არტ-თერაპია - მკურნალობის მეთოდი ფიზიკური, მენტალური და ემოციური მდგომარეობის საკორექციოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტ-თერაპია - მკურნალობის მეთოდი ფიზიკური, მენტალური და ემოციური მდგომარეობის საკორექციოდ

გამოასწოროს პიროვნების მენტალური, ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა. არტ-თერაპია დაკავშირებულია კლიენტის მიერ სხვადასხვა გამომსახველობითი მასალების გამოყენებასთან და ვიზუალური სახეების შექმნასთან.იგი პირდაპირკავშირშია შემოქმედებით პროცესთან და კლიენტის რეაქციებთან,რომელიც ასახავს მისი ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს, პიროვნულ თვისებებს, ინტერესებს, პრობლემებსა თუ კონფლიქტებს.

თერაპიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფოკუსირება მოხდეს შეგრძნებებზე და გრძნობებზე. შემოქმდებითი პროცესი გვაძლევს კინესთეტიკური ექსპერიმენტის შესაძლებლობებს, ვიზუალური შეგრძნებებისა და აღქმის უნარის განვითარების შანსს.

ტერმინი "არტ- თერაპია" შემოიღო ადრიან ჰილმა, რომელმაც ტუბერკულოზის მქონე პაციენტებთან მუშაობისას შენიშნა, რომ შემოქმედებითი საქმიანობა ხელს უწყობდა დაავადებასთან ეფექტურად გამკლავებას. თუმცა, არტ–თერაპიის სულის ჩამდგმელად პითაგორას მიიჩნევენ, რომელიც ლეგენდის თანახმად ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს ქნარზე შესრულებული მუსიკით კურნავდა.

mkurnali.ge

ფსიქიკურ აშლილობათა კვლევის, დიაგნოსტირებისა და შემდგომი კორექციისთვის, საოჯახო და ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსებისა და სარეაბილიტაციო პერიოდის თანმხლები მკურნალობის დროს ხელოვნებით თერაპია შეუცვლელი მეთოდია და ჯერ კიდევ ფსიქოანალიზის აღმოცენების დროიდან აქტიურად გამოიყენება.კარლ გუსტავ იუნგი, ცნობილი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და "კოლექტიური ცნობიერის" მკვლევარი, თავის ნაშრომებში მიუთითებდა, რომ სიმბოლური ენა, რომელიც ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით მეტყველებს, ყველაზე ნათლად გამოხატავს პიროვნების " შინაარსს" და მის ქვეცნობიერს, ფარულ და ხშირად პიროვნებისთვისვე უცნობ შფოთვა სა და წუხილს, რაც არაერთი ფსიქიკური პრობლემის მიზეზი ხდება.

ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემას და შემდგომ ამ შინაარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარებას იუნგი "კომპენსატორულ პროცესს" უწოდებდა და საკუთარი პაციენტების შემოქმედებით პოტენციალს ხშირად იყენებდა დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

mkurnali.geსიტყვასიტყვით "არტთერაპია" ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.

შესაძლოა, ბევრს პარადოქსულად მიაჩნდეს, მაგრამ ეპოქაში, სადაც ტექნიკური მიღწევებით გაჯერებული სამედიცინო მომსახურება და ფარმაკოლოგია წამყვან როლს ასრულებს პაციენტის მკურნალობაში, არტ-თერაპია უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება და მსოფლიოს უამრავ კლინიკაში იმკვიდრებს ადგილს.

დღესდღეობით არტ-თერაპიას სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი როდესაც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელი ხდება. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას მიაგნოს.

არტ-თერაპია ფსიქოთერაპიის სპეციალიზირებული ფორმაა, რომლის მიზანია საკუთარ თავთან ჰარმონიზაცია.მთავარი მაკორექტირებელი ტექნიკა სუბლიმაციის მექანიზმია. იუნგის თანახმად, ხელოვნება, განსაკუთრებით ლეგენდები და მითები, მიზანმიმართულია პიროვნული თვითგანვითარების პროცესზე, რომელიც უზრუნველყოფს არაცნობიერსა და ცნობიერს შორის ჰარმონიის დამყარებას.

ყველაზე მნიშვნელოვანია არტ-თერაპიის ტექნიკა. აქტიური წარმოსახვის სისტემა, რომლის ერთერთი მთავარი ამოცანაა ცნობიერსა და არაცნობიერს შორის ეფექტური კომუნიკაციის გზების მოძიება.

არტ თერაპიის მაკორექტირებელი შესაძლებლობები უკავშირდება კლიენიტის თითქმის შეუზღუდავ თვითგამოხატვისა და თვითრეალიზების შესაძლებლობებს,შემოქმედებითი გზით უმტკივნეულოდ საკუთარი "მე" -ს შეცნობას და აღიარებას.

mkurnali.ge

არტ-თერაპია შეგვიძლია განვამრტოთ, როგორც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების საშუალებით არის გრძნობების გათავისუფლების უმტკივნეულო მეთოდი. არტ- თერაპიას არ აქვს არც შეზღუდვები და არც უკუჩვენება, იგი სტრესის შემსუბუქების უსაფრთხო მეთოდია. შემოქმედებითი პროცესი უზრუნველყოფს ნეგატიური ემოციების პოზიტიურად გარდაქმნას.

ფერები ასოციაციურ კავშირს ამყარებენ იმ შინაარსებთან, რომელიც ფსიქიკაშია გამჯდარი. სპეციალური ტექნიკების გამოყენებით, არტ- თერაპიაში ჩართული ადამიანი იწყებს იმ ფერების არჩევას, რომლითაც მას სურს შეასრულოს ნახატი. ამ დროს მისი ფერების არჩევანი არის განპირობებული სრულიად არაცნობიერი მოტივით, რადგან თვალს იზიდავს ის ფერი, რომელიც იმ გრძნობის თუ იმ შინაარსის ტრიგერია, რომლთანაც კლიენიტი არის დაკავშირებული ასოციაციურად. ამრიგად, არაცნობიერიდან ეტაპობრივად მჟღავნდება ის სიმბოლური შინაარსი, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა ღრმად არის დაპრესილი.

არტ-თერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ყველა მდგომარეობის დროს, იქნება ეს კლინიკური დეპრესია, სხვადასხვა სახის ნევროზები, ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები, და ა.შ. ასევე, ყოველდღიური სტრესის, გაღიზიანების და გადაღლის დროს. არტ-თერაპია შეიძლება იყოს, როგორც წამყვანი თერაპია, ასევე ეკლექტური მიდგომის შემადგენელი ნაწილი.

არტ-თერაპია გულისხმობს ნებისმიერი ხელოვნების გამოყენებას თერაპიული მიზნებისათვის: ხატვა, ძერწვა, წერა, მუსიკა და ა.შ. ის საშუალებას გვაძლევს გავთიშოთ გონება, თავი ავარიდოთ გართულებულ ვერბალიზაციას და ჩვენი ემოციები რაიმეს შემოქმედებით, კეთებით გადმოვცეთ.

არსებობს არტ-თერაპიის სხვადასხვა მიმართულებები, როგორიცაა :

• იზოთერაპია - იგი ასოცირდება მოდელირებასთან, ნახატთან და გამოყენებასთან. მაგალითად, ნახატების გამოყენების დროს ბავშვი სწავლობს არსებული სინამდვილეს აღქმასა და შეფასებას, თერაპიის პროცესის სტიმულირება ხდება ფანტაზიით. იზოთერაპია ხელს უწყობს შინაგანი "მე" -ს გამოვლენას.

• ბიბლიოთერაპია - ეს არის სპეციალურად შერჩეული საკითხავი მასალის, როგორც თერაპიული საშუალების გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს მიზანმიმართული კითხვის საშუალებით, ინდივიდუალური პრობლემების დაძლევას. ბიბლიოთერაპია ასევე განიმარტება, როგორც დინამიკური ინტერაქციის პროცესი მკითხველის პიროვნებასა და ლიტერატურას შორის. ბიბლიოთერაპია ეფექტურად გამოიყენება პიროვნების შეფასების, კორექტირებისა და ზრდისთვის.

• მუსიკათერაპია - მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს იძლევა განვითარების სხვადასხვა ტიპის პრობლემის მქონე ბავშვებთან. თერაპიის შედეგად უმჯობესდება ემოციური ბალანსი, მეტყველება, მოტორიკა, აღქმა, ყურადღების კონცენტრაციის უნარი. მუსიკათერაპია ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჯგუფური მრავალფეროვნება სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი არ გრძნობს თავს გუნდის ნაწილად და უჭირს კომუნიკაცია.

• ქვიშათერაპია - წარმატებით გამოიყენება ისეთი პრობლემების დაძლევისათვის, როგორებიც არის: ქცევის სხვადასხვა დარღვევები (ჰიპერაქტიურობა, აგრესიულობა, მომატებული ღელვა), შიშები, ენურეზი, მეტყველების დარღვევები, დასწავლის სირთულეები, ინტერპერსონალური ურთიერთობების პრობლემები, ფსიქოსომატური დაავადებები, დეზატაპტაციით მიმდინარე სხვადასხვა კრიზისული სიტუაციები (განქორწინება, ახლობელთან დაშორება, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.). სურათი ქვიშაზე შეიძლება აღქმული იქნას, როგორც სულიერი მდგომარეობის სამგანზომილებიანი გამოსახულება. ხშირად გაუცნობიერებელი პრობლემა თამაშდება ქვიშაზე, როგორც დრამა. კონფლიქტი ინაცვლებს შინაგანი სამყაროდან გარეგანში და ხილული ხდება. ეს კი საბოლოოდ ხელს უწყობს პიროვნების მიერ საკუთარი თავისა და მოვლენების ადექვატურ აღქმასა და გაჯანსაღებას.

მნიშვნელოვანია გამოვყოთ ხატვით თერაპია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებთან მუშაობის პროცესში.

ხატვა თითგამოხატვის ძლიერი საშუალებაა, რომლის განხორციელებაშიც გვეხმარება თვითიდენტიფიკაცია. იგი უზრუნველყოფს შევქმნათ გზა, რომელიც უსაფრთხოდ მიგვიყვანს გრძნობების გამოვლინებისაკენ. თერაპიის მიზანია ადამიანის რესურსების მთლიანად გააქტიურება და თვითრეგულაციის მექანიზმის განვითარება, კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარება, ნებელობითი, ემოციური და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება. ამ დროს ზემოქმედება ხდება აღქმისა და იდენტიფიკაციის სფეროებზე. შემოქმედებითი საქმიანობისას ადამიანი ქმნის ახალ რეალობას, განსაზღვრულ პროდუქტს, რომელშიც ავლენს თავის ფსიქოემოციურ მდგომარეობას

ბავშვები უმეტეს შემთხვევაში დიდ დროს უთმობენ ხატვას.მათ მიერ გამოყენებულ სიმბოლოებში მკაფიოდ ვხედავთ გრძნობებისა და ემოციების გამოვლინებას.არსებობს შიდა რეალობის გადასვლა გარედან და პირიქით. სწორედ ამ გადასვლის პროცესს ბავშვი ქმნის და ავითარებს თავის წარმოსახვაში სხვადასხვა კრეატიული შემოქმედებითი გზებით.

mkurnali.geთავიანთ ნაშრომებში, ბავშვები ხატავენ იმას, რასაც გრძნობენ. ისინი არ ცდილობენ ნამუშევრის ესთეტიკის ან ეთიკის თვალსაზრისით გაანალიზებას. ყოველ დღეს პატარა ადამიანი ყურადღებით აკვირდება,შესაბამისად აგროვებს სურათებს, შთაბეჭდილებებს, ცდილობს მოახდინოს თავისი ცოდნის სისტემატიზაცია და შემოქმედებითად დაამუშაოს იგი.

ბავშვს აქვს სურვილი, გააკონტროლოს საკუთარი თავი და მისი საგნები. ხატვა კი მას ამის გაკეთების საშუალებას აძლევს.იგი ფურცელზე ასახავს მის გამოგონებულ სამყაროს, რომელიც მხოლოდ მას ეხება. ამრიგად, ბავშვის შემოქმედებითი საქმიანობა მისი განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია.

ბავშვი თავად სარგებლობს შემოქმედებითი პროცესით, რის გამოც ეს კოგნიტური ოპერაცია მისთვის თერაპიულია. სწორედ ამიტომ არტ-თერაპია ბავშვებთან მუშაობისას მნიშნელოვნად ეფექტურია. მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად არიან "ემოციების ტყვეობაში", რადგან ისინი ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებენ თავიანთ გრძნობებს, რაც იწვევს იმპულსურ ქცევას, თანატოლებთან და უფროსებთან კომუნიკაციის გართულებებს. შესაბამისად არტ-თერაპია ბავშვს ეხმარება გააცნობიეროს მისთვის კონფლიქტური სიტუაცია, ყურადღება გაამახვილოს, აღმოაჩნოს ის ძლიერი უნარები, რომელიც თავად ბავშვმაც კი არ იცის მის შესახებ.

ამრიგად არტ-თერაპია არის სისტემური ინოვაცია, რომელსაც ახასიათებს: თეორიული და პრაქტიკული იდეების ერთობლიობა, ახალი ტექნოლოგიები; მრავალფეროვანი კავშირი სოციალურ, ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ ფენომენებთან, ინტეგრაციის, გარდაქმნის უნარი. ამ ყველაფრის გათვალისწინეიბთ კი არტ-თერაპია დიდ როლს ასრულებს ადამიანის ემოციური სამყაროს განვითარებასა და კორექტირებაში. არტ-თერაპიის შედეგად კი ვიღეთ ემოციურ და რაციონალურ ბალანსს, რომელიც ყველა პიროვნებაში, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა, იწვევს ჰარმონიისკენ სვლას.

არტთერაპევტი თამთა არველაძე