ძილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილი

ერთ წლამდე პატარას ნახევარი დღე-ღამე სძინავს და სრულფასოვანი ძილი ჰაერივით სჭირდება. ნორმალური ძილი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის ჰარმონიულ ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას.

საწოლის მომზადება

საწოლი უნდა იყოს შედარებით მაგარი და, რასაკვირველია, სწორი. თუ ის ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეგიძლიათ ნაკლის გამოსასწორებლად გამოიყენოთ 2-3 სმ სისქის მკვრივი ლეიბი ან ღრუბელი. რასაკვირველია, გინდათ, რომ პატარა ბავშვის საწოლი თქვენსას ჰგავდეს, მის ლეიბზეც თეთრი ზეწარი ეფინოს. გაითვალისწინეთ: პამპერსიც რომ ეცვას, პატარა ბავშვი მაინც დასვრის ზეწარს ნერწყვითა და ამოქაფებისას გამოყოფილი სითხით. ასე რომ, ჯობს ლეიბზე გადააფაროთ არა ზეწარი, არამედ მასზე 2-3-ჯერ პატარა საფენები. მათ რეცხვაზე, გაშრობასა და გაუთოებაზე შრომაც 2-3-ჯერ ნაკლები დაგეხარჯებათ. რასაკვირველია, პატარა ბავშვს არც ბალიში სჭირდება და არც თავქვეშ ნაჭრების ამოდება.

რამდენი უნდა ეძინოს?

ჯანმრთელმა ბავშვმა თვითონვე იცის, რამდენი ძილი სჭირდება. არ დაუშალოთ ძილი და დასვენება, რადგან ის ძილის დროს იზრდება. როცა სხვა საქმის, მაგალითად, ჭამის დრო მოვა, ბავშვი ამას თვითონვე შეგატყობინებთ. მრავალმა მშობელმა საკუთარი მწარე გამოცდილების წყალობით იცის, რაოდენ ძნელია პატარა ბავშვის დაძინება. დაახლოებით 6 თვემდე ბავშვს დღე-ღამეში 16-20 საათი სძინავს, შუალედებში კი 30 წუთიდან 2 საათამდე ფხიზლობს.

ჩვილს ხშირად აწუხებს საკუთარი სხეული, რომელიც ჯერ "მწყობრში არ ჩამდგარა", მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების ადაპტაცია, აქტიურად ფორმირდება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმიც და დღის რეჟიმიც ფორმირების პროცესშია, ძალზე მნიშვნელოვანია, თავიდანვე დიდი ყურადღება დავუთმოთ ძილის პროცესს.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ძილის წინ დროის სწორ ორგანიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ბავშვის ძილზე ზრუნვა ორი კვირის ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. უნდა ვასწავლოთ პატარას დღისა და ღამის გარჩევა - დღისით დავაძინოთ ბუნებრივი განათების პირობებში, ოთახის სპეციალური დაბნელებისა და სამარისებური სიჩუმის გარეშე, ხოლო ღამით შუქი ჩავაქროთ და არ ვიხმაუროთ. სულ მალე ბავშვი თავად დაუკავშირებს ღამეს ძილსა და მოსვენებას, ხოლო დღეს - აქტიურობას. რამდენიმე თვეში ის მიეჩვევა რეჟიმს, თუმცა შესაძლოა, ღამით რამდენჯერმე მაინც გაეღვიძოს. 3-დან 6-მდე გაღვიძება სავსებით ნორმალურია. თუ უფრო ხშირად იღვიძებს, ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ, რომ თვითონვე ჩაეძინოს. არავითარ შემთხვევაში არ მიაჩვიოთ რწევით ჩაძინებას.

ძილის სპეციალისტები - ექიმი სომნოლოგები - ერთხმად აღიარებენ, რომ ადრეული ასაკის ბავშვებში ძილის დარღვევა ქცევით სტერეოტიპებს უკავშირდება. სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვი ღამით ხშირად იღვიძებს საჭმელად და მშვიდად მხოლოდ მას შემდეგ იძინებს, რაც დანაყრდება და დედის თბილ ხელებში რწევას იგრძნობს, დროთა განმავლობაში კი ხშირი კვების აუცილებლობა ქრება და გაღვიძება ერთგვარ ჩვევად გადაიქცევა. ბავშვი მანამდე არ იძინებს, სანამ არ აჭმევენ და არ დაარწევენ. ასე აჩვევენ მშობლები პატარას ძილს "დამამშვიდებელი" სიგნალების საპასუხოდ, ამიტომ პატარა დამოუკიდებლად დაძინებას ვეღარ სწავლობს. ასე რომ არ მოხდეს, საკმარისია, თანდათან შევცვალოთ ქცევის არასწორი სტერეოტიპები და სწორი რეჟიმი ჩამოვაყალიბოთ.

3-6 თვიდან რეკომენდებულია რეჟიმში ჩადგომა. კვება, საწოლში ჩაწვენა, გაღვიძება - ყველაფერი ერთიან განრიგს უნდა ექვემდებარებოდეს. ასე ჩამოუყალიბდება ბავშვს დროთა განმავლობაში ჩვევა, რომელიც მას ადვილად და სწრაფად დაძინებას მიაჩვევს.

რასაკვირველია, რეჟიმს "წკეპლით" არ უნდა ვაჩვევდეთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი სურვილებიც, თუმცა ძილის წინ ჯობს თავი ვარიდოთ ყველაფერს, რაც პატარას აღაგზნებს, მათ შორის - ხმაურიან თამაშებს. მნიშვნელოვანია დამოკიდებულება საწოლის მიმართაც. ის მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიყენოთ. არ არის საჭირო საწოლში თამაში, საწოლში ჭამა. საწოლი ბავშვისათვის მხოლოდ ძილთან უნდა ასოცირდებოდეს.

ეცადეთ, ოთახში მუდამ იყოს კომფორტული ტემპერატურა, განათება, სიჩუმე. თუნდაც რწევით ვაძინებდეთ, მაინც ჯობს, ბავშვი საწოლში ჩაძინებისას ჩავაწვინოთ და არა მძინარე - ასე ის თავისით დაძინებას ისწავლის და თუ ღამით გაეღვიძა, ეცდება, თავისით ჩაიძინოს. სომნოლოგები ამ მომენტს "თვითდამშვიდების ჩვევას" უწოდებენ. მოიფიქრეთ ძილისწინა რიტუალი, რომელსაც ყოველდღე შეასრულებთ. რასაკვირველია, თანამიმდევრობა ყველა ოჯახში ინდივიდუალური იქნება - ჩვევების, ასაკისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად. ერთ წლამდე ეს შეიძლება იყოს:

  • თბილი დამამშვიდებელი აბაზანა;
  • პამპერსის გამოცვლა და ბოლო კვება;
  • იავნანა ან ზღაპარი ძილის წინ.

ყოველდღე გაიმეორეთ ეს მარტივი მოქმედებები და 1-2 კვირაში ბავშვი რიტუალს მიეჩვევა, სიხარულით შეასრულებს ნაცნობ პროცედურებს და ძილისთვის განეწყობა.