სად წავიდეთ საახალწლო არდადეგებზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

სად წავიდეთ საახალწლო არდადეგებზე

სად წავიდეთ საახალწლო არდადეგებზე
საახალწლო არდადეგები ზაფხულზე არანაკლებ მშვენიერი დროა მოგზაურობისთვის. სადაც არ უნდა წახვიდეთ ახალ წელს, შორეულ ეგზოტიკურ კუნძულებზე თუ ევროპის ყველაზე რომანტიკულ კუთხეში, მოგზაურობა ზღაპრული და განუმეორებელი იქნება. და მაინც, სათანადო ატმოსფეროსთვის აუცილებელია თოვლი, ამიტომაც ზამთარში უმრავლესობა სამთო-სათხილამურო კურორტზე დასვენებას ამჯობინებს.

ზოგი სტუმართმოყვარე იტალიის მშვენიერ ფერდობებს აირჩევს, ზოგი - ავსტრიის ყინულოვან ტრასებს, ზოგი თხილამურებს ფინურ აბანოს შეუთავსებს, ზოგი კი მშობლიური ბუნებით დატკბება. ბაკურიანში, გუდაურში, ბორჯომის ხეობის, აჭარისა და სვანეთის კურორტებზე დათოვლილ ტყეში სეირნობა, ციგებითა და თხილამურებით სრიალი მართლაც დაუვიწყარ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

შვეიცარიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტები მართლაც შესანიშნავი ადგილებია ზამთარში დასასვენებლად. თხილამურების მოყვარულებს აქ ელით საუკეთესო ტრასები და მდიდრული ინფრასტრუქტურა. ალპური სოფლები კი მიმზიდველია ევროპული ტრადიციული კომფორტითა და სიმყუდროვით. ანდორა პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. აქ დამსვენებლებს ხარისხიან სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ესპანეთიც მომხიბვლელია სამთო-სათხილამურო დასვენების მოყვარულთათვის.
აქაური კურორტებიდან ყველაზე პოპულარულია სიერა-ნევადა. გარდა აქტიური სპორტული დასვენებისა, ეს ქვეყანა დაუვიწყარ გართობას სთავაზობს ვიზიტორებს. სახალხო სეირნობა, კარნავალი, სიმღერები გიტარის თანხლებით, ცეკვები, შამპანური და ფეიერვერკები შობა ღამის ტრადიციული სცენარია. ბულგარეთის, სლოვაკიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ჩერნოგორიის კურორტები შესანიშნავია ოჯახური დასვენებისთვის, თუ ყველა წევრს უყვარს თხილამურებით სრიალი. თუ გსურთ, ახალი წელი შუა საუკუნეების ატმოსფეროში აღნიშნოთ, წადით პრაღაში. ულამაზესი მოკირწყლული ქუჩები საშობაო ნათურებითაა განათებული, ყველგან გლინტვეინისა და ჯანჯაფილიანი ნამცხვრის სურნელი დგას. პოპულარულია ავსტრიის, საფრანგეთის, ფინეთისა და ლაპლანდიის სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე - ევროპის დედაქალაქები: ტალინი, რიგა, პარიზი, რომი, სადაც ძველ ქალაქში რომანტიკულ გასეირნებას შეიძლება შეუთავსოთ საშობაო შოპინგი. თუ გნებავთ პოლარული წრის გადაკვეთა და სანტა კლაუსისთვის ხელის ჩამორთმევა, ჩრდილოეთის ციალის ნახვა, თხილამურებით სრიალი და ჩრდილოეთის ირმის მოფერება, შეგიძლიათ გაემგზავროთ ფინეთში, ლაპლანდიაში, სადაც დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე დგას განსაკუთრებული დრო - კაამოსი, შუაღამის ბინდის სეზონი. სანტას რეზიდენცია მდებარეობს ქალაქ როვანიემის ახლოს, ზედ პოლარულ ხაზზე. ამ გეოგრაფიული და იმავდროულად ზღაპრული საზღვრის გადაკვეთისას გაჩუქებენ განსაკუთრებულ სამახსოვრო სერტიფიკატებს, რომლებიც საახალწლო არდადეგების მოსაგონრად დაგრჩებათ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
საშარდე სისტემის ჯანმრთელობისთვის-60 აბი
ფასი: 42.9
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.

ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.

ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.

მთა ბევრს უყვარს, შესაბამისად, ზღვის სანაპიროზე განცხრომას მთის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს.
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად