რა სახის დეზოდორებია დღეს გაყიდვაში და რომელი ჯობია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სახის დეზოდორებია დღეს გაყიდვაში და რომელი ჯობია

დეზოდორებია დღეს გაყიდვაში და რომელი ჯობია. გარდა დეზოდორისა, რით შეიძლება მოვსპოთ ოფლის სუნი?

წინათ ოფლის სუნის გასაქრობად სპეციალურ ფხვნილებს ხმარობდნენ, მაგალითად, ბორისა და უროტროპინის შემცველს (ბორის მჟავა და უროტროპინი - 5 გ, თუთიის ჟანგი და ტალკი - 25 გ), სხეულს იზელდნენ 1-2%-იანი სალიცილის სპირტით, 5-20%-იანი ფორმალინის ხსნარით, 2-5%-იანი ტანინის მჟავას ხსნარით, ტუალეტის ძმრით (1 მლ ჩვეულებრივი სუფრის ძმარი + 4 მლ წყალი), მარილის ხსნარით (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე), პიტნის ფოთლების ნაყენით (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე, დააყენეთ 30 წუთით).

ფართოდ გამოიყენებოდა საერთო და ფეხის აბაზანები გვირილის ნახარშით. დღეს ბაზარზე გაძლიერებული ოფლიანობის დასათრგუნავ საშუალებათა ფართო არჩევანია. ოფლდენის საწინააღმდეგო მთავარ იარაღს დეზოდორ-ანტიპერსპირანტები წარმოადგენს. მათ შემადგენლობაში შედის ნივთიერებები, რომლებიც თრგუნავს ოფლდენას (ალუმინის, ტყვიის, თუთიის, რკინის მარილები, ფორმალდეჰიდი, ეთანოლი - ანუ სპირტი). ბევრი ანტიპერსპირანტი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს. შედეგად უსიამოვნო სუნიც ქრება. მოხერხებული გამოსაყენებელი რომ იყოს, დეზოდორანტები გამოდის სხვადასხვა ფორმით: ბურთულები, ფანქრები, აეროზოლები და კრემები. კარგი ანტიპერსპირანტი სრულიად აქრობს ჰიპერჰიდროზის გარეგნულ გამოხატულებას, და მარტივი გამოსაყენებელია. მათი ნაკლი ის არის, რომ ეფექტი შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს, ხოლო ინგრედიენტებმა ალერგია გამოიწვიოს.

როგორ ავირჩიოთ დეზოდორი

დეზოდორის არჩევისას ორიენტირება პრობლემაზე უნდა მოვახდინოთ. პრობლემა ორია: ოფლი და მისი სუნი. თავდაპირველად - ცოტა რამ ოფლის გამოყოფის შესახებ. ჩვენს ორგანიზმში არსებული სამ მილიონამდე შრომისმოყვარე საოფლე ჯირკვალი თავდაუზოგავად გამოყოფს ოფლს, რომლის გარეშეც სხეული ნორმალურ ტემპერატურას ვერ შეინარჩუნებს. თავად ოფლს სუნი არა აქვს, მაგრამ იღლიის ფოსოში, ტერფებზე და ინტიმურ ადგილებში სახლდებიან მიკრობები, რომლებიც უერთდებიან ოფლს და მკვეთრ, უსიამოვნო სუნს გამოყოფენ.

სპრეი თუ ტალკი, კრემი თუ ფანქარი?

სპრეის ტიპის დეზოდორები, როგორც წესი, გაცილებით ეფექტურია გაძლიერებული ოფლდენის დროს. ისინი სიგრილის შეგრძნებას გვჩუქნიან. სპრეი, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ესადაგება მგრძნობიარე კანს, რომელიც ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი. ამასთან, დეზოდორის ეს სახეობა განსაკუთრებით არაეკონომიურია. ფანქარი (სტიკი) მოხერხებულია მოგზაურობის დროს - არ იღვრება, არ იფრქვევა და ბარგში დიდ ადგილს არ იკავებს. ის, ისევე როგორც მისი ბურთიანი ანალოგები, იშვიათად იწვევს კანის გაღიზიანებას, თუმცა ამ დეზოდორით განსაკუთრებულმა გატაცებამ შესაძლოა კანის გამოშრობა გამოიწვიოს. დეო-გელი და დეო-კრემი საკმაოდ ძვირია. ისინი არაჩვეულებრივად არბილებს კანს და საკმაოდ ხანგრძლივი მოქმედებაც ახასიათებს. პარფიუმერიული სურნელოვანი ტალკი შეუდარებელია ზაფხულის საღამოსთვის. ასეთი ტალკით არა მარტო იღლიის ფოსოს, არამედ დეკოლტეს ზონის დაფარვაც შეიძლება. ამ დროს კანი ატლასივით ბზინავს, ტანსაცმელზე კი ნახევარწრისებრი ლაქები არ რჩება... თუმცა ტალკსაც აქვს ნაკლი: ის მეტისმეტად მშრალი კანისთვის არ გამოდგება.

დეზოდორი-ანტიპერსპირანტი ანუ ორი ერთში

თუ ოფლი უხვად გდით, მაგრამ მკვეთრი სუნი არ აქვს, ანტიპერსპირანტი გამოგადგებათ. ის ეფექტურად ამცირებს ოფლის გამოყოფას. ანტიპერსპირანტებს მიეკუთვნება ალუმინისა და თუთიის მარილები, ფორმალდეჰიდი, სალიცილის მჟავა, ეთილის სპირტი. ეს ნივთიერებები ნაწილობრივ ახშობს საოფლე ჯირკვლების სადინარებს, რითაც ოფლის ოდენობას დაახლოებით ორჯერ ამცირებს. სასურველია, ანტიპერსპირანტი ღამით, ძილის წინ, ისხუროთ ან წაისვათ. საქმე ის არის, რომ ღამით ოფლიანობა მცირდება, პრეპარატს კი დრო სჭირდება, რათა კანმა შეიწოვოს და საოფლე ჯირკვლები დახუროს. დეზოდორი შეგიძლიათ იხმაროთ ნებისმიერ დროს, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მოქმედება ხანმოკლეა. ადგილობრივი ოფლდენის საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტურია პრეპარატები, რომლებიც ფორმალდეჰიდს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ფორმაგელი. მას მადეზინფიცირებელი მოქმედება აქვს და ყოველგვარი წარმოშობის ჭარბ ოფლიანობას თრგუნავს. ფორმაგელი თხლად უნდა წაისვათ ჭარბი ოფლიანობის არეებში. ერთი წასმა საკმარისია, რათა ოფლიანობა 7-10 დღით შემცირდეს. ამის შემდეგ პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. მკვეთრი ოფლიანობის დროს იგი შეგიძლიათ იხმაროთ 2-3 დღე მიყოლებით. ფორმაგელის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას მოსალოდნელია კანის გამოშრობა. არ შეიძლება ფორმაგელის გამოყენება კანის ანთებითი დავადებების დროს, ასევე - გაპარსვის ან თმის სხვა მეთოდით მოცილების შემდეგ. ფორმაგელს არ ახასიათებს გამაღიზიანებელი, ალერგიული ან იმუნოტოქსიკური მოქმედება, არ აქვს ძლიერი სუნი, არ ტოვებს სამოსზე ლაქებს.


ლოკალური იღლიისქვეშა ჰიპერჰიდროზის დროს ეფექტურია 20%-იანი ალუმინის ხსნარი - უნდა წაისვათ ძილის წინ იღლიის მიდამოში (პირველ კვირას - ყოველდღიურად, შემდეგ - კვირაში 1-2-ჯერ). გაცილებით მოხერხებულია ბურთულიანი ანტიპერსპირანტები, რომლებიც შეიცავს 12,6%-იან ალუმინის ქლორიდს ჟელეს სახით. ამ პრეპარატსაც ძილის წინ ისვამენ. დილით თამამად შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი ისე, რომ პრეპარატის ჩამორეცხვისა არ შეგეშინდეთ და ისხუროთ ჩვეულებრივი დეზოდორიც. ეფექტი, ჩვეულებრივ, პირველივე დღიდან შესამჩნევია, მაგრამ პირველ კვირას სასურველია ყოველდღიურად გამოიყენოთ, მერე კი კვირაში 1-2-ჯერ. თუ გაღიზიანება შეამჩნიეთ, ერთი დღით შეისვენეთ. ფეხების ოფლიანობას ამცირებს ფეხსაცმლის მადეზოდორირებელი საფენები, რომლებიც იმავდროულად სისველესაც იწოვს. კარგია სპეციალური ფხვნილებიც, რომლებსაც ფეხსაცმლის საფენებს აყრიან. თუ ოფლი მკვეთრი და უსიამოვნო სუნით გამოირჩევა, მაშასადამე, თქვენს კანზე ბაქტერიები განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობენ თავს. მათ გასანადგურებლად დეზოდორები გამოიყენეთ და სუნიც გაქრება. დეზოდორების შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, როგორებიც არის ტრიკლოზანი ან ფარნეზოლი. პირველი ძლიერმოქმედია. იგი საფუძველშივე თრგუნავს მიკრობების გამრავლებას, მაგრამ ამას ძალზე აგრესიულად აკეთებს. ფარნეზოლი, რომელიც ეთერზეთების, მათ შორის - ტუბეროზისა და სანდლის ზეთების სინთეზით მიიღება, არც ისე ეფექტურია, მაგრამ ზოგავს კანის ბუნებრივ მიკროფლორას. ეს ნიუანსი უნდა გაითვალისწინონ ქალებმა, რომლებსაც მგრძნობიარე კანი აქვთ. მათ, უმჯობესია, ისეთი საშუალებები გამოიყენონ, რომელთა შემადგენლობაში ფარნეზოლი შედის. "არ არის ოფლი - არ არის ბაქტერია; არ არის ბაქტერია - არ არის სუნი", - ამ დევიზით მოქმედებს დეზოდორები. დაუტენიანებელ გარემოში "სუნიანი" ბაქტერიები არ ცოცხლობენ. "შესანიშნავია! ვიყიდით ანტიპერსპირანტს და ყველა პრობლემა მოგვარდება!" - იტყვის ზოგიერთი ჩვენგანი. ნუ იჩქარებთ. საქმე ის არის, რომ კანის ნორმალური მიკროფლორისთვის აუცილებელია ოფლის გამოყოფა. სხვაგვარად კანი ბუნებრივ დამცავ უნარს დაკარგავს. ასე რომ, აგრესიული ანტიპერსპირანტების მუდმივ გამოყენებას არ გირჩევთ. ისინი კარგია მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის. დღეს უამრავი ფირმა გვთავაზობს ორმაგი ეფექტის მქონე დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტებს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს ამცირებს ოფლდენას და სპობს მიკრობებს. თუ ჰიგიენური კოსმეტიკის საშუალებით ჭარბ ოფლიანობასა და ოფლის სუნს თავი ვერ დააღწიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ისეთი დაავადება, როგორიცაა ჰიპერჰიდროზი (ოფლის ჭარბი გამოყოფა), ხშირად ნერვულ, ენდოკრინულ ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე მიუთითებს.

წარმავალი სურნელი

პარფიუმერიული დეზოდორები ყვავილებისა და ხილის არაჩვეულებრივ არომატს გვჩუქნის, მაგრამ მათი მოქმედება ხანმოკლეა, სულ რამდენიმე საათს თუ გასტანს. საქმე ის არის, რომ შემადგენლობით ასეთი საშუალებები დიდად არ განსხვავდება სუნამოებისგან და საოფლე ჯირკვლებსა და ბაქტერიებზე თითქმის არ მოქმედებს. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ არც ჭარბ ოფლიანობას უჩივით და არც ოფლის უსიამოვნო სუნს.

სპირტის შემცველი დეზოდორები

სპირტს, როგორც ცნობილია, ბაქტერიციდული მოქმედება აქვს, ამიტომ იგი ბევრი ოფლის საწინააღმდეგო საშუალების შემადგენლობაში შედის. სპირტის შემცველი დეზოდორების მთავარი ნაკლი ის არის, რომ იღლიის ფოსოს გამოშრობას და კანის გაღიზიანებას იწვევს. თუ დეზოდორი შეიცავს სპირტს, სასურველია, იგი მცენარეული კომპონენტებითაც იყოს გამდიდრებული. ბალახების - გვირილის, პიტნის, სუროს - ექსტრაქტები აწყნარებს კანს და გაღიზიანებას აცხრობს.

რა უნდა გვახსოვდეს

1. ისხურეთ/წაისვით დეზოდორი აუცილებლად სუფთა და მშრალ კანზე.

2. რეგულარულად გაიპარსეთ იღლიები, განსაკუთრებით - ზაფხულში. თმა აკავებს უსიამოვნო სუნს და საუკეთესო პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის.

3. კანის გაწითლებისა და გაღიზიანების დროს ერთხანს თავი არიდეთ დეზოდორ-ანტიპერსპირანტების გამოყენებას. ნურც სპირტის შემცველ დეზოდორებს გამოიყენებთ. ამ პერიოდში უმჯობესია გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან საბავშვო ტალკზე.

4. ნუ გამოიყენებთ ანტიპერსპირანტებს ყოველდღიურად.

5. ნუ დაისხამთ/წაისვამთ მათ აბანოში ან საუნაში შესვლის წინ - სიცხემ შესაძლოა ქიმიური რეაქცია და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

6. სუნამოსთან ერთად გამოიყენეთ მხოლოდ უსუნო დეზოდორები. უკიდურეს შემთხვევაში, ეცადეთ, ისინი ერთი და იმავე სერიისა იყოს. სურნელთა აღრევამ, გარდა იმისა, რომ უსიამოვნოა, შესაძლოა ბაქტერიების გამრავლებასაც გაუწიოს პროვოცირება.

8. თუ დეზოდორის გამოყენების შემდეგ კანზე სიწითლე გაგიჩნდათ ან ქავილმა შეგაწუხათ, ამ დეზოდორზე უარი თქვით.

9. გაძლიერებული ოფლდენის დროს თავი არიდეთ მწარე, ცხარე, სანელებლებით შეკაზმულ საკვებს, ყავასა და ჩაის - ეს პროდუქტი საოფლე ჯირკვლების მუშაობას აძლიერებს.

10. ნუ ჩაიცვამთ იღლიებში მჭიდროდ შემოსალტულ სამოსს. სითბოში უმჯობესია ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი ატაროთ.