როგორ მოვამზადოთ ცვილის დეპილატორი
ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ შუშის ქილაში და გაადნეთ წყლის აბაზანაზე. კანიფოლი ბოლომდე რომ გადნეს, ამისათვის დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ. როცა ყველა ინგრედიენტი გადნება, გადაასხით იმ ჭურჭელში, რომლითაც შეინახავთ. გააგრილეთ დაახლოებით 40 გრადუსამდე და ხის შპადელით წაისვით თმიან ადგილებზე. როდესაც მასა გაშრება და გამაგრდება, სწრაფი მოძრაობით ააფხრიწეთ. დარჩენილი მასა შეინახეთ. გაციების შემდეგ დეპილატორი მაგრდება, ამიტომ გამოყენების წინ შეათბეთ. ინახება დიდხანს.