რომელი საათია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი საათია?

  • როგორ ავუხსნათ პატარას, რა არის ეს ნივთი და როგორ განსაზღვრავს იგი დროს?

    • მოქმედებათა თანამიმდევრობა

თავდაპირველად ჯობს ბავშვს ავუხსნათ, რას ნიშნავს მოქმედებათა თანამიმდევრობა, ვესაუბროთ დღესა და ღამეზე, მათ მონაცვლეობაზე; დილით ვდგებით, შუადღისას ვსადილობთ, საღამოს ვბანაობთ, ღამით ვიძინებთ... მერე შეიძლება გადავიდეთ წელიწადის დროებზე, ვისწავლოთ თვეები, კვირის დღეები. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს თამაშის ფორმით უნდა მოხდეს. არ შეიძლება პატარას გადატვირთვა ინფორმაციით, არ შეიძლება, "შემეცნებით პროცესს" მივცეთ მეცადინეობის სახე.

    • მუყაოსგან ერთად გავაკეთოთ სათამაშო საათი

საათის ცნობის შესასწავლად დიდი კედლის საათიც შეიძლება ვიყიდოთ, მაგრამ ბავშვისთვის პროცესი გაცილებით საინტერესო და სახალისო იქნება, თუ მუყაოსგან ერთად გააკეთებთ სათამაშო საათს.

    • ციფრებში ორიენტირება

ბავშვმა საათის ცნობა რომ ისწავლოს, კარგად უნდა იცოდეს ციფრები, შეეძლოს მათში ორიენტირება. დრო აბსტრაქტულ ცნებად რომ არ დარჩეს, დაუკავშირეთ იგი დღის რეჟიმს, მიუთითეთ პატარას, როდის დგება, ჭამს, თამაშობს, სეირნობს და იძინებს. ნუ გამოიყენებთ ამ პროცესში რთულ ტერმინებს, ეცადეთ, მხოლოდ ბავშვისთვის გასაგები სიტყვებით ისაუბროთ.

    • აწმყო, წარსული და მომავალი

იმისთვის, რომ ბავშვმა დროში ორიენტირება და კითხვებზე პასუხის გაცემა შეძლოს, მან უნდა იცოდეს, რა არის აწმყო, წარსული და მომავალი, თუმცა ეს ინფორმაციაც საინტერესო და სახალისო ფორმით უნდა მიიღოს.

    • საათის ისრები

ბავშვს უნდა ავუხსნათ, რას გვიჩვენებს პატარა ისარი, ავუხსნათ, რომ ერთ საათში სამოცი წუთია, რატომ მოძრაობს უფრო ჩქარა წუთების ისარი და რატომ გარბიან წამები. თუმცა უკანასკნელი ინფორმაცია ბავშვს მხოლოდ მას შემდეგ უნდა მივაწოდოთ, რაც სხვა დანარჩენს გააცნობიერებს.

    • როგორ გადის დრო

სათამაშო საათზე ბავშვს უნდა ვუჩვენოთ, როგორ გადის დრო, უნდა ვთხოვოთ, დაასახელოს ციფრი, რომელზეც ისარი დგას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავჩქარდეთ, რათა პატარა არ დავაფრთხოთ ან არ შევაშინოთ;

უნდა მივცეთ ბავშვს ფიქრის საშუალება, დროდადრო დავეხმაროთ, საბოლოოდ კი აუცილებლად შევაქოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავაქციოთ ეს ყველაფერი რთულ საგანმანათლებლო პროცესად.

    • ინფორმაცია მივაწოდოთ თამაშ-თამაშით

ბავშვისთვის საათი სათამაშოდ უნდა დარჩეს, რადგან თამაშის ფორმით მიწოდებული ინფორმაცია უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.