როგორი უნდა იყოს ახალშობილის რეჟიმი სიცოცხლის პირველ თვეებში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს ახალშობილის რეჟიმი სიცოცხლის პირველ თვეებში?

ახალშობილის ცხოვრება პირველ თვეებში ორი სიტყვით შეიძლება გადმოიცეს: ჭამა და ძილი. ახალშობილობა არის პერიოდი ბავშვის დაბადებიდან 28-ე დღემდე. ხშირად, შეცდომით, ერთ წლამდე ბავშვებს ახალშობილს უწოდებენ.

პირველ თვეებში ახალშობილის დღის რეჟიმზე საუბარი რთულია. როგორც წესი, ეს მშობლების ჩვეულ რუტინასა და ოჯახის ჩვევებზეა დამოკიდებული. ეს ის დროა, როდესაც ბავშვი ეჩვევა ცხოვრების ახალ წესს, ახალგაზრდა მშობლები კი ეჩვევიან თავიანთ როლს.

სიცოცხლის პირველ თვეში ბავშვის კვების რეჟიმიც არ არსებობს. ამ პერიოდში ბავშვი სწავლობს ძუძუს წოვას, დედა კი ეჩვევა ამ შეგრძნებებს.

ზოგიერთი ახალშობილი ძუძუს სწრაფად და აქტიურად წოვს, ზოგი კი შეიძლება მკერდზე ნახევარი დღე იყოს „ჩამოკიდებული“. ორივე მდგომარეობა ნორმალურია. პედიატრები პირველი ორი თვის განმავლობაში ბავშვისთვის ძუძუს მიცემას ყოველი მოთხოვნისას ურჩევენ. წოვის რამდენიმე მოძრაობაც კი ზრდის რძის გამომუშავებას და იწვევს რძის გამოყოფის რეფლექსს. ხშირად წოვის დაწყებისას დედა გრძნობს „წამოხურებას“. როდესაც ლაქტაცია ჩამოყალიბდება, აღარ იქნება ხშირი კვების საჭიროება.

ახალშობილის სიფხიზლის რეჟიმი

ახალშობილის სიფხიზლის დრო ხანმოკლეა. როგორც წესი, ეს არის 10-20 წუთი. ხანდახან ბავშვი უფრო მეტხანს არის ფხიზლად, მაგრამ შემდეგ გაცილებით რთულია მისთვის დაძინება. ის ზედმეტად აღგზნებულია და სწრაფად ვერ იძინებს, შემდეგ კი გამოუძინებელი იღვიძებს. ახალშობილობის პერიოდში ხშირად ბავშვს დღეში 16-18 საათი სძინავს. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო იზრდება მისი სიფხიზლის დრო.

3 თვისთვის სიფხიზლის დრო 40-90 წუთია. 6 თვისთვის შეიძლება 2-3 საათს მიაღწიოს.

შესაძლებელია თუ არა ახალშობილის ყოველდღიურ რეჟიმს თვალყური ვადევნოთ თვეების მიხედვით ან საათობრივად?

ცხოვრების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვანია სიფხიზლის საათებზე თვალყურის დევნება. ხშირად მშობლები ჩივიან, რომ ბავშვი გამუდმებით ტირის და ჭირვეულობს. დეტალური გამოკითხვისას კი გამოდის, რომ 6 თვის ბავშვის სიფხიზლის დრო 4-5 საათია. მშობლები ვერ ამჩნევენ ბავშვის ძილიანობის პირველ ნიშნებს და აგრძელებენ მასთან აქტიურ თამაშს. ის ზედმეტად აღიგზნება და ვერ იძინებს, რასაც მშობლები აქტიურ სიფხიზლედ აფასებენ.

ტირილი არის საშუალება, რითაც ბავშვი გამოხატავს უკმაყოფილებას და ამცნობს მშობლებს, რომ რაღაც აწუხებს. ტირილის ძირითადი მიზეზებია:

  • შიმშილი;
  • დაღლილობა;
  • შიში ან სველი საფენი;
  • უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი არ არის სამედიცინო პრობლემა.

6-8 კვირის ბავშვები, ჩვეულებრივ, დღეში 2-3 საათის განმავლობაში ტირიან. ზოგიერთი ბავშვი უფრო მეტს ტირის. ტირილი შეიძლება გაგრძელდეს დღეში 5 საათამდე. ამის მიზეზი ხშირად ახალშობილთა კოლიკაა.

ტირილი პიკს აღწევს 6-8 კვირის ასაკში და მცირდება 4-5 თვის განმავლობაში.

სიცოცხლის პირველ თვეში ბავშვს უმეტეს დროს სძინავს ან ჭამს. ამ დროს ის ჯერ არ განასხვავებს დღის დროს, ამიტომ ჩვილების უმეტესობას არ აქვს კვებისას ღამის პაუზა. ამ მიზეზით ბავშვს პირველ თვეში კუჭის მოქმედება შეიძლება ღამით ჰქონდეს. დაახლოებით სამი თვის ასაკის ბავშვებისთვის ღამით დეფეკაცია არ არის დამახასიათებელი.

შეიძლება განსხვავდებოდეს შარდვის სიხშირეც. შარდვის სიხშირე ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ბავშვი საკმარის რძეს იღებს. ეს შეიძლება შეფასდეს მარტივი დაკვირვებით: სულ მცირე, 6 სველი ქსოვილის საფენი ან 5 სველი ერთჯერადი საფენი 24 საათის განმავლობაში. შარდი გამჭვირვალე და უსუნოა.

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თამაშისთვის განკუთვნილი დრო. შეეცადეთ თქვენს შვილთან ურთიერთობას: იმღერეთ სიმღერები, წაიკითხეთ ლექსები, გააკეთეთ გრიმასები.

პირველ თვეებში ბავშვს სათამაშოები არ აინტერესებს, დედის ან მამის ყურება მისთვის ბევრად უფრო სახალისოა. შეეცადეთ შეარჩიოთ თამაშისთვის დრო ჭამის შემდეგ და არა ძილის წინ.

ასე რომ, ახალშობილის რეჟიმი თავდაპირველად საკვებისა და ძილის საჭიროებებს ექვემდებარება. რუტინა ბავშვისთვის ყველაზე კარგი და სიმშვიდის მომტანი მდგომარეობაა. ამიტომ ღირს დაძინების წინ რიტუალის შექმნა. თანმიმდევრულობა და პროგნოზირებადობა ბავშვის რეჟიმის საუკეთესო დამხმარეა.