/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გინეკოლოგია

სისხლდენა საშვილოსნოდან

სისხლდენა საშვილოსნოდან
საშვილოსნოდან სისხლდენა ყოველთვის არ არის შეჭიდული მენსტრუალურ ფუნქციასთან, ის ზოგჯერ სხვადასხვა პათოლოგიის შედეგად ვითარდება.

რა არის უხშირესად მეტრორაგიის (საშვილოსნოდან არამენსტრუალური სისხლდენის) მიზეზი, რომელი გამოკვლევების საფუძველზე დგინდება ის, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკების – „კარაპს მედლაინისა“ და „უნივერსის“ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, ქირურგი-ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი ლალი ცხოვრებაშვილი:

– ქალბატონო ლალი, რა იწვევს უხშირესად საშვილოსნოდან არამენსტრუალურ სისხლდენას?

– მინდა დავიწყო იმით, რომ სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს ახალგაზრდა გოგონებთან, მოზარდებთან, როდესაც მათ ეწყებათ მენსტრუალური ფუნქცია და ეს, ე. წ. იუვენილური სისხლდენა, ძირითადად, განპირობებულია ჯერ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ღერძით ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ სისტემაში. მიზეზი შესაძლოა გახდეს საკვერცხის კისტის განვითარება, ზოგჯერ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რაც ხშირად ხდება ხოლმე სისხლდენის საფუძველი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასეთ დროს მშობელი არ უნდა დაელოდოს ამის გამოსწორებას, რადგან საჭიროა ჰორმონული ბალანსის შემოწმება, კერძოდ, პროლაქტინის (ჰიპოფიზის მთავარი ჰორმონის) დონის განსაზღვრა სისხლში, ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევა, ზოგჯერ საკვერცხის მიერ გამომუშავებული ჰორმონებისაც, რათა შემდგომ ექიმმა დაარეგულიროს ჰორმონული ძვრები.

ზრდასრულ ქალებთან სისხლდენას სხვადასხვა პათოლოგია იწვევს. ამ პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ როგორც ის ქალები, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ სქესობრივი ცხოვრება, ასევე ისინი, რომელთაც უკვე ჰყავთ ერთი ან რამდენიმე შვილი. მიზეზებს შორის უამრავი პათოლოგია შეიძლება გამოვყოთ: ჰორმონული დისბალანსი, ორგანული ცვლილებები, საკვერცხის კისტები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, როგორც ციკლის მეორე, ასევე პირველ ფაზაში. გაზრდილი ენდომეტრიუმის საფუძველზე მენსტრუალური ციკლი ხშირად ირღვევა დისფუნქციის სახით და ვითარდება მენომეტრორაგია, რომლის მიზეზი დიაგნოსტიკურად შეიძლება იყოს საშვილოსნოს კვანძოვანი მიომა, ენდომეტრიუმში განვითარებული ცვლილებები, მაგალითად, პოლიპების სახით და სხვა. არის შემთხვევები, როდესაც ქალებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ საკეისრო კვეთა, ნაწიბურის ფიზიოლოგიური მდგომარეობიდან პათოლოგიურში გადასვლისას უვითარდებათ სისხლდენა.

შეკითხვა ექიმს
<p>ასეთი კითხვა მაქვს, ციკლის დაწყებიდან 1 დღით ადრე დამეწყო ყავისფერი გამონადენი, ძალიან ცოტა რაოდენობით და მე-5დღეა ასე გრძელდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ორსულობის ტესტი უარყოფითია.</p>

საშვილოსნოდან სისხლდენის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვინმეს რეკომენდაციითა და რჩევით რომელიმე პრეპარატის მიღება, საჭიროა ექიმთან დროულად ვიზიტი, ექოსკოპიის გაკეთება. მხოლოდ მეან-გინეკოლოგს შეუძლია დაადგინოს და შეაფასოს როგორც ენდომეტრიუმის, ასევე საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მდგომარეობა, ჰორმონული ბალანსი, არსებული სურათიდან გამომდინარე კი განსაზღვროს და მიიღოს გადაწყვეტილება, საკმარისია თერაპიული მკურნალობა თუ საჭიროა ქირურგიული ჩარევა. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა პოლიპები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ტარდება ჰისტერორეზექტოსკოპია, შემდგომი მორფოლოგიური კვლევით და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება შემდგომი დამატებითი კვლევებისა თუ მკურნალობის შესახებ.

არსებობს ავთვისებიანი პროცესები, რომლებიც ასევე იწვევს მენომეტრორაგიას. ასეთ დროს მორფოლოგიური დასკვნა ექიმს სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და სათანადო ტაქტიკის შერჩევის საშუალებას აძლევს.

მინდა აღვნიშნო, ზრდასრულ ქალებთან ენდომეტრიოზის პრობლემაც. ამ პათოლოგიის დროს გახანგრძლივებულ ჭარბ გამონადენთან ერთად აღინიშნება ძლიერი მტკივნეულობაც.

ენდომეტრიოზი შეიძლება გამოხატული იყოს მსუბუქი სახით ან უფრო ღრმა და რთული ფორმით, მაგალითად, ენდომეტრიული ცისტების სახით. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი გამოკვლევების საფუძველზე, ექიმი წყვეტს, რა ტიპის მკურნალობა დანიშნოს, ჯერ ჩაატაროს კონსერვატული და მერე ქირურგიული მკურნალობა, თუ თავიდანვე ქირურგიულ ჩარევას მიმართოს და მერე კონსერვატულ თერაპიას.

– რას გვეტყვით კლიმაქტერული ასაკის სისხლდენებზე?

– სისხლდენა ამ ასაკშიც ვითარდება ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულ ქალებს, რომლებიც გადავიდნენ კლიმაქტერულ პერიოდში, აქვთ ამენორეა (თვიურის უქონლობა), ერთ მშვენიერ დღეს, სისხლიანი ან ვარდისფერი გამონადენი უვითარდებათ ან ეწყებათ სისხლდენა.

ასეთ დროს აუცილებელია ონკოლოგიის პრევენცია, დაუყოვნებლივ ექიმ-სპეციალისტთან ვიზიტი, ყველა სათანადო გამოკვლევის (კოლპოსკოპია, პაპტესტი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ჰისტეროსკოპია მორფოლოგიის შესწავლით) ჩატარება და გადაწყვეტილების ისე მიღება, რა მასშტაბის ქირურგიულ მკურნალობას ექვემდებარება ასეთი საშვილოსნო.

თუ ასაკოვან ქალს მენოპაუზის დროს, კლიმაქტერულ პერიოდში დაეწყო სისხლდენა, ჭარბიც რომ არ იყოს, მაინც დიდად საყურადღებოა, ამიტომაც ქალმა არ უნდა უგულებელყოს ეს სიმპტომი, პირიქით, უნდა ჩაიტაროს ყველა საჭირო კვლევა იმისათვის, რომ არაფერი გამორჩეს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

* * *

ქალბატონ ლალის, უდიდესი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ რეპროდუქტოლოგს, არაერთი უშვილო წყვილი გაუბედნიერებია. ვისარგებლე შემთხვევით და ამ საკითხზეც ვთხოვე კომენტარი:

– მინდა გითხრათ, ჩემი ძირითადი პროფესია რეპროდუქტოლოგიაა და განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ ხოლმე, როცა ჩემთან მოსული უშვილო პაციენტი, როგორი ჩივილებიც უნდა ჰქონდეს და რამდენი წლის უშვილოც უნდა იყოს, ყოველგვარი სხვა ჩარევის გარეშე, ფიზიოლოგიურად ორსულდება. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის (ზოგჯერ 2-3 თვიდან ერთ წელსაც მოიცავს), დიდად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ირწმუნებს პაციენტი ექიმისას, როგორ დაუჯერებს მას, რამდენად მიჰყვება ექიმის დანიშნულება-რეკომენდაციებს, როგორ შეასრულებს ყველაფერს, რასაც ექიმი დაუნიშნავს და უკარნახებს.

ოჯახისა და შვილების შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ შვილებით გახარებული წყვილები არიან!

კომენტარები (1)
ნინო
პროფესიონალი, არაჩვეულებრივი ქალბატონი!
თარიღი : 15-09-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სისხლდენა საშვილოსნოდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები