კანს მუდმივი მზრუნველობა სჭირდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანს მუდმივი მზრუნველობა სჭირდება

რომ პირის დაბანას თავისი წესი აქვს. ასეა თუ არა?

კანის სილამაზისა და სიჯანსაღის საწინდარი სისუფთავეა. “იბანეთ ხელ-პირი დილა-საღამოს!” - ბავშვობიდანვე გვიკიჟინებდნენ უფროსები. გავიზარდეთ და გავიგეთ, რომ სურნელოვანი საპონი ყოველთვის როდი გამოდგება პირის დასაბანად და რომ არსებობს ალტერნატიული საშუალებებიც, რომლებსაც შეუძლია, კანი ზიანის გარეშე გაასუფთაოს.

ვის ვნებს საპონი და წყალი?

თუ მოზარდი ასაკიდან გამოხვედით, მყარი საპონი არ გამოგადგებათ! თუ ამავე დროს მშრალი და მგრძნობიარე კანი გაქვთ, უმჯობესია ისარგებლოთ თხევადი საპნით. ამასთან, წყლის ხარისხიც უნდა შეამოწმოთ. ონკანის წყალი დასაბანად არ ვარგა. ის ან უნდა აადუღოთ, ან სოდა დაამატოთ (ნახევარი ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე).

თუ ფინანსები ხელს გიწყობთ, შეიძინეთ ბოთლებით წყალი მაღაზიაში. ძლიერ მგრძნობიარე კანის პატრონებმა, სასურველია, წყალს დაუმატონ ცოტაოდენი რძეც.

წმენდის ტექნოლოგია

ნებისმიერი კანი უნდა გაიწმინდოს დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. უმჯობესია, ეს საღამოს ათ საათამდე მოასწროთ, იმიტომ რომ 22 საათის შემდეგ სასარგებლო ნივთიერებებს კანი ძნელად ითვისებს. მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურა: თუ მუდამ ცივი წყლით იბანთ, კანი შესაძლოა გამოშრეს, დაჭკნეს, თუ ცხელით - შესაძლოა ნაადრევი ნაოჭები გაგიჩნდეთ. ოპტიმალური ვარიანტია ოთახის ტემპერატურის წყლის გამოყენება (ეს დაახლოებით 20-25 გრადუსია).

კონტრასტული დაბანა, როცა მორიგეობით იყენებთ ცივ და ცხელ წყალს, მხოლოდ რამდენიმე წამი უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში ის სასარგებლოა, ხელს უწყობს კანის ტონუსის მომატებას. ეს თავისებური “სისხლძარღვების ვარჯიში” უნდა ჩატარდეს რამდენიმე დღეში ერთხელ.

კიდევ უფრო უკეთესია კანის გაწმენდა კოსმეტიკური ყინულით, ანუ სასარგებლო მცენარეების გაყინული ნახარშით.

კანის ტიპების მიხედვით

გამწმენდი საშუალებები კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს.

  • ნორმალურ კანს უხდება გაწმენდა წყლით და ქაფისებური გელით. მიაქციეთ ყურადღება, რომ კანისათვის განკუთვნილი საშუალების ეტიკეტზე იყოს აღნიშვნა: “ნორმალური კანისათვის”.
  • ცხიმიან კანს, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, საპნით ნუ გაისუფთავებთ! მეტადრე მაშინ, თუ ანთებისკენ, ჩირქოვანი გამონაყარისკენ არის მიდრეკილი. უმჯობესია, სპეციალური საშუალებები - გელი, კრემი, მუსი, თხევადი საპონი სცადოთ, ოღონდ - ამ ტიპის კანისთვის განკუთვნილი. ცხიმიან და ანთებისკენ მიდრეკილ კანს ძალიან უხდება სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული საშუალებები. კარგი იქნება, თუ დასაბან წყალსაც დაამატებთ გვირილის, კრაზანას, პიტნის და სხვა მცენარეთა ნაყენს.
  • ფერიმჭამელების დროს კანი უნდა დაიბანოთ ადუღებული წყლით, რომელსაც დამატებული ექნება ცოტაოდენი სოდა.
  • მშრალი კანი ვერ იტანს გამაღიზიანებელ და გამჭიმავ ნივთიერებებს. თუ დაბანის შემდეგ ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს კანზე ცეცხლი გიკიდიათ ან წებო გისვიათ, აუცილებლად უნდა შეიცვალოთ გამწმენდი საშუალება! ასევე, რაც შეიძლება იშვიათად მიიკარეთ სახეზე წყალი.

კანის გაწმენდა უწყლოდაც შეიძლება. საჭიროა მხოლოდ სათანადო საშუალების შერჩევა. ყურადღება მიაქციეთ, მის შემადგენლობაში არ შედიოდეს სპირტი. მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ კოსმეტიკური რძე ან ნაღები, მეტადრე მაშინ, თუ მუდმივად ხმარობთ პუდრს ან ტონალურ საშუალებებს.

დასაბანად განკუთვნილი დამარბილებელი საშუალებები არღვევს კანის დამცავ ბარიერს - მის ლიპიდურ ფენას. მართალია, საპონზე ნაკლებად, მაგრამ მაინც. ასე რომ, გაწმენდის შემდეგ აუცილებლად წაისვით თქვენი კანისთვის შესაფერისი და უკვე შეჩვეული კრემი.

კანს თვალების ირგვლივ ნუ შეეხებით!

თვალების ირგვლივ არსებული კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე და ფაქიზია, ამიტომ დაბანისას, მაკიაჟის მოშორებისას ეცადეთ არ შეეხოთ. მისთვის არსებობს სპეციალური საშუალებები - გელები, კრემები და სხვა. ქუთუთოების კანი ძალიან მგრძნობიარეა და ნაზი, ის ადვილად იჭიმება, ადვილად მოეშვება და დეფორმირდება. გახსოვდეთ, კანის მოსავლელი საშუალებები კანის ტიპის შესაბამისად უნდა შეირჩეს, რათა შედეგი თვალსაჩინო იყოს, ხოლო ეფექტი - ხანგრძლივი.

ნებისმიერი ტიპის კანს მუდმივი ყურადღება სჭირდება. თუ გსურთ, თქვენმა კანმა დიდხანს შეინარჩუნოს სილამაზე, სინაზე, ელასტიკურობა, მიმზიდველობა და ახალგაზრდობა - ყოველდღიურად უნდა გამონახოთ დრო მის მოსავლელად.