როგორ გავაცნოთ ბავშვს ფული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაცნოთ ბავშვს ფული

საკუთარი ფულის ქონის სურვილი მოზარდს გარდატეხის ასაკისთვის უჩნდება. თუ მას მანამდე არ ჰქონია საკუთარი ფული, პრობლემები გარდაუვალია. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ ბავშვს ფული ორი წლიდან უნდა გავაცნოთ. ამ ასაკში მას შეიძლება მივცეთ ფულისგამოსახულებიანი ქაღალდები. დაახლოებით სამი წლიდან შეიძლება მაღაზიაშიც წავიყვანოთ, ყიდვის პროცესი ვაჩვენოთ და მასში აქტიურად ჩავრთოთ - გადაიხადოს პატარამ სალაროში ფული, იყიდოს პური. ეს მას დამოუკიდებლობის განცდასაც გაუჩენს. მოგვიანებით ბავშვს შეიძლება ავუხსნათ, რომ სხვადასხვანაირ კუპიურებს სხვადასხვა მსყიდველობითი უნარი აქვთ. სწორედ ამ ასაკში უჩნდებათ პატარებს სათამაშოებისა თუ ტკბილეულის მოთხოვნილება. 5-6 წლისთვის დამოუკიდებლობის მოთხოვნილება უფრო დიდია. ამ დროს ფულს ნამდვილად შეუძლია დადებითი როლის შესრულება. ბავშვს შეიძლება მცირე თანხა მივცეთ და ნება დავრთოთ, სურვილისამებრ დახარჯოს; შეიძლება ჩავრთოთ მომავალი შენაძენის დაგეგმვაში, ოჯახის ბიუჯეტის განხილვაში. რასაკვირველია, ფული, რომელიც ოჯახს აქვს, ყველაფრისთვის არ არის საკმარისი; მაშ, რა არის აუცილებელი და რისი შეძენა შეიძლება გადავდოთ სამომავლოდ? სკოლაში მისვლისას პატარა სხვა ბავშვების გარემოცვაში ხვდება. იწყება შედარება - ვის აქვს უკეთესი ჩანთა, ფლომასტერები, ფეხსაცმელი? სწორედ დროა, პატარა მოქალაქეს ავუხსნათ, რომ ადამიანებს განსხვავებული მატერიალური შესაძლებლობები აქვთ; ავუხსნათ, როგორ გამოიმუშავებენ თავიანთ ხელფასს დედა და მამა, ვუთხრათ, რომ არსებობენ მდიდრები და ღარიბები. რასაკვირველია, ეს უნდა მოხდეს უდიდესი ტაქტით და ბავშვისათვის მისაღები ფორმით. სკოლის პერიოდშივე ჩნდება პატარას პირადი ხარჯისა და მისი რაციონალური განაწილების აუცილებლობა. ურიგო არ იქნება, თუ ბავშვთან ერთად დაიანგარიშებთ წიგნების, რვეულების, ფლომასტერებისა თუ საღებავების შესაძენ თანხას და პერიოდულად აღნიშნავთ, რომ ამ კვირაში მეტ ფულს სასკოლო ნივთებისთვის ვერ დახარჯავთ. პატარამ უნდა გაიგოს, რომ ოჯახის მატერიალური შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს წუწუნისა და მოთქმის გარეშე. მოსწავლისთვის აუცილებელია ჯიბის ფულიც, მაგრამ ის ცოტა უნდა იყოს, ბავშვს კი შეეძლოს მისი განაწილება, ზოგჯერ - დაზოგვაც კი. თუმცა უსაზღვრო მომჭირნეობა ისევე ცუდია, როგორც ფლანგვა.