მთავარია ურთიერთგაგება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მთავარია ურთიერთგაგება

ურთიერთგაგების უქონლობის ბრალია. დედა ამბობს, რომ ძალიან ნერვიული შვილი ჰყავს. პატარა კი სულ სამიოდე თვისაა. რით გამოიხატება ეს “ნერვიულობა”?

  • ბავშვი მკვეთრად რეაგირებს ყველა ბგერაზე, ხშირად შეკრთება ხოლმე, ზოგჯერ ტირის, განსაკუთრებით - მაშინ, როცა ტანსაცმელს სწრაფად უცვლიან.
  • ამავე ლოგიკით, წლინახევრის ბავშვს “მავნეს” უწოდებენ იმის გამო, რომ იატაკიდან იღებს ნივთებს და შეუძლია, კანიც დაგკაწროთ.

რა ხდება სინამდვილეში?

პატარა ბავშვი იმპულსურად მოქმედებს, მას სამყაროს შეცნობის სურვილი ამოძრავებს. ამიტომაც იკბინება, ხელს სტაცებს ნივთებს, ისვრის მათ. წლინახევრის გოგონა, რომელმაც მის გვერდით ჩაცუცქულ თანატოლ ბიჭს თავზე ქვიშა დააყარა, სულაც არ არის მავნებელი ან აგრესიული. არც ის ბიჭუნაა არანორმალური, რომელიც მეორე ბავშვს ფეხზე ექაჩება და თან ცდილობს, თვალში თითი ჩაუყოს. მას სულაც არ სურს, ავნოს თანატოლს; უბრალოდ, ეცნობა მას და ამას თავისებურად აკეთებს.

პატარები განზრახ როდი იქცევიან ცუდად, მაგრამ დედა, რომელმაც ეს არ იცის, სჯის, უყვირის ან წამოარტყამს ბავშვს. თუ უფროსები გააცნობიერებენ, რომ ბავშვი ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე იქცევა ასე, შეძლებენ, გააგებინონ პატარას, რა შეიძლება და რა - არა, რომელი ჟესტია უხეში და არასასიამოვნო და რომელი - ნაზი და ალერსიანი.

თუ ყველაფერს მშვიდად ავუხსნით და ვაჩვენებთ, ბავშვი იოლად მიხვდება, როგორ უნდა მოიქცეს და არც დანაშაულის გრძნობა დაეუფლება უნებლიე, ინსტინქტური ქცევის გამო, თანდათან ჩამოუყალიბდება წარმოდგენა იმის შესახებ, რა არის კარგი და რა - ცუდი, თანაც მისი ნორმალური აქტივობა არ შეფერხდება და არ დაითრგუნება გაუცნობიერებელი შიშით.

მშობლები ერთგვარად აიძულებენ შვილებს, შეესაბამებოდნენ მათ შეფასებას. თუ ხშირად გაიმეორებთ, რომ ბავშვი აგრესიული და მავნეა, ის მართლაც გახდება ასეთი.

მოზარდი და აგრესია

მთლი საქართველო შეძრა მოზარდებს შორის მომხდარმა საშინელმა დაპირისპირებამ, რომელსაც ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში. გთვაზობთ ინტერვიუს ბავშვთა ფსიქოლოგთან ჩვენი არქივიდან მოზარდთა აგრესიის შესახებ.

უმიზეზო აგრესია არ არსებობს. ის მაშინ წარმოიშობა, როდესაც ადამიანი აწყდება გაურკვევლობას, წინააღმდეგობას, ღალატს, როდესაც მისით მანიპულირებენ ან აშინებენ, როდესაც ის არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ეკარგება სხვებისთვის ცხოვრების სურვილი. სწორედ ამ დროს იჩენს თავს აგრესია გარშემო მყოფთა მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მიმართ განხორციელებული აგრესია, თუმცა ჩვენში ამაზე თითქმის არ ლაპარაკობენ. ასეთი ფაქტები ყოველთვის იმალება, ინიღბება. ბავშვები აგრესიას ეჯახებიან შინ, სკოლებში, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ტელეეკრანზე.

ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე გვესაუბრება.

გაგრძელება ნახეთ ბმულზე

https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/fsiqologia/3626-mozardi-da-agresia.html