როგორ გავაკეთოთ პლასტილინი
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შეიძლება პლასტილინი ჩვენ თვითონ დავამზადოთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ მის უსაფრთხოებასა და უვნებლობაში.
პლასტილინი ფქვილისგან
აიღეთ 300 გრამი ფქვილი, 325 გრამი მარილი, 2 დესერტის კოვზი ღვინის ძმარი, 2 სუფრის კოვზი ზეთი, საკონდიტრო საღებავი.
მოათავსეთ ყველა კომპონენტი 500 მლ ადუღებულ წყალში და ურიეთ გასქელებამდე. შემდეგ მიღებული მასა დადეთ მშრალ ადგილზე და ფორმა მიეცით. მიღებული პლასტილინი შეგიძლიათ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეინახოთ მაცივარში.
პლასტილინი ცვილისგან
აიღეთ 200 გრამი ცვილი, 1 ჩაის კოვზი ლანოლინი (იყიდება აფთიაქებში). გაადნეთ ცვილი და შეურიეთ მას ლანოლინი. როცა მასა გაცივდება, ჩაატარეთ ტესტირება. თუ იფხვნება, დაამატეთ ლანოლინი, თუ ძალიან ცხიმიანია - ცვილი.
მიიღება სასიამოვნო შესახები და სურნელოვანი პლასტილინი, რომელსაც მომხიბლავი ყვითელი ფერი აქვს.
პლასტილინი თიხისგან
აიღეთ ცვილი, გლიცერინი, თეთრი თიხის ფხვნილი. ინგრედიენტების რაოდენობა თქვენი შეხედულებისამებრ შეარჩიეთ. გაადნეთ ცვილი და ჩაასხით თიხის ფხვნილში. აურიეთ სასურველ კონსისტენციამდე და დაამატეთ გლიცერინი, რათა პლასტილინი ხელებს არ ეკრობოდეს.
პლასტილინი მარილისგან
აიღეთ 1 ჭიქა ფქვილი, 0,5 ჭიქა მარილი, ვანილი (სურნელისათვის), 1 სუფრის ჭიქა ზეთი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი და პატარა ჯამებში ჩადეთ. ყოველ ჯამს შეგიძლიათ დაამატოთ საკონდიტრო საღებავი და სხვადასხვა ფერი მიიღოთ.
"მარილიანი~ პლასტილინი ინახება მაცივარში. გამოძერწილი ფიგურები შეგიძლიათ შეღებოთ.
პლასტილინი შაბით
აიღეთ 400 გრამი ფქვილი, 200 გრამი მარილი, 0,5 ლ ადუღებული წყალი, 2 სუფრის კოვზი თეთრი შაბი (იყიდება აფთიაქში), 4 სუფრის კოვზი ზეთი, საკონდიტრო საღებავი. შეურიეთ ფქვილი, მარილი და შაბი. მასას განუწყვეტლივ ურიეთ, შიგ ჩაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ მცენარეული ზეთი და საღებავი.
პლასტილინი არ ეკვრის ხელს და ტანსაცმელს. ადვილად სცილდება ყველა ზედაპირს, კარგად ინახება მაცივარში, ჰერმეტულ ჭურჭელში.
თუ ყველაფერი მოამზადეთ, შეგიძლიათ დასხდეთ და ძერწოთ. კარგი იქნება, თუ თქვენი ნამუშევრების "გამოფენასაც" მოაწყობთ.