/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები

როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები
ფერიმჭამელა (აკნე) უბრალო კოსმეტიკური დეფექტი კი არა, სერიოზული დაავადებაა, რომელსაც შეუძლია, სამუდამო კვალი დაამჩნიოს ჩვენს სხეულს.

.

აკნე არის კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადება, გამოწვეული, ერთი მხრივ, ამ ჯირკვლების დაცობით, ხოლო მეორე მხრივ - ცხიმის ჭარბი პროდუქციით. ფერიმჭამელა უმიზეზოდ არ ჩნდება - ის ორგანიზმში მომხდარ ცვლილებაზე (პათოლოგიაზე) მიუთითებს, ამიტომ როდესაც ეს დაავადება იჩენს თავს, უნდა მიმართოთ არა მხოლოდ დერმატოლოგს ან კოსმეტოლოგს, არამედ გინეკოლოგს, ენდოკრინოლოგს, უროლოგს, თერაპევტს.

აკნე არ არის მხოლოდ მოზარდებისა და ახალგაზრდების დაავადება. ის ზრდასრულებსაც უჩნდებათ და მაშინ მით უმეტეს აუცილებელია სხვადასხვა პროფილის ექიმებთან ვიზიტი. სამწუხაროდ, წერილის ავტორი არ მიუთითებს თავის ასაკს, რაც უფრო ინფორმაციული რჩევების მიცემაში დაგვეხმარებოდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე ეხება მოზარდს. რჩევებსაც ამის კვალობაზე მოგცემთ.

  • აკნეს განვითარების მიზეზები

მემკვიდრეობითი განწყობის, ამა თუ იმ შეძენილი დაავადების ან ბავშვობისას განვითარებული ჰორმო-ნული ცვლილებების მიზეზით მამაკაცის სასქესო ჰორმონები (ანდროგენები), რომლებიც, რა თქმა უნდა, ქალებსაც აქვთ, აგრესიულ გავლენას ახდენს ცხიმის ჯირკვლებზე. შედეგად:

  1. იმატებს ცხიმის პროდუქცია;
  2. ჯირკვლები იზრდება;
  3. ირღვევა გამომტანი არხის მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლების პროცესი;
  4. ყალიბდება საცობი, ჯირკვლის შიგთავსი ანთებადი ხდება და ჩნდება ტიპური მუწუკი.
  • ახდენს თუ არა დიეტა გავლენას აკნეზე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უმეტესად - არა, თუმცა ბალანსირებული კვება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაჯანსაღებლად.

  • შეიძლება თუ არა გამორწყვა?

თუ გამორწყვისას მუწუკის შიგთავსის ნაწილი კანში ღრმად ჩავიდა, ავადმყოფობა გამწვავდება და საბოლოოდ უხეში ნაწიბურების გაჩენით დაგვირგვინდება. ღრმა და ანთებადი აკნეს მოჭყლეტა დაუშვებელია. უმჯობესია, გამოვიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური კოვზი, რომელიც კანს არ აზიანებს.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან კანის დანაწიბურება?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

ამისთვის მკურნალობა ადრევე უნდა დავიწყოთ. ნაწიბურის მკურნალობაც შეიძლება, თუმცა კანისთვის პირვანდელი იერის დაბრუნება ძალიან ძნელია.

  • შველის თუ არა აკნეს ხშირი ბანა?

მეტისმეტად ხშირი ბანა აშრობს და აღიზიანებს კანს, ასტიმულირებს ცხიმის გამოყოფას. უმჯობესია, პირი დღეში 2-ჯერ - დილა-საღამოს დავიბანოთ.

  • ახდენს თუ არა ოფლის გამოყოფა გავლენას აკნეზე?

ასევე დაგაინტერესებთ
ასაკობრივ აკნეს გვირილა შველის
როგორ მოვიშოროთ ზურგზე ფერიმჭამელები

ჭარბი ოფლიანობა ცხიმის ჯირკვლების სრული დაცობასა და ანთებას იწვევს.

  • რა ამწვავებს გამონაყარს?

კონტაქტი ცხიმებთან, ნავთობთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, ჰალოგენების (იოდის, ბრომის, ფტორის) მიღება, რომლებსაც შეიცავს სურსათი და მედიკამენტები.

  • შეიძლება თუ არა კოსმეტიკით სარგებლობა?

შეიძლება და სასურველიც არის. მაკიაჟი თვითდაჯერებას შეგმატებთ. ოღონდ უნდა შეარჩიოთ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი სპეციალური არაკომედოგენური საშუალება (კომედონს უწოდებენ კანის ცხიმით სავსე, დაცობილ ცხიმის ჯირკვალს). რეკომენდებულია პუდრი. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ის ფორების დაცობას კი არ იწვევს, არამედ შთანთქავს ჯირკვლებიდან გამოყოფილ ჭარბ სეკრეტს. ერიდეთ კოსმეტიკას, რომელიც შეიცავს ლანოლინს, პარაფინს, მინერალურ ზეთებს.

  • აკნესთნ ბრძოლის მთავარი წესები

  1. პირველ რიგში, აუცილებელია დაისვას სწორი დიაგნოზი (კვლევის მიმართულებებზე წერილის დასაწყისში გესაუბრეთ).
  2. შეარჩიეთ ექიმი, რომელიც ფლობს კლასიკური დერმატოლოგიისა და კოსმეტოლოგიის მეთოდებს და საჭიროების შემთხვევაში კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სხვა პროფილის ექიმის მეთვალყურეობაც შეუხამეთ.
  3. არასოდეს დაიტოვოთ ღამით დეკორატიული კოსმეტიკა. გაიწმინდეთ სახე სპეციალური, რბილი გამწმენდი საშუალებით. ჭარბად ნუ გამოიყენებთ საპონს. ერიდეთ სპირტის, აცეტონისა და სხვა აგრესიული ნივთიერებების შემცველ ლოსიონებს.
  4. შინიდან გასვლისას აუცილებლად წაისვით დღის კრემი (დამანოტივებელი, ჰიპოალერგიული, არაკომედოგენური). მკურნალობისას სახე მზეს მოარიდეთ.
  5. ხელი აიღეთ ყოველგვარი მკვებავი კრემის გამოყენებაზე, გარდა იმისა, რომელსაც კოსმეტოლოგი გირჩევთ. კრემის ნაცვლად დროდადრო წაისვით სუფთა ზეთი, რომელიც შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს.
  6. არ შეწყვიტოთ მკურნალობა, ვიდრე სისხლში ჰორმონების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. კოსმეტოლოგთან ვიზიტი შიგადაშიგ შემდეგშიც დაგჭირდებათ.
  • მკურნალობა

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობისას საკმარისია ადგილობრივი მკურნალობა და კომედონების მექანიკურად მოცილება. საშუალო და მძიმე ხარისხის ფორმისას ადგილობრივს ემატება ზოგადი საშუალებები (ანტიბიოტიკები, ჰორმონული დარღვევების მოსაწესრიგებელი პრეპარატები და ა. შ.), რომლებსაც ექიმი დაგინიშნავთ. არსებობს ახალი თაობის დიოდური ლაზერი Smooth Beam, რომელიც რბილად, სათუთად მოქმედებს კანის ღრმა სტრუქტურებზე. შედეგად კანის ღრმა შრეებში მდებარე ცხიმის ჯირკვლები პატარავდება და ცხიმის გამოყოფის აქტიურობაც მცირდება. შედეგი, რა თქმა უნდა, უეცარი არ არის. საჭიროა 3-5 პროცედურის ერთთვიანი ინტერვალებით ჩატარება. ლაზერი, გარდა იმისა, რომ წმენდს კანს, ნაწიბურებსაც ებრძვის - 5-8 პროცედურა დეფექტებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის.

კომენტარები (6)
Mari
ვინმეს თუ აქვს ეს დიოდური ლაზერი, შეგიძლიათ რომ გვითხრათ?
თარიღი : 13-12-2015
ნია
ხათუნა ცინცაძეს არა შვილო ღამით კი არა არც დღე გააკაროღ თქვენს კანს კრემები არც დამატენიანებელია საჭირო პირიქით ტონალურსაც თუ იყიდით ისიც არ უნდა შეიცავდეს ცხიმს ზედ უნდა ეწეროს ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვისო და ცხიმს არ შეიცავსო ეს უნდა ეწეროს მე სხვა ვეარავისი ვიშოვე გარდა ვიშის და გარნიეს ბბ (ინგლისურად აწერია ბბ) კრემისა.
თარიღი : 14-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოვიშოროთ ფერიმჭამელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები