/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ავსტრალიაში სრულად ვაქცინირებულად ის მოქალაქეები ჩაითვლებიან, რომლებიც „ბუსტერ“ დოზითაც არიან აცრილები

ავსტრალიაში სრულად ვაქცინირებულად ის მოქალაქეები ჩაითვლებიან, რომლებიც „ბუსტერ“ დოზითაც არიან აცრილები
ავსტრალიის მოქალაქეები კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლებიან,

თუ ისინი „ბუსტერ“ დოზითაც აიცრებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავსტრალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. პირის ვაქცინაციის სტატუსი ჩაითვლება „ვადაგასულად“, თუ ისინი არ მიიღებენ „ბუსტერ“ დოზას მეორე დოზის მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

ამასთან, ავსტრალიაში შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ მხოლოდ ორჯერადად აცრა იქნება საკმარისი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცნობისათვის, სტატისტიკის თანახმად, ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 16 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 94%-ს აქვს მიღებული. დაახლოებით 10 მილიონი მოქალაქე კი „ბუსტერ“ დოზითაც არის აცრილი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პატარა, მაგრამ ძვირფასი სტუმრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პატარა, მაგრამ ძვირფასი სტუმრები

.

  • "ჩემი თეკლა მორცხვი, შებოჭილი გოგონაა. სკოლაში თითქმის არავის ელაპარაკებოდა. გადავწყვიტე, შვილს დავხმარებოდი, ვინმეს დამეგობრებოდა. სახლში მოვიპატიჟეთ ანანო, რომელიც თეკლას ძალიან მოსწონდა. გოგონებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა, მალე თამაშიც დაიწყეს. მშობლიურ ჭერქვეშ ჩემი გოგონა აღარ იყო ისეთი მორცხვი. ბავშვებმა ძალიან კარგი დრო გაატარეს. ახლა ჩვენთან ანანოსთან ერთად სტუმრად დადის თეკლას კიდევ ორი თანაკლასელი. ისინი სკოლაშიც მეგობრობენ. თეკლა უფრო თავდაჯერებული გახდა, თავს მარტოსულად აღარ გრძნობს, მე კი მიხარია, რომ ამაში დავეხმარე. მისი მეგობრები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სტუმრები არიან."

ირინა, 31 წლის

  • "როცა პირველად მოვიწვიეთ სახლში ჩვენი მარიამის მეგობარი გოგონა, მისი მშობლები დაძაბულები შეხვდნენ ამ ფაქტს. შევთანხმდით, რომ ისინი შვილს ორი საათის შემდეგ მოაკითხავდნენ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ. როცა მშობლებმა დაინახეს, როგორი გაბრწყინებული იყო მათი გოგონა, შემდგომ უკვე სამი საათით გამოუშვეს, მერე კი თვითონვე მიიპატიჟეს სახლში მარიამი. ბავშვები დამეგობრდნენ და ძალიან მოსწონთ ასეთი ურთიერთობა. ჩვენც ვცდილობთ, მათ ხელი შევუწყოთ."

სალომე, 29 წლის

თუ გსურთ, თქვენი შვილი კომუნიკაბელური, გახსნილი იყოს, შეეძლოს მეგობრობა, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები. ისინი პატარა, მაგრამ ძალიან ძვირფასი სტუმრები არიან.

თუ გსურთ, თქვენი პატარა დაუმეგობრდეს სხვა ბავშვებს, უნდა ასწავლოთ მას თანატოლების კოლექტივთან შეთვისება. ამის ერთადერთი გზა არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც ისწავლება და რომლის სწავლაც არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელია. ამისთვის ბავშვი გამუდმებით უნდა ვავარჯიშოთ.

ბავშვებს არც ისე ბევრი საშუალება აქვთ ურთიერთობისათვის. საბავშვო ბაღში სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებული, გარდა ამისა, არსებობს უამრავი ”არ შეიძლება”, სკოლაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ძლივს ასწრებენ ერთმანეთისთვის ორიოდე სიტყვის თქმას, სწავლისაგან თავისუფალ დროს კი სხედან თავიანთ სახლებში და უყურებენ ტელევიზორს ან თამაშობენ კომპიუტერით. ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ოჯახებში, სადაც თითო ბავშვია. ბავშვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ თანატოლებთან ურთიერთობას და თამაშს, თანაც არა კონსტრუირებულ, განმავითარებელ თამაშს, რომლებიც უფროსების მიერ არის მოფიქრებული და ორგანიზებული, არამედ იმისას, რასაც თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები ამუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს და ამგვარად ხდება მათი თვისებების, ხასიათის ჩამოყალიბება.

  • სახლში უფროსი მე ვარ!

სტუმრების მოსაწვევად არ არის საჭირო განსაკუთრებული საბაბი. საკმარისია, ბავშვს რამდენიმე თავისუფალი საათი გამოუძებნოთ. უფროსებს შეუძლიათ, ამ ხნის განმავლობაში მიხედონ თავიანთ საქმეებს: მოამზადონ სადილი, იკითხონ, დაისვენონ.

ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაციები:

  1. მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვის მოიწვევს სტუმრად. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
  2. სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროსა და ხანგრძლივობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი მიღება მხოლოდ 1-2 საათს გაგრძელდება. შემდგომში შეიძლება სტუმრობის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
  3. გააფრთხილეთ შვილი, რომ ის მასპინძელია და ვალდებულია, იზრუნოს სტუმარზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი, მისცეს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
  4. გააცანით ბავშვს ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ აიღონ უფროსების ნივთები, თამაშის დამთავრების შემდეგ სათამაშოები აალაგონ, არ იყვირონ, როცა მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
  5. ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბავშვს მეგობრების თანდაწრებით. აღმზრდელობითი ლექცია სხვა დროისათვის გადადეთ. შენიშვნები მიეცით მაშინ, როცა მარტონი დარჩებით.
  6. მიეცით ბავშვებს საშუალება, ითამაშონ თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე. ”გიორგი, ეს სათამაშო აიღე!” ”ითამაშეთ დედაშვილობანა!” - ასეთმა რეპლიკებმა შესაძლოა საერთოდ დააკარგვინონ ბავშვებს თამაშის სურვილი.