8 მხიარული იდეა ზამთრის არდადეგებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 მხიარული იდეა ზამთრის არდადეგებისთვის

2. ერთი კვირა საზღვარგარეთ

თუ მშობლებს საშუალება აქვთ, ძალიან სასიამოვნო მოგზაურობის დაგეგმვა შეიძლება საზღვარგარეთ - ნახავთ ახალ ქვეყნებს, აივსებით ახალი შთაბეჭდილებებით... ვინც მკაცრ ზამთარს ვერ ეგუება, ურჩევნია, სამხრეთის - თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ეგვიპტის კურორტებს ესტუმროს. ბევრია ზამთრის კურორტი ევროპაშიც: ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში...

3. მოიფიქრეთ გასართობი შინ

შესთავაზეთ პატარას კარნავალის გამართვა. მოიფიქრეთ კოსტიუმი მისთვის და სხვა ბავშვებისთვის. დაპატიჟეთ მეგობრები. დადგით წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილებიც, გამართეთ კონკურსი ლექსების კითხვაში. მოამზადეთ სტუმრებისთვის სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ თქვენივე ხელით დაამზადოთ. დააცხვეთ ნამცხვრები სიურპრიზებით. ოჯახის წევრებმა ჩამოწერეთ საახალწლო სურვილები და საღამოს ერთად წაიკითხეთ.

4. ისრიალეთ ციგით ან თხილამურებით

საუკეთესო დასვენება აქტიური დასვენებაა. მოდი, ვიშოვოთ ციგები და თხილამურები და გავეშუროთ თოვლიანი მთების დასაპყრობად. თუ ამინდი საშუალებას მოგცემთ, წადით უახლოეს ტყეში. მხიარული თამაშები კოცონთან, ცხელი ჩაი ყინვაში, ცეცხლზე შემწვარი სოსისი და კარტოფილი - ასეთი თავგადასავალი დიდხანს ემახსოვრება პატარას.

5. ვასწავლოთ ბავშვებს ციგურებით სრიალი

ზამთრობით იხსნება საციგურაო მოედნები. მოარგეთ ბავშვებს ციგურები - ეს სამი წლიდან შეიძლება. თუ თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ, დაიხმარეთ მწვრთნელები. ციგურებით სრიალი დიდ სიამოვნებას მიანიჭებს პატარებს.

6. ზღაპრის გმირების სამყაროში

ახალი წლის დღეებში ქალაქის ქუჩებში ხშირად იმართება წარმოდგენები. ბავშვებს ართობენ მასხარები, ზღაპრის გმირები, არის მხიარული ცეკვა-სიმღერა. ნუ მოაკლებთ თქვენს პატარებს ამ სიამოვნებას.

7. ესტუმრეთ თოვლის ბაბუას

ყოველ წელს თოვლის ბაბუა საგანგებოდ მოწყობილ რეზიდენციაში იწვევს პატარებს. ისინი მოუთმელად ელიან თოვლის ბაბუასთან შეხვედრას, რომელიც მათ საჩუქრებით სავსე ხურჯინით ელის.

8. ნაძვის ხის ზეიმი

ქალაქის მთავარი მოედნის გარდა, უამრავ ადგილას - საკონცერტო დარბაზებში, კლუბებში, თეატრებში, ცირკში - იმართება საახალწლო ზეიმი, გამოდიან მომღერლები, მოცეკვავეები, მასხარები, ჯუჯები... კინოთეატრებში საბავშვო ფილმებსა თუ მულტფილმებს აჩვენებენ. ბავშვები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს იღებენ. ნუ მოაკლებთ თქვენს პატარებს სიამოვნებას. ისინი სასიამოვნო შთაბეჭდილებებით სავსენი, დასვენებულნი, გაკაჟებულნი დაუბრუნდებიან საბავშვო ბაღსა თუ სკოლას და ეს დადებითი ემოცია დიდხანს გაჰყვებათ.