ბავშვს ექიმით ნუ დააშინებთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვს ექიმით ნუ დააშინებთ!

  • "მყავს ოთხი წლის გოგონა. საკმაოდ ჯიუტია. ზოგჯერ, რომ დავიმორჩილო, სხვათა მიბაძვით მეც ვეუბნები: "თუ არ დამიჯერებ, ექიმს დავურეკავ და ნემსს გაგიკეთებს!" შევამჩნიე, რომ ექიმთან წასვლის წინ ფერი ეკარგება. ნუთუ ეს ჩემი ხუმრობის ბრალია?"

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მშობლები ბავშვებს დასაშოშმინებლად ექიმის გამოძახებით ემუქრებიან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვების უმრავლესობას ამ ჰუმანური პროფესიის ადამიანების მიმართ სრულიად გაუმართლებელი შიში უჩნდება და მაშინ, როცა ექიმის დახმარება მართლაც ხდება საჭირო, ბავშვები მის ხსენებაზეც კი ისტერიულ ტირილს იწყებენ. ბავშვის ექიმით დაშინება მარტო უგუნური საქციელი კი არა, დანაშაულია.

ბავშვს, პირიქით, უნდა ავუხსნათ, რომ ექიმი ყველაზე კარგი ადამიანია, რომ მას ავადმყოფობის შემთხვევაში დახმარება, ტკივილის გაყუჩება შეუძლია. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბავშვის ცრემლები ექიმთან ვიზიტის დროს, პატარას წინასწარ უნდა ვესაუბროთ, საგანგებოდ მოვამზადოთ ამ შემთხვევისთვის.

  • დამშვიდდით თქვენ თვითონ

ექიმის მიმართ შიშის საფუძველი დედის რეაქციებში უნდა ვეძებოთ: პატარა სიცოცხლის პირველსავე წლებში შესანიშნავად გრძნობს დედის განწყობას. თუ ბავშვის ექიმთან ვიზიტის დროს თავად ნერვიულობთ და შფოთავთ, რა თქმა უნდა, ბავშვიც ვერ იქნება მშვიდად, მაგრამ ამას თავისებურად გამოხატავს: დაიწყებს ტირილს, ხელს ჰკრავს ექიმს, გადაყრის ნივთებს. თქვენი სიმშვიდე კი იმის გარანტია იქნება, რომ ექიმი ბავშვის გასინჯვას შეძლებს. არ ღირს ექიმის "საფრთხობელად" ქცევა. "თუ ცუდად მოიქცევი, მოვა ექიმი და ნემსს გაგიკეთებს!" - ამის თქმა დაუშვებელია. მნიშვნელოვანია, ბავშვი მიხვდეს, რომ: ექიმის შეხება შესაძლოა მტკივნეული იყოს არა იმიტომ, რომ ის ბოროტია ან საშიში, არამედ იმიტომ, რომ ასე ის მკურნალობს და თავიდან ააცილებს ავადმყოფობას. ამის გასაცნობიერებლად ბავშვს შეიძლება წაუკითხოთ ზღაპარი, მაგალითად, პატარა ბეჰემოთის შესახებ, რომელსაც აცრის ეშინოდა და აუცრელობის გამო ავად გახდა.

  • თოჯინას არ ეშინია

ხშირად ბავშვებს ეშინიათ არა კონკრეტული ექიმისა, არამედ გაურკვევლობისა, რომელიც პოლიკლინიკაში წასვლას უკავშირდება. წინასწარ უთხარით პატარას, კონკრეტულად რომელ ექიმთან უნდა მიიყვანოთ, რისთვისაა ეს საჭირო და რა მოხდება მიღების დროს, ოღონდ არ გადააჭარბოთ, რათა მისი უმიზეზო შეშფოთება არ გამოიწვიოთ.

ზოგ ბავშვს ამშვიდებს დედის დაპირება, რომ მის გვერდით იქნება და მისი ხელი ხელში ეჭირება, ზოგს - მოსალოდნელი "ჯილდო", ახალი სათამაშოს ან ტკბილეულის შეძენა ექიმთან ვიზიტის შემდეგ. სასარგებლოა საკუთარი გამოცდილების გაზიარება, როცა დედა ბავშვს უამბობს, როგორ მივიდა ექიმთან, როცა პატარა იყო. შეიძლება, თან წაიყოლოთ საყვარელი სათამაშო, რომელსაც ბავშვთან ერთად "აცრიან". თოჯინა, წიგნი ან ფლომასტერები პატარას ექიმის მოსაცდელში მოლოდინს გაუხალისებს და უსიამოვნო ფიქრებს გაუფანტავს. ბავშვი ადვილად გადალახავს შიშს, თუ შესაძლებლობა მიეცემა, ექიმის ადგილას აღმოჩნდეს. ამისათვის ეთამაშეთ "ექიმობანა" - ბავშვი ექიმი იყოს, თქვენ კი შეშინებული, ჭირვეული, ავი პაციენტის როლი შეასრულეთ. ბავშვი იგრძნობს, რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ექიმი ასეთი პაციენტების ხელში.

  • შენ გმირი ხარ!

თუ ექიმთან არცთუ ისე იოლი ვიზიტის შემდეგ თქვენი შვილი დიდხანს ვერ გამოდის მდგომარეობიდან, საჭიროა თქვენი დახმარება. უპირველეს ყოვლისა, მოუსმინეთ პატარას იმდენჯერ, რამდენჯერაც გადატანილი შიშის შესახებ საუბარი მოუნდება. ასე ბავშვი უსიამოვნო გამოცდილებას "გარეთ გამოუშვებს". მეორე - ნუ გაკიცხავთ ბავშვს, თუ ის ნაწყენია ექიმზე, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა. უმჯობესია, ამგვარად ესაუბროთ: "შენ იმიტომ გეტკინა, რომ შეგეშინდა, და რაკი გეტკინა, ამიტომ გეწყინა და გაბრაზდი". ამით აგრძნობინებთ, რომ თქვენთვის მისი განცდები ნაცნობია.

რაც მთავარია, ხაზი გაუსვით პოზიტიურ მომენტებს:

"შენ ძალიან ძლიერი ხარ, შენ მოითმინე ტკივილი, შენ ამ გამოცდას ღირსეულად გაართვი თავი, ახლა შენ შეგიძლია უამბო ბებიას, ბაბუას, შენს მეგობრებს, რომ გაიკეთე ნემსი და აღარ გეშინია. შენ ნამდვილი გმირი ხარ!"

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოიქცევა თავად ექიმი პატარა პაციენტთან. ბავშვებთან ურთიერთობისთვის პედიატრი ჯერ კიდევ პროფესიის არჩევისას უნდა იყოს მზად. ბავშვები სხვადასხვანაირები არიან, ბავშვების ექიმს კი დიდი ტაქტი და მოთმინება სჭირდება. ის ჰუმანური პიროვნება უნდა იყოს და განსაკუთრებული სითბოთი გამოირჩეოდეს, რათა პატარა პაციენტის ნდობა მოიპოვოს.