/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

იტირე, რამდენიც გინდა!

იტირე, რამდენიც გინდა!
ყველა ბავშვი ტირის, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ცრემლების ღვრა მიღებული არ არის - ჩვენში ხომ პატივისცემას "ნამდვილი" მამაკაცები და "თავშეკავებული" ქალები

იმსახურებენ...პატარა ბავშვობიდანვე იგებს, რომ ტირილი ცუდია და თუ თავს უფლებას მისცემს, ყოველი წვრილმანის გამო ცრემლები აფრქვიოს, მალე დაიმსახურებს "მტირალას" ან "მჩხავანას" სამარცხვინო სახელს. არადა ტირილი უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლების ბუნებრივი გზაა, ის ამშვიდებს, ტკივილს უმსუბუქებს ადამიანს, ბავშვისთვის კი ის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მიანიშნებს, რომ პატარას მოსმენა, დახმარება სჭირდება.

  • ჩვენი რეაქცია

რა მიზეზითაც უნდა ტიროდეს ბავშვი, ტირილს ყოველთვის ღრმა ფესვები აქვს. ტირილი მემკვიდრეობაა, რომელიც შორეული წინაპრებისგან გვერგო. ევოლუციის პროცესში ეს უნარი განმტკიცდა, ვინაიდან მას ადამიანთა მოდგმისათვის პირდაპირი სარგებლობა მოაქვს: პატარა, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინებოდა, ხმამაღალი ტირილით ამცნობდა ყველას, რომ ის ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანია. სხვაგვარად ის შესაძლოა სუსტ არსებად ჩაეთვალათ და ზედმეტი ტვირთივით მოეშორებინათ თავიდან.

სამწუხაროდ, თანამედროვე მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტირილი ნორმალური ქცევიდან გადახრაა და ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერზე თანახმანი არიან. "ოღონდ ნუ იტირებს!" - ასეთია მათი პრინციპი. ასეთი მშობლები მიიჩნევენ, რომ ტირილი ბავშვისათვის საზიანოა, ზოგს კი ეს, უბრალოდ, უწესო საქციელად მიაჩნია. ატირდება თუ არა პატარა, გაისმის დაპირებები და მუქარა: "არ იტირო და სასეირნოდ წაგიყვან..." "თუ იტირებ, ჩემი შვილი აღარ იქნები...", "ტირილი სირცხვილია..." როცა ასეთი ვერბალური საშუალებები მიზანს ვერ აღწევს, საქმეში ერთვება კანფეტები, მულტფილმები...

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც ბავშვის ტირილს თითქოს არც კი აქცევენ ყურადღებას. "იტიროს, ფილტვებს გაივარჯიშებს", - ამბობენ მოჩვენებითი გულგრილობით, სინამდვილეში კი გულდამძიმებულნი უცქერენ შვილის ცრემლებს. ხოლო ზოგიერთს თავადაც მოიცავს პანიკა, როცა მათი შვილი ტირის. თავს დამნაშავედ მიიჩნევენ, რომ პატარას გულისწყრომა გამოიწვიეს. ერთი სიტყვით, ტირილი უმეტესად პრობლემად აღიქმება. ის თრგუნავს მშობლებს, უკარგავს მათ შვილთან ურთიერთობის ხალისს. მიზეზი კი ის არის, რომ მშობლებმა ყოველთვის როდი იციან, რატომ და რისთვის ტირის ბავშვი.

  • რეფლექსი თუ ემოცია?

ყველას კარგად გვახსოვს ჟიულ ვერნის რომანი "კაპიტან გრანტის შვილები", სადაც კუნძულზე მცხოვრებ გაველურებულ ადამიანს ამ სიტყვებით მიმართავენ: "ტირი? ესე იგი ადამიანად იქცევი". მართლაც, ადამიანის გარდა არც ერთ ცოცხალ არსებას არ ძალუძს ტირილი. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ნიანგს - მისი ეგრეთ წოდებული ცრემლები საჭმლის მონელებას ემსახურება.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

განასხვავებენ რეფლექსურ და ემოციურ ტირილს. პირველის დროს შეუძლებელია არ ვიტიროთ - ძლიერი ტკივილის გამო ცრემლი თავისთავად მოედინება. როგორც არ უნდა ანუგეშოთ პატარა, რომელიც წაიქცა და მუხლი გადაიტყავა, ვერ გააჩუმებთ, მაინც იტირებს და სწორედაც მოიქცევა - მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის ორგანიზმში იმუნურთან ერთად არსებობს მეორე დამცავი სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს ჭრილობების შეხორცებას, სისხლჩაქცევების გაწოვას. ტკივილის სიგნალი ნერვულ სისტემას აძლევს ბრძანებას, პასუხად თავდაცვითი სისტემა ამოქმედდება და დაზიანების ლიკვიდაციაც იწყება, საცრემლე ჯირკვლები კი იმ ბიოაქტიურ ნივთიერებათა გამომუშავებას იწყებენ, რომლებიც ჭრილობების შეხორცებას აჩქარებს.

ემოციურ ტირილს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. მაგალითად, ჩვილის ტირილი ან ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურება, ან მოზრდილ ადამიანთან ურთიერთობის ერთგვარი საშუალებაა. პირველ შემთხვევაში ბავშვი ტირის ბიოლოგიური მიზეზების - შიმშილის, ფიზიკური დისკომფორტის, ტკივილის გამო და იმედოვნებს, რომ ამ გზით უფროსისგან მიიღებს ყველაფერს, რაც საჭიროა. ის თითქოს ამცნობს დედას: "მშია!", "ნუ მახვევ ასე!", "მეძინება!"

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის ცრემლები სასარგებელო
რა საჭიროა ტირილი

დაახლოებით ორი თვის ასაკიდან ტირილი კომუნიკაციის საშუალება ხდება. ასე გამოხატავს პატარა მოზრდილ ადამიანებთან ურთიერთობის, ადრე გამომუშავებული ჩვევების (რწევა, საწოვარას წოვა, ხელით ტარება) დაკმაყოფილების, სასიამოვნო მხედველობითი და სმენითი სტიმულების მიღების სურვილს. ბავშვი ტირილით ატყობინებს დედას თავის გასაჭირს და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მშობლის ქმედების მიმართ.

მეცნიერებმა ჩვილის ტირილის 29 ნაირსახეობა აღწერეს, მათ შორის:

  1. ტირილი-საჩივარი,
  2. ტირილი-მოთხოვნა,
  3. ტირილი-უკმაყოფილება.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვილისთვის აუცილებელია დედის დაუყოვნებელი რეაგირება. მშობელმა ბავშვის დისკომფორტის მიზეზი დროულად უნდა დაადგინოს. თუ დედა ყურადღებას მიაქცევს ბავშვის მიმიკას, პატარას დღის რეჟიმთან ტირილის კავშირს, ტირილის მიზეზი ამოუცნობად აღარ მოეჩვენება. მაგალითად, თუ პაწია ხელს წოვს, ესე იგი შია, თუ ფეხებს აფართხალებს და მუცლისკენ მიაქვს, აირები აწუხებს.

ტირილი ბავშვისთვის კომუნიკაციის საშუალებად მას შემდეგაც რჩება, რაც ის ენას ამოიდგამს. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური განტვირთვის ეს გზა პატარას დაძაბულობისა და აგზნებისგან გათავისუფლებაში ეხმარება.

ტირილი ადამიანთა ურთიერთობის საშუალებათა არსენალს ავსებს, უფრო მრავალფეროვანს, მოქნილსა და უნივერსალურს ხდის ჩვენს კომუნიკაციას. მტირალი არსება თითქოს გვიხმობს, რომ ვესაუბროთ, გავუგოთ. მას სჭირდება, რომ მისი ცრემლები ვინმემ შეამჩნიოს. მაშინაც კი, როცა პატარა მხოლოდ გმინავს, ის ქვეცნობიერად მიმართავს თავის მეგობრებს ან მათ, ვინც გული ატკინა. მოზრდილი ადამიანის მიერ ურთიერთობის ამ განსაკუთრებული ფორმის ცოდნაზე ბევრად არის დამოკიდებული მშობლისა და შვილის ურთიერთგაგება.

თუ ბავშვი ბევრს ტირის და ცოტას ლაპარაკობს, ესე იგი, მას ეშინია, ხმამაღლა გამოთქვას თავისი გრძნობები და სურვილები. როცა ბავშვი პრაქტიკულად არ ტირის, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს ემოციათა განუვითარებლობასთან, დეპრესიასთან ან დადებითი ემოციების დეფიციტთან.

პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აზრით, ტირილის ხასიათი და სიხშირე დამოკიდებულია არა მარტო ტემპერამენტის თავისებურებებზე, არამედ აღზრდაზეც. ზედმეტი მზრუნველობა და ყველაფერზე ნებართვა ბავშვს ჭირვეულს ხდის. სწორედ ამის გამოვლინებაა ტირილი, რომელიც ხშირად ისტერიკაში გადაიზრდება. ზოგჯერ ტირილი მშობლების ყურადღების მიპყრობის საშუალებაა, დახმარების თხოვნაა. ტირილით ჩივის პატარა, რომ ვიღაცამ აწყენინა, რაღაც სტკივა, თავს ცუდად გრძნობს, ვერ ისრულებს სურვილს... ამიტომაც უნდა დავუგდოთ ყური, მივუხვდეთ, რას ამბობენ მისი აცრემლებული თვალები... როცა მშობლები ყველანაირად ცდილობენ, ბავშვს ტირილი შეაწყვეტინონ, დიდია რისკი, მათსა და ბავშვს შორის გადაულახავი კედელი აღიმართოს.

  • დამხმარე ცრემლები

"როცა კბილი ძალიან გტკივათ, იტირეთ, ცრემლებით გაჟღინთეთ ბამბა და მტკივან კბილზე დაიდეთ. ტკივილი დაგიამდებათ", - გვირჩევს ზოგიერთი სპეციალისტი. ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა უილიამ ფრეიმ თავისი კვლევებით დაადასტურა, რომ როცა ადამიანი აუტანელი ფიზიკური ტკივილის გამო ტირის, ცრემლებში ერევა მორფინის მსგავსი ნივთიერებები, რომლებიც ტკივილს აყუჩებს. საინტერესოა ისიც, რომ ცრემლთან ერთად გამოიყოფა ბიოლოგიური ნაერთების მთელი კომპლექსი, რაც არსებითად აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ნეგატიური ემოციით გამოწვეულ ცრემლებში კი დამამშვიდებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ცრემლი სტრესის ან ძლიერი ფიზიკური დაძაბულობის საპასუხო, თავდაცვითი რეაქციაა. უილიამ ფრეიმ ემოციური დაძაბულობისას გამოყოფილ ცრემლში ლეიკინ-ენცეფალინი და პროლაქტინი აღმოაჩინა. სწორედ ეს ნივთიერებები ხსნის სტრესს. ბავშვებს, რომლებიც ავადმყოფობისას უცრემლოდ ტირიან, ემოციური სტრესების მიმართ დაბალი მდგრადობა ახასიათებთ.

ზოგჯერ ბავშვი მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ ნერვული დაძაბულობისგან გათავისუფლება, განმუხტვა სურს. ტირილი მას შვებას ჰგვრის, გუნებას უკეთებს. ასე ხდება ემოციური თვითრეგულაცია. ცრემლი მძიმე ემოციისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ბევრი აღნიშნავს, რომ ტირილის შემდეგ შვებას გრძნობს. "ცრემლი ზეციური საჩუქარია. ნეტარ არს, ვისაც ტირილი შეუძლია, რამეთუ თავის ტანჯვას ის ცრემლებით გამოიტირებს", - ამბობდა ალექსანდრე დიუმა. ის, ვინც ტირის, ჯანმრთელობას ინარჩუნებს, რასაც ვერ ვიტყვით მათზე, ვინც განსაცდელს ვაჟკაცურად იტანს.

უარყოფითი ემოცია ორგანიზმში ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს. ირღვევა საჭმლის მონელება, იწევს არტერიული წნევა, გული ჩქარდება, კანის ტემპერატურა ეცემა. ექიმები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს, რომელთაც უარყოფითი ემოციების დათრგუნვა და ცრემლების შეკავება სჩვევიათ, დიდი შანსი აქვთ, ასთმას, შაკიკს, კუჭის წყლულსა და სხვა დაავადებებს გამოჰკრან ხელი. ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქოთერაპევტი რაიხი მიიჩნევდა, რომ ადრეულ ბავშვობაში ტირილის იმპულსის მუდმივი დათრგუნვა გულისრევას იწვევს. ასეთ ბავშვებს ჩუმი, მონოტონური, წვრილი ხმა აქვთ.

  • დამამშვიდე, დედა!

პატარა გულამოსკვნილი ტირის, რადგან შეშინდა ან წაიქცა. დედის ბუნებრივი რეაქცია მისი დამშვიდებაა. ჩვენ ბავშვს უმეტესად სიტყვებით ვანუგეშებთ, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგები სხვა აზრისანი არიან. მათი აზრით, აღელვებული ბავშვისთვის სიტყვები ზედმეტია - მისი ტვინი ხომ ისედაც გადატვირთულია. ვიდრე პატარა ტირის, სჯობს, ჩუმად ვიყოთ. უადგილოა საყვედური, გამოკითხვა, რა და როგორ მოხდა. უმჯობესია, უბრალოდ ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ.

  • ფსიქოლოგები გვირჩევენ

ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უებარი წამალია ალერსიანი ჩახუტება. პატარას ნაზად მოეხვიეთ, მასთან ერთად ნელა, ღრმად ისუნთქეთ. ბავშვი თავის სუნთქვას თქვენსას შეუწყობს და დამშვიდდება. მოეფერეთ პატარას, აქანავეთ სუნთქვის რიტმში. შეგიძლიათ, იღიღინოთ კიდეც. როცა დამშვიდდება, ფრთხილად, საყვედურების გარეშე დაუთვალიერეთ ნატკენი მუხლი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იტირე, რამდენიც გინდა! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები