/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როდემდე ვაწოვოთ ბავშვს ძუძუ?

როდემდე ვაწოვოთ ბავშვს ძუძუ?
მყავს 4 თვის შვილი. ვაწოვებ ძუძუს. სიამოვნებით წოვს. როდიდან მივცე დამატებითი საკვები და როდემდე შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება?

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვს პირველი დამატებითი საკვები უნდა მივცეთ 6 თვიდან. ეს იმიტომ, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება მისი ორგანიზმის მოთხოვნილება კალორიებზე, მიკროელემენტებზე, უპირველესად - რკინაზე, ამასთან, ბავშვი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად უკვე მზადაა დამატებითი საკვების მისაღებად. დედის რძე კი მის მოთხოვნილებებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს.

პედიატრები დამატებითი საკვების მისაღებად ბავშვის მზადყოფნის შემდეგ კრიტერიუმებს გვთავაზ­ობენ:

  • თავის კარგად დაჭერის უნარი;
  • დაუხმარებლად, პრაქტიკულად დამოუკიდებლად ჯდომა;
  • კოვზით საკვების პირთან მიტანისას პირის გაღება;
  • თუ მშიერი არ არის, ამ დროს თავის გვერდით გაწევა;
  • პირის დაკუმვა კოვზით პირში ლუკმის ჩადებისას, პირში საკვების გაჩერება (და არა გადმოფურთხება) და გადაყლაპვა.

რაციონში დამატებითი საკვების შეტანა ხდება ტრადიციული სქემით, პროდუქტების გარკვეული თანმიმდევრობით: ბოსტნეულის პიურე, ფაფა; საკვების კონსისტენციის გასქელება, ულუფის თანდათანობითი გაზრდა. ჯერ ვაძლევთ დამატებითი საკვების მცირე ულუფას, მერე - დედის რძეს. ასე თანდათანობით ერთ კვებას მთლიანად ჩაანაცვლებს დამატებითი საკვები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თანამედროვე მიდგომით, დედამ თავისი თეფშიდან უნდა შესთავაზოს ბავშვს რამდენიმე კოვზი კერძი, რათა პატარა ახალი საკვების გემოს შეაჩვიოს. არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ პირველი დამატებითი საკვების მიცემისას:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი.
  • ყოველი ახალი პროდუქტი უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში მცირე ულუფებით.
  • ყურადღებით დავუკვირდეთ ბავშვის მდგომარეობას - ალერგიულ გამოვლინებებს (გამონაყარი, კანის სიწითლე და ა.შ.), კუჭის მოქმედებას (თხიერი განავალი, მუცლის შებერილობა და ა.შ.). ამ და ნებისმიერი სხვა საეჭვო მდგომარეობისას დამატებითი საკვების მიცემა უნდა შეწყვიტოთ და ერთი კვირის შემდეგ დაიწყოთ სხვა საკვებთან შეგუება.
  • დამატებითი საკვები აუცილებლად მიეცით კოვზით და არა ბოთლით.
  • თუ ბავშვს საკვების მიღება არ სურს, ნუ დააძალებთ.
  • უარის შემთხვევაში შეეცადეთ, მისცეთ რამდენიმე დღის შემდეგ ან სულაც შეუცვალოთ სხვა პროდუქტით.

ძუძუთი კვება

დამატებითი საკვების მიცემის მიუხედავად, ძირითად საკვებად რჩება რძე, მაგრამ რამდენ ხანს ვაწოვოთ ძუძუ, ინდივიდუალურად წყდება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ძუძუდან ბავშვის მოცილება უნდა დავიწყოთ 9-12 თვის ასაკში, თუმცა არსებობს სხვა, ამჟამად უფრო მეტად მიღებული მოსაზრებაც: შეიძლება, ბავშვს ძუძუ ვაწოვოთ 2-2,5 წლამდე, თუ თავად სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ დედის რძით იკვებებოდეს - ასე ორგანიზმი სრულყოფილად ვერ შეივსება საჭირო ინგრედიენტებით.

შეკითხვა ექიმს
<p>-ჩემი შვილი 11 წლისაა.შემთხვევით გავიგე,რომ გეგმიური აცრა 5 წელზე რომ უკეთდება საერთო ბაზაში არ არის შეტანილი,არადა გაკეთებული აქვს,რასაც ვერ ვამტკიცებთ,პედიატრმა ჩვენ ბაზაში არსებული ინფორმაციით ვხელმძღვანელობთო და ასაცრელიაო.მოკლედ შეიძლება ეს აცრა რომ ხელმეორედ გაუკეთდეს 11 წლის ასაკში და რამეს ხომ არ ავნებს?</p>

ფსიქოლოგები და პედიატრები ძუძუთი ხანგრძლივ კვებას ხსნიან შემდეგი მიზეზებით:

  • დედის რძე - მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც - ერთი წლის შემდეგაც ამარაგებს ბავშვის ორგანიზმს ცილებით, ცხიმებით, იმ ფაქტორებით, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის სიცოცხლესა და ფუნქციონირებას. თუ დედა ბალანსირებულად იკვებება, შესაძლოა, მისმა რძემ დააკმაყოფილოს ამ ინგრედიენტებზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნა.
  • დედის რძე მხოლოდ შიმშილის დაოკებას კი არ ემსახურება, არამედ შეიცავს ანტისტრესულ და ტკივილგამაყუჩებელ ჰორმონებს, დამცველობით ფაქტორებს, არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას. მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ორგანიზმს ფუნქციური სისტემების ფორმირებაში ეხმარება.

საინტერესო ფაქტები

1. დედის იავნანა არა მხოლოდ ამშვიდებს ბავშვს, არამედ აჩქარებს მისი აზროვნების განვითარებას და ხელს უწყობს მშობლიური ენის შესწავლას. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იავნანა აუმჯობესებს ლაქტაციას!

2. დადგენილია, რომ ბავშვის ტვინის ზრდისა და განვითარების სიჩქარე მაქსიმუმს აღწევს დაბადებიდან 2,5 წლამდე. შემდეგ 6 წლამდე ტვინის განვითარების ტემპი ნელდება, თუმცა მაინც ძალიან მაღალი რჩება, 6 წლის შემდეგ კი მკვეთრად ქვეითდება.

3. განურჩევლად იმისა, რომელ ენაზე მეტყველებენ მშობლები, ყველა ჩვილი პირველ მარცვლებს ერთნაირად წარმოთქვამს: “მა”, “ბა”, “ამ”, “ტა”.

4. ბავშვთა სტომატოლოგებმა გამოიკვლიეს ძუძუთი კვების გავლენა ჩვილის პირის ღრუს ფორმირებაზე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს წოვა სიცოცხლის პირველ წელს ხელს უწყობს ქალასა და კბილების სწორ ფორმირებას. დადასტურებულია, რომ ძუძუს წოვისას პირის მოძრაობის წყალობით საგრძნობლად მცირდება არასწორი თანკბილვის განვითარების ალბათობა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
მთავარი საყურადღებო მომენტები წლამდე ბავშვის მოვლისას - რა უნდა იცოდეს ახალბედა დედამ
ბავშვის დაბადება უდიდესი სიხარული და ამავდროულად, ახალი გამოწვევების დასაწყისია ყველა ახალბედა მშობლისთვის,
სრულად
საზაფხულო სკოლის ფორმატი
საზაფხულო სკოლის ფორმატი
მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.
სრულად
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
რა ადგილი უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში თამაშს და როგორია მისი როლი მოზარდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, -
სრულად
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ელექტრონულ მოწყობილობებზე დამოკიდებულება
ტექნოლოგიები და გაჯეტები არა მხოლოდ უფროსების, ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა.
სრულად
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა იძულების გარეშე
თანამედროვე ბავშვებს წიგნით ბევრად უფრო იშვიათად დაინახავთ, ვიდრე გაჯეტით. მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ცხოვრება სოციალური ქსელების გარეშე, მაგრამ
სრულად
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
რამდენი ძილი სჭირდება ბავშვს?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როდემდე ვაწოვოთ ბავშვს ძუძუ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები