ბავშვი და ღამე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და ღამე

  • ღამის კოშმარები

ღამის კოშმარი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. შფოთვა და მოუსვენრობა, როგორც არაერთხელ გვითქვამს, პატარას განვითარების განუყოფელი ნაწილია. ბავშვის პიროვნება კი სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი კონფლიქტის გარემოში ყალიბდება. ჩვენი თვალთახედვით სრულიად უმნიშვნელო და არაფრით გამორჩეული მოვლენა ზოგჯერ ბავშვის ტრავმირებას იწვევს. ახალი, ბავშვისთვის არსებითად უცხო ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითად, საბავშვო ბაღში წასვლა ან უფროსების უხეშობა, შესაძლოა ღამის კოშმარების მიზეზად იქცეს და ეს მანამდე გაგრძელდეს, სანამ პატარა საბოლოოდ არ დამშვიდდება.

ღამის კოშმარები შეიძლება 2 წლის ასაკიდან დაიწყოს, თუმცა არ არის გამორიცხული უფრო გვიანი დებიუტიც - 2-დან 7 წლამდე პერიოდში. თუმცა ამ ასაკში უფრო ტიპობრივია ღამის შიში ან სომნამბულიზმი (ძილში სიარული). ყველა ეს გამოვლინება, განურჩევლად მათი ხშირი გამეორებისა, არ არის საშიში და მშობლებში პანიკას არ უნდა იწვევდეს.

ბავშვი, რომელსაც ღამით კოშმარები არ ესიზმრება ან ცუდი სიზმრის გამო არ ატირდება, უიშვიათესი გამონაკლისია და არა ნორმა. ხშირად პატარები დილით ვერც კი იხსენებენ, რა მოხდა ღამით.

ზოგჯერ პატარები ძილში ლაპარაკობენ ან რაღაც გაუგებარ ბგერებს წარმოთქვამენ, წამოჯდებიან საწოლში ან უეცრად წამოხტებიან ხოლმე, მაგრამ ამ დროს სულაც არ იღვიძებენ. საკმარისია პატარას მივუახლოვდეთ, მას თავზე ხელი გადავუსვათ, წყნარად დაველაპარაკოთ, რათა ციცქნა არსება მალე დაწყნარდეს და მშვიდი ძილი განაგრძოს.

არის შემთხვევები, როცა პატარებს დილით ახსოვთ ღამით განცდილი შიში და ნანახი სიზმარი, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ყველაფერი დღისით აღარ არის ისეთი საშიში.

ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ კოშმარის ან ღამის შიშის შემდეგ დილით არ იქნება ურიგო, პატარას დაველაპარაკოთ განცდილის შესახებ, ვკითხოთ, რამ შეაშინა ღამით. შესაძლოა ასეთი საუბარი დაგეხმაროთ ბავშვის დამშვიდებასა და კოშმარების მიზეზების აღმოჩენაში.

  • კოშმარის შეტევა

ღამის შიში საკმაოდ დრამატულად ვლინდება და როცა ის ხშირია, არ იქნება ურიგო, თუ ექიმსაც აღვუწერთ მათ სურათს. ღამის შიშის შეტევამ შეიძლება მშობლები ძალიან შეაშინოს, რადგანაც სურათი რაღაცით შეიძლება გულყრასაც კი მოგვაგონებდეს. მართლაც, ბავშვი ყვირის, ტირის, ხელ-ფეხს იქნევს, ვერ თავისუფლდება შიშისაგან თუ ჰალუცინაციისაგან. ყველაფერი, რასაც პატარა გაღვიძებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში შეამჩნევს, დამშვიდების ნაცვლად შეიძლება შიშის გაძლიერების მიზეზი იყოს. მართლაც, ის ხედავს ჩრდილს ფარდაზე, საკიდს, კარადას და ასე შემდეგ. ამ დროს ბავშვი დედას ჩაეხუტება, მაგრამ მამა ან უფროსი ძმა შეიძლება შიშის გაძლიერების მიზეზი გახდეს. ბავშვი ოფლიანია, ხშირად სუნთქავს, გული გამალებით სცემს. ეს ყველაფერი რეალურად 3 თუ 4 წუთის განმავლობაში გრძელდება, შემდეგ კი პატარა ივიწყებს განცდილის შესახებ, ოთახის გარემო და ადამიანები მას უკვე ამშვიდებს და მშვიდი ძილიც გრძელდება, კოშმარის შეტევა დასრულებულია.

თუმცა, აღწერილი სურათი შეიძლება კვლავ გამოვლინდეს, მონაცვლეობდეს მშვიდი და მშფოთვარე ღამეები, გამოღვიძებები ძილის დროს, როცა პატარას აუხსნელი შიში და მოუსვენრობა ეუფლება, მას ჰგონია, რომ ოთახში რაღაც ძალიან საშიში ხდება და სულაც არ იცის, სად არის თავად. ღამის შიშები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

ოდესღაც ექიმები იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ღამის შიშები ეპილეფსიის შეტევების წინამორბედი ან მათი გამოვლინებაა, მაგრამ უკვე კარგა ხანია ცნობილია, რომ ეს არ არის მართალი, უბრალოდ პატარას შიშის მწვავე შეტევა აქვს. იმ შემთხვევაში, როცა შეტევები მეორდება და ისინი ძალიან ძლიერია, არ წყდება 6-7 წლის შემდეგაც და აუხსნელი შიშის შეტევების ეპიზოდები დღისითაც აღინიშნება, აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ბავშვი იცვლება, იკეტება საკუთარ თავში, მოუსვენარია. ასეთ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შევეცადოთ ფსიქოლოგების დახმარებით დავადგინოთ შიშის მიზეზი, ვესაუბროთ პატარას, გავიგოთ, რა იწვევს მისი ფსიქიკის ტრავმირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიპოვოთ ბავშვის დახმარების გზები.

  • რატომ ტირიან პატარები საღამოობით

ცნობილია, რომ ჩვილი ბავშვების დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში წყნარად ყოფნის შემდეგ სადღაც საღამოს ექვსი საათისათვის ან ცოტათი გვიან ჭირვეულობას იწყებს. ეს დაახლოებით 3 კვირის ასაკისათვის იწყება და 3 თვემდე გრძელდება.

ზოგიერთი პატარა სულაც არ ტირის დიდი ხნის განმავლობაში, ტირილი არც ძალიან ხმამაღალია და არც განსაკუთრებით ძლიერი. ასეთ შემთხვევაში დედას პატარა ხელში აჰყავს, არწევს მას და 10-15 წუთში ყველაფერი წყნარდება.

თუმცა არიან პატარებიც, რომელთაც ნამდვილი ტირილის "შეტევა" ეწყებათ. მათი დაწყნარება შეუძლებელია ნახევარი საათის თუ მეტი დროის განმავლობაში. თავდაპირველად ის ფაქტი, რომ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ წყნარი და მხიარულია მთელი დღის განმავლობაში, ზოგჯერ ჭირვეულობს, სულაც არ იწვევს მღელვარებას. ეს სავსებით ნორმალურად მიგვაჩნია, რადგანაც კარგად ვიცით - შეუძლებელია ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ არ იტიროს. თუმცა, როცა დროთა განმავლობაში ტირილი მუდმივ ხასიათს იღებს, ჩვენც მოსვენებას ვკარგავთ. სავარაუდოა, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთში ყველა ბავშვი ტირის და იშვიათია პატარა, რომელიც ამ წესიდან გადახრას წარმოადგენს.

    • მაინც რა არის ტირილის მიზეზი?

შესაძლოა ის დაკავშირებულია უკონტროლო მზარდ შიშთან, რაც სიბნელის დადგომასთან ერთად მოდის. რასაკვირველია, ეს არ არის ზუსტი ახსნა და ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან ვინმე ახსნის პატარას უცნაური ჭირვეულობის ზუსტ ბიოლოგიურ მიზეზს, გაარკვევს, თუ რა განაპირობებს იმ მექანიზმის ამუშავებს, რაც პატარას ხმამაღალი ტირილის მიზეზია. უხშირესად ასეთი ტირილი იმ ფაქტს მიეწერება, რომ პატარას საღამოობით მუცელი სტკივა.

რიგ შემთხევებში მართლაც ასეა, მაგრამ მართლაც გაუგებარია, რატომ სტკივა მუცელი პატარას მაინცდამაინც საღამოობით, როცა დღის განმავლობაში ის თავს სავსებით კარგად გრძნობს. თუ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ წყნარი და მხიარულია, საღამოობით რეგულარულად და ხანგრძლივად ტირის, ნუ ინერვიულებთ ამის გამო. როცა პატარას ტანსაცმელს შეამოწმებთ და დარწმუნდებით, რომ ის არ არის სველი, ბავშვს არ აწუხებს ჰაერი, რომელიც ვერ ამოიტყორცნა, არც პამპერსია ძალიან მჭიდროდ შეკრული და პატარაც მშიერი არ არის, აიყვანეთ ბავშვი ხელში, მოეფერეთ მას, არწიეთ, მიეცით წყალი. ნუ ინაღვლებთ, 3-4 თვის ასაკისათვის საღამოობით ტირილის ჩვევა აუცილებლად გაქრება.


  • რა ასაკში ჩნდება შიში

ექიმებმა, რომლებიც რეგულარულად აკვირდებიან პატარას, ძალიან კარგად იციან, რომ გარკვეულ ასაკში, ჩვეულებრივ 5-8 თვის ასაკისათვის, ბავშვის დამოკიდებულება მათ მიმართ იცვლება, ის სხვაგვარად იქცევა. პატარა, როგორც წესი, ყოველთვის იღიმებოდა, არ ტიროდა, ხალისით ღუღუნებდა, არ აპროტესტებდა, ხელში რომ იყვანდნენ და ათამაშებდნენ. მიუხედავად ამისა, დგება მომენტი, როცა ყველაფერი იცვლება - პატარა განზე იწევს, ტირილს იწყებს და არავის აძლევს უფლებას, შეეხოს მას.

არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შიში, რომელიც ჩნდება აუცხო ადამიანების მიმართ, განპირობებულია პატარას ექიმთან ვიზიტებით და პირველ რიგში აცრებით - მესამე აცრის შემდეგ პატარას უჩნდება უცხო ადამიანების შიში, რადგანაც ისინი ტკივილთან ასოცირდებიან. ექიმის კაბინეტი მართლაც ასოცირდება რაღაც არასასიამოვნოსთან, მაგრამ ეს უფრო მოგვიანებით, 8 თვის შემდეგ ხდება. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ექიმი მხოლოდ აკვირდება და პატარას არ უტარდება არავითარი ტკივილისა და დისკომფორტის გამომწვევი მანიპულაცია, მას 6-8 თვის ასაკისათვის ექიმის შიში უჩნდება. შიშის მიზეზი ნამდვილად არ არის ის, რომ ექიმს არაკეთილგანწყობილი ან არასასიამოვნო სახე აქვს. უეჭველია, შიშის მიზეზი არის შფოთვის ჩასახვა, რაც დაკავშირებულია საკუთარი თავის, ახლობელი და უცხო ადამიანების შეცნობის პროცესთან.

5-8 თვის ასაკისთვის პატარა ბავშვი საკმაოდ კარგად ცნობს ახლობლების - მშობლების, ბებია-ბაბუების, და-ძმების სახეებს. სწორედ მასთან ასაკობრივად ყველაზე ახლოს მყოფი დისა თუ ძმის სახე ახარებს პატარას ყველაზე მეტად და აშკარად გამოხატავს დადებით ემოციებს, თითქოს ხაზს უსვამს, რომ ეს ადამიანი მისთვის ყველაზე ახლობელია. სწორედ აღნიშნული პერიოდისათვის ჩნდება მცირეოდენი შეგრძნება იმისა, რომ დამოუკიდებელი პიროვნებაა, აქვს საკუთარი სხეული, ირგვლივ არსებული ობიექტები გარკვეული მუდმივობით ხასიათდებიან.

სპეციალისტები, რომლებსაც დედები პატარას შიშის გამო მიმართავენ, ერთ მარტივ რჩევას იძლევიან - შევეცადოთ ერთმანეთს შევადაროთ მოზრდილი ადამიანების და პატარა ბავშვების რეალური შესაძლებლობები. იმისათვის, რომ ნათლად აღვიქვათ, როგორია სამყარო პატარა ბავშვისათვის, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ოთხზე ვცოცავთ ოთხი მეტრი სიმაღლის არსებათა შორის, მათი წონა კი 400 კილოგრამია და, რასაკვირველია, მოცულობაც შესაბამისია. ასეთ სიტუაციაში ნამდვილად დაგეუფლებოდათ შიში, ადამიანები ძალიან ალერსიანები, გამგებნი, დამთმობნი რომ არ იყვნენ და ყოველთვის თბილი ღიმილით არ გხვდებოდნენ. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი აზრები, შიში, შფოთვა, სხვათათვის თავის მოწონების სურვილი და ამ უზარმაზარი არსებების წყრომის შიში ჩნდება, როცა ძალების ასეთ არათანაბარ განაწილებასთან გვაქვს საქმე.

    • ვინ ან რა დაიცავს პატარა ბავშვს გარესამყაროს ასეთი აღქმისაგან?

იმ გარესამყაროსი, სადაც თავად ასეთი პაწაწინა და სუსტია, ხოლო ირგვლივ უზარმაზარი ქმნილებებითაა გარშემორტყმული, მათი ძალა ხომ არც შეედრება ბავშვის შესაძლებლობებს. რასაკვირველია, პატარას იმედი დედის სახე, მისი სიყვარული და მზრუნველობაა. თუ ადრე პატარა გაუცნობიერებლად თვლიდა, რომ დედა მისგან განუყოფელია, ახლა, როცა მან გააცნობიერა, რომ მისი სხეული და პერსონა დამოუკიდებელია, გაუჩნდა შიში, არ დაკარგოს სამუდამოდ ის ძვირფასი ადამიანი, რომელიც იცავს ამ უცხო და საშიში არსებებისაგან.

რასაკვირველია, უფროსების გარემოცვაში მყოფი პატარას შედარება მოზრდილ ადამიანთან, რომელიც გოლიათების სამყაროშია, ძალიან მიახლოებითი და პირობითია, მაგრამ ალბათ ეს მოდელი დაგვეხმარება ავხსნათ იმ შიშის აღმოცენების მიზეზები, რომელიც დაახლოებით 6 თვის ასაკისათვის ჩნდება. მისი უდავო საფუძველი არის საკუთარი მდგომარეობის შეგრძნება მოზრდილთა შორის. ჩვენ საკმაოდ უხეში შედარება მოვიყვანეთ და ის უხეში სწორედ იმიტომაა, რომ პატარა ბავშვის სინაზე, სისუსტე და მომხიბლაობა ინსტინქტურად აღვიძებს მოზრდილებში სიყვარულსა და სითბოს, რომელსაც უფროსები ყოველთვის ხაზგასმით გამოხატავენ.

პატარა, რომელიც დამოუკიდებელი ხდება და შიშით გაურბის უცხო სახეებს, ყოველი უმნიშვნელო მიზეზის გამო ცდილობს დედისაგან მოიპოვის დაცვა, თანდათან აცნობიერებს, რომ უცხო ადამიანებს სულაც არ უნდათ მისთვის ზიანის მიყენება და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ, პირიქით, მის მიმართ მხოლოდ საუკეთესო გრძნობებს ამჟღავნებენ. 18-20 თვისათვის პატარა ბავშვის ქცევა კიდევ იცვლება. ის უკვე ენდობა უცხოებს, ამყარებს მათთან ურთიერთობას, ხვდება მათ და ამას მით უფრო დიდი ხალისით აკეთებს, რაც უფრო მეტად გრძნობს კავშირს საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს შორის.

  • ავიყვანოთ თუ არა ხელში მტირალი ბავშვი?

ამ შეკითხვას საკმაოდ ხშირად გაიგონებთ. ეს ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს, როგორც წესი, ძალიან უჭირთ გაიგონ, რატომ ტირის პატარა, ისინი მუდამ ეკითხებიან საკუთარ თავს - პატარა ჭირვეულობს თუ მას რაიმე აწუხებს, წოლა აღარ უნდა თუ დისკომფორტის შეგრძნება აქვს.

დედების დიდი ნაწილი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, როგორ გაზარდოს ბავშვი. მათ მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუ პატარას ხელში არ ავიყვანთ, რადგანაც ასეთი ჟესტი ერთგვარი დათმობაა, პატარას კაპრიზის შესრულება. მათი აზრით, ამ ქმედებით ცუდ სამსახურს ვუწევთ შვილს აღმზრდელობითი პოზიციის თვალსაზრისით. რასაკვირველია, ეს ტაქტიკა მხოლოდ მაშინაა მისაღები, როცა პატარას ტირილი ჭირვეულობაა და სხვა არაფერი. დისკომფორტისას კი პატარა უნდა ავიყვანოთ, დავამშვიდოთ, გავიგოთ, რა აწუხებს. დედების ტაქტიკის ასეთი ახსნა, რაც ნამდვილად არ არის ცუდი, მოწმობს, რომ ყველა სიტუაციაში მშობლებს საუკეთესო მოსაზრებები ამოძრავებთ.

თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ სიტყვა "ჭირვეულობა" ჩვილი ბავშვის მიმართ უადგილოა. ჭირვეულობისათვის აუცილებელია, ადამიანმა გაცნობიერებულად ჩართოს ნებისყოფა. წარმოიდგინეთ, ჩვილი ბავშვის ფიქრები: "ახლა ვიტირებ, რათა დედა შევაშინო და მან ხელში ამიყვანოს!" რასაკვირველია, ეს ყველაფერი სასაცილოდ და უაზროდ გამოიყურება. შეუძლებელია ჩვილმა ბავშვმა ასე იფიქროს ან საერთოდ რაიმე იფიქროს. პატარა ჯერ ნამდვილად არ არის გონებრივი განვითარების იმ დონეზე, რომ გაცნობიერებული სურვილები ჰქონდეს და ასეთი მიზნები დაისახოს.

როცა ბავშვი ტირის, გრძნობების ამ გამოვლინების მეშვეობით ის მრავალი რამის გამოხატვას ცდილობს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი გავარკვიოთ, თუ რა ვითარებაში და რომელ მომენტში ტირის ის ყველაზე მეტად და ავხსნათ პატარას ტირილი. ჩვილი შეიძლება სრულიად განსხვავებულად ტიროდეს და დედა საკმაოდ სწრაფად არჩევს ამ ტირილს.

  • ბავშვი ტირის, როცა შია. განსაკუთრებით მწარედ ტირიან შიმშილის გამო დიდი და მადიანად მჭამელი ბავშვები, ისინი ცუდად იტანენ შიმშილს. ყველა ასეთ შემთხვევაში პატარა გაანჩხლებული ღრიალებს, წითლდება, ხელ-ფეხს იქნევს.
  • ბავშვი ტირის დაძინების წინაც. ეს ტირილი უფრო ჩუმია, მაგრამ ზოგჯერ, თუ პატარა ვერ იძინებს, მძაფრდება, თუმცა არასოდეს ემსგავსება შიმშილის გამო ტირილს. ხანდახან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ტირილით ბავშვი თითქოს თავის თავს აძინებს.

ორივე ზემოთ აღწერილ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია. ამ დროს დედას შეიძლება სულაც არ ჰქონდეს დრო პატარას ხელში აყვანისათვის და ეს არც არის აუცილებელი. თუმცა ზოგჯერ პატარა გაცილებით ადვილად იძინებს, როცა მას ხელში არწევენ და ეფერებიან და ამ სიამოვნებაზე, თუკი საშუალება გვაქვს, უარი არ უნდა ვუთხრათ არც პატარას და არც საკუთარ თავს. რასაკვირველია, საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ჯობს ბავშვი თავიდანვე მიეჩვიოს თავის საწოლში მარტო დაძინებას, თუმცა კონკრეტული ერთი რეცეპტი და კატეგორიული წესი თუ აკრძალვა აქ არ არსებობს.

  • ზოგჯერ პატარა ტირის იმის გამო, რომ რაღაც სტკივა ან აწუხებს, არცთუ იშვიათად ამ დისკომფორტის მიზეზი არის სველი პამპერსი, რაც ბავშვს ნამდვილად არ მოსწონს.
  • თუ ბავშვი ტირის დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე და მერე ყველაფერი მშვიდდება, თქვენ მალე მიხვდებით, რომ ეს არის ძილის წინ ტირილი, მაგრამ როცა პატარას რეალური პრობლემა აქვს, ის ტირის მართლაც მიზეზის გამო, უნდა მოიქცეთ ისე, როგორც გული გკარნახობთ და აღარ უნდა დაიწყოთ ფიქრი, როგორი ჩვევების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს პატარას ხელში აყვანა. ყველა შემთხვევაში დაწყნარება, დედის ალერსი დაეხმარება პატარას ჩაძინებაში და კარგად იმოქმედებს მის ფსიქიკაზე.
  • ზოგჯერ პატარა მართლაც იმიტომ ტირის, რომ უფროსებს უხმობს და როგორც კი მის გვერდით გაჩნდებით, მყისვე მშვიდდება. თუ დედას მართლაც არ აქვს ამის საშუალება, აუცილებელია პატარას ალერსიანი კილოთი ვესაუბროთ და გავუმეოროთ, რომ მალე მის გვერდით ვიქნებით. ბავშვიც ადრე თუ გვიან დამშვიდდება.

ბოლოს კი მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ პატარა ტირის და ტირილის მიზეზი უცნობია, ის აუცილებლად უნდა ავიყვანოთ ხელში, ეს ხელს უწყობს ბავშვის დამშვიდებას და ბადებს შეგრძნებას, რომ პატარა არ არის მარტო.