეპოქალური“ უწოდეთ.

– განა ახალი ეპოქა არ გახლავთ „მშობიარობა ტკივილის გარეშე“?!