ოცდამეერთე საუკუნე აუცილებელი ჩვევები და უნარები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოცდამეერთე საუკუნე აუცილებელი ჩვევები და უნარები

- სასწრაფოდაა საჭირო იმ უნარების განვითარება და იმ ცოდნის დაუფლება, რომელიც 21-ე საუკუნეში მათ ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას მოუტანს.

მშობლები, განათლების მუშაკები, დამსაქმებლები, კანონმდებლები ერთხმად ეთანხმებიან იმ აზრს, რომ სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ კრიტიკული აზროვნება, შეეძლოთ, შემოქმედებითად მიუდგნენ ამოცანათა გადაწყვეტას და იმუშაონ გუნდურად.

სწორედ ამ ჩვევების გამომუშავებაა განსაკუთრებით რთული.

განათლების არსებული მოდელი, რომელიც გულისხმობს არსებული ცოდნისა და მზა წარმოდგენების გადაცემას ლექციებისა და სახელმძღვანელოების მეშვეობით, მთელ მსოფლიოში წამყვან მეთოდად რჩება. სტუდენტებს, რომლებიც ამ სისტემით იღებენ განათლებას, ჩვეულებრივ, არ გააჩნიათ ახალ სიტუაციაში საკუთარი დამოუკიდებლად სწავლის, რთულ პირობებში ურთიერთდამოკიდებულების, რეალური პრობლემების მოგვარებისა და საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის გამოცდილება.

მოკლედ, ახალი კვლევები მოწმობს, რომ განათლების არსებული მოდელი არ არის სათანადოდ ეფექტიანი 21-ე საუკუნეში აუცილებელი ჩვევების მისაღებად. ადამიანის სწავლების მექანიზმებზე ემპირიული მონაცემების შეკრების ათწლეულებმა ფასეული ინფორმაცია დაგვიტოვა იმის თაობაზე, როგორი პედაგოგიკა შეიძლება დაგვეხმაროს 21-ე საუკუნის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

ამაზე დაყრდნობით გვთავაზობენ, განათლების მიღებისას ვიხელმძღვანელოთ ცხრა პრინციპით.

  1. მნიშვნელობა - სასწავლო პროცესისა და მიღებული ცოდნის მნიშვნელობა უფრო აშკარაა სტუდენტებისთვის, რომლებიც მეტად არიან მოტივირებულნი ცოდნის დასაუფლებლად. მაშინ, როცა ადამიანი ხვდება, როგორია შესასწავლი თემის ადგილი ცოდნის არეალში, გასაგებია მისი აზრობრივი კონტექსტიც.
  2. ცოდნის დარგების შესწავლა- მოსწავლეები შეიძენენ საჭირო ცოდნასა და ჩვევებს, თუ მიხვდებიან, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული აკადემიური დისციპლინა, როგორ იძენენ სპეციალისტები ახალ ცოდნას და როგორ უზიარებენ ისინი მას ერთმანეთს.
  3. ერთდროულად უნდა განვითარდეს მაღალი და დაბალი დონის აზროვნების ჩვევა- მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მიღებული ინფორმაციის ცალკეულ ელემენტებს შორის და შეძლონ ამ ცოდნის გამოყენება სხვადასხვა ვითარებაში.
  4. საჭიროა ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის სტიმულირება - მოსწავლეებმა უნდა განივითარონ განსაზღვრულ პირობებში მიღებული ჩვევების, ცოდნის, წარმოდგენებისა და ცნებების სხვა პირობებში გამოყენების უნარი. ეს შეიძლება იყოს მექანიკური (უდაბლესი დონის გადატანა) ან გულდასმითი ანალიზისა და ფიქრის შედეგი (უმაღლესი დონის გადატანა).
  5. ასწავლეთ ბავშვებს სწავლა (მეტაკოგნიცია), რადგან იმ მასალის მოცულობა, რომელიც შეიძლება ათვისებულ იქნეს არსებული სწავლების სისტემის პირობებში, შეზღუდულია. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლად სწავლა.
  6. ეცადეთ, იმთავითვე არიდოთ თავი ყოველგვარ გაუგებრობას -ადამიანს შესაძლოა არასწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს რეალობის შესახებ, თუ მას არ მიეცა ალტერნატიული ახსნის მოსმენის საშუალება.
  7. გუნდურ მუშაობას დაუქვემდებარეთ როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგიც - თანამშრომლობის უნარი აუცილებელია 21-ე საუკუნეში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ის აუცილებელი პირობაა სხვა მნიშვნელოვანი ჩვევების დასაუფლებლად.
  8. გამოიყენეთ ტექნოლოგიები - ტექნოლოგიურ საშუალებებთან მუშაობის უნარი 21-ე საუკუნის კიდევ ერთი აუცილებელი ჩვევაა. ის აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების განვითარებისთვის.
  9. წააქეზეთ კრეატიულობა.

უკვე მოძველებული “თანამედროვე” მოდელიდან 21-ე საუკუნის მოდელისაკენ სვლა მთელ საგანმანათლებლო სისტემას შეეხება. მიზნების ცვლილებასთან ერთად უნდა შეიცვალოს საგანმანათლებლო გეგმები, სწავლის მოდელები, შეფასების ხერხები. ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისგან, მოიცავს მათი ადამიანური კაპიტალის მრავალ ასპექტს, მასწავლებლების მომზადების ჩათვლით, მათ პროფესიულ განვითარებას, მობილურობას, მასწავლებლის პროფესიის კულტურალურ თვისებებს. მართალია, უკვე შეინიშნება პროგრესი 21-ე საუკუნის სტანდარტების შესაბამისად სტუდენტთა მომზადების თვალსაზრისით, მაგრამ აუცილებელია შემდგომი მუშაობა, რათა მასწავლებლებს, ადმინისტრაციას, კანონმდებლებს გამოუმუშავდეთ იგივე ჩვევები, რასაც მოსწავლეებისგან მოვითხოვთ.

გარდა ამისა, აუცილებელია პოლიტიკური დაინტერესება, რომ განათლების სისტემასთან დაკავშირებული ყველა პირი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო დროით, მხარდაჭერითა და რესურსებითო, - მიაჩნიათ ამერიკელ სპეციალისტებს.