/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

სპორტი და მოხდენილი სხეული

სპორტი და მოხდენილი სხეული
სპორტს მართლაც შეუძლია გარეგნობის დახვეწა, მაგრამ არა ყოველთვის - საკმარისია გავიხსენოთ, როგორ გამოიყურება ზოგიერთი სპორტსმენი. სპორტის განსაზღვრული სახეობა კუნთების განსაზღვრული ჯგუფის განვითარებისკენ არის მიმართული, რამაც შესაძლოა ფიგურა არცთუ პროპორციული გახადოს, მაგრამ თუ პროფესიულ სპორტს არ მისდევთ, ამის თაობაზე ნერვიულობა არ ღირს. საშუალო ინტენსივობის აერობული ვარჯიში, უპირველეს ყოვლისა, კალორიების წვას უწყობს ხელს, რასაც წონის კლება მოსდევს, ძირითადად - ცხიმოვანი ქსოვილის ხარჯზე.

სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა სირბილი, ფეხის კუნთების გამაგრებას უზრუნველყოფს, მაშინ როდესაც ცურვა და ცეკვა კუნთების ყველა ჯგუფს ავითარებს. რაც უფრო ძლიერია კუნთები, მით უფრო მომხიბვლელია ფიგურაც, უფრო ტანადი ჩანხართ და აღარც ღიპი გაწუხებთ. ძალოსნური ვარჯიშები ასევე ავითარებს კუნთებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. კუნთური ქსოვილი დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს, ამიტომ, რაც უფრო ძლიერია ადამიანი, მით უფრო მეტი კალორიის მოხმარება შეუძლია ისე, რომ წონის მომატებისა არ შეეშინდეს. ამასთან, კუნთები უფრო მძიმეა, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილი, ამიტომ ფიზიკურად ნავარჯიშევი ადამიანის სხეული, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელ მასას ინარჩუნებს, უფრო მოხდენილი ჩანს.

სპორტი ხანდაზმულ ასაკში

ასაკთან ერთად ორგანიზმში ცვლილებები იწყება: იკლებს კუნთური ქსოვილის მოცულობა, იზრდება სხეულის მასის ინდექსი და ცხიმის წილი, მცირდება ძვლების სიმკვრივე, იმატებს წელის გარშემოწერილობა და მკვრივდება (ელასტიკურობას კარგავს) შემაერთებელი ქსოვილი. სწორედ ეს ნიშნები განასხვავებს ასაკოვანი ადამიანის ფიგურას მოწიფული ასაკის ადამიანისგან. თუმცა თანამედროვე მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სპეციალური ვარჯიშის, სწორი კვებისა და ცხოვრების გონივრული მართვის გზით ასაკოვანი ადამიანი შეიძლება 20 წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. ამ პროგრამაში ერთ-ერთი წამყვანი როლი სპორტს უკავია. ის საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებს მხოლოდ ტანადობის გაუმჯობესებაში კი არ ეხმარება, არამედ აძლიერებს კუნთურ ქსოვილს, ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. გარდა ამისა, ვარჯიშის მეშვეობით მცირდება სხეულის მასის ინდექსი და ცხიმის დაგროვება, მათ შორის - მუცლის მიდამოში, უმჯობესდება ტანადობა და სახსრების მოძრაობა. ამ ყველაფრის შედეგი კი ის არის, რომ ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც სპორტს მისდევენ, უფრო მეტხანს ცოცხლობენ და უფრო აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. ყველა ამ სიკეთის მისაღებად ჩვენს პროგრამაში უნდა ჩავრთოთ სიმძიმეებით ვარჯიში, აერობული ვარჯიში და გაწელვათა კომპლექსი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკთან ერთად წინა პლანზე გამოდის ქრონიკული დაავადებები, ამიტომ ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მოძებნეთ ისეთი ფიტნესკლუბი, სადაც პროფესიონალ ტრენერებთან ერთად ექიმები და ასაკოვანი და არატრენირებული ადამიანებიც არიან.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როგორი უნდა იყოს ვარჯიშის ხანგრძლივობა?

კვლევათა შედეგები მოწმობს, რომ მნიშვნელობა აქვს ფიზიკური აქტიურობისთვის დახარჯული საათების საერთო რაოდენობას. დღეში სამჯერ ათწუთიანი ვარჯიში იმავე ეფექტს ახდენს, რასაც ნახევარსაათიანი ვარჯიში დღეში ერთხელ ან ერთსაათიანი ყოველ მეორე დღეს. ბუნებრივია, წონის მნიშვნელოვან კლებას ვერ მიაღწევთ, თუ სპორტისთვის კვირაში მხოლოდ ერთი საათი ან დღეში მხოლოდ 10 წუთი გაქვთ გამოყოფილი. სასურველი შედეგის მისაღებად უმეტესად დღეში ერთი საათი ვარჯიშია საჭირო, ოღონდ რეგულარულად. სასურველია, ერთმანეთს შეუხამოთ აერობული და ძალოსნური დატვირთვა, ასევე - მოქნილობის განსავითარებელი ვარჯიშები. კომპლექსი მთელ დღეზე შეგიძლიათ თავად გაანაწილოთ. მაგალითად, 20 წუთი ივარჯიშოთ დილით, ნახევარი საათი ისეირნოთ დღის განმავლობაში და ათი წუთი დაუთმოთ იოგას საღამოს, ან კვირაში რამდენჯერმე ორი საათი ინტენსიურად ივარჯიშოთ სატრენაჟორო დარბაზში. შეიძლება, გააერთიანოთ ვარჯიში სახლის ტრენაჟორზე, აერობიკის კლასი და სეირნობა. თუ ახალბედა ბრძანდებით, თავიდანვე ხანგრძლივ ინტენსიურ ვარჯიშს ნუ დაგეგმავთ - შესაძლოა, ვერ გაუძლოთ, ვთქვათ, 40-წუთიან სირბილს ან 15-წუთიან ცურვას შეუსვენებლად. თუ მოკლე ხანში კალორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაწვა გსურთ, აირჩიეთ არცთუ ისე რთული, მაგრამ ხანგრძლივი ვარჯიში, თანდათან ამცირეთ ტრენირების ხანგრძლივობა და ზარდეთ ინტენსივობა. თუ თქვენი მიზანი წონის დაკლებაა, არ დაივიწყოთ მიღებული კალორიების კონტროლი, თორემ მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიიღებთ.

ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო

არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომ განსაზღვრულ დროს ვარჯიში ყველაზე შედეგიანია. სპორტსმენების გრაფიკის შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყველაზე ეფექტურია საღამოს საათებში ვარჯიში. ამ დროს სხეულის ტემპერატურა, გულის რიტმი, რეაქცია და მოქნილობა ყველაზე ოპტიმალურია და ამიტომ ვარჯიშთან უფრო ადაპტირებული ორგანიზმი მინიმალური ძალისხმევითაც კარგ შედეგს აღწევს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საღამოობით უნდა ივარჯიშოთ. ეს თქვენი არჩევანისა და თავისუფალი დროის საკითხია. ბევრი იმ დროს ვარჯიშობს, როცა ეს მათთვისაა მოხერხებული, უმეტესად - საუზმემდე ან სადილის წინ. ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ უძრაობას ნამდვილად სჯობია. ზოგი “ტოროლა” დილაობით ვარჯიშს ამჯობინებს, რადგან, ახალგაღვიძებული, კარგ გუნებაზეა და დაგროვილი ენერგიის დახარჯვა სურს. დილის ვარჯიშსაც აქვს თავისი ღირსებები: ხელს უწყობს წინა საღამოს მიღებული კალორიების ნარჩენების დახარჯვას, ეფექტურად წვავს ცხიმებს და დაძაბული სამუშაო დღისთვის გვამზადებს. ძილის წინ ინტენსიურ ვარჯიშს უნდა ერიდოთ, მოქნილობის გასაუმჯობესებელი და საერთო გამაჯანსაღებელი ვარჯიშები (მაგალითად, იოგა) მისაღები და სასარგებლოც კია. მსუბუქი ვარჯიში ღია ფანჯარასთან და თბილი აბაზანა სწრაფად ჩაძინებასა და კარგად გამოძინებაშიც დაგეხმარებათ.

ყველაზე ეფექტური ვარჯიშები

ხშირად თავისუფალი დრო სასურველზე ნაკლები გვრჩება და ფიტნესით თავს ვეღარ ვინებივრებთ, ამიტომ სპორტის სახეობათაგან ყველაზე ეფექტური და მისაღები უნდა ავირჩიოთ. არცთუ იშვიათად დრო საერთოდ არ გვაქვს, უფრო მეტიც - სპორტდარბაზში ან აუზზე სიარულიც კი გამორიცხულია. ამ დროს, თუ კალორიების სწრაფად დაწვა გვსურს, მაღალინტენსიური ვარჯიში უნდა ავირჩიოთ. სპორტული ფორმისა და ტანადობის შესანარჩუნებლად ვარჯიშის დროს 200-250 კილოკალორია უნდა დაიწვას. ამ ამოცანის დაძლევაში 20-30-წუთიანი ინტენსიური ვარჯიში დაგეხმარებათ. თუ ამდენ ხანს არ გცალიათ, დღეში ორი-სამი ათწუთიანი ვარჯიში დაგეგმეთ და ეცადეთ, დრო ზედმიწევნით ეფექტურად დახარჯოთ. მაგალითად, ათწუთიანი სირბილი დაახლოებით 100 კალორიას წვავს (გააჩნია სირბილის სიჩქარეს და სხეულის მასას). ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე სეირნობა ან სახლში მუშაობა (ეს უკანასკნელი კი ტელევიზორის წინ წამოწოლაზე უფრო ეფექტურია). მაღალეფექტურია სახტუნაოთი ხტუნვა, სტეპი და კიბეზე ასვლა - 100 კალორიის დაწვას სულ 10-15 წუთში მოახერხებთ (მეტს ვერც გაძლებთ, თუ კარგ სპორტულ ფორმაში არ ხართ). ეფექტურია ელიფსურ ან ნიჩბების მსგავს ტრენაჟორზე ვარჯიში. სწრაფი ცეკვა ცოტა მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ საყვარელი მუსიკის ფონზე 20 წუთი შეუმჩნევლად გაივლის. ეძებეთ ვარჯიშის ეფექტურობის ასამაღლებელი საშუალებები. მაგალითად, სტეპი და იმავდროულად ჰანტელების აწევა უფრო მეტი კალორიის დაწვაში დაგეხმარებათ, ამასთანავე, უფრო მეტადაც განავითარებს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილების კუნთებს. შეძლებისდაგვარად, აირჩიეთ სპორტის ის სახეობა, რომელიც კუნთების ყველა ჯგუფს ააქტიურებს, მაგალითად, ნიჩბოსნობა, ცურვა, ცეკვა და საბრძოლო ხელოვნება. სირბილის, სიარულისა და ველოსიპედით მოძრაობის ეფექტურობა აღმართზე ასვლისას იმატებს. დაბოლოს, სპორტის ნებისმიერი სახეობა რთულდება, თუ დამამძიმებლებს - ჰანტელებს, ტვირთს, მძიმე ჩანთებს - გამოვიყენებთ. გახსოვდეთ, ჩვენს ცხოვრებაში არაფერია ჯანმრთელობისთვის ზრუნვაზე მნიშვნელოვანი. ავადმყოფს არავითარი საქმის კეთება არ ძალუძს, ვერც ახლობლებზე ზრუნავს და ვერც კარიერას იწყობს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ უნდა შეარჩიოთ ვარჯიში წონის დაკლების დასაჩქარებლად

JESF: ძალისმიერი ვარჯიში კარდიო ვარჯიშამდე აჩქარებს ცხიმების წვას.
სრულად
როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე

ვინ არის რისკის ქვეშ და რატომ არის მნიშვნელოვანი პულსის მონიტორინგი.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა

თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის

ასაკთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის მოქნილობის, სახსრების მობილურობისა და მოძრაობის სტაბილურობის შენარჩუნება.
სრულად
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა

გაზაფხული განახლებისა და გამოღვიძების დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს და ჩვენც მეტი ენერგია გვჭირდება.
სრულად
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ყველასთვის ცნობილია, რომ ცურვას ორგანიზმისთვის კოლოსალური სარგებლის მოტანა შეუძლია. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ცურვა ფიზიკურ აღზრდაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

-გამარჯობა უცნაური კითხვით მოგმართავთ აგვისტოში რომ გავიღვიძე ფრჩხილებზე შევნიშნე სისხლი, და ასევე მკლავზეც მცირე რაოდენობით, სხვაგან არ შემიმჩნევია … ვიფიქრე ღამით ღამურამ ხომ არ გამკაწრა ან მიკბინა მაგრამ ვერც ნაკაწრი ვნახე ვერც ნაკბენი და არც დისკომფორტი მიგრძვნია, ღია ფანჯარაში მეძინა და ამიტომ გამიჩნდა ეს აზრი, შეიძლება უბრალოდ კოღო მოვკალი ან არვიცი… ყურადღება აღარ მიმიქცევია…. ასევე ამ ფაქტიდან 6დღის შემდეგ გამკაწრა ქუჩის ძაღლმა ფეხზე ძალიან პატარაზე, სისხლი თითქმის არც გამომსვლია…და 35 საათის შემდეგ დავიწყე აცრა… უკვე ჩატარებული მაქვს ცოფის მესამე აცრა მაგრამ ისტერიულად ვნერვიულობ რომ შეიძლება ცოფი მაინც დამემართოს, სიმპტომი ჯერ არაფერი მაქვს მაგრამ ნერვიულობიდან გამომდინარე მომენტებში მგომია რომ შეიძლება რამე მჭირდეს … განსაკუთრებით ვნერვიულობ ღამურის ფაქტზე მაინტერესებს ეს აცრა თუ დამიცავს და მაქვს თუარა ამ შემთვევაში გარანტია რომ ამ შემთხვევებიდან გამომდინარე არაფერი დამემართება? საქარტველოში თუ ყოფილა ღამურიდან ადამიანზე ცოფის გადატანის ფაქტი? რამდენად საშიშ მდგომარეობაში ვარ?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სპორტი და მოხდენილი სხეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები