საქართველოს კურორტები - როგორ განადგურდა კურორტი ლიკანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

საქართველოს კურორტები - როგორ განადგურდა კურორტი ლიკანი

საქართველოს კურორტები - როგორ განადგურდა კურორტი ლიკანი

კურორტი ადგილია, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები (მინერალური წყალი, ტალახი, გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰავა) და აუცილებელი პირობები სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით მათ გამოსაყენებლად. კურორტის ტერიტორიაზე სამკურნალო დაწესებულების ძირითადი ტიპია სანატორიუმი. არსებობს სხვა ტიპის  დაწესებულებებიც- პანსიონატი, დასასვენებელი სახლი... კურორტის პროფილს წამყვანი ბუნებრივი ფაქტორი განსაზღვრავს. განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფს- კლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს.

კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთისა, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველისა (სტეპისა), ხოლო ბალნეოლოგიური კურორტი - სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი,

მაშინ ის შერეული პროფილისაა, მაგალითად, კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურ-ტალახისა, კლიმატურ-ტალახისა, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ-ტალახისა და სხვა. საქართველო გამორჩეულია კურორტებით- ბორჯომი, წყალტუბო, ქობულეთი, აბასთუმანი, ახტალა, ბაკურიანი, ბათუმი, ბახმარო, მწვანე კონცხი, ნაბეღლავი, საირმე, პატარა ცემი, სურამი, დღეს უკვე სანატრელი გუდაუთა, გულრიფში, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა... თბილ ბალნეოლოგიურ კურორტებს შორის აღსანიშნავია უწერა, ცაიში,
ციხისძირი, ცემი, წაღვერი, შოვი, ჯავა და სხვა მრავალი (მრავალი მათგანი თავის დროზე საკავშირო მნიშვნელობისა იყო და არაერთ დამსვენებელს მასპინძლობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკიდან). ამჯერად გვინდა, მკითხველის ყურადღება მთის კურორტებზე, მათი ბუნებრივი ფაქტორების თავისებურებებსა და ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო-სამკურნალო მნიშვნელობაზე შევაჩეროთ. კომენტარი ვთხოვეთ ბატონ ემანუელ დვალიშვილს, რომელიც გახლავთ:

  • სს საბაზო სანატორიუმ "ლიკანის" სამეცნიერო-სასწავლო პედაგოგიური შემოქმედებითი გაერთიანება "დვალეთის" დირექტორი (ათეულობით წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლიკანის სანატორიუმს, იყო მისი მთავარი ექიმი და დირექტორი);
  • საინჟინრო აკადემიის ბიოენერგოინფორმატიკის მართვისა და თვითმართვის სექტორის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის ხუთგზის აკადემიკოსი;
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • რუსეთის ფედერაციის სამედიცინო-ტექნიკური აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
  • კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო დონის პროფესიონალი, მსოფლიოს წამყვანი პედაგოგ-თეორეტიკოსი;
  • უმაღლესი კატეგორიის თერაპევტი;
  • რესპუბლიკის დამსახურებული თერაპევტი;
  • ბორჯომის საპატიო მოქალაქე;
  • ღირსების ორდენის კავალერი;
  • რუსეთის სამედიცინო ტექნიკური აკადემიის უმაღლესი ჯილდოს - "ოქროს მედლის" კავალერი;
  • სამამულო ომის აქტიური მონაწილე და ძველი ალპინისტი.


- რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?
- მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია:

  • ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას;
  • აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას);
  • ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ.


ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი:

  • დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე;
  • აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;
  • სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს;
  • აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს;
  • მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას.


კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.


- რას გვეტყვით ბალნეო¬ლოგიურ კურორტებზე?
- ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიანგარიშეს რა დრო უნდა დავყოთ ბუნებაში იმისათვის, რომ ეს განტვირთვა ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოგზაურობა ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.
შვებულება მხოლოდ მოდუნების შესაძლებლობა არაა. ექსპერტების აზრით, შვებულება სასარგებლო და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის.
ზაფხული ის პერიოდია, როცა არდადეგებისა და შვებულების გამოყენებას ყველა მაქსიმალურად ცდილობს.
ბოლო დროს მსოფლიოში ბევრი უჩვეულო ადგილი გამოჩნდა, სადაც შვებულების საინტერესოდ გატარება და აქტიური დასვენება შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ წყალქვეშ იძინოთ, იმოგზაუროთ ან წყალქვეშა რესტორანს ეწვიოთ. ყინულის ან პრეისტორიულ გამოქვაბულ-სასტუმროში დასვენებაც შესაძლებელია. არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა, თუმცა ეს ყველაფერი იაფი ნამდვილად არ დაგიჯდებათ. ჩვენ რამდენიმე უჩვეულო ადგილს გაგაცნობთ, თქვენ კი…გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა.

ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.

ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.

ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად