/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ყურების გახვრეტა

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ყურების გახვრეტა
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრგან პატარებს ყურებს დაბადებისთანავე უხვრეტენ, ექიმები ამის გაკეთებას

სამ წლამდე არ გვირჩევენ. პირველ ყოვლისა, ადრეულ ასაკში შესაძლოა ზუსტად ვერ განისაზღვროს ადგილი, სად სჯობს ყურის გახვრეტა და შემდგომ მისი შეხორცება და სხვა ადგილის გახვრეტა გახდეს საჭირო.

გარდა ამისა, პატარამ შესაძლოა საყურე შემთხვევით რამეს გამოსდოს და ყურის ბიბილო სერიოზულად დაიზიანოს. მართალია 1,5 წლის ასაკში პატარებს ყურის გახვრეტასთან დაკავშირებული ტკივილი ადვილად გადააქვთ და სწრაფადაც ავიწყდებათ, მაგრამ სპეციალისტები მშობლებს 3-წლამდე მოცდას ურჩევენ.

რაც შეეხება ყურის ნიჟარასთან გახვრეტას, ყურის ნიჟარის სისხლმომარაგების თავისებურებიდან გამომდინარე, აგრეთვე აქტიური ნეიროგენული წერტილების არსებობის გამო, ყურის ნიჟარის ნებისმიერ წერტილში გახვრეტა არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელია ყურის გახვრეტა გამოცდილ სპეციალისტს ანდოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წინათ მიაჩნდათ, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უკეთესი - მით უფრო ნაკლებად აცნობიერებს, რა ხდება; ტკივილთან დაკავშირებული სტრესი მალე გაივლის, ხოლო საყურეებით მიღებული სიხარული დიდხანს გაჰყვება. ამჟამად ექიმები და ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ: უმჯობესია მოვიცადოთ, სანამ ბავშვი თვითონვე არ მოგვთხოვს ამას. თუ თქვენი გოგონა უკვე დაჟინებით გთხოვთ ყურების გახვრეტას, ესე იგი საამისო დროც მოსულა. საჭიროა, პროცედურისთვის მოემზადოთ.

როგორ ტარდება პროცედურა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, მყავს 11 თვის პატარა და დაუდგინდა ჭინჭრის ციება. სისხლის ანალიზებში არანაირი ცვლილება არ იყო. ესლოტინის, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დასალევად დანიშნული. მეთორმეტე დღეს მხოლოდ ბარძაყებზე გამოაყარა პატარა ბრტყელი ვარდისფერი ლაქები და აულაგდა იმ დღესვე. 20 დღე ვიმკურნალეთ. შესაძლებელია კიდევ რომ გაუმეორდეს? მყავს ბუნებრივ კვებაზე. რასაც მანამდე ვჭამდი და მასაც ვაჭმევდი, სიახლე არ გვქონია არაფერი. შესაძლებელია მცენარეს ან მწერის ნაკბენს გამოეწვია ჭინჭრის ციება? დაუუდოვებელს არ ვაცმევ და დაუუთოვებელში არ ვაწვენ. შიში დამრჩა რომ გაუმეორდება, ლამის ღამეც არ დავიძნო და ვათვალიერებ სულ ახალი გამონაყარაი ხომ არ აქვს სადმე. 20 დღეა დიეტაზე ვართ. ეგებ მირჩიოთ რამე.</p>

ყურის ბიბილოზე მრავალი რეფლექტორული წერტილია. ისინი დაკავშირებულია სახის მიმიკურ კუნთებთან, ენასთან, თვალებსა და სხვა ორგანოებთან, ამიტომ ყურების გახვრეტას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. გახურებული მახათი დაივიწყეთ და გოგონა მიიყვანეთ სალონში, ექიმ კოსმეტოლოგთან, რომელიც პროცედურას უმტკივნეულოდ და გაურთულებლად ჩაატარებს. მან იცის, სად უნდა გახვრიტოს ყურის ბიბილო, რომ არ შეეხოს რეფლექტორულ წერტილებს და არ ატკინოს პატარას. ყურების გასახვრეტად ყველაზე გავრცელებული მოწყობილობაა ე. წ. პისტოლეტი. კოსმეტოლოგი შეარჩევს წერტილს, მონიშნავს და შემდეგ ამ ხელსაწყოს საშუალებით ხვრეტს. შედეგად ყურზე ჩნდება ნახვრეტი, მასში კი ფერადთვლიანი საყურე ბრწყინავს. არავითარი ტკივილი! მაქსიმუმი, რაც შეიძლება იგრძნოს ბავშვმა, წვაა.

როგორ მოვუაროთ ჭრილობას

მიუხედავად პროცედურის სიმარტივისა, ნუ დაივიწყებთ, რომ გახვრეტილი ადგილი წარმოადგენს ჭრილობას, რომელსაც მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ჭრილობა რომ სწრაფად და კარგად შეხორცდეს, არ დაჩირქდეს, აუცილებელია მისი მოვლა. გირჩევთ:

• დილა-საღამოს, ასევე - ქუჩაში გასეირნებისა და წყლის პროცდურების შემდეგ ნახვრეტი კალენდულას ნაყენით დაამუშაოთ.

• დღეში რამდენჯერმე - სასურველია, დამუშავებამდეც - ფრთხილად ატრიალოთ საყურე აქეთ-იქით.

• ეცადეთ, ბავშვმა ერთი კვირა მაინც არ დაისველოს ყურები.

• ნუ მოხსნით საყურეს, სანამ ჭრილობა კარგად არ შეუხორცდება. ამას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.

• თმა ყოველთვის შეკრული ჰქონდეს, რომ ჭრილობას არ შეეხოს.

როდის არ შეიძლება ყურების გახვრეტა?

ყურების გახვრეტა არ არის რეკომენდებული, თუ ბავშვი ალერგიულია. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ ალერგოლოგთან. თითქმის ყველა ლითონი, რომლისგანაც მზადდება სამკაულები, შეიცავს კომპონენტებს, რომლებმაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული ყურების გახვრეტა 1 წლამდე. კარგი იქნება, თუ 3 წლამდეც მოიცდით. მთავარი უკუჩვენება კი ბავშვის წინააღმდეგობაა. თუ მას არ სურს, არც უნდა დავაძალოთ.

თინათინ ქორიძე

კომენტარები (2)
თინი
საერთოდ ვერ ვხვდები ყურის გახვრეტის აუცილებლობას ბავშვებში,გაიზრდება და თუ თვითონ მოითხოვს კი ბატონო.
თარიღი : 11-02-2018
მშობელი
თუ ასეთი მნიშვნელოვანია უნდა აიკრძალოს ყველა შესახვევში ყურის გახვრეტის შესაძლებლობა
თარიღი : 18-01-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ყურების გახვრეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები