რა შეცდომას უშვებენ მშობლები შვილების აღზრდისას და რას გვირჩევენ ფსიქოლოგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეცდომას უშვებენ მშობლები შვილების აღზრდისას და რას გვირჩევენ ფსიქოლოგები

.

შევეცდებით ავხსნათ ზოგიერთი მათგანის უსაფუძვლობა. ეს მითები ხომ მემკვიდრეობით გვერგო ჩვენი დედებისა და ბებიებისგან, ზოგიც ახლა გაჩნდა. თავი სრულფასოვან მშობლად რომ იგრძნოთ, მოდით, საღი გონებით შევაფასოთ ისინი.

  • მითი 1. ბავშვს თუ დიდხანს კვებავთ ძუძუთი, მომავალში ის სხვაზე დამოკიდებული პიროვნება იქნება.

ბავშვი მართლაც დამოკიდებულია დედაზე, რაც თავად ბუნების კანონია. ეს ეხმარება ახალშობილს გადარჩენასა და ზრდაში. თუმცა ბუნებამვე შექმნა მექანიზმი, რომლის წყალობითაც ბავშვი თანდათან სცილდება დედას. ამისათვის ბავშვი 8-10 თვის ასაკში არის მზად. ამ პერიოდისთვის პატარა ცხოველ ინტერესს იჩენს სამყაროს მიმართ, რაც უფრო მნიშვნელოვანი და ძლიერი ხდება, ვიდრე დედის ძუძუ. მთავარია დედამ შეიგრძნოს ეს მომენტი და შვილთან ურთიერთობა სხვა დონეზე წარმართოს. თავად ძუძუთი კვება, რა ხანგრძლივობისაც უნდა იყოს ის, არ იწვევს დამოკიდებულებას. სირთულე მაშინ ჩნდება, როცა ძუძუს წოვა დედისა და შვილის ურთიერთობის ერთადერთი საშუალებაა.

  • მითი 2. ჩვილს არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, ამიტომ სულაც არ არის აუცილებელი, განუმარტოთ თქვენი ყველა მოქმედება.

სინამდვილეში ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ახალშობილსაც კი უნდა მოვუყვეთ ოჯახში მომხდარი ცვლილებების შესახებ. მით უმეტეს, პატარას ყოველთვის უნდა ავუხსნათ, "რას ვუპირებთ". სულაც არა აქვს მნიშვნელობა, ესმის თუ არა ბავშვს თქვენი სიტყვები. საყურადღებოა სიტყვების არა იმდენად ინფორმაციული შინაარსი, რამდენადაც ემოციური, მგრძნობელობითი დატვირთვა.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ბავშვები, რომელთაც დაბადებისთანავე ესაუბრებიან ისე, როგორც თანატოლებს, უფრო სწრაფად და ადვილად იწყებენ ლპარაკს. მსგავსი საუბრები მშობლებსაც დიდ დახმარებას გაუწევენ, რათა ახლოს გაიცნონ თავიანთი შვილები, გააცნობიერონ, რომ ბავშვი მხოლოდ მოვლისა და აღზრდის ობიექტი კი არა, დამოუკიდებელი ადამიანია ინდივიდუალური თავისებურებებით.

  • მითი 3. ბავშვს სიჩუმე და სიმშვიდე სჭირდება, ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ მასთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან.

პირველ ყოვლისა, წლამდე ასაკის ბავშვებს სჭირდებათ მშობლებთან ერთად ყოფნა და ახალი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, ახალშობილებს აქვთ უნარი, წყნარად იძინონ საკმაო ხმაურშიც კი. ბევრი ახალგაზრდა ოჯახისთვის საზოგადოებაში გასვლა პატარასთან ერთად ნამდვილი ხსნაა. რა თქმა უნდა, როკფესტივალი ან ლუდის ბარი შესაფერისი ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მუზეუმში, გამოფენაზე, ოჯახურ რესტორანში ალბათ შეგიძლიათ წახვიდეთ.

ამ მითის "სიცოცხლისუნარიანობას" ექიმების აზრიც განაპირობებს - ჩვილის ორგანიზმი საკმაოდ მგრძნობიარეა ინფექციების მიმართ, რის გამოც მისი ყოფნა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სასურველი არ არის. რა თქმა უნდა, გრიპის ეპიდემიის დროს არავინ გირჩევთ ჩვილით ხელში მუზეუმის დათვალიერებას, მაგრამ წლის დანარჩენ პერიოდში მსგავს შემთხვევაში თქვენს შვილს და იმ ბავშვს, რომელიც მხოლოდ ეზოში ჩაჰყავთ სასეირნოდ და ამის გამო ლიფტით მგზავრობს, დასნებოვნების თანაბარი რისკი აქვთ.

  • მითი 4. ხშირი ხელში აყვანით ბავშვს ზედმეტად გაანებივრებთ.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ამ მითის მიზეზი არის მშობლის დაბნეულობა, შიში იმის გამო, რომ ცხოვრების წესი ჩვილის მოთხოვნებს უნდა დაუქვემდებარონ. სინამდვილეში უშუალო სიახლოვე დედის სხეულთან, მისი ხელების სითბოსა და გულისცემის შეგრძნება პაწია არსებისთვის აუცილებელია, რათა თავი დაცულად იგრძნოს. მთავარია არ გამოგრჩეთ მომენტი, როცა ბავშვი თავად გადაწყვეტს თქვენი ხელებიდან ჩამოხტომას...

  • მითი 5. იდეალური ბავშვი თავისით ერთობა.

ალბათ გსმენიათ ლეგენდები იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც არასოდეს ტირიან და შიმშილსაც კი დელიკატური "კნავილით" გვამცნობენ. თუმცა ბავშვთა უმრავლესობას მარტო 5 წუთითაც ვერ დატოვებთ, ისინი დაჟინებით მოითხოვენ ჩვენს საუბარს, ხელში აყვანას, გართობას, ერთი სიტყვით, ურთიერთობას, რომელიც არ წყდება. განვითარების აუცილებლობა აიძულებს ბავშვს, მუდმივად მოითხოვოს თქვენი ყურადღება.

  • მითი 6. კარგი დედის შვილი არ ჭირვეულობს, არ ტირის, არ ავადმყოფობს.

ეს მითი სათავეს ალბათ პატრიარქალური ეპოქიდან იღებს, როცა ქალის ერთადერთი საქმიანობა დედობა იყო. ბავშვი შეიძლება ჭირვეულობდეს, ტიროდეს, ავადაც ხდებოდეს, რაც სულაც არ არის "ცუდი დედობის" მაჩვენებელი. თუმცა თუ დედა ყველა საგანგაშო სიტუაციას აღიქვამს როგორც თავისი წარუმატებლობის ნიშანს და დანაშაულს გრძნობს, აუცილებელი ღონისძიებების მიღება მას ნამდვილად გაუჭირდება. დანაშაულის გრძნობას რომ სძლიოს, დედამ უარი უნდა თქვას საკუთარი ყოვლისშემძლეობის შეგრძნებაზე, რადგანაც მსგავსი ფიქრები დედას ავიწყებენ, რომ პატარა უკვე მის ორგანიზში კი არა, მის გვერდით ცხოვრობს.