/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კურორტოლოგია

სად დავისვენოთ ზაფხულში

სად დავისვენოთ ზაფხულში
გვესაუბრება #1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის პედიატრი ნანა ჟღენტი: - ზაფხულობით ბავშვები ქალაქის სიცხეს, მტვერს, უჰაერობას რომ უნდა გავარიდოთ, ვიცით, მაგრამ სად ჯობს ჩვილის წაყვანა?

იქნებ საერთოდ არ არის საჭირო მისთვის კლიმატის შეცვლა?

- ზაფხულში ჰაერის გამოცვლა უწინარესად სწორედ ჩვილისთვის არის საჭირო. მშობლებს აშინებთ ქალაქიდან მოშორებულ კურორტზე პატარას წაყვანა და უპირატესობას თბილისის შემოგარენს ანიჭებენ. არც ეს არის ურიგო, რადგან თბილისის გარშემო მდებარეობს მთის კლიმატური კურორტები. მათი ღირსებაა ტერიტორიის გაშლილობა, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და მუდმივი მოძრაობა.

წყნეთი თბილისთან ყველაზე ახლოს, სულ 10 კმ-ზე, ზღვის დონიდან კი 800-1000 მ-ზე მდებარეობს. კოჯორი თბილისიდან 18 კმ-ზეა, ხოლო ზღვის დონიდან - 1300 მ-ზე. აქ შესანიშნავი მთის ჰავაა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ბავშვებს. კოჯორში დასვენებას ვურჩევთ იმ პატარებს, რომლებსაც აქვთ ბრონქოადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰიპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა. კიკეთი მდებარეობს თბილისიდან 27, ხოლო კოჯრიდან 9 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. მისი მშრალი ჰავა განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის სასარგებლო.

მანგლისი თეთრი წყაროს რაიონშია, თბილისიდან 64 კმ-ზე (კოჯრის გავლით), ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. მისი სამკურნალო ფაქტორია მთისა და წიწვოვანი ტყის ჰავა, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა პატარებისთვის.

- თუ ბავშვს აქვს რაქიტი, შეიძლება თუ არა მისი წაყვანა მაგნიტური ქვიშის კურორტზე?

- ასეთ ადგილას ბავშვის დასვენება არა მარტო სამკურნალოდ, არამედ საპროფილაქტიკოდაც მიზანშეწონილია. ერთ-ერთი ასეთი კურორტი, ურეკი, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ფოთიდან 15 კმ-ზე, სუფსისა და ნატანების შესართავთან მდებარეობს. ზამთარი აქ ძალზე რბილი, ხოლო ზაფხული მეტად თბილია. სუფსასა და ნატანებს შორის მდებარეობს ვიწრო, 30-50 მ სიგანის 11 კმ-იანი ზოლი, რომელიც მაგნეტიტის სხვადასხვა სახეობით მდიდარ ქვიშას შეიცავს. შავი ზღვის მაგნიტური ქვიშა ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები მაგნეტიტი და ტიტამაგნეტიტია. ურეკის ზღვა, მზე, მაგნიტური ქვიშა დასვენებისა და მკურნალობისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის. ეს ფაქტორები სასარგებლოა ბავშვებისთვის, რომელთაც ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიები აქვთ.

- როგორ უნდა გამოვიყენოთ მაგნიტური ქვიშა სამკურნალო პროცედურებისთვის?

- ქვიშა უნდა იყოს სუფთა, გაცრილი, მარცვლის ოპტიმალური ზომა 0,25 მმ-ია. ქვიშის აბაზანებს ასეთი წესით იღებენ: დილით ადრე ცრიან ქვიშაში ამოთხრიან ღრმა ორმოს, 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა 50-55 გრადუსამდე გათბება, პაციენტს მომზადებულ მედალიონზე აწვენენ და ზედ ცხელ ქვიშას აყრიან. ღიად უტოვებენ თავს, კისერს, გულმკერდს. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია, თავი ქოლგის ჩრდილში იყოს მოქცეული. ბავშვისთვის პროცედურების ხანგრძლივობა 2 წუთიდან იწყება და თანდათან 5-15 წუთამდე ადის. პროცედურის შემდეგ სხეულიდან ქვიშა უნდა ჩამოუბერტყოთ, ზეწარი შემოახვიოთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინოთ, შემდეგ კი თბილი წყლი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს. ქვიშა თანაბრად და ხანგრძლივად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს და სისხლძარღვთა ნერვულ-რეფლექტორულ რეაქციას იწვევს, ამავე დროს მექანიკურ, მასაჟისებრ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებზე, ლიმფურ სისტემასა და უფრო ღრმა ქსოვილებზე. ქვიშის აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აძლიერებს ჟანგვით პროცესებს, აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების სისხლით მომარაგებას და ხელს უწყობს მათ კვებას. არსებობს ხელოვნურად გამთბარი ქვიშის აბაზანების პრაქტიკაც.

- ბავშვების გასაკაჟებლად მშობლებს მთიან კურორტებს ურჩევენ. რომელი მათგანია საუკეთესო მცირე ასაკის ბავშვებისთვის და რატომ?

- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუების პროცესია რთული. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე. დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც. წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა, დღეღამური ტემპერატურა - ზომიერად ცვალებადი, მზის რადიაცია - ინტენსიური და ხანგრძლივი. მზე ზაფხულობით თითქმის ორჯერ მეტხანს ასხივებს, ვიდრე ზამთარში. სამაგიეროდ, ზამთრობით ჰაერი ნაკლებად შეიცავს ორთქლს. საშუალო მთის კლიმატი უხდება ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას) და სხვა ალერგიულ დაავადებებს. მაღალი მთის კურორტების ჰავა ორგანიზმის გასაკაჟებლად საუკეთესოა. საქართველოში მაღალი მთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ბახმარო. იგი ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, მშრალ პლევრიტს, ლიმფადენიტებს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ბრონქულ ასთმას, სისხლნაკლულობას (ანემიას). განსაკუთრებით სასურველია კურროტზე დასვენება ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გამოჯანმრთელების სტადიაში. სასურველია, კურორტზე გამგზავრებამდე თქვენს პირად პედიატრს გაესაუბროთ, რათა შეიტყოთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული დასასვენებელი ადგილი.

- რამდენ ხანს დავრჩეთ კურორტზე, რომ სამკურნალო ეფექტი მივიღოთ?

- კარგი იქნება, თუ მოახერხებთ და მთის კურორტზე ერთ თვეს მაინც დარჩებით. ასევე მეტი ეფექტურობისთვის გირჩევთ, ზედიზედ 3-4 წელი როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც ერთსა და იმავე კურორტზე დაისვენოთ.

- როგორ ვლინდება ბავშვებში ჰავასთან შეგუების პროცესი, აკლიმატიზაცია? შეიძლება თუ არა მისი შემსუბუქება?

- აკლიმატიზაცია ყველას სხვადასხვანაირად გადააქვს. ის შეიძლება გამოვლინდეს სუბფებრილიტეტით, ჭირვეულობითა და მოუსვენრობით, უმადობით, უძილობით. ეს ყველაფერი 2-3 დღეს გრძელდება. მშობლები ამისთვის მომზადებული უნდა იყვნენ და ბავშვის ასეთი საქციელი ავადმყოფობას არ დააბრალონ, მაგრამ თუ ცვლილებები 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია. განურჩევლად იმისა, მთის კურორტზე მიგყავთ ბავშვი თუ ზღვისაზე, გახსოვდეთ ოქროს წესი - ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას. პატარა თანდათან შეაგუეთ მზეს, ზღვას, ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღალმთიან კურორტებზე დღისა და ღამის ტემპერატურის სხვაობა საგრძნობია, ამიტომ ბავშვს დილით, შუადღისით და საღამოს შესაბამისად ჩააცვით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სად დავისვენოთ ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები