ძილის დარღვევები ბავშვებში
რითაც მშობლები მიმართავენ ექიმს. მშობლებს აინტერესებთ, რამდენ ხანს უნდა ეძინოს ბავშვს დღე-ღამის განმავლობაში. ოპტიმალური ძილის ხანგძლივობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს ძილის საათების რაოდენობა. ჩვილ ბავშვს , საშუალოდ, 15-16 საათი სძინავს,როცა ზრდასრული ადამიანის ძილის ხანგძლივობა დაახლოებით 8 საათია. თუმცა , ეს ნორმა ხშირად არ არის დაცული, რადგან არსებობენ ადამიანები,რომლებსაც უფრო მეტი ძილი სჭირდებათ,ან პირიქით, რამდენიმე საათიანი ძილიც აკმაყოფილებთ.
3 წლამდე ბავშვებს , საშუალოდ , დღე-ღამის განმავლობაში 11-12 საათი სძინავთ, თუმცა გასათვალისწინებელია ის , რომ ამ ინტერვალის ანაზღაურება მათ დღის ძილის ხარჯზეც შეუძლიათ. რაც შეეხება დღის ძილს, მიჩნეულია,რომ 3 წლიდან სასკოლო ასაკის მქონე ბავშვებს ის აღარ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, სულაც არ არის ნორმიდან გადახრა,როცა ძლიერი დაღლის ფონზე ამ ასაკის ბავშვი ითხოვს დღის ძილს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრ ბავშვს აქვს უძილობის პრობლემა, თუმცა , სანამ ამის იდენტიფიცირებას ინსომნიასთან,ანუ უძილობის სამედიცინო მდგომარეობასთან მოვახდენთ, მნიშვნელოვანია, უძილობის მიზეზებში გავერკვეთ. ხშირად, მშობლები არასწორად აღიქვამენ დღის რეჟიმის დარღვევას ან ძილის ფაზების გადანაცვლებას და ამას ინსომნიას მიაწერენ. ძილის დარღვევა მნიშვნელოვნად მოქმედებს დასწავლაზე, ემოციებისა და ქცევის კონტროლზე და ა.შ. ხშირად, თავად ძილის დარღვევა შეიძლება განიხილებოდეს სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ კრიტერიუმად,მაგალითად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში უძილობა ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს. ასე რომ , ძლის დარღვევა კოგნიტურ ფუნქციებზე აისახება,როგორც დარღვეული კოგნიტური ფუნქციები - ძილზე.
მნიშვნელოვანია გარემო,სადაც თქვენს პატარას სძინავს. არ არის რეკომენდებული საძინებელი იყოს ძალიან განათებული. ასევე,რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს,ზედმეტად რბილი ლოგინი არცისე კომფორტულია ბავშვისთვის. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ,რომ არასწორია,ბავშვის რწევით დაძინება, დივანზე ჩაძინება და ა.შ. ბავშვი აუცილებლად უნდა მიეჩვიო იმ გარემოს ( საძინებელს,ლოგინს,ბალიშს),სადაც მთელი ღამის განმავლობაში მოუწევს ძილი. აუცილებელია,სწორედ ეს გარემო ასოცირდებოდეს ძილთან.
როცა ბავშვი უმიზეზოდ ჭირვეულობს,ხდება ნაკლებად მომთმენი,აღარ გვემორჩილება და პარალელურად ვამჩნევთ,რომ ხშირად იფშვნეტს თვალებს, ამას კი ემატება უძილობა,ესეიგი,მისი ძილის რუტინა დარღვეულია.
მნიშვნელოვანია არა რომელ საათზე დაიძნებს ბავშვი, არამედ ის,რომ ყოველთვის ამ დროს დაიძნოს. ალბათ, გიჩნდებათ კითხვა - რომელი საათია ყველაზე ოპტიმალური ბავშვის დაძნებისთვის? თამამად შეიძლება ითქვას ,რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია. თუმცა, არ არის მიზანშეწონილი, ეს პერიოდი 12 საათამდე გაგრძელდეს. მშობელი უნდა დააკვირდეს, დროის რა მონაკვეთში არის მისი შვილი მოდუნებული ან პირიქით,აჟიტირებული, როდის იფშვნეტს თვალებს,ამთქნარებს,ხდება ჭირვეული - ეს უკვე მიუთითებს იმაზე,რომ ბავშვს ეძინება. ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია ის,რომ დაძინებამდე 2 საათით ადრე აუცილებელია, ოჯახში სუფევდეს სრული იდილია, ბავშვს ხელი უნდა შევუწყოთ,მშვიდად მოემზადოს ძილისთვის. ასევე, არ არის რეკომენდებული დროის ამ მონაკვეთში მისი ემოიციური გადაღლა,მათ შორის არც სიურპრიზებით. რა თქმა უნდა, არ უნდა გადავღალოთ გაჯეტებით.
დღესდღეობით ძილის დარღვევების დიაგნოსტიკა აღარ წარმოადგენს პრობლემას. თავდაპირველად ხდება კითხვარების შევსება,სადაც ექიმი მშობელთან ერთად იგებს დეტალებს ბავშვის ძილთან დაკავშირებით. აუცილებელია, მშობელი ავსებდეს ძილის დღიურს, სადაც დააფიქსირებს,რომელ საათზე იძინებს ბავშვი,რამდენ ხანს სძნავს და ა.შ. დღიურის ანალიზის შედეგად ექიმი ადგენს, გვაქვს თუ არა საქმე ძილის დარღვევასთან. ასევე,არსებობს დიაგნოსტიკის კიდევ ერთი მეთოდი, აქტიგრაფია. ბავშს უმაგრდება სპეციალური სამაჯური,რომელიც , ძირითადად, ძილის განმავლობაში მოძრაობებს იწერს. უფრო კომპლექსური მეთოდია პოლისომნოგრაფია,რომლის საშუალებითაც ხდება ძილის ფაზებზე დაკვირვება, სუნთქვისა და გულისცემის შესწავლა და ა.შ.
ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოფიის ინსტიტუტი
თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. #83/11; მე-3 სართ.
ტელეფონი: 2 912 947; 2 183 317