ორსულობა და გაციება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

ორსულობა და გაციება

ორსულობა და გაციება


მიიწურა შემოდგომა, გახშირდა გაციება. ყოველ ნაბიჯზე ვიღაც ახველებს ან აცემინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორსულს, როგორც არ უნდა ფრთხილობდეს, სულ ადვილად შეიძლება ვირუსი შეხვდეს. ასე რომ, სწორედ ის დროა, გაციების პროფილაქტიკასა და დამზოგველ მკურნალობაზე ვისაუბროთ. ჩვენი რესპონდენტია სამშობიარო სახლის თერაპევტი, ქალბატონი მარინე აბაშიძე.

 


- ქალბატონო მარინე, რა ხდება გაციებისას ორსულის ორგანიზმში და როგორ დაიცვას თავი მომავალმა დედამ?

- ორსულის იმუნური სისტემა ფიზიოლოგიური მიზეზების გამო დათრგუნულია (ეს ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც ხელს უშლის ნაყოფის მოცილებას), ამიტომ მომავალი დედა მეტისმეტად მგრძნობიარეა სეზონური

ინფექციების მიმართ. ამასთანავე, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებები ორსულებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს და უფრო ხშირად რთულდება. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ვირუსული ინფექცია, განსაკუთრებით - ორსულობის ადრეულ სტადიებში, ზრდის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის რისკს.
თუ ჩვეულებრივ ადამიანს გრიპის ფეხზე გადატანის შემდეგ ხშირად ემართება ასთენიური სინდრომი
(მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, მოთენთილობა), ორსულებში ამას ემატება ემოციური დარღვევები მსუბუქი დეპრესიიდან ქცევის მძიმე მოშლამდე. საწოლიდან წამოდგომისას ორსული გრძნობს თავბრუხვევას, ჩაესმის შუილი, აღიზიანებს კაშკაშა სინათლე, ხმამაღალი საუბარი, ჩართული ტელევიზორი.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ინფექცია?

- კარგი იქნება, თუ შინიდან გასვლისას ცხვირის ნესტოებში შევიზელთ ოქსოლინის 0,25%-იან მალამოს.

- თუ ქალი მაინც გახდა ავად?

- აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. უმჯობესია, იგი შინ მიიწვიოს. ანტიბიოტიკებისა და ანტიბაქტერიული პრეპარატების თვითნებური მიღება ორსულისთვის ერთიორად საშიშია.

- შეიძლება თუ არა ორსულისთვის სითბური პროცედურების ჩატარება?

- ასეთი პროცედურების უმრავლესობა, კერძოდ, ცხელი აბაზანები, მხოლოდ ფეხებისაც კი, ორსულისთვის უკუნაჩვენებია - ისინი ქმნის ორსულობის ნაადრევი შეწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის საფრთხეს.

- რას გვირჩევთ?

- თამამად შეგიძლიათ, ხელები ცხელ წყალს შეუშვიროთ. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა სურდოსა და ყელის ტკივილის დროს. გამოიყენეთ მშრალი სითბოც: როდესაც გრძნობთ, რომ ცივდებით, ყელზე შემოიხვიეთ თბილი კაშნე, ჩაიცვით შალის წინდები, შეგიძლიათ, შიგნით ცოტაოდენი მდოგვის ფხვნილიც ჩაიყაროთ, ჩაიცვით თბილი პიჟამა და საწოლში ჩაწექით.
- გაციებისას ბევრი სითხის სმას გვირჩევენ. ნებადართულია თუ არა ეს ორსულებისთვის?
- ორსულმა ყურადღება უნდა მიაქციოს მიღებული და გამოყოფილი სითხის თანაფარდობას, რათა თავიდან აიცილოს შეშუპება. მიღებული სითხის ოდენობა გამოყოფილისას არ უნდა აღემატებოდეს.
თუ არ გაქვთ ალერგია თაფლზე, ჟოლოსა და ლიმონზე, ურიგო არ იქნება, თუ ხშირ-ხშირად დალევთ თაფლიან, ჟოლოსმურაბიან ან ლიმონიან ჩაის, ღამით კი - თაფლით დამტკბარ ვაშლის ნახარშს. სვით მინერალური წყალი, მაღალი სიცხის დროს - შტოშის, წითელი მოცვის წვენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ძახველი ან ბარამბო და სალბის ნაყოფი, დააყენეთ და დალიეთ. სასურველია, მიღების წინ ნახარშს ჩაამატოთ 1-2 წვეთი ქაცვის ზეთი.

- როგორ მოვიქცეთ მაღალი სიცხის დროს? შეიძლება თუ არა სიცხის დამწევის მიღება?

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაციებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე, მაგრამ ზოგჯერ არანაკლებ საშიშია მედიკამენტის გამოყენება. თუ სხეულის ტემპერატურა 38,5 გრადუსამდეა მომატებული, მისი დაწევა გახეხილი შტოშისა და თაფლის ნარევით სცადეთ: აიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოში, გასრისეთ, გახეხეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და დაასხით 2-3 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, შეაგრილეთ და ყლუპ-ყლუპად დალიეთ.
თაფლი ძლიერი პოტენციური ალერგენია, მაგრამ მცირე დოზის ერთჯერადი მიღება, არასწორად გამოყენებული პრეპარატებისგან განსხვავებით, ბავშვს საფრთხეს არ უქადის.
სიცხის დამწევად შესაძლოა გამოგადგეთ ცაცხვის ფოთლების, გამომშრალი ჟოლოს ან გამომშრალი ვაშლის ჩაი.
არაჩვეულებრივი სიცხის დამწევი ეფექტი აქვს ჭარხლისა და სტაფილოს წვენებს. მათ შეიძლება დავუმატოთ მეოთხედი ოდენობის მჟავე კომბოსტოს წვენი - ის შეიცავს ბუნებრივ ლიზოციმს და ზრდის დაავადებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
სვით მხოლოდ ახალგამოწურული წვენი. ის შეიცავს ფიტონციდებს - ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპობს ან თრგუნავს მიკროორგანიზმებს და აფერხებს მეორეული ბაქტერიული ინფექციის განვითარებას.
თუ ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბა, სხეული დაიზილეთ ძმრიან ხსნარში (1 სუფრის კოვზი ძმარი 0,5 ლიტრ წყალზე) დასველებული ხელსახოცით ან არაყში დასველებული ღრუბლით. წვივებზე შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული ნაჭერი.
თუკი ორსულობის ვადა 12 კვირას აღემატება, პარაცეტამოლისა და მისი შემცველი პრეპარატების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის მიერ მითითებული დოზით.


- როგორ მოვიქცეთ, თუ გაციებას დაერთო ხველაც?

- ასეთ დროს შეგიძლიათ სვათ ვირისტერფას, მრავალძარღვას და შავი მოცხარის ფოთლების ჩაი. კარგია ხახვის სიროფიც: საშუალო ზომის ხახვი კანკანად გარეცხეთ, დაფარეთ წყლით, დაამატეთ 50 გრამი შაქარი და 30-40 წუთს ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ. სვით თითო ჩაის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, უმჯობესია, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. ეფექტურია ორთქლის ინჰალაციაც: კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, ჩაამატეთ ევკალიპტის ფოთლები, კიდევ 2-3 წუთს დატოვეთ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და 5-7 წუთი ისუნთქეთ ნახარშის ორთქლი. უშუალოდ პროცედურის წინ შეგიძლიათ ჩააწვეთოთ სოჭის ზეთი.
ძალიან ეფექტურია თაფლის მასაჟი - აცხრობს ხველას და აქვეითებს ტემპერატურას. აიღეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, შეათბეთ 40 გრადუსამდე, დაისველეთ მასში თითის წვერები და ნელა შეიზილეთ მკერდის ძვლის მიდამოში. მასაჟი გააგრძელეთ 1-2 წუთს. გაიმეორეთ მეორე და მესამე დღესაც.

- გაციებას ყოველთვის სდევს თან გამონადენი. რა ვუყოთ მას?

- მიმართეთ ისევ ხალხურ მედიცინას. სურდოს დროს კარგია ზემოთ აღწერილი ორთქლის ინჰალაცია, ოღონდ ამ შემთხვევაში ცხვირით უფრო მეტად ისუნთქეთ, ვიდრე პირით.
ნახევარ ჭიქა თბილ წყალში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი იოდი და ჩაყარეთ მწიკვი მარილი. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი თითოეულ ნესტოში. კარგი იქნება, თუ გამორეცხვას დღეში 3-4-ჯერ ჩაიტარებთ.
სურდოს დაწყებისთანავე ჩაიცვით თბილი წინდები, ცხვირზე მიიდეთ შემთბარი მარილიანი ტომსიკა ან მოხარშული კვერცხი. თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ მენთოლის ზეთი და ისუნთქეთ. კარგი იქნება, თუ მენთოლის ზეთს შუბლზე, საფეთქლებზე, ყურებს უკან და ნესტოებთანაც შეიზელთ.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 16-01-2019
lika
var 29 kviris orsuli ,maxvelebs ukve 5 dgea da vgrdznob rom muceli dawimuli maqvs ra sheidzleba mivigo ? uceb yelshi vgrdznov titqos ragaca migitinebs da isev xvela mewyeba.
თარიღი : 19-10-2018
ლიკა
გამარჯობათ 2კვირის ორსული ვარ და გავცივდი შეიძლება თუ არაყველა პრეპარატის მიღება
თარიღი : 22-10-2017
mariami
bavshobashi gadavatane bronxebis anteba mas mere zamtar zafxul mtkiva yeli var 10kviris orsulivrasheidzleba mivigovsxva arafrri mawyxebs
თარიღი : 31-01-2017
Tamo
Gtxovt mirchiot orsuli var 18kviris da maqvs xvela sveli ra prepsratis migeba sheidzleba
რეკომენდებული პროდუქტები
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის - 30აბი
ფასი: 42.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
მომავალი დედიკოსთვის აუცილებელია დადებითი ემოციები, რომლის მიღების საუკეთესო საშუალება გარემოს შეცვლაა.
ბრონქული ასთმა სასუნთქი სისტემის ერთ-ერთი ფართოდ გავცელებული დაავადებაა. სიცოცხლისათვის საშიში ამ პათოლოგიის პირველი
ძალიან ბევრ წყვილს აღელვებს მშობიარობის შემდეგ სქესობრივი ცხოვრების განახლების საკითხი. მშობიარობა ორგანიზმისთვის
ჟურნალში JAMA Pediatrics გამოქვეყნდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის შედეგები - ორსულობის დროს
ამნიოცენტეზი ტარდება ორსულობის მე-14 კვირას.
ორსულობა, ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად საპასუხისმგებლო პერიოდია.
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად