რჩევები ახალგაზრდა დედებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები ახალგაზრდა დედებს

მასზე, მაგრამ მეჩვენება, რომ უცნაურად იქცევა: ჭირვეულობს, ისტერიკულ სცენებს მართავს, ეზოში ბავშვებს ეჩხუბება. ტირილის დროს ამბობს, რომ დედა უნდა, თუმცა მე მუდამ მის გვერდით ვარ. როგორ დავეხმარო?

თქვენს გოგონას არცთუ იოლი პერიოდი უდგას. საუკეთესო, რაც შეიძლება მისცეთ, უფრო მეტი სითბო, სიყვარული და ყურადღებაა. ის უნდა გრძნობდეს თქვენს თანადგომას, უნდა წაახალისოთ ის, იამაყოთ მისი შესრულებული სამუშაოთი, ხატოთ, ძერწოთ, იკითხოთ მასთან ერთად... ძალიან მნიშვნელოვანია სხეულებრივი კონტაქტი: მოეხვიეთ, მიეალერსეთ, აკოცეთ, თავზე ხელი გადაუსვით... და, რა თქმა უნდა, არასოდეს შეადაროთ უფროსი შვილი უმცროსს, არ შეარცხვინოთ, არ მოახვიოთ თავს “უფროსის” როლი. გადაატანინეთ ყურადღება საოჯახო საქმეებზე, ამასთან, მოექეცით არა როგორც დაქვემდებარებულ ადამიანს, არამედ როგორც ნამდვილ მეგობარს - ჰკითხეთ, რა სურს, რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე, მიაღებინეთ მონაწილეობა მგზავრობის, საყიდლების, გასეირნების დაგეგმვაში... როცა იგრძნობს, რომ ის საჭიროა, უკვე დიდია (მაგრამ არა უფროსი და პასუხისმგებელი!), პრობლემების დიდი ნაწილი თავისთავად გაქრება, გოგონა დამშვიდდება და კვლავ დამჯერი და ბედნიერი გახდება, ნაკლებად იეჭვიანებს, რადგან მიხვდება, რომ ძველებურად უყვართ. მოიკრიბეთ მოთმინება და ყველაფერი გამოგივათ.

ბავშვთან თამაში მოსაწყენია

ჩემი გოგონა 4 წლისაა. მას ძალიან უყვარს სიუჟეტურ-როლური თამაშები, მე კი ისინი არ მაინტერესებს, მოსაწყენი მეჩვენება. ალბათ წარმოსახვა არ მყოფნის. მე და ჩემი გოგონა დავდივართ თეატრებში, ერთად ვუყურებთ მულტფილმებს, გულითადად ვსაუბრობთ და ვკითხულობთ წიგნებს - ყველაფერ ამას სიამოვნებით ვაკეთებ, აი, თამაში კი არ გამომდის. როგორ მოვიქცე?

ამ პრობლემასთან შეჯახება მრავალ დედას უხდება. მოახდინეთ საკუთარი თავის მოტივირება დისციპლინის საშუალებით. გამოყავით დღეში ნახევარი ან ერთი საათი ბავშვთან სათამაშოდ - ფსიქოლოგიურად ეს უფრო ადვილი გადასალახავი იქნება თქვენთვის. შეიძლება უფრო შემოქმედებითი ვარიანტის გამოყენებაც - შესთავაზეთ გოგონას რაიმე საქმიანობა. მაგალითად, სანამ ცომისგან ფიგურებს ამზადებთ, თამაშობთ, სხვადასხვა სიუჟეტს იგონებთ, მერე კი ფიგურებს ღუმელში შეაწყობთ და ზღაპარიც მზადაა! ასევე შეიძლება შევქმნათ სამაგიდო თამაშები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ჩართეთ ფონად თქვენი საყვარელი მუსიკა, რადიოსპექტაკლი ან აუდიოწიგნი - აღარ გექნებათ განცდა, რომ დროს “ტყუილად კარგავთ”. ბავშვთან თამაში არ უნდა ჰგავდეს “მოვალეობის მოხდას”. მოძებნეთ ვარიანტები, რომლებიც პატარასაც მოეწონება და თქვენც.