წინ საზღვაო სეზონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წინ საზღვაო სეზონია

მინდა, ამისთვის საგანგებოდ მოვემზადო. რას მივაქციო ყურადღება, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენო? მინდა, დაბრუნებისას კარგად გამოვიყურებოდე...

ზაფხული საოცარი და უზრუნველი ხანაა, როცა გვსურს, დავივიწყოთ ყველაფერი, განვიტვირთოთ და მივიღოთ ამ სეზონის მიერ მონიჭებული ყველა სიამოვნება. ამ დროს თავს უფლებას ვაძლევთ, თამამად ჩავიცვათ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, სხეულის თითოეული ნაწილი მოვლილი გვქონდეს.

ყველა ქალი საგანგებოდ ემზადება ზაფხულისთვის, არჩევს ვარცხნილობას, აქსესუარებს, აკონტროლებს წონას, საგანგებოდ უვლის სხეულს. თუმცა აუცილებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი რჩევის გათვალისწინებაც.

მზე, ჰაერი და წყალი ჩვენი საუკეთესო მოკავშირეები არიან. რაც უფრო შორს ვართ ქალაქიდან, მით უფრო სუფთაა წყალი და ჰაერი. მზის აქტივობა კი უცვლელი რჩება. ზღვის წყალი ხშირად დაბინძურებულია. ასე რომ, კანისა და თმის მდგომარეობაზე ზრუნვა აუცილებელია.

  • ყურადღება დეკოლტეს!

ნამზეური მხოლოდ მაშინ არის მომხიბვლელი, როცა მას თან არ ახლავს დამწვარი კანი და მტკივნეული შეგრძნებები! როცა მზეზე ირუჯებით, აუცილებლად უნდა იხმაროთ მზისგან დამცავი ლოსიონი, ასევე, დაიცვათ თმა გაუხეშებისგან. მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი სპეციალური საშუალებები.

  • ხელები მაღლა!

ნამდვილი სიცხის დადგომისთანავე თავს იჩენს სერიოზული პრობლემა - უსიამოვნო სუნი. ოფლის გამოყოფა ზაფხულში განსაკუთრებით ძლიერდება. ამიტომ აუცილებლად უნდა მივიღოთ საჭირო ზომები.

დილა-საღამოს შხაპი რომ აუცილებელია, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. აუცილებლად გამოიყენეთ დეზოდორანტები. ყურადღება მიაქციეთ ეპილაციას, რადგან თმიანი საფარველი უკეთ ინარჩუნებს ოფლის სუნს. არსებობს სპეციალური დეზოდორანტები, რომლებიც ანელებენ თმის ზრდის პროცესს.

  • ქვედა სართული

როცა მივმართავთ პილინგს, ნაწილობრივ გვავიწყდება ჩვენი სხეულის ყველაზე ქვედა წერტილები. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ფეხებს. სხვა ადგილების პილინგის შემდეგ აუცილებლად დაიმუშავეთ ფეხისგულები, ტერფები, ქუსლები. გამოიყენეთ მკვებავი კრემი, ყავის ნალექისა და ზღვის მარილის გამოყენებაც შესანიშნავ ეფექტს იძლევა. მაგრამ თუ ეპილაციას არ გაიკეთებთ, ყველაზე ნატიფი პედიკიურიც კი ვერ გიშველით.

  • იდაყვების მოვლა

იდაყვები არანაკლებ უსიამოვნებას გვაყენებს. მათი კანი მშრალია, მუქი და ულამაზო, ზოგჯერ იქერცლება კიდეც... უმჯობესია, იდაყვები ასეთ მდგომარეობამდე არ მივიყვანოთ, მაგრამ თუ პრობლემებმა მაინც იჩინა თავი, ისარგებლეთ მარტივი რეცეპტებით: გასათეთრებლად იდაყვები ჩაყავით ლიმონის “ფინჯნებში”, მათ დასარბილებლად კი გამოიყენეთ ცხიმოვანი აბაზანები - ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

  • იზრუნეთ თმაზე!

ჯობს, ზაფხულის დასაწყისიდანვე იზრუნოთ თმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მწველი მზითა და ზღვის წყლით დაზიანებული თმა შემოდგომაზე შესაჭრელი გაგიხდებათ. ჩვეულებრივი შამპუნი უნდა შეცვალოთ სპეციალური თმის დამცავი დასაბანი საშუალებით, ბალზამიც და ყველა დანარჩენი თმის მოვლის საშუალებაც (ფიქსატორი, ლაქი) ამ ნიშნით უნდა შეარჩიოთ.

მოკლედ, ყველაფერი, რაც თქვენი ტუალეტის მაგიდაზე დევს, “მზისგან დამცავი” უნდა იყოს.

  • რამდენიმე საგულისხმო რჩევა

ეცადეთ, დიდხანს არ გაჩერდეთ მზეზე თავშიშველი. თმა შეგიძლიათ დაიფაროთ ტილოს ბენდენით, ღია ფერის, საზაფხულო კეპით ან ჭილის ქუდით. ნუ იბანავებთ ზღვაში თმაგაშლილი, აუცილებლად შეიკარით და დაიმაგრეთ ზემოთ. მარილიან ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ თმაზე წყალი, მიიღეთ შხაპი!

  • გამაგრილებელი სასმელები

ზაფხულის ცხელ დღეებში წამდაუწუმ გვწყურდება. რით მოვიკლათ წყურვილი?

რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალებაა გრილი წყალი, განსაკუთრებით - მინერალური. ის ორგანიზმში აღადგენს არა მარტო დაკარგულ სითხეს, არამედ მარილებს, რომლებსაც ოფლთან ერთად გამოვყოფთ. ყველაზე სასარგებლო ნატურალური მინერალური წყალია.

ლიმონათი? ლიმონათებისა და გაზიანი წყლების უზარმაზარი არმიიდან წყურვილს მხოლოდ ის კლავს, რომელსაც აქვს მომჟავო-მოტკბო გემო და დამზადებულია ნატურალური შაქრით. შაქრის შემცვლელები და სხვა დანამატები პირში ტოვებენ სპეციფიკურ გემოს, რის გამოც კვლავ გიჩნდებათ სითხის მიღების სურვილი. აი, ამ დროს ზომიერება გმართებთ. საქმე ის არის, რომ ყოველგვარი “გაზიანი შუშხუნა” შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმიდან აძევებენ კალციუმს. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება გულსა და თირკმელებს ტვირთავს. თანაც რაც მეტს სვამ, მით მეტი ოფლი გდის.

დილაობით ერთი ფინჯანი შავი ან მწვანე ჩაი წყურვილს სადილამდე მოგიკლავთ. ჩაიში შემავალი ექსტრაქტები სწევენ ორგანიზმის ტონუსს და ამაგრებენ ნერვულ და იმუნურ სისტემას.