როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა

როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა
ყველა მშობლისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა შვილთან ერთად პარკში სეირნობს ან მისი მეგობრები ჰყავს სტუმრად - ერთხანს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ უეცრად ერთ-ერთი სტუმარი, სხვისი შვილი, უწესოდ მოქცევას იწყებს. ქცევა თანდათან უფრო და უფრო უმსგავსო ხდება, აშკარაა, რომ უფროსმა რამე უნდა იღონოს.

როგორ მოვიქცეთ ამ დროს, რა შეიძლება და რა - არა, როცა ცუდად სხვისი შვილი იქცევა?


ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია. უფროსის მოქმედება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ბავშვის ასაკზე, იმაზე, ვისი შვილია ის - ახლობლის თუ თითქმის
უცნობი ადამიანის... თავდაპირველად განვიხილოთ სიტუაცია, როცა ცუდად თქვენი ახლობლის შვილი იქცევა. სტანდარტული სურათი ასეთია: თქვენთან სტუმრად არიან მეგობრები; მათი შვილი გაუსხლტა უფროსებს, აღარ უჯერებს მშობლებს ან თავად მშობლები აღარ რეაგირებენ შვილის უმსგავსო საქციელზე. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, უპირატესობა თქვენს მხარეზეა - თქვენ დიასახლისი ბრძანდებით და თამაშის
წესებსაც თქვენ კარნახობთ. ხშირად პატარები ცელქობას მოწყენილობის გამო იწყებენ. ასე მაშინ ხდება, როცა უფროსები საუბრობენ, მხიარულობენ, ბავშვებისთვის კი გასართობი არ მოუფიქრებიათ, ამიტომ, როცა სტუმრებს ბავშვებითურთ ვეპატიჟებით, აუცილებელია, წინასწარ მოვამზადოთ სამაგიდო თამაშები, ფლომასტერები და სახატავი ფურცლები და შევთავაზოთ პატარებს თავის შესაქცევად. თუ ხედავთ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა, შეიძლება, სულაც არ დაელოდოთ მისი მშობლების რეაქციას და პატარას წყნარად, აღუშფოთებლად უთხრათ, რომ თქვენს სახლში ასე არ იქცევიან. არ გირჩევთ ნოტაციების კითხვას ცუდი ქცევის შესახებ - ეს ყველაზე მცდარი გზაა. მაგალითად, დივანზე ფეხსაცმელებით მორბენალ ბავშვს მშვიდად განუცხადეთ, რომ ფეხსაცმელები უნდა გაიხადოს, რადგან აქ თქვენ გძინავთ, და მიეხმაროთ კიდეც ამაში. არცთუ იშვიათად მშობლებს სწყინთ შვილის უგვანო საქციელზე მასპინძლის რეაქცია. თქვენი ნებაა, როგორ მოიქცევით ასეთ დროს - თუ მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, შეჩერდით. სხვაგვარად­აა საქმე, როცა ბავშვის უწესო საქციელის გამო კონფლიქტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოიშობა უცნობ ადამიანებს შორის. მაგალითად, ხშირია პროვოკაციული სიტუაციები საბავშვო მოედანზე. წყნარად მოთამაშე პატარებთან შესაძლოა მივიდეს აგრესიულად განწყობილი ბავშვი, რომელიც დაიწყებს სათამაშოების წართმევას, ხელის კვრას, ცუდი სიტყვების ძახილს. თუ ხედავთ, რომ ბავშვის მშობლები მის საქციელზე არ რეაგირებენ, უპირველესად სწორედ მათ უნდა მიმართოთ. არ არის გამორიცხული, ბავშვის ასეთი ქცევის მიზეზი მისი ფსიქიკის ან ნერვული სისტემის თავისებურება იყოს. ამ შემთხვევაში ან უნდა მოითმინოთ და თვალი ადევნოთ, რომ თქვენს პატარას არაფერი დაუშაოს, ან იქაურობას გაეცალოთ. სამწუხაროდ, არსებობენ მშობლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ პატარებს არაფერი არ უნდა ავუკრძალოთ, რათა მათი განვითარება არ შევზღუდოთ, თუმცა მაშინვე აღშფოთდებიან ხოლმე, როცა მათ შვილს სხვა ბავშვი სათამაშოს წაართმევს ან ხელს ჰკრავს. ზოგჯერ ბავშვის გვერდით უფროსი არის და არც არის... დიახ, იქვეა, მაგრამ ტელეფონით ლაპარაკობს და სულაც აღარ ახსოვს პატარა. ასეთ დროს უნდა ვთხოვოთ, ყურადღება მიაქციოს შვილს. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, შეიძლება პატარა ონავარს მივცეთ შენიშვნა, ოღონდ ისე, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის მიერ პროვოცირებული კონფლიქტი მხოლოდ მის თანმხლებ პირთან ერთად შეიძლება მოგვარდეს. არ შეიძლება სხვისი შვილის ლანძღვა, უსიამოვნო ეპითეტებით შემკობა და, რასაკვირველია, ცემა. როგორც არ უნდა იქცეოდეს ბავშვი, მისი დასჯის უფლება მხოლოდ მშობელს აქვს. გარეშე პირისგან ასეთი ქმედება შესაძლოა ძალადობად შეფასდეს.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენდა ბუნებაში თამაში 2-12 წლის ბავშვების
არც ისე დიდი ხანია, მთელი მსოფლიო კორონავირუსის საფრთხემ პრაქტიკულად სახლებში გამოკეტა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ასარიდებლად, საბავშვო ბაღებში, დღის ცენტრებსა
პატარა ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ნივთსა თუ საგანს, რომელიც მათ ყურადღებას იპყრობს,
შაქარს ზოგი ორგანიზმის "თეთრ მტრად" მოიხსენიებს , ზოგი - "მზაკვარ მეგობრად" , ზოგი - "თეთრ სიკვდილსაც" უწოდებს.
ახალი წელი ხომ ყველაზე საყვარელი დღესასწაულია ბავშვებისთვის,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად