სახის კანის გაწმენდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახის კანის გაწმენდა

ვის ვენდოთ?

საპონი ერთადერთი კოსმეტიკური საშუალებაა, რომლითაც ყოველდღე ვსარგებლობთ. აქედან გამომდინარე, ის დიდ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე. საპნის წარმოებაში არსებული უდიდესი სიახლეების მიუხედავად, მისი დამზადების პრინციპი ისეთივეა, როგორიც იყო რამდენიმე ათასი წლის წინათ: მას ცხოველური ან მცენარეული ცხიმის სოდაში მოხარშვით იღებენ. საუკეთესო და ძვირად ღირებული საპნები ქოქოსის ცხიმის საფუძველზე მზადდება და რაც უფრო მეტია მათში ეს კომპონენტი, მით უფრო მეტად არბილებს საპონი კანს. საფუძვლად ასევე იყენებენ პალმის, სოიისა და ბამბის ზეთს, ცხოველური ცხიმებიდან კი - წაულას, საქონლისა და ცხვრის ქონს.

თანამედროვე კვლევები მოწმობს, რომ რაც უფრო ნაკლებია საპონში საღებავი და სურნელოვანი ნივთიერება, მით უფრო ნაკლებია კანის გაღიზიანების საფრთხეც. ბევრმა ელიტურმა კოსმეტიკურმა კომპანიამ საერთოდ უარი თქვა საპონში ხელოვნური კომპონენტების დამატებაზე. გამონაკლისია ამქერცლავი ეფექტის მქონე საპონი. ასეთი სკრაბ-საპონი შეიცავს მოცვის კურკის ან თხილის ნაჭუჭის ნამსხვრევებს, ანდა სინთეტიკურ ნაფხვენს, რომელიც ისე ფაქიზად აცილებს კანს მკვდარ ქსოვილებს, რომ ცოცხალი არ ზიანდება. ამქერცლავი თვისებების მქონე საპონი ეფექტურია სხვა კოსმეტიკური საშუალებების (მკვებავი კრემის, ნიღბის) გამოყენების წინ, რადგან ღრმად გასუფთავებული კანი უკეთ იწოვს სასარგებლო ნივთიერებებს.

ჰიგიენური საშუალების ხარისხზე მსჯელობა შეიძლება მისი პH-ით, რომელიც ჯანმრთელი ადამიანის კანის მჟავატუტოვან ბალანსს (5,5-5,6) უნდა უახლოვდებოდეს. მაგრამ ასეთი მაჩვენებლის მქონე საპონიც კი არ უხდება მგრძნობიარე კანს - პირის დაბანის შემდეგ ხშირად ჩნდება დაჭიმულობის შეგრძნება, ხოლო რეგულარული გამოყენებისას კანი შესაძლოა აიქერცლოს და გამოშრეს. ამ უსიამოვნო ეფექტს სოდა ახდენს. ტუტე გარემო არღვევს კანის დამცავ ლიპიდურ აპკს, რომლის აღსადგენად ორგანიზმს რამდენიმე საათი სჭირდება. განსაკუთრებით ბევრია სოდა იაფფასიან საპნებში, ამიტომ სახისა და ტანის დასაბანად მათი გამოყენება არ ღირს, მაგრამ ხელების დასაბანად გამოგადგებათ, რადგან ხელების კანი ყველაზე გამძლეა. სახის მოსავლელად უმჯობესია სპეციალური რძე ან ლოსიონი გამოიყენოთ, ტანისთვის კი საშხაპე გელი. მაგრამ თუ მაინცდამაინც საპნის გამოყენებას აიჩემებთ, აირჩიეთ საუკეთესო. ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

საპონმა კანი რომ არ გამოაშროს, მას ნატურალურ, კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს ამატებენ:

  • გლიცერინის საპონი - არბილებს და ატენიანებს კანს და იცავს მას გარე სამყაროს მავნე ზემოქმედებისგან. გამოდგება პრობლემური და მგრძნობიარე კანისთვის.
  • ვაზელინის საპონი - ტოვებს დამცავ აპკს, რომელიც კანს გამოშრობისგან იცავს. შემუშავებულია საგანგებოდ მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის.
  • კუპრის საპონი - მისი თვისებები XIX საუკუნიდანაა ცნობილი. შეიცავს არყის ხის კუპრს და ფასდაუდებელია კანის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
  • თაფლის საპონი - აღადგენს, ტონუსს მატებს, არბილებს, აახალგაზრდავებს და კვებავს, სიფაფუკესა და ხავერდოვნებას სძენს კანს.
  • შვრიის საფუძველზე დამზადებული საპონი - ხელს უწყობს კანის ცხიმიანობის ნორმალიზებას, ხელს უშლის გაღიზიანებასა და სიწითლეს, არბილებს, ატენიანებს და გარე სამყაროს მავნე ზემოქმედებისგან იცავს კანს.
  • საპონი სოჭის ექსტრაქტით - სასარგებლოა პრობლემური კანისთვის. ხელს უწყობს წვრილი ნახეთქების შეხორცებას, ხელს უშლის კანის გაღიზიანებას და ფერიმჭამელების განვითარებას.
  • საპონი გვირილის ექსტრაქტით - შეიცავს ფლავონოიდებს, ეთერზეთებსა და ვიტამინებს, რომლებიც აუმჯობესებს კანის დამცველობით ფუნქციას და ხელს უშლის მის გამოშრობას.
  • საპონი კრაზანისა და ევკალიპტის ექსტრაქტით - აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

არსებობს საპნის რამდენიმე სახეობა, რომლებსაც მცირე რაოდენობით ხარშავენ უძველესი რეცეპტების მიხედვით. ასეთი საპნები იყიდება ნახევრად გამჭვირვალე უხეში ძელაკების სახით. ზოგჯერ შეიცავს ნატურალური ხილის ან ბოსტნეულის პატარა ნაჭრებს. სოდის ნაცვლად მათ შემადგენლობაში შედის მცენარეული წარმოშობის რბილი ასაქაფებელი კომპონენტები, ამიტომ ასეთი საპნები არ ვნებს კანს.

ჩვენი კანი მრავალი სასარგებლო ბაქტერიის საარსებო გარემოა. ეს ბაქტერიები გვიცავენ მავნე მიკროორგანიზმების შემოტევისგან და ამით კანის ინფექციური დაავადებების განვითარებას უშლიან ხელს. ამავე პრობლემის გადასაჭრელადაა შექმნილი ანტიბაქტერიული საპნები. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ისინი ანადგურებენ განურჩევლად ყველა ბაქტერიას - როგორც მავნეს, ისე სასარგებლოს. გარდა ამისა, მავნე მიკრობებს გამოუმუშავდებათ გამძლეობა საპონში შემავალი ანტიბაქტერიული ნივთიერებების მიმართ, რაც მათთან ბრძოლას უფრო აძნელებს, ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ანტიბაქტერიული საპონი ყოველდღიურად არ გამოვიყენოთ.