ხანგრძლივად ძუძუთი კვება პატარას ჰიპოვიტამინოზისგან ვერ დაიცავს
ცნობილია, რომ ზამთარში და გაზაფხულზე მცენარეულ საკვებში ვიტამინები ნაკლებია, ზაფხულში და შემოდგომაზე კი მხოლოდ ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, თერმულად დაუმუშავებელი სურსათია მარგებელი: ცოცხალი ხილ-ბოსტნეული, კენკრა და მათი წვენები. მათი თერმული დამუშავებისას ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ოდენობა ორჯერ და უფრო მეტად იკლებს. მაშინაც კი, როცა ბავშვი სრულფასოვნად იკვებება, მისი ორგანიზმი მაინც განიცდის ვიტამინების 20-30%-იან დეფიციტს.