/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

მოზარდი და აგრესია

მოზარდი და აგრესია
მთლი საქართველო შეძრა მოზარდებს შორის მომხდარმა საშინელმა დაპირისპირებამ, რომელსაც ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში. გთვაზობთ ინტერვიუს ბავშვთა ფსიქოლოგთან ჩვენი არქივიდან მოზარდთა აგრესიის შესახებ.

უმიზეზო აგრესია არ არსებობს. ის მაშინ წარმოიშობა, როდესაც ადამიანი აწყდება გაურკვევლობას, წინააღმდეგობას, ღალატს, როდესაც მისით მანიპულირებენ ან აშინებენ, როდესაც ის არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ეკარგება სხვებისთვის ცხოვრების სურვილი. სწორედ ამ დროს იჩენს თავს აგრესია გარშემო მყოფთა მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მიმართ განხორციელებული აგრესია, თუმცა ჩვენში ამაზე თითქმის არ ლაპარაკობენ. ასეთი ფაქტები ყოველთვის იმალება, ინიღბება. ბავშვები აგრესიას ეჯახებიან შინ, სკოლებში, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ტელეეკრანზე. ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე გვესაუბრება.

 

- ბევრმა შესაძლოა იცოდეს, ბევრს კი ალბათ გააკვირვებს იმის გაგება, რომ ბავშვების მიმართ აგრესიას ყველაზე ხშირად მშობლები ამჟღავნებენ. რისი ბრალია ეს?

- საზღვარგარეთ ამის შესახებ დაუფარავად საუბრობენ, საქართველოში კი ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ ჩვენში არ ხდება. ყოველდღიური საზრუნავისგან გადაღლილი მშობლები შვილთან კონფლიქტის დროს ხშირად წონასწორობას კარგავენ და შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მტირალი პატარა გაჩუმდეს. ზოგიერთი მშობელი ისე ძლიერ სცემს შვილს, რომ ის ტვინის შერყევით და სხვა ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება. მშობლების ძალადობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება, თვითშეფასება და მადის დარღვევები. ბევრი მშობელი აცნობიერებს, რომ სწორად არ იქცევა და სპეციალისტებთან გადის ფსიქოთერაპიის კურსს.

- სად არის გამოსავალი?

- ბავშვების მიმართ აგრესია ყველაზე მეტად ახასიათებთ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილ მშობლებს. მათ ვურჩევთ, ისე დაგეგმონ დღის რეჟიმი, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. თუ პატარას სამი წელი უკვე შეუსრულდა, შეიძლება მისი საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ ასაკში მათ იმის გაგებაც შეუძლიათ, რომ დედა დაიღალა და დასვენება სჭირდება. ბავშვისთვის ამის ახსნა ერთგვარი აღმზრდელობითი ნაბიჯიც იქნება - მან ხომ სხვისი გრძნობების პატივისცემაც უნდა ისწავლოს. დროთა განმავლობაში მას გამოუმუშავდება პატივისცემა მშობლების საქმიანობის მიმართ, გააცნობიერებს, რომ დედ-მამის დრო სულ მას არ ეკუთვნის. გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში თავად მისგან გაიგონოთ: "დედიკო, არ მცალია, მოგვიანებით ვისაუბროთ", ან "ცოტა ხანს მაცადე, განმარტოება მინდა". ეს ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ, ბავშვმა შეიგნო, რომ არსებობს საზღვარი მის შინაგან სამყაროს, ინტერესებს, მოთხოვნებსა და გარემოს შორის. გარდა ამისა, ბავშვები სწორედ მშობლებისგან სწავლობენ იმის სიტყვიერ გამოხატვას, რასაც განიცდიან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს მეტად მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების სხვისთვის გაზიარება, ნაცვლად დამალვისა.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

- ხშირად აგრესიის მიზეზი მშობლების აპათიაა...

- აპათია - ეს არის პასიური ემოციური მდგომარეობა, განურჩევლობა, გულგრილობა გარშემო მყოფთა მიმართ. ხშირად იგი გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, სამსახურში დაძაბული ვითარებით, ოჯახში აწეწილი ურთიერთობებით. ყოველივე ამის შედეგად კი ყველაზე მეტად ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ზარალდებიან. ასეთ დროს აუცილებელია პრობლემის მოგვარება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარება. პოზიტიური შედეგი მოაქვს ბავშვთან ერთად სეირნობას, საყვარელი ნათესავების მონახულებას. დიდ დახმარებას გაგვიწევს იმის გააზრებაც, რომ გვსურს, კარგი მშობლები ვიყოთ. არსებობს ე.წ. ხუთოსნის კომპლექსი, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ დედებს სურვილი უჩნდებათ, შვილი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღზარდონ. ისინი მიილტვიან, შეუქმნან შვილს საუკეთესო პირობები, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, რომ დაღლა არ შეიძლება... სწორედ მათ ეწურებათ შინაგანი და ემოციური რესურსი ყველაზე ადრე და ეუფლებათ აპათია და არა მათ, ვინც შვილების გონებრივ განვითარებაზე თითქმის არ ზრუნავს. ასეთ დროსაც დიდი სარგებლობა მოაქვს შვილთან ერთად უქმეების გატარებას ყოველგვარი მეცადინეობისა და აღმზრდელობითი ღონისძიებების გარეშე. გაითვალისწინეთ: ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც შვილს თქვენზე მეტს გაუკეთებს და ისეთიც, რომელიც იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რასაც თქვენ. თუ ხვდებით, რომ საქმეს ვერ აუდიხართ, დაიხმარეთ ვინმე - დედა, დედამთილი, და, მეგობარი, აიყვანეთ ძიძა და მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

- სასწავლო, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხშირად ცდილობენ მოზარდებში შიშის დათესვას. მართებულია ასეთი მიდგომა?

- შიშზე დაფუძნებული მეთოდები - ყვირილი, დასჯა - სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, თუმცა არცთუ სახარბიელოა მათი შედეგი. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ასეთი სურათი: დედა უფროს შვილს იმის გამო სცემს, რომ მან უმცროს დას ან ძმას ჩაარტყა და მოითხოვს მისგან, ასეთი რამ აღარ გაბედოს. აღზრდის ეს ხერხი არათუ შედეგს ვერ გამოიღებს, უფრო მეტადაც გააფუჭებს საქმეს. თავად განსაჯეთ - როგორ გავაგებინებთ ბავშვს, რომ ძალადობა არ შეიძლება, თუ თვითონვე ვიძალადეთ მასზე? ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მას პატივს სცემენ, რათა თავადაც ასე მოეპყროს სხვებს. იყო დრო, როდესაც შიშს მართლაც შეეძლო ბავშვის, მოზარდის  ქცევის შეცვლა და ამ კუთხით პოზიტიური შედეგის მოტანა, მაგრამ დღევანდელ ბავშვებში, რომლებიც გაცილებით ინფორმირებულები არიან, ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს - ისინი აგრესიაზე აგრესიითვე გვიპასუხებენ. ნებისმიერი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების კონტინგენტის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა 90 პროცენტი სწორედ ისეთი ადამიანია, ვინც შიშის ქვეშ იზრდებოდა, ვისაც მშობლები განსაკუთრებით მკაცრად სჯიდნენ. გარდა ამისა, ფსიქოთერაპევტებთან მრავლად ნახავთ პაციენტებს, რომლებიც არასწორი აღზრდის შედეგად დეპრესიით, შიშით, განგაშის შეგრძნებითა და აპათიით იტანჯებიან. ცხადია, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - არასწორია მეტისმეტად რბილი მოპყრობაც. ცხადია, ამას გვიკარნახებს ბავშვის სიყვარული, მაგრამ აღზრდის თვალსაზრისით ასეთი მიდგომა ნაკლეფექტიანია. ბავშვები ოქროს შუალედის პრინციპზე დაფუძნებული მეთოდებით უნდა აღვზარდოთ. თავისუფლება, რომელსაც ბავშვებს ვთავაზობთ, აუცილებლად უნდა ბალანსდებოდეს მეთოდებით, რომლებიც მათი კონტროლის საშუალებასაც იძლევა და, ამასთან, მათში თანამშრომლობის სურვილსაც ბადებს. არ შეიძლება ბავშვისთვის სრული თავისუფლების მიცემა, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ისე მოიქცევა, როგორც საჭიროა. მრავალი მათგანი, ვისაც ბავშვობაში ცუდად ექცეოდნენ, ცდილობს, არასოდეს დასაჯოს და დაამციროს შვილი - ჯერ ერთი, პირადი გამოცდილებით იციან, რომ ეს მეთოდები არ ჭრის, მეორე - სურთ, იყვნენ ისეთი მშობლები, როგორებზეც თავად ოცნებობდნენ. სწორედ აქ მოსდით მათ შეცდომა - არ იციან, როგორ შეცვალონ შიშზე დაფუძნებული მეთოდები სიყვარულით გაჯერებული წესებით, არ შეუძლიათ, ბავშვს დისციპლინისკენ მოუწოდონ და საბოლოო ჯამში, აზულუქებენ მათ. დღეს ბავშვები მცირე ასაკიდანვე მიილტვიან დამოუკიდებლობისკენ, ლამობენ უფროსების მეურვეობისგან გათავისუფლებას მაშინ, როდესაც საამისოდ ჯერ კიდევ არ არიან მზად. მათ სჭირდებათ მშობლების ხელმძღვანელობა, მაგრამ თუ მათი მტკიცე ნება ვერ იგრძნეს, აუცილებლად დააღწევენ თავს მათ კონტროლს.

კომენტარები (1)
მანანა
კარგი სტატიაა,მაგრამ სასურველია,კონკრეტული მაგალითები დაიდოს,ან რაღაც სასწავლო ვიდეოები,როგორც პატარებს ასწავლიან ქცევის წესებს,თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი სხვადასხვა სიტუაციაში....ძალიან ძნელია,იყო იდეალური მშობელი,ბავშვის ხასიათის თანდაყოლილი თავისებურებებიც ხომაა გასათვალისწინებელი...
თარიღი : 01-02-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მოზარდი და აგრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოზარდი და აგრესია

უმიზეზო აგრესია არ არსებობს. ის მაშინ წარმოიშობა, როდესაც ადამიანი აწყდება გაურკვევლობას, წინააღმდეგობას, ღალატს, როდესაც მისით მანიპულირებენ ან აშინებენ, როდესაც ის არ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ეკარგება სხვებისთვის ცხოვრების სურვილი. სწორედ ამ დროს იჩენს თავს აგრესია გარშემო მყოფთა მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების მიმართ განხორციელებული აგრესია, თუმცა ჩვენში ამაზე თითქმის არ ლაპარაკობენ. ასეთი ფაქტები ყოველთვის იმალება, ინიღბება. ბავშვები აგრესიას ეჯახებიან შინ, სკოლებში, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ტელეეკრანზე. ბავშვთა ფსიქოლოგი ელზა მესხი ბავშვებსა და მოზარდებზე განხორციელებული აგრესიის მიზეზებსა და გამოსავალზე გვესაუბრება.

 

- ბევრმა შესაძლოა იცოდეს, ბევრს კი ალბათ გააკვირვებს იმის გაგება, რომ ბავშვების მიმართ აგრესიას ყველაზე ხშირად მშობლები ამჟღავნებენ. რისი ბრალია ეს?

- საზღვარგარეთ ამის შესახებ დაუფარავად საუბრობენ, საქართველოში კი ეს თემა ერთგვარად ტაბუდადებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი რამ ჩვენში არ ხდება. ყოველდღიური საზრუნავისგან გადაღლილი მშობლები შვილთან კონფლიქტის დროს ხშირად წონასწორობას კარგავენ და შეუძლიათ ყველაფერი ჩაიდინონ, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ მტირალი პატარა გაჩუმდეს. ზოგიერთი მშობელი ისე ძლიერ სცემს შვილს, რომ ის ტვინის შერყევით და სხვა ტრავმებით სამკურნალო დაწესებულებაში ხვდება. მშობლების ძალადობის შედეგად ბავშვებს უვითარდებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეტყველების დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება, თვითშეფასება და მადის დარღვევები. ბევრი მშობელი აცნობიერებს, რომ სწორად არ იქცევა და სპეციალისტებთან გადის ფსიქოთერაპიის კურსს.

- სად არის გამოსავალი?

- ბავშვების მიმართ აგრესია ყველაზე მეტად ახასიათებთ ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილ მშობლებს. მათ ვურჩევთ, ისე დაგეგმონ დღის რეჟიმი, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. თუ პატარას სამი წელი უკვე შეუსრულდა, შეიძლება მისი საბავშვო ბაღში მიყვანა. ამ ასაკში მათ იმის გაგებაც შეუძლიათ, რომ დედა დაიღალა და დასვენება სჭირდება. ბავშვისთვის ამის ახსნა ერთგვარი აღმზრდელობითი ნაბიჯიც იქნება - მან ხომ სხვისი გრძნობების პატივისცემაც უნდა ისწავლოს. დროთა განმავლობაში მას გამოუმუშავდება პატივისცემა მშობლების საქმიანობის მიმართ, გააცნობიერებს, რომ დედ-მამის დრო სულ მას არ ეკუთვნის. გამორიცხული არ არის, ცოტა ხანში თავად მისგან გაიგონოთ: "დედიკო, არ მცალია, მოგვიანებით ვისაუბროთ", ან "ცოტა ხანს მაცადე, განმარტოება მინდა". ეს ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ, ბავშვმა შეიგნო, რომ არსებობს საზღვარი მის შინაგან სამყაროს, ინტერესებს, მოთხოვნებსა და გარემოს შორის. გარდა ამისა, ბავშვები სწორედ მშობლებისგან სწავლობენ იმის სიტყვიერ გამოხატვას, რასაც განიცდიან. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ეს მეტად მნიშვნელოვანია - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი გრძნობების სხვისთვის გაზიარება, ნაცვლად დამალვისა.

- ხშირად აგრესიის მიზეზი მშობლების აპათიაა...

- აპათია - ეს არის პასიური ემოციური მდგომარეობა, განურჩევლობა, გულგრილობა გარშემო მყოფთა მიმართ. ხშირად იგი გამოწვეულია მძიმე ფინანსური მდგომარეობით, სამსახურში დაძაბული ვითარებით, ოჯახში აწეწილი ურთიერთობებით. ყოველივე ამის შედეგად კი ყველაზე მეტად ოჯახის მცირეწლოვანი წევრები ზარალდებიან. ასეთ დროს აუცილებელია პრობლემის მოგვარება. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის დახმარება. პოზიტიური შედეგი მოაქვს ბავშვთან ერთად სეირნობას, საყვარელი ნათესავების მონახულებას. დიდ დახმარებას გაგვიწევს იმის გააზრებაც, რომ გვსურს, კარგი მშობლები ვიყოთ. არსებობს ე.წ. ხუთოსნის კომპლექსი, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებულ დედებს სურვილი უჩნდებათ, შვილი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აღზარდონ. ისინი მიილტვიან, შეუქმნან შვილს საუკეთესო პირობები, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ მიუღწეველი მიზანი არ არსებობს, რომ დაღლა არ შეიძლება... სწორედ მათ ეწურებათ შინაგანი და ემოციური რესურსი ყველაზე ადრე და ეუფლებათ აპათია და არა მათ, ვინც შვილების გონებრივ განვითარებაზე თითქმის არ ზრუნავს. ასეთ დროსაც დიდი სარგებლობა მოაქვს შვილთან ერთად უქმეების გატარებას ყოველგვარი მეცადინეობისა და აღმზრდელობითი ღონისძიებების გარეშე. გაითვალისწინეთ: ყოველთვის მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც შვილს თქვენზე მეტს გაუკეთებს და ისეთიც, რომელიც იმის ნახევარსაც ვერ გააკეთებენ, რასაც თქვენ. თუ ხვდებით, რომ საქმეს ვერ აუდიხართ, დაიხმარეთ ვინმე - დედა, დედამთილი, და, მეგობარი, აიყვანეთ ძიძა და მიმართეთ ფსიქოთერაპევტს.

- სასწავლო, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხშირად ცდილობენ მოზარდებში შიშის დათესვას. მართებულია ასეთი მიდგომა?

- შიშზე დაფუძნებული მეთოდები - ყვირილი, დასჯა - სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, თუმცა არცთუ სახარბიელოა მათი შედეგი. წარმოიდგინეთ, მაგალითად, ასეთი სურათი: დედა უფროს შვილს იმის გამო სცემს, რომ მან უმცროს დას ან ძმას ჩაარტყა და მოითხოვს მისგან, ასეთი რამ აღარ გაბედოს. აღზრდის ეს ხერხი არათუ შედეგს ვერ გამოიღებს, უფრო მეტადაც გააფუჭებს საქმეს. თავად განსაჯეთ - როგორ გავაგებინებთ ბავშვს, რომ ძალადობა არ შეიძლება, თუ თვითონვე ვიძალადეთ მასზე? ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მას პატივს სცემენ, რათა თავადაც ასე მოეპყროს სხვებს. იყო დრო, როდესაც შიშს მართლაც შეეძლო ბავშვის, მოზარდის  ქცევის შეცვლა და ამ კუთხით პოზიტიური შედეგის მოტანა, მაგრამ დღევანდელ ბავშვებში, რომლებიც გაცილებით ინფორმირებულები არიან, ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ საპასუხო რეაქციას გამოიწვევს - ისინი აგრესიაზე აგრესიითვე გვიპასუხებენ. ნებისმიერი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების კონტინგენტის შესწავლისას აღმოაჩენთ, რომ განსაკუთრებული სიმძიმით ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდადებულთა 90 პროცენტი სწორედ ისეთი ადამიანია, ვინც შიშის ქვეშ იზრდებოდა, ვისაც მშობლები განსაკუთრებით მკაცრად სჯიდნენ. გარდა ამისა, ფსიქოთერაპევტებთან მრავლად ნახავთ პაციენტებს, რომლებიც არასწორი აღზრდის შედეგად დეპრესიით, შიშით, განგაშის შეგრძნებითა და აპათიით იტანჯებიან. ცხადია, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - არასწორია მეტისმეტად რბილი მოპყრობაც. ცხადია, ამას გვიკარნახებს ბავშვის სიყვარული, მაგრამ აღზრდის თვალსაზრისით ასეთი მიდგომა ნაკლეფექტიანია. ბავშვები ოქროს შუალედის პრინციპზე დაფუძნებული მეთოდებით უნდა აღვზარდოთ. თავისუფლება, რომელსაც ბავშვებს ვთავაზობთ, აუცილებლად უნდა ბალანსდებოდეს მეთოდებით, რომლებიც მათი კონტროლის საშუალებასაც იძლევა და, ამასთან, მათში თანამშრომლობის სურვილსაც ბადებს. არ შეიძლება ბავშვისთვის სრული თავისუფლების მიცემა, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ის ისე მოიქცევა, როგორც საჭიროა. მრავალი მათგანი, ვისაც ბავშვობაში ცუდად ექცეოდნენ, ცდილობს, არასოდეს დასაჯოს და დაამციროს შვილი - ჯერ ერთი, პირადი გამოცდილებით იციან, რომ ეს მეთოდები არ ჭრის, მეორე - სურთ, იყვნენ ისეთი მშობლები, როგორებზეც თავად ოცნებობდნენ. სწორედ აქ მოსდით მათ შეცდომა - არ იციან, როგორ შეცვალონ შიშზე დაფუძნებული მეთოდები სიყვარულით გაჯერებული წესებით, არ შეუძლიათ, ბავშვს დისციპლინისკენ მოუწოდონ და საბოლოო ჯამში, აზულუქებენ მათ. დღეს ბავშვები მცირე ასაკიდანვე მიილტვიან დამოუკიდებლობისკენ, ლამობენ უფროსების მეურვეობისგან გათავისუფლებას მაშინ, როდესაც საამისოდ ჯერ კიდევ არ არიან მზად. მათ სჭირდებათ მშობლების ხელმძღვანელობა, მაგრამ თუ მათი მტკიცე ნება ვერ იგრძნეს, აუცილებლად დააღწევენ თავს მათ კონტროლს.


- უკანასკნელ წლებში მოზარდთა აგრესია სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემად იქცა...

- მოზარდებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სულიერი კრიზისი, მშობელთა ყურადღების უკმარისობა, სატელევიზო პროგრამები, კომპიუტერული თამაშები, ვიდეოფილმები, რომლებიც ძალის კულტის პროპაგანდას ეწევა. აგრესია მათთვის ერთგვარ ნორმად იქცა და თითქმის აღარც კი რეაგირებენ მასზე. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოზარდების 45% ხედავს ამ პრობლემის აღმოფხვრის აუცილებლობას, 16% კი მისი დაუყოვნებლივ მოგვარების მომხრეა; სამაგიეროდ, გამოკითხულთა 25%-ს ძალადობა არცთუ ისე დიდ პრობლემად მიაჩნია, ხოლო 11%-ისთვის ეს საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი. მასწავლებელთა 67% აღიარებს, რომ ამჩნევს კლასში აგრესიის გამოვლინებას და მისი დაუყოვნებლივ აღმოფხვრის მომხრეა.

- რა ასაკში ვლინდება ბავშვთა აგრესია ყველაზე მეტად?

- ყველა ასაკში ერთნაირად ვლინდება; განსხვავებულია მხოლოდ ფორმა.

- რა ფორმით ვლინდება მოზარდებში აგრესია?

- უმეტესად - სიტყვიერად (73%), ფიზიკურად (25%), არაპირდაპირი (10%) და მატერიალური (6%) ფორმით.

  • სიტყვიერი აგრესიის გამოხატულებაა დაცინვა, ირონია, უცენზურო სიტყვები, გინება;
  • ფიზიკურისა - ჩხუბი, ხელის კვრა, ბასრი საგნების ჩხვლეტა, თმის მოქაჩვა;
  • მატერიალურისა - ფულისა და ნივთების გამოძალვა, მოპარვა, სხვისი საკუთრების გაფუჭება;
  • არაპირდაპირი, ირიბი აგრესია ვლინდება უსიამოვნო ქმედებებში, თამაშებში, საუბრებში და სხვა.

აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა სრული იგნორირება - ბოიკოტი. ცნობილია ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვა სახეებიც, მაგალითად, როდესაც მოზარდები თანატოლებს ან უმცროსებს მათ ნაცვლად საშინაო დავალების შესრულებას აიძულებენ.

- რა იწვევს ბავშვებში აგრესიას?

- აგრესიის გავრცელებული მიზეზებია:

  • ზნეობრივი ნორმების არასათანადო დონეზე ფორმირება;
  • საზოგადოებრივი ღირებულებების უკმარისობა;
  • ბევრი თავისუფალი დრო;
  • ინტერესთა უქონლობა;
  • ოჯახური აღზრდის უკმარისობა;
  • დარღვეული ოჯახი მოშლილი ფუნქციური კავშირებით;
  • ჰიპერმზრუნველობა ან ჭარბი კონტროლი;
  • ემოციური სიცივე, ძლიერი სიმკაცრე;
  • მშობლების აგრესიული დამოკიდებულება შვილებისადმი (ხშირი ცემა, დასჯა და შეურაცხყოფა).

ბავშვებში აგრესიის გამოვლენას ხელს უწყობს:

  • ხასიათის მემკვიდრეობითი თავისებურებანი;
  • მემკვიდრეობით-კონსტიტუციური განწყობა აგრესიული ქმედებისადმი;
  • მშობლების ფსიქოპათიური, აღგზნებითი ქცევა;
  • გამოხატული შფოთვითი მდგომარეობანი და ჰიპერაქტიურობა;
  • თავის ტვინის ტრავმა;
  • ტვინის მინიმალური დისფუნქცია;
  • არახელსაყრელი სა-ყოფაცხოვრებო-სოციალური პირობები;
  • აღზრდის არახელსაყრელი პირობები ოჯახსა და სკოლაში;
  • მშობლების არაადეკვატური, მკაცრი კონტროლი.

- ყოველივე ამის შესამცირებლად ან აღსაკვეთად რა არის საჭირო?

- აუცილებელია, ფსიქოლოგები უფრო აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში, ჩატარდეს სპეციალური საკორექციო-განმავითარებელი მეცადინეობები როგორც უმცროს, ისე უფროსკლასელებთან, მასწავლებლებსა და მშობლებს მიეცეთ საგანგებო რეკომენდაციები. ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:

  • ინტერესთა სფეროს ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ბავშვის ხასიათის, მისი თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ბავშვის განვითარება საჭიროა თანამიმდევრულად, თანდათანობით;
  • ბავშვს უნდა შევუქმნათ საკუთარ შესაძლებლობათა სარეალიზაციო არე და მივცეთ თავის დამკვიდრების საშუალება, რაც შეიძლება მოხდეს შრომით, სპორტული, მხატვრული თუ სხვა ტიპის აქტივობებით;
  • მშობლებმა უარი უნდა თქვან აღზრდისას ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე;
  • ბავშვმა უნდა შეიგნოს, რომ კარგი ქცევა, უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება და არა მის მშობლებს;
  • ამასთან, უნდა დარწმუნდეს, რომ კარგად მოქცევა შეუძლია;
  • დროდადრო უნდა შევუქოთ მას ხასიათის დადებითი მხარეები, მხოლოდ უარყოფითის ხაზგასმით არ უნდა შემოვიფარგლოთ;
  • ყური უნდა ვუგდოთ ბავშვს, სათუთად მოვეპყროთ მის გრძნობებს, წავახალისოთ მისი გულახდილობა;
  • არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია მომავალში მის დასასჯელად ან სასაყვედუროდ.

- ბოლო ხანს ბავშვთა აგრესიის ერთ-ერთ მძლავრ წყაროდ იქცა ინტერნეტი და ტელევიზია...

- ძალადობის ელემენტების შემცველი ფილმების ყურებისას ბავშვების ნაწილი ნანახს აღიქვამს როგორც არარეალურს, მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებულს, ნაწილი კი ყურებისას თვალებს ხუჭავს და ასეთი რეალობის მიღება არ სურს. თუმცა არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც ასეთი კადრების ყურებისას სიამოვნებას განიცდიან. ეს ძალზე დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია. დადგენილია, რომ ასეთი ბავშვების დიდი ნაწილი თავად არის მიდრეკილი სისასტიკისკენ, მათში არსებობს დესპოტიზმისა და სისასტიკისადმი შინაგანი მზაობა. სწორედ ასეთ ბავშვებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და ფსიქოკორექცია. ისინი უნდა ვარიდოთ ძალადობის ელემენტების შემცველ გასართობს, შევურჩიოთ ფილმები და თამაშები მკაცრად განსაზღვრული წესების მიხედვით, რათა დაფიქრდნენ და ნანახიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ, მიხვდნენ, რა უკეთესია, რა უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს გარშემო მყოფთა მხრიდან. დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ აგრესია მოვლენაა, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით ენერგია ამოიფრქვევა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ენერგია საჭირო კალაპოტში მოვაქციოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ განმუხტვის უვნებელი საშუალებები - დახიოთ ქაღალდები, ამტვრიოთ ჯოხები, "სცემოთ" ბალიშს...